მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადეიემი: ბარსელონა არცერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

ადეიემი: ბარსელონა არცერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

მოკლედ
კარიმ ადეიემიმ "საბაჰთან" გამარჯვების შემდეგ ლამინ იამალის არყოფნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლების შესაძლებლობა აქვს.

კარიმ ადეიემიმ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ გაიტანა. გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მიერ ევროტურნირზე ჩატარებული ხუთი მატჩიდან სამში მოახერხა მეტოქის კარის აღება.

ბაქოში ჰანსი ფლიკმა ადეიემის ლამინ იამალის ჩანაცვლება მიანდო. “დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი მატჩის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო და ალეხანდრო ბალდეს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გოლიც გაიტანა.

“საბაჰთან” 4-1 გამარჯვების შემდეგ ადეიემიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს გოლი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. მოპოვებული სამი ქულით კმაყოფილები შეგვიძლია ვიყოთ.”

გერმანელმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა რთულ გასვლით მატჩზე და ენტონი გორდონის თამაში შეაქო.

“სახლიდან ასე შორს თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქემ შესანიშნავად იმუშავა და ძალიან მოტივირებული იყო. გორდონი? მან ძალიან კარგად ითამაშა. მიხარია როგორც გუნდის, ისე მისი წარმატება. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.”

ბოლოს ადეიემი ლამინ იამალის არყოფნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ კატალონიური გუნდი რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

“ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი ჩანაცვლებისთვის საკმარისი ხარისხი გვაქვს. “ბარსელონაში” ყოველთვის უნდა არსებობდეს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციაზე თამაშობს ფეხბურთელი. არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები და არავისი უნდა გვეშინოდეს. აქ გამარჯვებისთვის ვართ და ყველა მატჩის მოგება გვინდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 ნოე 2026, 15:04

    ეს თავიდან უკეთესი ჩანდა, მე მგონი მოუკლო თამაშს, უფრო რაშფორდს ემსგავსება.

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 26 ნოე 2026, 15:53

      დღევანდელი ფასებით 30 მილიონად იდეალურია,მაგის საქმე ჯერ თუ ვერ გააკეთა,სეზონის ბოლომდე უეჭველი ამოღებული იქნება. პლიუს საშუალო გუნდებთან იდეალური დამსვემებელია ძირითადის. რა გინდა კაცს მეტი. რო რამე იყოს 20-30 ის ფარგლებში ლუბოი დროს გავასაღებთ