"ბარსელონა" ჩავის გაუხანგრძლივებს

"ბარსელონა" ჩავის გაუხანგრძლივებს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს დაიწყოს მოლაპარაკებები 32 წლის ესპანელი ჩავის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ჩავი ერნანდესის მიმდინარე კონტრაქტი ძალაში 2014 წლამდეა, იტყობინება AS.

 

კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუნდი მზად არის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს უკეთესი ფინანსური პირობებით. ფეხბურთელის აგენტმა, ივან კორტეხამ კი ასეთი განცხადება გააკეთა: "ჩვენ მადლობელნი ვართ კლუბის, ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში არ შევა."

 

ჩავი "ბარსელონაში" 1998 წლიდან გამოდის, დღემდე კი მან ესპანეთის ჩემპიონატი ექვსჯერ მოიგო, ასევე მოიგო ქვეყნის 2 თასი, 5 სუპერთასი, 3 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.