ლუის სუარესის მიღწევა - 500 გოლი საკლუბო კარიერაში

ლუის სუარესის მიღწევა - 500 გოლი საკლუბო კარიერაში

"ბარსელონას" ლეგენდამ, "ინტერ მაიამის" ახლანდელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა საკლუბო კარიერაში 500-გოლიან ნიშნულს მიაღწია. ამ ინფორმაციას "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "ბარსას" ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირს კლუბებში გატანილი უკვე 500 ბურთი დაუგროვდა.

სუარესმა ყველაზე მეტი, 198 გოლი, "ბარსელონაში" გაიტანა. მან ეს 2014-2020 წლებში გააკეთა.

ურუგვაელ თავდამსხმელს, "ბარსას" გარდა, "ნასიონალში", "გრონინგენში", "აიაქსში", "ლივერპულში", "ატლეტიკოსა" და "გრემიოში" უთამაშია, ამჟამად კი ის გოლების გატანას ამერიკულ "ინტერ მაიამში" განაგრძობს.

37 წლის შემტევი "ოქროს ბუცის" გამარჯვებული 2-ჯერ გახდა - 2013/14 წლების სეზონში "ლივერპულში" და 2015/16 წლების სეზონში "ბარსელონაში".

"ბარსაში" სუარესის საუკეთესო სეზონად სწორედ 2015/16 წლების გათამაშება მიიჩნევა, რომელშიც მან 59 გოლი გაიტანა, აქედან 40 - ლა ლიგაში და როგორც უკვე მოგახსენეთ, "ოქროს ბუცის" გამარჯვებული გახდა.

"ელ პისტოლერომ" სოციალურ ქსელ X-ზე მის მიღწევასთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 11 მაისი 2024 21:31
    0
    ციტატა: me da barca
    ეს და მესი მოგვცა 24-25 წლის და მერე დაგვასკდეს რეალი მთაწმინდიდან გამოქანებული.

    მარადონა და პელეც ხოარ გაცოცხლდეს😂
    Culé [?]
    #4 8 მაისი 2024 21:12
    1
    აუ ეს მოგვცა პრაიმში და ყ*ეზე ჩამოიცმევდა მინიმუმ 3 ოქროს ბურთს მომავალ წლებში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 მაისი 2024 01:32
    1
    ეს და მესი მოგვცა 24-25 წლის და მერე დაგვასკდეს რეალი მთაწმინდიდან გამოქანებული.
    Culé [?]
    #2 7 მაისი 2024 20:02
    8
    ნამდვილად უმაგრესი მიღწევაა, სადაც კი ითამაშა ყველგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოლები, პასები და ზოგადად გასხვავებული მიდგომა ფეხბურთისადმი, განსხვავებული მანერები რომელსაც ალბათ ვერავინ გაიმეორებს და მაგიტომაც გამოსდიოდა ულამაზესი გოლები. ამ კაცს თავისი ეპოქის შექმნა შეეძლო ცალკე, უბრალოდ თავად ისეთ ეპოქაში მოხვდა სადაც თავის გამოჩენა მხოლოდ ორი კაცისთვის იყო მარტივი და იმათაც ორჯერ აჯობა თავის საქმეში. უდიდესი ლეგენდაა და კარგი იქნებოდა ბარსას მაისური კიდევ დიდხანს ეტარებინა pensive
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 მაისი 2024 19:50
    10
    სადაც ითამაშა ყველგან ბომბარდირი გახდა, ამის წასვლის შემდეგ სულ დავკარგეთ გოლის გემო. რა იქნება ერთი ამისთანა, მესის ვერ ვბედავ ნამეტანი ფანტაზიორობა გამოვა , რო მოგვცა ლევანდოვსკი მეგონა გოლების მანქანა და აქ მოუნდა დაბერება, მანამდე ბაიერნში უბურთოდ არ ტოვებდა მინდორს, დღეს მაგის ადგილი ბაიერნში კეინმა დაიკავა და ისიც ბომბარდირია თუმცა აქ რო მოგვეყვანა ალბათ იმასაც დააჩლუნგებდნენ.