მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.

ყველაფერი პირველ ტაიმში

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.

ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.

არაფერი მეორე ტაიმში

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.

მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.

ლა ლიგა რა, ცუდია?

წინ რა გველის

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (179)

  • Nikolay
    16 აპრ 2026, 01:07

    Არსენალი გადააჯიშა არტეტა ტერორისტმა

  • cruyff9
    16 აპრ 2026, 01:07

    წამოვიდა ამათი ანტიპალასაც ამათი ბზიი დედას!!!!!ისე აი ლუის დიასი რო მოგვყავდა და ეგეც ვერ იყიდა ლაპორტამ არადა ზუსტად ეგ კაცი დაგვაკლდა და რაშფორდს გვაყურებინეს🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️იმიტომაც მივიღეთ რაც მივიღეთ

  • Gaucho97
    16 აპრ 2026, 01:07

    ბარსა სეზონის ბოლოს მეორე თასს მაინც აღმართავს, დარჩა უტიტულოდ მილიარდიანი გუნდი, მგონია მბაპეს ის წყევლა დასდევს წარმატებული ფეხბურთელები რომ იყვნენ და არიან მაგრამ ჩემპიონთა ლიგა რომ ვერ მოუგიათ კარიერაში, ისე დავაკვირდეთ აბა არდა გიულერსაც დისკვალიფიკციას თუ მისცემს უეფა გამოეკიდა მსაჯს და აგინა აფურთხა მარტო წითელზე არ უნდა გადაატარონ, ცალკე კამავინგას წითელზე იყაყანებენ მადრიდის ფანები არადა რაფინიას კომენტარზე აჯ*ამდნენ ეს მსაჯებზე ლაპარაკი მაგარი იციანო, ძალია მაგარი წყვილი დარჩა ნახევარფინალში, თქვენი არ ვიცი და ატლეტიკოს ვგულშემატკივრობ არსენალთან ესეთი გუნდი როგორიც არსენალია ფინალსა დააზარალებს და ცუდი საყურებელი იქნება, წავიდნენ პრემიერ ლიგას მიხედონ, რაღაცეები ისე მოხდა ეხლა ჩვენთან გარასხოდნენ მადრიდელები, ეხლა ელ კლასიკოს მუღამიც მიეცემა მანდაც უნდა გამოვისვათ და ეგაა სეზონის დასასრული.

  • La Pulga10
    16 აპრ 2026, 01:06

    არსენალი-ატლეტიკო სასწაული სვარკა იქნება. ეგეთი სვარკა ნანახი არ გვაქ ხალხო, მოიმარჯვეთ სვარკის ნიღბები და ჩავუჯდეთ.

  • Frenkie de Jong_
    16 აპრ 2026, 01:06

    ციტატა: Barca
    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?


    სვარკა ფეხბურთი ითამაშა
    არსენალი ყველას ლამაზი ფეხბურთის გამო უყვარდა და ეს რა უქნა არტეტამ
    2010 წლის ინტერს გავს გუნდი, დაჟე ის ინტერი უფრო გახსნილი იყო.

  • me da barca
    16 აპრ 2026, 01:05

    თურქი გულნარა გაბრაზდა, მე მაგის ჯიში მო…
    თავში აუვარდა მაგ *ლე ბავშვს, თუმცა რა გასაკვირია რეალი ყველას სისხლს უცვლის.

  • Alien messi
    16 აპრ 2026, 01:03

    ოლისეზეე კლასნიი ფეხბურთელი არაა დღეს რაა…. იმენააა კაიფობს ტიპიმინდორზე ისე წყნარად თამაშობსს და ლამაზად მარა იამალს როგორ უნდა შეადაროო ვინმეე მითუმეტეს თავის პოზიციაზე ❤️

  • Frenkie de Jong_
    16 აპრ 2026, 01:02

    ჰალაზე ლაპორტამ მსაჯები ჩართოოო 🤣🤣🤣
    ლაპორტამ ლიგაზე ყოველ თამაშში რო კაცს გვიგდებენ🤣🤣🤣🤣🤣

  • MESSI 2017
    16 აპრ 2026, 01:02

    ციტატა: Barca
    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?


    ბარსას რაც ჭირდება ახლა არის ტოპ მცველები სწრაფი და ჭკვიანი და ფლანგები და ცენტრ ფორვარდი

  • me da barca
    16 აპრ 2026, 01:01

    ონისემ გაუშვა რეალი მაწონზე.

  • Berlinetta♥
    16 აპრ 2026, 01:01

    ციტატა: Bakero

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: rivaldo80
    და ეს დიასი გინდოდათ ბიჭოო ? 😂


    მგონი ეზ აბდე ჯობს მაგას 😂


    რაო ვინ ჯობდაო ? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))


    მკვდარი იყო წინა მატჩშიც და ახლაც, ძალიან გაუვარდა ასხლეტით გოლი… ორი თამაშში უფრო მეტი გააფუჭა, ვიდრე გააკეთა.

    მე არ მიყვარს მსგავსი ფეხბურთელები, განსაკუთრებით ვინგერები

  • Barca
    16 აპრ 2026, 01:00

    პსჟ ბაიერნი ძაან მაგარი თამაშებია… იქეთ არსენალმა რა ქნა? ვისაც არსრნალის დაცვა მოგყავთ მაგალითად მაგათ გეკითხებით, მოგწონთ არსენალის სტილი? სპორტონგს 2 თამაშში 1 გოლს რომ უტან?

  • MESSI 2017
    16 აპრ 2026, 01:00

    იმ სილქის რელაის ფანმა ნეტა რა თქვა გუშინდელ თამაშზე:) კამავინგას წითელი რომ გამოიტირა

  • jacky iakovenko
    16 აპრ 2026, 00:59

    ახლა რას იყვის არბელოა მსაჯებზე? ჩვენ მადრიდის რეალი ვართო? 😂

  • LOSTIE
    16 აპრ 2026, 00:59

    ვინისიუსს არასდროს არაფერს ვერჩოდი, მაგრამ მარტო ამ თამაშის გამო გავუშვებდი გუნდიდან.

    კატასტროფა.

    თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.

    სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻

  • rivaldo80
    16 აპრ 2026, 00:59

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: rivaldo80
    ეჰ იამალი დაბრუნების აღარ მჯერა 0 ტიპი 😩


    მუსიალა უნდა გეთქვა ალბათ😂😂


    უი ხო რა იამალი ღმერთმა დაგვიფაროს 😂😂

  • La Pulga10
    16 აპრ 2026, 00:58

    ციტატა: rivaldo80
    ეჰ იამალი დაბრუნების აღარ მჯერა 0 ტიპი 😩


    მუსიალა უნდა გეთქვა ალბათ😂😂

  • ani-messi-goat
    16 აპრ 2026, 00:57

    კიდევ ერთი უტიტულო წელი რეალს😀😀

  • rivaldo80
    16 აპრ 2026, 00:57

    ეჰ მუსიალას დაბრუნების აღარ მჯერა 0 ტიპი 😩

  • INI_BARCA
    16 აპრ 2026, 00:57

    ციტატა: Albicelecte
    რაც კაია კაია, რევანში შედგა, სრულფასოვან….
    რაც ამდენი ხანი ბავარიელების სისხლი სვეს, ამოარწყევინეს უკან


    არ იმსახურებდა ამ ანგარიშს რეალი. 3 ბურთით უნდა წაეგოთ.