ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.
ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.
ყველაფერი პირველ ტაიმში
წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.
მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!
მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.
ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.
აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.
ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.
ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.
არაფერი მეორე ტაიმში
მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.
მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.
ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.
მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.
ლა ლიგა რა, ცუდია?
წინ რა გველის
წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.
თამაშის ბოლოს მკვდრის ფერი ედო, შემეცოდა.
ვიხუმრე, რეალთან ჩემი შეცოდება არარსებულია, გამორიცხულია.
პ.ს. ლეპტოპისთვის სმაილიკები სად გაქრა?
მეც ლეპტოპით ვარ და ჩემთანაც აღარ უჩვენებს საიტი სმაილიკებს
ამ ზაფხულშივე გავყიდიდი ვინის მაგრამ
ჯობია იყოს რეალში ჩვენთვის უკეთესია🙄😂👌🏻
არბელოას გასვენებაზე თუ წახვალთ ვინმე მეც გამიყოლეთ, მინდა მიუსამძიმრო.
თამაშის ბოლოს მკვდრის ფერი ედო, შემეცოდა.
ვიხუმრე, რეალთან ჩემი შეცოდება არარსებულია, გამორიცხულია.
პ.ს. ლეპტოპისთვის სმაილიკები სად გაქრა?
კატასტროფა.
თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.
სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…
კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
სულ ვაფასებდი ხოდა , ყველაზე ცუდი სეზონი რომ ქონდა მაშინაც კბილებით ვიცავდი პოტენციალს რომ ვხედავდი , მაგრამ დღეს როგორი პასიურიც იყო პრესინგზე , დაცვაში … არ შეიძლება მასე. რამდენჯერმე იყო მომენტი 10 კაცი რომ ჩანდა რეალის ნახევარზე და დაცვაში იჯდა ეგ თამაშგარეში იდგა წინ . თან აქეთ ქონდა პრეტენზიები როგორ თუ არ გაუკეთა ლუნინმა ზუსტი 80 მეტრიანი პასი
სხვანაირ ვინისიუსს ვარ პლეიოფებში მიჩვეული , დღეს იდეალური მაგალითი იყო იმის , რომ ამბობენ დადიოდა , არც დარბოდაო.
მაგას მერე კარგი მწვრთნელი უნდა, და კონკურენტი უნდა ყავდეს ვინისაც , არბელოა რო პუპეტია ვერ ამჩნევ ? პრესკონფერენციები წაიკითხე, თავისი სიტყვებით არ საუბრობსო იტყვი … შეცდომა იყო ალონსოც და არბელოაც, როგორც ბარსა ცდებოდა პროფი მწვრთნელი რომ არ მოყავდა წლები…
ვარმა
გადაამოწმა გარსიას მომენტი, უბრალოდ სხვა რაკურსით , მსაჯს არ აჩვენეს ის რაკურსი სადაც ეგ ჩანდა.
კითხვა არ გაგიჩნდა რატომ ?! აი რაფინიას გაუჩნდა და თქვა კიდევაც ! და დასაჯეს რატომ თქვაო :)))))))))))))))))))))))))))))))
ისე ბაიერნსაც მაღალი აქვს დაცვის ხაზი მარა რა სწრაფად უბრუნდებიან სივრცეებს…
კატასტროფა.
თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.
სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…
კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
სულ ვაფასებდი ხოდა , ყველაზე ცუდი სეზონი რომ ქონდა მაშინაც კბილებით ვიცავდი პოტენციალს რომ ვხედავდი , მაგრამ დღეს როგორი პასიურიც იყო პრესინგზე , დაცვაში … არ შეიძლება მასე. რამდენჯერმე იყო მომენტი 10 კაცი რომ ჩანდა რეალის ნახევარზე და დაცვაში იჯდა ეგ თამაშგარეში იდგა წინ . თან აქეთ ქონდა პრეტენზიები როგორ თუ არ გაუკეთა ლუნინმა ზუსტი 80 მეტრიანი პასი
სხვანაირ ვინისიუსს ვარ პლეიოფებში მიჩვეული , დღეს იდეალური მაგალითი იყო იმის , რომ ამბობენ დადიოდა , არც დარბოდაო.
მაგას მერე კარგი მწვრთნელი უნდა, და კონკურენტი უნდა ყავდეს ვინისაც , არბელოა რო პუპეტია ვერ ამჩნევ ? პრესკონფერენციები წაიკითხე, თავისი სიტყვებით არ საუბრობსო იტყვი … შეცდომა იყო ალონსოც და არბელოაც, როგორც ბარსა ცდებოდა პროფი მწვრთნელი რომ არ მოყავდა წლები…
ვარმა
გადაამოწმა გარსიას მომენტი, უბრალოდ სხვა რაკურსით , მსაჯს არ აჩვენეს ის რაკურსი სადაც ეგ ჩანდა.
იმედია კლემენტ წუნკალი ფერმინის ეპიზოდის გამო ლიგას დაემშვიდობება 2-3 წლით მაინც;
ბავარიას კი ლიგის მოგების ასეთი კაი შანსი კარგა ხანი არ ჰქონია
კატასტროფა.
თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.
სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…
კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
კაი რაა ვინისიუსის თამაშის ყურებას კვარას თამაშის ყურება მირჩევნია
თავში აუვარდა მაგ *ლე ბავშვს, თუმცა რა გასაკვირია რეალი ყველას სისხლს უცვლის.
მაგ სელჩუკზე სუ ის მახსენდება ბოთლზე რო ასრიალდა კლასიკოში.
Gaucho97,
ყაყანებენ უკვე
ლაპორტამ ჩართოოო მსაჯებიო
🤣
მახსოვს. შუშის ბოთლზე უნდა დაცემულიყო ტ**ით.
ყავის მადუღარა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
კატასტროფა.
თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.
სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…
კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
სულ ვაფასებდი ხოდა , ყველაზე ცუდი სეზონი რომ ქონდა მაშინაც კბილებით ვიცავდი პოტენციალს რომ ვხედავდი , მაგრამ დღეს როგორი პასიურიც იყო პრესინგზე , დაცვაში … არ შეიძლება მასე. რამდენჯერმე იყო მომენტი 10 კაცი რომ ჩანდა რეალის ნახევარზე და დაცვაში იჯდა ეგ თამაშგარეში იდგა წინ . თან აქეთ ქონდა პრეტენზიები როგორ თუ არ გაუკეთა ლუნინმა ზუსტი 80 მეტრიანი პასი
სხვანაირ ვინისიუსს ვარ პლეიოფებში მიჩვეული , დღეს იდეალური მაგალითი იყო იმის , რომ ამბობენ დადიოდა , არც დარბოდაო.
ვბრაზდები იმის გაფიქრებაზე, რომ ბარსა გავარდა და ფინალში ამ დროს ერთერთი სვარშიკი გუნდი გადის ატლეტიკო-არსენალი. ვენგერის დროს არსენალმა ბევრი ვერაფერი მოიგო, მაგრამ შემტევ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. დღეს კი სვარკას თამაშობს და არაფერი მოუგია ჯერ. ადრე ვქომაგობდი არსენალს პრემიერლიგა დიდი ხანია არ მოუგიათქო, მაგრამ ახლა არ მინდა ამ რომ მოიგოს, არ იმსახურებს. ზოგადად სვარშიკებს ვერ ვიტან, თუმცა მეორე სვარშიკთან მაინც არსენალს გასვლა მინდა. სიმეონეს ჯიში მო…
მე მაინც გუშინდელი თამაში არ ამომდის თავიდან რა ! დღეს ყველაფერი გაარჩიეს თითონ მსაჯები ამბობენ როცა ფერან ტორესს მეორე გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს მაგ მომენტში სანამ ბურთი ფერანთან მივა ლენგლეს ხელზე ხვდება და ისე მისდის ბურთი ტორესს ! ერიკ გარსიას წითელი შეტევაში გაქცეული სორლოტი თავის ფეხსვე წამოედო და მას შემდეგ წაიქცა ! არცერთი მომენტი VAR- მა არ გადაამოწმა ! უბრალოდ გაატარეს ორივე მომენტი ….ეს მინიმუმია …….VAR-ზეც ფრანგები ისხდნენ (ჟერომ ბიზარი მე მაგათ სახელი და გვარი …….)
კატასტროფა.
თუ გახსოვთ დასაწყისში კიმიხს რო ხელი კრა და მსაჯი რო დაელაპარაკა , მანდ ისეთი სახე ქონდა რომ ეტყობოდა ვერ ქონდა ნერვები ფორმაში და ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა რაც მინახავს.
სრული კონცენტრაცია კვარაზე 🙌🏻
არაფასებთ მაგ კაცს, არ არის მისი დონის მარცხენა ბინგერი ბაზარზე, საერთოდ არავინ…
კარგი მწვრთნელი ვინისაც ჭირდება, მბაპეს გოლი მარტომ შექმნა საერთთოდ არაფრისგან… მაინც ვფიქრობ მბაპეზე უკეთესია ინდივიდუალურად, დომინანტ გუნდში 30 გოლზე ავა, რეალი არც ცდილობს იჰოს დომინანტი მთელი მატჩი.
არ ცალიათ ჯერ
ცოცხალ მკვდარს უტრიალებენ კამავინგას…
და რას წერენ კიდე.ჩვენ ატლეტიკოს მაინც არ გამოვუგდივართო მაგით ამაყობენ😅😅
მე იმათზე მეცინება ახლაა ტილიანს იყიდიან და ბარსა ვერაფერს მოიგებს ლალიგაში😩😩 ამას წერდნენ ბარაას ფანები ბიჭოო😂😂😂 სად ხართ? აქ ხართ?😂😂💩 ორი წელია ქეციანია ყავის მადუღარაც ვერ მოიგეს 😂😂😂😂🤡
სამართალმა იზეიმა და გაიმარჯვა კიდეც! ჩვენ დაგვცინოდნენ 10 კაცით რო ვიყავით და გოლი რობერ გავიტანეთ და თვითონ 10 წუთში ორი გოლი გაუშვეს🤣🤣🤣🤣🤣🤣ჩვენ ლა ლიგას მაინც მოვიგებთ და მბაპეს მეორე სეზონია და რეალს შლანგი რჩებათ ხელში დდდდ პერესი შეამოწმონ სასწრაფოდ ინფაქტი ჰოარ მოუვიდა😂😂😂😂😂
" ვგიჟდები " მთელი ცხოვრება საერთოდ ჯერ " არსენალზე " და მერე საერთოდ არტეტაზე განსაკუთრებით ! :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) აი ის ორი საუკეთესო ცენტრალური მცველები (სალიბა/გაბრიელ მაგალიაეში) დაგვითმონ და საერთოდ მაგათ უბალეიშიკიკებ შაბათს " სიტისთან " :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
რეალმა წელს ტრიპლეტი დადო, ანუ სამში გრძელი.
თავში აუვარდა მაგ *ლე ბავშვს, თუმცა რა გასაკვირია რეალი ყველას სისხლს უცვლის.
მაგ სელჩუკზე სუ ის მახსენდება ბოთლზე რო ასრიალდა კლასიკოში.
Gaucho97,
ყაყანებენ უკვე
ლაპორტამ ჩართოოო მსაჯებიო
🤣