workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.

ყველაფერი პირველ ტაიმში

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.

ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.

არაფერი მეორე ტაიმში

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.

მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.

ლა ლიგა რა, ცუდია?

წინ რა გველის

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (179)

  • La Pulga10
    schedule 16 აპრ 2026, 00:56

    მორჩა კინო წადით სახლში

  • shu1987
    schedule 16 აპრ 2026, 00:56

    მაგრად ტეხავს ვისი ფანიც არუნდა იყო ბარსელონას ასე გაწირვა და მერე ამ თამაშში უამრავი შეცდომა

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2026, 00:56

    რაც კაია კაია, რევანში შედგა, სრულფასოვან….
    რაც ამდენი ხანი ბავარიელების სისხლი სვეს, ამოარწყევინეს უკან

  • rivaldo80
    schedule 16 აპრ 2026, 00:55

    ოლისეემ ლურსმაანი დაარჭოო😂😂

  • La Pulga10
    schedule 16 აპრ 2026, 00:54

    ოხ ეს ნოიერი ბიჭო რეებს მოიგონებს ხოლმე

  • shu1987
    schedule 16 აპრ 2026, 00:54

    ნუ მსაჯებს ძაან შიგ აქვთ

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2026, 00:53

    ციტატა: me da barca
    კამავინგა მორბენალი შავი თხა.


    მიყვარს კამავინგა,
    MVP-არის ჩემთვის დღეს 🙂

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2026, 00:52

    კამავინგა მორბენალი შავი თხა.

  • shu1987
    schedule 16 აპრ 2026, 00:52

    ასეა თამაში გააფუჭა თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით აქ აღარაფერი იყო დარჩენილო და იქ მთელი მეორე ტაიმი იყო.

  • Albicelecte
    schedule 16 აპრ 2026, 00:51

    ის ანეკდოტი გახსოვთ? ბოლოს ტყვია ესროლეს, ნამეტანი ტვინს ტ-დაო
    🙂

  • rivaldo80
    schedule 16 აპრ 2026, 00:51

    ახლა იწიკვინეთ მსაჯებზე რეალის ქომაგებო კარგიაა?😂😂 არაუშავს ჩვენ სულ ეგრე ვართ😂

  • MESSI 2017
    schedule 16 აპრ 2026, 00:51

    ყველა ისეთ ფეხბურთელს შვეცი ვინც არ აპრესინგებს ასეთ თამაშში!

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2026, 00:50

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: rivaldo80
    და ეს დიასი გინდოდათ ბიჭოო ? 😂


    მგონი ეზ აბდე ჯობს მაგას 😂


    რაო ვინ ჯობდაო ? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))

  • Moriarti
    schedule 16 აპრ 2026, 00:49

    აზრს ვიცვლი მოსყიდულიკი არა ეს მსაჯი უბრალოთ 3 ასოა 🙂

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2026, 00:48

    ფლორენტინო ! დაწვი უეფა და ჩეფერინი მე თანახმა ვარ გუშინდელის შემდეგ

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 00:46

    ტვიტერზე პედრის რას აჯვავენ ნახეთ?
    დიდ თამაშებში არ ჩანსოო და აკროჩე
    გარსიას წითელი მაგის კისერზეა და გუშინ ცუდი თამაში ქონდა
    მაგრამმმმმმმმ სრული ისტერიკააა

  • La Pulga10
    schedule 16 აპრ 2026, 00:46

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: rivaldo80
    და ეს დიასი გინდოდათ ბიჭოო ? 😂


    მგონი ეზ აბდე ჯობს მაგას 😂


    ვინ გაიხსენე😂😂😂

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2026, 00:46

    არტეტა ლონდონში ფრეს წურავს. იმენნა შედეგზე ორიენტირებული სვარშიკი მწვრთნელია და ეს კაცი იყო გვარდიოლას თანაშემწე?!

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2026, 00:40

    შეადარეთ ის ძველი მუსიალა ტრავმამდე და ეხლა ოლისესნაირს სამს ჩაისვავდა ჯიბეში და ეხლა 0-ია იმის ფონზე რაც იყო

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2026, 00:37

    ასე თუ გაგრძელდა მგონი რეალი გავა ნახევარფინალში, მაგრამ მბაპეს წყევლის იმედი მაქვს.
    რუდიგერს, მაგ გორილას ადამიანებთან რა უნდა, ის გალიაში უნდა იჯდეს ზოოპარკში.