ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.
ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.
ყველაფერი პირველ ტაიმში
წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.
მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!
მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.
ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.
აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.
ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.
ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.
არაფერი მეორე ტაიმში
მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.
მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.
ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.
მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.
ლა ლიგა რა, ცუდია?
წინ რა გველის
წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.
ინტერთან მაგარი იყო შარშან ?
კაროჩე პედრის 2 თამაში ჩაუვარდა და უკვე ღადაობა დაიწყეს ისიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებული და დისკომფორტით ითამაშა ბოლო 2 სეზონში მაქსიმუმ 3-4 თამაში ჩაეგდოს
მეორე ტაიმის შეცვლებმა მოკლა თამაში
მინუმუმ ტოპ ფორვარდი და მცველი გვჭირდება. კანსელუ უნდა დარჩეს. უნდა გავიშვათ: კრისტენსენი, არაუხო, ლევანა ან ტორესი, რაშფორდი არ უნდა გამოისყიდონ საშინელებაა. კუნდეს გაშვებას რო ითხოვთ უკეთესი ვინ მოგყავთ ეგ მაინტერესებს. გავი მაგარი თამაში ქონდა, იმედია ჯანზე იქნება. პედრიმ ჩააგდო თამაში.
2-3 კარგი ტრანსფერით მონსტრი გუნდის შეკვრა შეიძლება. ფლიკი კიდე იმედია მიხვდება რომ ყოველთვის თავქუდ მოგლეჯილი შეტევა არარის საჭირო და დაცვასაც უკან დაწევს როცა საჭირო იქნება
100% მარტინს ვინც აგინებს გონზე არა ფეხბურთის ეს დალოცვილი ზოგადი სტატისტიკა მაინც ნახონ მცველების და შეადარონ მაგრამ არა მთავარია დააჯვან 😂 კუნდეს კრიტიკაც გაუგებარია ტიპი არის ცენტრალური მცველი და უკნიდან რატო ვერ ეწევაო გარემარბსო😂 რაც შეხება ჩოლოს დარწმინებული ვარ ეგ პასები და შეგეხებიან თუ არა წაიქეცი დამუშავებული ქონდა 100% აი ამით აჯობა ფლიკს ჯერ მარტო.გადახედეთ უბრალოდ ჩვენაირად თუ გასდის რომელიმე გრანდა გოლები ან ამდენჯერ თუ მიზდევენ უკან სხვა მცველები ფოვარდებს ამაზე კი არავინ ლაპარაკობს.ხალხს გონია კაი მცველს მოიყვან და ეგ აღად მოხდება 😂
გუშინდელი თამაში 100%ფლიკის კისერზეა რატო ვერ გათვალა რო სიმეონეს გადაღეჭილი ეწნებოდა ბარსას ტაქტიკა და შესწავლილი თავიდან ბოლომდე 2 გოლის მერე უნდა გადაწყობილიყო ბარსა და დაცვა აღრ უნდა აეწია სიმეონე არ შეუტევდა ბარსას 100% იცოდა ფლიკმა მარა მაინც გარისკა წავიდოდა მარტო კონტრზე და კინტრზეც კი დავიჩაგრეთ რავი არვიცი უკვე ერთი და იგივე შეცდომის გამო ვისჯდები ან ტაქტიკა შეცვალოს ან წავიდეს ჯერარ მარტინს რო აგიმებთ ტიპმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა შეცდომა არ დაუშვია გარსიამ რაც გააკეთა 100 მცველიდან 100 მაგას იზავდა
იმედია დარჩენილ თამაშებში განსხვავებულ ტაკტიკას მოსინჯავს ფლიკი, ნახოს ერთი როგორ თამაშობს გუნდი ცოტა დაბლა დაწეული დაცვის ხაზით რა უბედურებაა ეს ცენტრამდე აწეული მცველები მერამდენეჯერ უნდა გაგვარღვიონ სამი პასით მაგის გამო, რაც კი გოლები გაგვდის ყველა ერთნაირია არცერთ გუნდს არ გასდის მსგავსი გოლები. ასევე რა დროც რეშფორდს ეძლევა ის დრო ლა მასიელებს და რუნის უნდა მიეცეს, გუშინ რუნი რო შემოვიდა ლევანდოვსკიზე და რეშფორდზე მეტი გააკეთა.
ცოტა პრაგმატიზმი უნდა ისწავლოს ფლიკმა თორე არ გამოვა ასე არაფერი, ისედაც კადრები გვაკლია და ეს კიდე ისეთი ტაკტიკით თამაშობს ნებისმიერი გაგვარღვევს.
არავითარ შემთხვევაში რაშფორდში 30 მილიონი არ უნდა გადაიხადონ სასწრაფოდ იამალს ჭირდება ტოპ კლასის ფორვარდი რო პასები დაუფადდეს მოძრავი ხულიან ალვარესივით ფორვარდი გვჭირდება დაცვაში კუნდე გასაჯმეინებელია სასწრაფოდ ტიპს ყველგან გაასწრეს ვაფშე ვისაც დაჭირდა შეტევაში იამალს რონპასს მისცემ იამალია მაგარი და ისედაც გამოვა რამე კანსელო აუცილებლად უნდა დაიტივონ აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე თურამე ფანტაზიააქვს გუნდს იამალი პედრი კანსელო დანარჩენი პრაგმატული მოთამაშეა სუყველა რაც შეეხება დაცვას კუბარსის შეცდომის მიუხედავად მიიღებს გამოცდილებას და კუბარსის არავინ არუნდა შეეხოს უნდა დაუყენონ გვერდით გამოცდილი სწრაფი მცველი რომელიც აყვება ფლიკის ფეხვურთს თორე ფლიკის ამ აწეულმა დაცვამ ტვინი მო<<ცენზურის დარღვევა>>ა უკვე ძაან კუნდე რაშფორდი აუცილებლად გასაშვები ხალხია რაშფორდზე კარგად კანსელო თამაშობს ვინგერად პროსტა ძაან უფანტაზიოა დავიღალე მე12 სეზონი დაიწყება და გამოხტება ინტერი ატლეტიკო ყ.ე გუნდები და კიდე მომავალ წელს უნდ ავუცადოთ კაროჩე რა
სკამი არ გყვავს ძლიერი სხვა რომელი გუნდი ჯობია ჩვენ ბიჭებს კარგით რა მართლა ატლეს უკეთესი სასტავი ყავს? იამალია ჯერ მარტო ნახევარი გუნდი.არსენალზე რომ ბაზრობს სასტავი ძლიერი მცველების გარდა ვინ ყავთ რო? ან ეს პსჟ რა გგონიათ ბიჭო ლუჩოა ეგ გუნდი რომ წავიდეს ისე ჩამოიშლება პსჟ როგორც დაგიბარებიათ.ხავი იძახდა ბევრი ვერ აფასებთ ამ პატარა ბიჭებსო და მართალი იყო ორი წელია მაგრად თამაშობენ და სისტემით აგებენ ვარდებიან ლიგაა სხვა რამეა 2 ბურთს რომ იტაან შენი მცველები არ უნდა იდგნენ ცენტრში თან ვისთან ატლესთან ბიჭოო? იმენა ბასტი ბუბუ შეცდომაა ეგ.მერე კიდე რით ვერ გაიგეს რომ 99% მსაჯები არ გვწყალობენ ამაზეც ხო უნდა იმუშაო და გააკონტროლო თამაში.შარშან ინიგო იყოო რა იგივე შეცდომით არ გამოვარდა ფლიკი? სად მიარბენინებ შეტევაში ან დაცვა დაწიე მაინც.თასიდან გამოგაგდო ლიგის პირველ თამასშიც კი არ გაითვალოსწინა ფლიკმა აწეული დაცვა და გუშინაც იგივე ტყუილად არ გაუშვეს ბიჭოო ნაკრებიდან და ბავაროიდან ჯიუტია ჯიუტი თორე ყველას შეგვაყვარა თავი.პრაგმატულობის გარეშე მსგავს თამაშებს ლიგაზე ვერ მოიგებ ეს გამორიცხულია წავიდა რომანტოული ფეხბურთის დრო დიდი ხანია.✌🏻
nika 54, ფინალში წაგება უფრო მტკივნეული იქნება ჩოლოსთვის, თან მესამედ წააგებს ფინალს და იქნებ თავი დაიბრიდოს და შეეშვას ამ სპორტს. ფული არც ასე აკლია ატლეტიკოს და არც ისე. პროსტა გამწარებული მინდა ვნახო, ფანჩარს რო იპუტავს და ვერაფერს რო ვერ შვება. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, მეც ვისიამოვნებ და გულს მოვიფხან. ჩოლოს და მოურინიოს ნაირი მწვრთნელები ვაბშე არ უნდა არსებობდნენ. ტიპებმა გააფუჭეს ფეხბურთი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძირს დაუვარდათ და გატეხეს
რათქმაუნდა შეცდომები გვაქვს და ვერანაირ კრიტიკას რომ ვერ უძლებს ისეთი მარაზმატიკებიც ხოლმე, მაგრამ ღმერთი რომ მხოლოდ მაშინ არის ჩვენსკენ, როცა თავად ბარსას ფორმა აცვია მოედანზე, ეგ ხო ფაქტია რა უკვე 🙁
არსენალმა ამოტენოს არ ჯობია? ფინალამდე თუ მივიდა მეტ ფულს იშოვიან.
ფერანი არ უნდა მოეხსნა არანაირად კარგად მისდიოდა თამაში, ან რა რეშფორდი ტიპს ნებისმიერი ლამასიელი აჯობებს
11 წელი ველოდებით ლიგის თასს. თითქოს ვიყავით ბოლოში გასულები, მაგრამ მაინც ვერა. 2 თვეში მსოფლიოც დაიწყება და ცოტას შეგვიმსუბუქებს ამ ამბავს.
ჩვენ როგორ ვართ გამწარებულები და იმათ გულებში რა ხდება ხო წარმიგიდგენიათ. არაუშავს ლა ლიგაც კაია.
ეხლა სოსიედადმა გახიოს და არსენალმაც, მეტი არ მინდა. ჩვენც გავიხარებთ ბიჭებო იმედია მალე. აბა მაგრად იყავით, დროებით.
ვისკა ბარსა
იცი რა მაინტერესებს, შარშან რეალი რომ წუხდა მსაჯზე, ფლიკი და მთელი გუნდი სოლიდარობას ხომ უცხადებდნენ მსაჯებს, ისინიც ადამიანები არიან , შეცდომაყველას მოგვდისო… წელს რა შეიცვალა ? ყველა თამაშის მერე მსაჯზე საუბარი და საკუთარი მინუსის არ დანახვა ჩავის ეპოქაში უფრო აბრუნებს ვიდრე ავითარებს გუნდს…
გუშინ მსაჯის გადაწყვეტილებებზე აპელირება მესმის, მაგრამ ძირითადად პედრიმ მოისაქმა მინდორზე, გოლის დროს მას ყავდა ლორენტე აყვანილი, და წითელი ბარათისას სად დაკარგა… უბრალოდ, ზოგჯერ ზედმეტად ღეჭავს ბურთს .. გუშინ გავიმ არ აჯობა ? 2-3 წელია ვიტინიას და ნევეშს თამაში არ ჩაუგდიათ, სულ სხვა დონეზე არიან ტიპები და პედრიმ, ატლესთან 3-0 ის მერე ნორმალური თამაში ვერ ჩაატარა, ანუ ერთ თამაშში თუ ბოლომდე დაიხარჯება მას მერე ასე უფერული უნდა იყოს ? ეს ნორმალურია ?
ამ თამაშამდეც ვთქვი , ერთიდაიგივე გზით გვიტანს ატლეტიკო გოლს ყველა თამაშში და ვერაფერს უხერხებსთქო… ზუსტად იგივე გოლი გაგვიტანეს, 2-0 ზე ცენტრის ხაზთან იყვნენ მცველები …
არანაირი გეგმა ბე გუნდს არ აქვს.
შარშან ზომერი წელს მუსო… კარიერის თამაშები დადო მგონი მუსომ ამ ორ მატჩში თორე პირველივე ტაიმში შეიძლებოდა თავისუფლად დაქამბექება.. გულწრფელები რომ ვიყოს ეს გუნთი ამ შემადგენლობით ლიგის მოგების პრედენტენტი არ არის, მესმის ნიჭი, თავდადება და ბარსელონას სიყვარულით თამაში მაგრამ ტრანსფერებია საჭირო… როგორც ხალხის მოყვანაა საჭირო ისევეა გაშვებაც მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი პრობლემა რა თქმა უნდა დაცვაა და იმედია ერთ ცენტრალურ და ერთ ფლანგის მცველს მოიყვანენ…. დააბრუნონ სულაც ინიგო, ეჭვი მეპარება რო თავი გაიგიჟოს მაღალ ხელფასზე რეალურად რომ შევხედოთ გუნდს სჭირდება ერთი ცენტრალური მცველი, ერთი ფლანგის მცველი და ფორვადი რომელიც იამალის, პედრის, ოლმოს და სხვების პასებს დააფასებს, გასატანს გაიტანს და მაღალ ბურთებზე იბრძოლებს… არ ვიცი უნდა მეშინოდეს თუ არა გუნდის დაშლის და ბირთვის წასვლის, მაინც არამგონია რო ეს ბიჭები ასეთი მდგომარეობის გამო დაიღალონ და გუნდოდან გაქცევა გადაწყვიტონ… თუ ბირთვი შენარჩუნდება და დაემატება 2-3 კარგი ტრანსფერი ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს… არც ფლიკია გასაშვები და მგონი არც არავინ ლაპარაკობს მაგაზე, ამ შემადგენლობით ამ დაცვის ფონზე და ამდენი დამტვრეული ან უფორმო ფეხბურთელით ეს კაცი ახერხებს იმას რომ ბარსელონა მსოფლიოში ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და შეგედიც ასე თუ ისე იდება. და მგონია რომ გავის თამაშს ნაკლები ყურადღება დაეთმო, ახლახანს დაბრუნდა ასეთი ტრავმიდან და ტიპს არანაირი შიში არ ეტყობოდა ისევ დამტვრევის, ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა და სრუმი ამ სიტყვის მნიშვნელობით იომა…. ვერაფერი დამაჯერებს რო შარშან ინტერი და წელს ატლეტიკო ჩვენზე უკეთესად თამაშობენ ფეხბურთს, უბრალოდ არ გვიმართლებს, მაგრამ მუშაობაა საჭირო, მარტო ლა მასიას და ფლიკის იმედად ვერ ვიქნებით.
ერთადერთი რასაც გულით ვგულშემატკივრობ ეხლა არის ის, რომ ატლეტიკო ფინალში გავიდეს და იქ პეჟ-ემ ამოტენოს, ლიჩნად ხვიჩამ ისე, რომ ჩოლო მატჩის დამთავრებამდე თავისი ფეხით გავიდეს მოედნიდან. მაგ კაცს არ ეკუთვნის ლიგის ტიტული არცერთ ვარიანტში და არცერთ პარალელურ სამყაროში, არც დედამიწაზე და არც სხვა პლანეტაზე.
დადებითი ფაქტორიცაა იმაში რომ დამთავრდა სეზონი – მსოფლიოსთვის კარგად მოემზადებიან, იდეალურ ფორმაში შეხვდებიან. და თან დარჩენილ ტურებში ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება, რაც სატრანსფერო პოლიტიკაში და შემდეგი სეზონის დაგეგმვაში დაგვეხმარება. იმედია ეფექტურად გამოიყენებენ ამ ტურებს
კარგი ცენტრალური მცველი მოსაყვანია, რომელიც იქნება გამოცდილი. ასევე კანსელო სასატოვებელი. გასაშვებია კასადო და ტორესი და ლევანდივსკიდან ერთ-ერთი. მოსაყვანია ფორვარდი რომელიც მეორე სართულზე ითამაშებს კარგად. გამოჩნდა ამ თამაშში ბოლოსკენ რომ მარტო ჩაწოდების გარდა მომენტებს ვერ ვქმნიდით. ამიტომ არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ის რომ მეორე სართულზე კარგად შეეძლოს თამაში ფორვარდს. კარგი ფინიშერი. ასეთი ფორვარდები შეიძლება ახლა არ ჩანს მაგრამ მსოფლიოზე შეიძლება ვარიანტები გაიზარდოს ამიტომ დაველოდოთ. ასევე მოსაყვანი მარცხენა ვინგერი რომელიც გაამწვავებს, მოატყუებს მცველებს და შექმნის მომენტებს. ლევანდოვსი და ტორესის ორივეს გაშვება შეიძლება თუ ეს მოგვცემა იმის საშუალებას რომ ფორვარდი მოვიყვანოთ. ოლმოს შეუძლია მანდ თამაში და შევვლის არ არის პრობლემა
ეჰჰ იმედია გავა ბაიერნი ან პსჟ ფინალში და ამოტენის ატლეტიკოს ფინალში ლუის ენრიკე მიხედავს ამათ ფინალში გადაუვლის