“ოქროს ბურთის” 2026 წლის გამარჯვებულები ოქტომბერში ლონდონში გამოვლინდებიან, თუმცა დღეს სხვადასხვა ნომინაციის კანდიდატთა სიები ოფიციალურად ქვეყნდა.
მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოებთან ერთად, ცნობილი გახდა წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს – იაშინის პრიზის 10-კაციანი სია, სადაც “ბარსელონას” მეკარე ჟოან გარსიაც მოხვდა.
25 წლის კატალონიელი კიპერი იმ სამ ესპანელ მეკარეს შორისაა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონი “ფურია როხას” შემადგენლობაში იყვნენ – მასთან ერთად სიაში უნაი სიმონი და დავიდ რაიაც ფიგურირებენ.
იაშინის ჯილდოს 10 ნომინანტი:
- ჟოან გარსია (“ბარსელონა”)
- ტიბო კურტუა (“რეალ მადრიდი”)
- დავიდ რაია (“არსენალი”)
- უნაი სიმონი (ბილბაოს “ატლეტიკი”)
- ემილიანო მარტინესი (“ჩელსი”)
- გრეგორ კობელი (დორტმუნდის “ბორუსია”)
- მატვეი საფონოვი (პსჟ)
- იასინ ბუნუ (“ალ ჰილალი”)
- ედუარ მენდი (“ალ აჰლი”)
- ვოზინია (“კოლო-კოლო”)
forum კომენტარები (0)