workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეზონის პირველი ელ კლასიკოს თარიღი და დრო ცნობილია

სეზონის პირველი ელ კლასიკოს თარიღი და დრო ცნობილია

სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპისპირების, ლა ლიგის “ელ კლასიკოს” გამართვის თარიღი და დრო ოფიციალურად დადასტურდა.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის პირველი დაპირისპირება ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” შედგება. მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

მატჩი ჩემპიონთა ლიგის კვირის შემდეგ

2026/27 წლების სეზონის პირველი “ელ კლასიკო” გუნდებს ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ ელით:

  • 20 ოქტომბერი: ჰანსი ფლიკის გუნდი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდება;
  • 21 ოქტომბერი: ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი “რეალ მადრიდი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლაიპციგს” მიიღებს.

გასულ სეზონში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” (35-ე ტური) “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა, რითაც კატალონიურმა გრანდმა ისტორიაში 29-ე საჩემპიონო ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

დატოვე კომენტარი

  • tbilisi
    tbilisi კულე
    schedule 01 სექ 2026, 22:15
    #6

    წელს ძალიან ლაღად თამაშობენ და მე მგონი გაუმეორდებათ 5:0
    და კითხვა ისმის პიკეს ნაცვლად ვინ ასწევს ხუთ თითს? ვინ გვყავს ყველაზე ცუღლუტი?😂 ფერმინა ვითომ?😂 თუ იამალი?😂

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 01 სექ 2026, 23:15
      #9

      გავია ეგეთი მაგრამ ის უფრო საკითხავია თუ ითამაშებს ასეთი ფორმით და ტრავმებით

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 01 სექ 2026, 20:57
    #4

    წლების შემდეგ პირველად ნამდვილ კლასიკოს ვიხილავთ. ამ თამაშს უხდება უხეშობა

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 20:17
    #1

    ჟოზე აბა შენებურად ფეხბურთელებს შორის ზიზღი, ბოღმა და ღვარძლი დათესე, რომ ერთმანეთი დახოცონ მოედანზე. ცუდია, რომ რამოსი და პეპე არ გყავს. ისინი ხუთიანზე ასრულებდნენ შენს დარიგებებს.

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 01 სექ 2026, 20:32
      #2

      რუდიგერი ყავს სამაგიეროდ და ასენსიო, რომლებიც ეგრევე აიტაცებენ ქინძი მოურინიოს გატარებულ ცუდ პოლიტიკას ბარსასადმი…

      • Just_Barca_Lover
        Just_Barca_Lover ახალბედა
        schedule 01 სექ 2026, 20:35
        #3

        გუნდის ბელადი ვინისიუსი დაგავიწყდა და პაპუასი ჩუამენი

        • Pet27Ree
          Pet27Ree ახალბედა
          schedule 01 სექ 2026, 22:35
          #7

          არც ბელინგემი და რუდიგერი არ აკლებენ მაგ საქმეს.

    • Neymar JR
      Neymar JR ახალბედა
      schedule 01 სექ 2026, 22:12
      #5

      ზუსტად ეგ აძლევს ხიბლს ელკლასიკოს რო ერთმანეთი უნდა ეზიზღებოდნენ მე ძალიან მომწონს ეგრე