workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სეზონი დასრულდა

                ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.

ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.

ყველაფერი პირველ ტაიმში

წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.

მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!

მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.

ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.

აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.

ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.

ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.

არაფერი მეორე ტაიმში

მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.

მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.

ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.

მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.

ლა ლიგა რა, ცუდია?

წინ რა გველის

წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (179)

  • jacky iakovenko
    schedule 16 აპრ 2026, 00:33

    აგინეთ რამდენიც გინდათ მბაპე მარა ფორვარდია ძმაო და რეალსაც უმარტივესი ტაკტიკა აქვს პასი მბაპეს გოლი პასი მბაპეს გოლი ….. და კიდე ბაზარი არაა ძაან მაგარი ტალანტის მქონე ბიჭია ოლისე მეც მაგრა მევასება მარა დღეს რო ოლისეს იამალს ადარებენ მინიმუმ ძაან ტეხავს

  • Berlinetta♥
    schedule 16 აპრ 2026, 00:33
    #99

    ციტატა: rivaldo80
    და ეს დიასი გინდოდათ ბიჭოო ? 😂


    მგონი ეზ აბდე ჯობს მაგას 😂

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2026, 00:24
    #98

    აქ 5 გოლი გავიდა, ლონდონში კი სვარშიკების თამაშზე 0.
    დიასი შე **ეო

  • rivaldo80
    schedule 16 აპრ 2026, 00:23
    #97

    და ეს დიასი გინდოდათ ბიჭოო ? 😂

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2026, 00:08
    #96

    რეალის ფეხბურთელები მგონი სიმულაციაზე უფრო მეტად ვარჟიშობენ ვიდრე დანარჩენზე. რა ჯარიმა დაუდეს გულნარას თურქი დეას შ…

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2026, 00:07
    #95

    მანუელ ეგ სამკლაური ტყუილად გიკეთია შეჩემა ?! სირცხვილის გრძნობა და ნამუსი გააქვს ვაბშე ?! 2 ბურთი აჩუქე და კიდევ რას იზავ ხ@ი ევო ზნაეტ ! მართლა კლიმაქსი ჰქონია ამ ჩემისას

  • Lionel Messi – 10
    schedule 16 აპრ 2026, 00:05
    #94

    Ცალკე ეს არსენალი რა ყ#ერი გუნდია 😂 ასე 10 თამაშს წინ ვქომაგობდი იქნებ დადგა დრო რამე მოიგონთქო და ახლა ლიგაზე შანსი არ აქვთ და მინდა რო იქაც სიტიმ დაუქამბექოს და ისიც ვერ მოიგონ. Მართლა ეგრე თუ მოხდა კიდე კარგახანს ვერ მოიგებენ ვერაფერს 😂

  • LOSTIE
    schedule 16 აპრ 2026, 00:05
    #93

    ნოიერი უშეცდომო არასდროს ყოფილა , ისეთი სტილი აქვს დაუშვებს ყოველთვის ეგეთი მეკარე შეცდომას მაგრამ ეს კარიუსის დონის შეცდომები იყო.

    ბაიერნის დახურულ ჯგუფში ვარ და იქ არ დაუწერიათ არაფერი მსგავსი რასაც აქ წერთ დ ბრაიმზე ჯარიმა აუცილებლად იყო, საიდან ეგ აზრი. მესამე გოლის გადამოწმება საჭირო იყო და არვიცი გადაამოწმეს თუ არა , რეალურად დაკარგული ქონდა ბურთი კიმიხს და რეალის 2 ფეხბურთელს შორის " მოყვა", ალბათ ჩავლილ, ძველ ეპიზოდად ჩაითვალა ან არასაკმარის კონტაქტად. მგონი გვინახავს მსგავსი მომენტები.

    ან კიმიხი იყო ან სტანისიჩი*

  • Frenkie de Jong_
    schedule 16 აპრ 2026, 00:02
    #92

    ციტატა: Lionel Messi – 10
    Ის ფაქტი კიდე ცალკე მიკვიიირს ბოლო 10 წელიწადში ლიგის ფლეიოპში ყველა კარგი მეკარე როგორ იჯ#ავს რეალთან. Გასვლაზე რო გემართებოდეს ეგ კიდე მესმის. Რამდენი უხეში შეცდომა შეიძლება გაიხსენო მეკარეების მხოლოდ ბოლო 10 სეზონში ჩვენთან კიდე ატლეტიკოს სათადარიგო მუსომ კარიერის თამაში დადო გუშინ. Შარშან ზომერმა. Იმავე ზომერმა ფინალში ყველა დარტყმული გაუშვა.. 😂


    და ჩვენთან ბორხა იგლესიასისნაირი ფორვარდები და ჩემი უბნის მეტადონშიკი მეკარეები რო პრაიმ ნოიერ+ბუფონი ერთად ხდებიან

  • Kakkia
    schedule 15 აპრ 2026, 23:58
    #91

    არარსებული ჯარიმა ბრაჰიმზე რასაც გოლი მოყვა მაგრამ ეგ ჯარიმა სულ გადაფარა ნოიერის ქმედებამ, პირველ გოლზე საერთოდ არც ვლაპარაკობ და ნუ ბოლო გოლი კიდე გასაუქმებელი იყო ჩეკიაზრით რაც რუდიგერმა ქნა თამაშის წესების დარღვევაა იდაყვი მუცელში ტიპს, რაც არ უნდა ვთქვათ რეალი ძალიან დიდია კიდევ ერთხელ დარწმუნდით იმაში თუ როგორ შეილება მსაჯის ქმედებებმა თამაშის მიმდინარეობა შეცვალოს :))

  • Lionel Messi – 10
    schedule 15 აპრ 2026, 23:58
    #90

    Ის ფაქტი კიდე ცალკე მიკვიიირს ბოლო 10 წელიწადში ლიგის ფლეიოპში ყველა კარგი მეკარე როგორ იჯ#ავს რეალთან. Გასვლაზე რო გემართებოდეს ეგ კიდე მესმის. Რამდენი უხეში შეცდომა შეიძლება გაიხსენო მეკარეების მხოლოდ ბოლო 10 სეზონში ჩვენთან კიდე ატლეტიკოს სათადარიგო მუსომ კარიერის თამაში დადო გუშინ. Შარშან ზომერმა. Იმავე ზომერმა ფინალში ყველა დარტყმული გაუშვა.. 😂

  • shu1987
    schedule 15 აპრ 2026, 23:58
    #89

    ფაქტი ერთია ობიექტურად რეალი არის ჩემპიონთა ლიგის სახე და რაც შეუძლიათ ყველა აძლევს, ნუ მადრიდის კიარა უეფას გუნდია ამას მილიარდი სათამაშო ეპიზოდები ლაპარაკობს მინიმუმ 3:1 უნდა იყოს მარა პირიქითაა მსაჯის არაობიექტურობის და რეალის სიმპათიის გამო სამარცხვინოა ეს ყველაფერი რა შეხებაზე ჯარიმაო და ოლმოს ხერხემალი უკანალიდან გამოაძრეს ლამის არც გადაამოწმა, ბაიერნის გოლი კეინმა შეაგდო თორე ორი მომენტი მინიმუმ გადასამოწმებელი იყო და რუდიგერს მინიმუმ ყვითელი უნდა ქონდეს. ბოლოს დასკვნა ფეხბურთი ვისაც უყვარს გოლები შეტევები ტემპი ყველაფერია მარა აფუჭებს მსაჯის მიდგომა ამ ყველაფერს.
    ოლისე კარგია მაგრამ ფაქტია აქ ღირებული ვერაფერი ქნა იამალს როგორ ადარებთ 18 წლის ბავშვია და მილიონჯერ უკეთესია სტილითაც და ბურთთანაც პასითაც და დარტყმითაც ტვინი ხო საუბარიც არაა… იამალს კეინი ყოლოდა ღადაობთ.

  • MESSI 2017
    schedule 15 აპრ 2026, 23:57
    #88

    ციტატა: Lionel Messi – 10

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Lionel Messi – 10
    Ნოიერის ყ#ეობა მერე Არარსებული ჯარიმიდან გატანილი გოლი ახლა საპირისპიროდ არდანიშული ჯარიმა და ჩათვლილი გოლი ძაან საინტერესოა რა იქნება შემდეგი მოგონილი პენალტი? 😏


    გიკვირს რამე?😀 აზრი არ აქ რამდენი წელია ერთი და იგივე ხდება ლიგაზე მსაჯებისგან დაჩაგრული რეალი ოდესმე გინახავს?


    Არანაირად უბრალოდ მაინტერესებს ახლა რაუწევს? Ბაიერნის კაცის გაგდება თუ პენალტი? Იქნებ ოროვე ერთად 😂


    კაცსი გაგდება რათქმაუნდა პენალტზე გაუგდებს კაცს რაც თითქმის აღარ ხდება დღეს

  • BarcelloNista
    schedule 15 აპრ 2026, 23:57
    #87

    ეს ბაიერნი რაც არუნდა ფორმაში იყვეს რეალს უწვება იმენა ტიპები შეშინებულები თამაშობენ

  • Moriarti
    schedule 15 აპრ 2026, 23:56
    #86

    რავი ბარემ აღარ ითამაშონ და პირდაპირ რეალს მიცენ თასი. 2 გოლი მსაჯმა აშუქა 1 ნოიერმა

  • me da barca
    schedule 15 აპრ 2026, 23:56
    #85

    ნოიერი მგონი დღეს პახმელიაზეა ან მოწეულში. დღეს გამოქლიავდა რასაც ვხედავ.

  • Just_Barca_Lover
    schedule 15 აპრ 2026, 23:55
    #84

    მეორე ტაიმში დაიწყებენ ვინისიუსი და მბაპე მინდორზე კოტრიალს და დაუდებენ პენალტს.

  • INI_BARCA
    schedule 15 აპრ 2026, 23:54
    #83

    რეალს უწოვენ ლიგაზე მსაჯები როგორც ყოველთვის, ყანამადრიდის დასლევებული კამანდა ჩვენ გვაჯვამს რატომ წუწუნებთო🤣 თავმოყვარეობა არ აქვთ საერთოდ დარჩენილი

  • Lionel Messi – 10
    schedule 15 აპრ 2026, 23:53
    #82

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Lionel Messi – 10
    Ნოიერის ყ#ეობა მერე Არარსებული ჯარიმიდან გატანილი გოლი ახლა საპირისპიროდ არდანიშული ჯარიმა და ჩათვლილი გოლი ძაან საინტერესოა რა იქნება შემდეგი მოგონილი პენალტი? 😏


    გიკვირს რამე?😀 აზრი არ აქ რამდენი წელია ერთი და იგივე ხდება ლიგაზე მსაჯებისგან დაჩაგრული რეალი ოდესმე გინახავს?


    Არანაირად უბრალოდ მაინტერესებს ახლა რაუწევს? Ბაიერნის კაცის გაგდება თუ პენალტი? Იქნებ ოროვე ერთად 😂

  • rivaldo80
    schedule 15 აპრ 2026, 23:53
    #81

    ბიჭო რა იგივე ქნეს რაც ჩვენ 2-2 გახდა მაინც იგეებ ცოტა დაიწიე იფრთხილე გაგორე არაა გადარბიან გიჟებივით ხოდა მიღეეთ რეალი ბიჭოო ბოხუმი კი არა.იმენა რეალთან ყველას ეკუკიაა ეგ ფაქტია და ჩვენ ლა
    მასიით სახევს ვახევთ😂😂💩