workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალი და კუბარსი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტებს შორის არიან

იამალი და კუბარსი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტებს შორის არიან

bolt მოკლედ
"ოქროს ბურთის" 2026 წლის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (კოპას ჯილდო) 10-კაციანი სია დასახელდა. ნომინანტებს შორის "ბარსელონას" ორი წარმომადგენელი - ლამინ იამალი და პაუ კუბარსი მოხვდნენ.

“ოქროს ბურთის” 2026 წლის გამარჯვებულები ოფიციალურად 26 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდებიან, თუმცა დღეს France Football-მა სხვადასხვა კატეგორიის ნომინანტთა სიები ოფიციალურად გაასაჯაროვა.

ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს – კოპას ჯილდოს (Kopa Trophy) უკავშირდება. 10-კაციან სიაში “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი მოხვდა: ლამინ იამალი და პაუ კუბარსი.

ლამინ იამალმა, რომელიც ამავდროულად წლის საუკეთესო ფეხბურთელის მთავარ “ოქროს ბურთზეცაა” ნომინირებული, აღნიშნული ჯილდო უკვე ორჯერ – 2024 და 2025 წლებში მოიგო. 19 წლის ესპანელ გარემარბთან ერთად, დაცვის ცენტრში საიმედო თამაშით სიაში სრულიად დამსახურებულად მოხვდა პაუ კუბარსიც.

კოპას ჯილდოს 10 ნომინანტი:

  • ლამინ იამალი (“ბარსელონა”)
  • პაუ კუბარსი (“ბარსელონა”)
  • კერიმ ალაიბეგოვიჩი (“იუვენტუსი”)
  • აიუბ ბუადი (“მანჩესტერ სიტი”)
  • იან დიომანდე (“რეალ მადრიდი”)
  • ლენარტ კარლი (“ბაიერნი”)
  • ელი ჟუნიორ კრუპი (“ბორნმუთი”)
  • იოჰან მანზამბი (“ასტონ ვილა”)
  • იბრაჰიმ მაზა (“ბაიერ ლევერკუზენი”)
  • უორენ ზაირ-ემრი (პსჟ)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Pet27Ree
    Pet27Ree ახალბედა
    schedule 08 სექ 2026, 18:11
    #2

    იამალმა ორჯერ მოიგო უკვე და ჩემი აზრით ახლა კუბარსის ჯერია ისეთი მსოფლიო დადო.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 08 სექ 2026, 17:02
    #1

    კუბარსამ ისეთი მსოფლიო დადო უკონკურენტოა.