ჰგავდა რაღაცით წინა წლის იმედგაცრუებას, “ინტერთან” ჯახს. აუგს რომ ვერაფერს იტყვი, ისე კარგად ითამაშეს, მაგრამ გავარდნენ. განსხვავება მეტოქეშია, წინა წელს “ინტერიც” კარგი იყო, ახლა კი “ატლეტიკო” კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ისეთი როგორიც სიმეონეს სურდა. იცის რა არის საჭირო მოსაგებად და სხვა არც არაფერი სჭირდება. ბარსა იყო შესანიშნავი! მოიგო, მაგრამ არ ეყო. დასანანი მარცხია. საერთოდ, სადაც კი ბარსას “ატლეტიკოსთან” წაუგია, ყველა დასანანი მარცხი იყო, მაგრამ წინა წლებში, თუნდაც უკეთესი შემადგენლობით, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსას “ატლეტიკოსთან” ასე კარგად არასდროს უთამაშია.
ფლიკის გუნდი საბრძოლო განწყობით ჩავიდა, პირველივე წუთებში შეუტია და საწყის 25 წუთში ყველაფრის დამთავრებაც შეეძლო. საერთოდ, რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო, და ვერც ერთში ვერ გარდატყდა ჩვენს სასიკეთოდ. არ გაგვიმართლაო ჰანსიმ თქვა მატჩის ბოლოს და ეგეც იყო კი, რაღაცებში მაგრად არ გაგვიმართლა. საერთოდ ჯამში, ალბათ ჯერ კიდევ არ არის გუნდი მზად.
ყველაფერი პირველ ტაიმში
წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ, ლამინეს გამჩერებელი არავინ არის, ისეთ ფორმაშია შეუძლებელია “ატლეტიკოსთან” გოლი ვერ შეაგდოს-მეთქი და აჰა, დაგვიდასტურა. თავიდან თუ წაუვიდა თამაში მერე აბა რაღას გააჩერებ, ჰოდა, წაუვიდა გუშინ. პირველივე წითებიდანვე შეუტია და გაუშვა შორეულ კუთხეში მესის მსგავსად და აქ უკვე ცხადად ვხედავდი წინა წლის ზომერს, მის სეივებს და ქება-დიდებას ქომაგთა მხრიდან.
მეოთხე წუთზე მოხდა ის, რაც თავიდანვე დადგენილი იყო, ლამინეს უნდა შეეგდო აუცილებლად და შეაგდო კიდეც, თავადვე ჩაუჭრა პასი ლანგლეს, სწრაფადვე გაიქცა თავისუფალ სივრცეში თანაც ისე, რომ თამაშგარეში არ შესულიყო და მოულოდნელად ზუსტი და კარგი პასი მიიღო ფერან ტორესისგან, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეაგდო ლამინემ, ასეთ დარტყმას არ ელოდა მისგან მუსო. გაუძვრინა ფეხებში, შეარცხვინა და აანთო ტაბლოზე ერთიანი. დასაწყისი გადასარევია!
მეცხრე წუთისთვის უკვე შეიძლებოდა სასურველი ანგარიშის დაფიქსირება, “ატლეტიკო” მძიმე შეცდომებს უშვებდა დაცვაში. ხაზი აბსოლუტურად დარღვეული ჰქონდათ, სასაცილოდაც კი ჩანდა ეს შეცდომები და ბარსა რა თქმა უნდა სწორად იყენებდა, ასე აღმოჩნდა დანი ოლმო ერთი-ერთზე, ლამინეს იდეალური პასის შემდეგ, ერთი შეხებით, კიდევ ერთი შედევრი გამოძერწა, მაგრამ ოლმომ ვერ შეაგდო, მუსომ აჯობა, ეს მისი მეორე ძალიან მაგარი სეივი იყო.
ოცდამეოთხე წუთზე საწადელს მივაღწით, ოლმომ შეცდომა გამოასწორა და ძალიან კარგი პასი შეუგორა ფერანს, იმანაც გაისწორა ვან ბასტენივით და ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო. ასე ნახევარბრუნში, ასე სწრაფად და მოხერხებულად, ასეთი კარგი დარტყმით, ოჰ, ასეთები მარკოს გაჰქონდა და ახლა ფერანმა შეაგდო. რას ვიფიქრებდი, რომ ვან ბასტენს შევადარებდი, მაგრამ ჰქონდა ეგეთი მატჩი და ჰა… ზღაპრულად თამაშობდა პირველ ტაიმში.
აი მერე კი მოვიდა ალბათ მატჩის მთავარი მომენტი, მთავარი კულმინაცია, ყველაზე გარდამტეხი მომენტი და საბოლოოდ გადამწყვეტიც. განაახლა მატჩი “ატლეტიკომ” ცენტრიდან და ისევ ლამინემ ჩაჭრა ბურთი, ისევ გენიალური პასი მოიფიქრა და შეასხა კიდეც ხორცი ჩანაფიქრს, დაასვა თავზე სულ მარტო დარჩენილ ფერმინ ლოპესს და აქ და აქვე შეეძლო მატჩი მოეკლა, მაგრამ ისევ მუსო გამოფრინდა კარიდან და მესამედ იხსნა გუნდი საწყის 25 წუთში. არ გავიდა. ფერმინს კი ცხვირში მოხვდა მუსოს ბუცი და გვარიანად ღვარა სისხლი. ამ მომენტიდან უკვე სხვა თამაში იწყება, რომელიც ნაკლებად მოგვეწონა.
ხუთ წუთში “ატლეტიკომ” ერთი ბურთი გაქვითა. ესე იგი, თავისთვის სასარგებლო ანგარიში დააფიქსირა. ერთი ასეთი შეტევა მცველებს ზურგსუკან აუცილებლად გაიპარებოდა და გაიპარა კიდეც, ფლანგიდან ფლანგზე, არც კანსელუს ეყო სისწრაფე და არც კუნდეს.
ამის მერე ბარსა ისევ კარგად თამაშობდა, მაგრამ ფსიქოლოგიური ველი შეიცვალა. ახლა მდევრის როლში აღმოჩნდა ბარსა.
არაფერი მეორე ტაიმში
მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყო ფლიკმა, საერთოდ, გოლიც გავიდა, ისევ ფერანმა შეაგდო, არაფერი დაუჯერებელი ამაში არ ყოფილა, რადგან პირველ ტაიმში უკვე დაგვაჯერა რომ შეუძლია თამაში. ჯერ გავის უნდა შეეგდო, მაგრამ დააფარეს, ჩვენი ყურადღება მთლიანად მასზე იყო, ფერანი გამოგვეპარა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევნიშნე თამაშგარე და კარგა ხანს ვიზეიმე, მერე კიდევ… ჰო, თამაშგარე ყოფილა. აი, გავის კი შეეძლო სხვაგვარად დარტყმა.
მესამოცე წუთიდან შეცვლები დაიწყო, სიმეონემ მთლიანად შეცვალა თამაში. ფლიკმა ეს ვერ შეძლო. “ატლეტიკომ” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ამ უპირატესობას კიდევ ერთი გაქცევა მოჰყვა, ამჯერად ერიკ გარსიამ წააქცია სორლოტი, ამჯერად გარსია გააძევეს. ჩანდა კუნდე, დასაზღვევად მორბოდა და ესე იგი, აღარ არის ბოლო იმედის ჯარიმა თუ კაცი აზღვევს მცველს, მაგრამ მსაჯებმა იმსჯელეს, კუნდე პირველ ტაიმში ისე ნელი იყო, აბა აქ გარსიას როგორ დააზღვევდაო და გააგდეს ჩვენი ძმა, რომელსაც ამ მომენტამდე მშვენიერი მატჩი ჰქონდა.
ისევ წითელი. ისევ ცენტრალურ ზონაში. აქ კი მორჩა თამაში. სიმეონეს ცვლილებებმა იმუშავა.
მერე იყო “ატლეტიკოს” შეტევები და ბარსას ბოლო გაბრძოლება, ჩაწოდებები ლევანდოვსკისა და არაუხოზე. აქ შეიქმნა ის ბოლო მომენტი, რომელიც არაუხომ ვერ გამოიყენა. ვერ ვიტყვი, რომ ბურთს კარგად ვერ შეწვდა, უბრალოდ ცუდად დაუხვდა და ააცილა. ეგ იყო და ეგ. ასე მორჩა. ბარსა უკეთესი იყო, მაგრამ დამარცხდა. ლამინე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისევ დამარცხდა. ისევ ვერ მიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ. არა უშავს, წინ დიდი დრო აქვს, ბარსა კი აგრძელებს შენებას.
ლა ლიგა რა, ცუდია?
წინ რა გველის
წინ გველის მოსაწყენი ტურები და მერე ელ კლასიკო, რომელსაც, შესაძლოა, აღარც შერჩეს ინტრიგა. მე მგონი, სეზონი ამ მატჩით დამთავრდა.
იმიტომ რომ სუსტები არიან ნოიერმა ჩაიჯვა ახლა და მანამდე იმათმა ფორვარდებმა მარა მაგარი <<ცენზურის დარღვევა>> გუნდია ფაქტია 😀
ნოიერის ორ სირცხვილს თავი გავანებოთ რა ჯარიმა დადო არც შეხებია ბრაჰიმს ლაიმერი ეგაა უეფა და რეალი
რეალს სიტიც აგდებდა და ბაიერნიც 😂 რატო გჯერათ რომ სუსტები არიან რადგან ჩვენ ვუგებთ ?
ხო ვიძახი 10 წელია მსოფლიო ყველა გრანდი რეალის პუტანკაა ერთი ბარსაა ვინც ხმარობდა მაგათ ამ წლების მანძილზე 😂 ტიპებმა მილაირდები ხარჯეს და რეალს აგებინეს ზედიზედ ლიგები 😂😂💩
ბაიერნი 1-2 ნოიერი ჩვენთან რატომ არ აკეთებს იგივეს ეს პიდარასტი.
ნახე ბიჭოო ყველა მეკარე იმათთან სლევდება🤦🏻♂️
ისე კითხვა გაგიჩნდება კაცს, თუ პსჟ-ს კვარას პონტში უშვებენ, სპორტინგს არ ჰყავს ქართველი ფეხბურთელი?! თუ რაკი ქოჩორა ღიად ანტიოქოცია, მაგიტომ?!
ბაზარი არაა, ბაიერნი-რეალს მეტი ინტრიგა აქვს, მეც მირჩევნია რეალის დედისხვნას ვუყურო; მაგრამ გუშინ ბარსა იყო მოედანზე და უფრო მეტი ინტრიგა ჰქონდა მის მატჩს, ვიდრე ლივერი-პსჟ-ს;
ნეუერის 1 წუთზე დაყენებული სუნი კიდევ კაი, რომ გაანიავეს ბავარიელებმა
ვინისიუსის მახინჯ დედასვტენე. როდრიმ მაგრად გადაგვარჩინა.
პსჟ და რეალს სულ სილქ უნივერსალზე უშვებენ ყველამ, რომ ნახოს. ერთი კვარას ხათრით მეორე რეალია რა, სამეფო გუნდია და მის უკან სახელმწიფო დგას. ჩემთვის სულ ერთია საიდან გაუშვებენ, მაგრამ ბარსასაც ყავს საქართველოში ფანები და გავკარი ერთსაც და მეორესაც.
დაწყების წინ თუ დააკვირდით რას გავდა პერესი, მგონი მიქელა იხმობს.
მეც ეგ ვიფიქრე😂
კომპანი ნაბეღლავსა სვამდა
რა ულტრასები ყავს ბაიერნს რავი ყოჩაღ.
რა ვარსკვლავზეა ეს გუნდიიი შექმნილიი
იმენა
დავაი დადონ 16 ლიგაც
მკიდია აწი
აღარ უნდა ვუყურო ფეხბურთს , რამე სხვა სპორტი მინდა
შესტენეს ამ ნაბო** ებს
რა ბედი აქვთ ამ დედანაქაჩებს
რეალისკენ ვარ ამ მატჩში…
რა ყისმათი აქვთ ამ დედა მოხნულებს ჩვენთან ყველა მეკარე დედას იხნავს ამ რეალს რავიცი ღმერთს უყვარს რასაც ქვია ეს გუნდი
ეგეც ნოერიი 😂😂
ბაიერნის დედა მოვტ*ან
კუნდე ხომ ამპლუით ცენტრალური მცველია? მერე რა, რომ აყლაყუდა არაა? ცენტრალური მცველის კვალობაზე საკმაოდ სწრაფია და არც არაუხოსავით გორილაა;
იქეთ ესპრიტი და გარსია ითამაშებენ როტაციაში და აქეთ ფლანგზე ბალდემ თუ ვერ მოუმატა, გაყიდი და ჟოფრეს დააყენებ, კანსელუს შემცვლელად დროს ნელ-ნელა მისცემ;
9-იანია აუცილებლად მოსაყვანი, ეგაა სუსტი რგოლი
კუნდე თავზე საკმაოდ მაგრად თამაშობს ანუ ახტომაა მაღალო აქვს სიმაღლესთან შედარებით და სწრაფიცაა კუნდეს არავინ გაყიდის ეგეთი იგროკი ძალიან ცოტაა