მატჩისშემდგომი ანალიზი – პედრის როლი ფლიკის ბარსელონაში

მატჩისშემდგომი ანალიზი – პედრის როლი ფლიკის ბარსელონაში

  მიმდინარე სეზონში “ბარსამ” ყველაზე ცუდი 59 წუთი ჩაატარა, რატომ 59? იმიტომ, რომ ამ დროს პედრი გამოვიდა მოედანზე და თამაში ასე თუ ისე დალაგდა. ამ განსხვავებას როგორც წესი, ასე ნათლად, ლიონელ მესი ქმნიდა ხოლმე. ყველაზე მეტად მაშინ ვიგებდით მის მნიშვნელობას, როცა არ იყო მოედანზე. აქილევსისთვისაც შეგვიდარებია ამის გამო – თუ ბრძოლის ველზეა არავინ ფიქრობს პრობლემებზე, მაგრამ თუ გაბრაზდა და კარავს მიაშურა მერე ყველა ხვდება თურმე ვინ ყოფილა აქილევსი. 

ასეა პედრიც. 

“ბარსამ” “დორტმუნდის” პრესინგს ვერ გაუძლო, ერთადერთი კაცი, რომელსაც მსგავსი მასშტაბის სამუშაოს შესრულება შეუძლია, ვისაც მსგავსი წნეხის გაძლება შეუძლია ფრენკი დე იონგია, მაგრამ ფრენკის არასდროს ყვარებია ზონებს შორის პასის გაკეთება, როგორც წესი, ბურთის დაჭერა, დრიბლინგი ან მარტივი პასის კეთება უყვარს. უნდა ითქვას რომ გარდა პედრისა, დიდი დანაკლისი გამოდგა ინიგოს თადარიგში დარჩენა და ბალდეს გამოკლება. არაუხო ამ სეზონში ვერ არის საიმედო, ჟერარ მარტინი კი შორს არის ფლიკის სტანდარტებისგან. 

კოვაჩის ცვლილება 

ნიკო კოვაჩმა პირველ შეხვედრაში 4-5-1-ით ითამაშა და 0:4 დამარცხდა, ამჯერად 3-4-3-ით გადაწყვიტა თამაში რამაც გაამართლა. პირველივე წუთებიდან წნეხში მოაქციეს დე იონგი, გროსი და ფელიქსი ფეხზე აზიან ნიდერლანდელს, ამ დროს მხოლოდ პედრის შეუძლია სიღრმისკენ ჩამოწევა და ბურთის ამოტანა, მაგრამ პედრის მატჩი არ დაუწყია. ფოტოზე ხედავთ რომ ჯერ კიდევ მე-18 წამია მატჩის დაწყებიდან და დე იონგს უკვე აგრძნობინებენ რომ არ ელის იოლი მატჩი. 

 

და როგორ ვითარდება შეტევა ასეთ დროს? მცველებს დავალებული აქვთ რომ ზონებს შორის გააკეთონ პასი, თუ ამას ვერ ახერხებენ მაშიმ საყრდენს უნდა ანდონ ბურთის ამოტანა, თუ ამასაც ვერ ახერხებენ, მაშინ მარტივი პასის ჯერი დგება ჰორიზონტალურად, რაც არაფრის მომცემია, გარდა იმისა, რომ მეტოქე აიყოლიო მოძრაობაში და მათ შორის ზონები გაიხსნას, მაგრამ ამ სტადიაზე გუნდები ასეთ შეცდომებს ნაკლებად უშვებენ. 

 

 

მე-16 წუთისთვის, როცა გირასს უკვე გოლი აქვს შეგდებული და “ბარსა” ვერაფრით ახერხებს ბურთის ამოტანას, დე იონგი კიდევ უფრო სიღრმეში ჩადის ბურთის წამოსაღებად, მაგრამ შეტევა ისევ ჰორიზონტალურად ვითარდება, რადგან დე იონგი სამი კაცის გარემოცვაში ექცევა. 

 

რა შეიცვალა პროცესში? “ბარსასთვის” ბევრი არაფერი, კოვაჩი კი მიხვდა, რომ “ბარსას” პრობლემების ფონზე დაწოლა უნდა გაეზარდა და მცველები უკვე არა დე იონგის, არამედ, შესნის გამოყენებით ცდილობდნენ ბურთის ამოტანას. 

 

 

ტაიმის მიწურულს უკვე ნათელი გახდა რომ ნახევარდაცვის სამეული ჩავარდა – ფრენკი, გავი, ფერმინი. ზონებს შორის ფრენკი პასებს როგორც წესი, არ აკეთებს, ერთი მხრივ თანაგუნდელებიც უკმაყოფილონი დარჩნენ და საბოლოოდ, ძალიან სასაცილო სურათი ვნახეთ, რომელიც დაწყებითი საფეხბურთო გაკვეთილების ანალოგია – ნახევარმცველები, (ორივე) საყრდენთან ძალიან ახლოს მივიდნენ, იქნებ ასე მაინც მოგვცეს პასიო. აი, როცა თავის ადგილზე იდგნენ და ზონებს შორის იყო პასი გასაკეთებელი, მაშინ ფრენკი უკან პასს არჩევდა. 

 

მეორე ტაიმი – მოდი ვნახოთ პედრი 

“ბარსას” უკვე შეგდებული ჰქონდა, როცა პედრი გამოვიდა მოედანზე, მაგრამ მაინც საზიზღრად თამაშობდა, ესპანელის გამოსვლის მერე კი გუნდმა მიიღო ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში აკლდა. შეხედავ და რა მარტივია, მაგრამ ჯერ კიდევ კრუიფისგან ვიცით, რომ ძალიან რთულია ასე მარტივად თამაში. 

პირველ რიგში, უბურთოდ თამაშია გამოსაყოფი, პედრიმ იცის სად უნდა იმოძრაოს და უზუსტესი “პულსი” აქვს, ჩავისა და ინიესტას მსგავსად ეს არის მისი მაგია, ზუსტად გრძნობს სათამაშო ტემპს, ბურთით რა შეუძლია ეს უკვე ხილულია, ეგ ის არის, რასაც ყველა ხედავს. 

აბა შეხედეთ საათს, გამოსვლიდა წამებში უკვე ბურთის ამოტანის მასტერკლასს უჩვენებს თანაგუნდელებს. 

 

რატომ ხდება რომ როცა პედრი მინდორზე არ არის, მცველებსა და საყრდენს დაბალი მაჩენებლები აქვთ ზონებს შორის გაკეთებული გადაცემების, და როცა პედრი მოედანზეა მათი სტატისტიკა იმატებს? ეს პოზიციური თამაშია, ერთი მხრივ პედრი სწორად მოძრაობს, კარგმა მეპასემ უკეთ იცის როგორი პასი შეიძლება გაძვრეს ზონებში, მესის სკოლა ეტყობა, უბრალოდ დადის და თამაშს აკვირდება, ბევრი სირბილი საჭირო არ არის, უბრალოდ საჭირო დროს უნდა დაელოდო. 

გარდა ამისა, შეიძლება ითქვას რომ ის არის დე იონგისთვის ყველაზე საჭირო თანაგუნდელი, რომელიც მარტივად უთავისუფლებს სივრცეს, ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რომ ფრენკის დრიბლინგით გაცილებით კარგად ამოაქვს ბურთი, ვიდრე პირველი პასით. არ ვიცი ასე რატომ ხდება, ალბათ იმიტომ, რომ თავის დრიბლინგს უფრო ენდობა, ნაკლებ რისკიანად მიაჩნია. უცნაურია საყრდენისთვის. 

პედრი კი ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბოლომდე ენდოს, არ არის ასეთი არც გავი, (მას სხვა პლუსები აქვს) არც ფერმინი, არც ოლმო. შესაბამისად, პედრის მოედანზე ყოფნით ფრენკი დრიბლინგების რაოდენობაც გაიზარდა და იმ ზონაშიც ხშირად ვნახეთ საიდანაც უყვარს ხოლმე ბურთის წამოღება – ესე იგი, სადღაც ფანგისკენ. როცა პედრი მოედანზეა, შეგიძლია თავს უფლება მისცე ცენტრი დატოვო. 

 

ჰოდა, დაველოდოთ მომდევნო მეტოქეს. ვნახოთ რას მოუფიქრებენ პედრის, დიდი ფეხბურთელები ყველანაერი დაბრკოლების გადალახვას ახერხებენ, სწორედ ამის შედეგად იქცევიან ხოლმე ლეგენდებად. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (89)

  • Vamsdreini.1
    17 აპრ 2025, 01:06

    – გაჩუმდი გაჩუმდი.
    – კაი ნუგო, რატო უნდა გავჩუმდე?
    – დაგაჯვეს შე გამოყ*ლეებულო.

    რეალის "რემუნტადა" – მოკლე მიმოხილვა 😂😂😂😂

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    17 აპრ 2025, 01:05

    კარგი წყვილები დაჯდა ნახევარფინაშლი, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

  • Barca1980
    17 აპრ 2025, 01:04

    მოკლედ ეს მბაპე გარანტირებულად საფრანგეთის ჩემპიონი მაინც ხდებოდა ყოველწელს და ლიგასეც თამაშობდა სულ, მოვიდა რეალში და სანატრელი უხდება ტურნირის მოგებაა. 😁😁ეგ ერთი და კიდევ მრავალიი !!!

  • Bakero
    17 აპრ 2025, 01:04

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Bakero

    ციტატა: GRIEZMAN✓™

    ციტატა: Bakero

    ციტატა: JustBarcaLover
    გავიდა ინტერი


    ყვითლების ამბავი როგორ არის მანდ ? მიიღო ვინმემ ინტერიდან ?


    კიი 1 ბარათი


    ვინ მიიღო ეგ არის მთავარი ?


    ზამენის იგროკმა მოედანზე არავის მიუღია ინტერიდან


    მადლობა ვნახე და ბიჭებმაც დაწერეს არნაუტოვიჩს მიუღია

  • Lionel Messi – 10
    17 აპრ 2025, 01:03

    Ძაან ცუდი კალენდარი დაჯდა 26 ში რეალთან თასის ფინალი და 29 ში ინტერთან,,😕

  • JustBarcaLover
    17 აპრ 2025, 01:03

    ინტერი წელს სუსტია მაგრამ მაინც სვარჩიკი გუნდია და ჯაჯგური მოგვიწევს

  • Dat-
    17 აპრ 2025, 01:02

    დღეს ვიძახდი არსენალი აქაც იხმარსთქო და აჰაა

  • Bakero
    17 აპრ 2025, 01:02

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: Bakero

    ციტატა: JustBarcaLover
    გავიდა ინტერი


    ყვითლების ამბავი როგორ არის მანდ ? მიიღო ვინმემ ინტერიდან ?


    არნაუტოვიჩმა მიიღო ყვითელი


    ok მადლობა

  • M10 S9 D11
    17 აპრ 2025, 01:01

    ციტატა: Bakero

    ციტატა: GRIEZMAN✓™

    ციტატა: Bakero

    ციტატა: JustBarcaLover
    გავიდა ინტერი


    ყვითლების ამბავი როგორ არის მანდ ? მიიღო ვინმემ ინტერიდან ?


    კიი 1 ბარათი


    ვინ მიიღო ეგ არის მთავარი ?


    ზამენის იგროკმა მოედანზე არავის მიუღია ინტერიდან

  • jacky iakovenko
    17 აპრ 2025, 01:00

    მხითარიანი არის ეტალონი მაგალითი როგორ უნდა ითამაშო ასეთ დონეზე ამ ასაკის კაცმა !!

  • GRIEZMAN✓™
    17 აპრ 2025, 01:00

    ციტატა: Bakero

    ციტატა: JustBarcaLover
    გავიდა ინტერი


    ყვითლების ამბავი როგორ არის მანდ ? მიიღო ვინმემ ინტერიდან ?


    კიი 1 ბარათი

  • JustBarcaLover
    17 აპრ 2025, 01:00

    ციტატა: Bakero

    ციტატა: JustBarcaLover
    გავიდა ინტერი


    ყვითლების ამბავი როგორ არის მანდ ? მიიღო ვინმემ ინტერიდან ?


    არნაუტოვიჩმა მიიღო ყვითელი

  • C.PC5
    17 აპრ 2025, 01:00

    ინტერთან ჩვენ ჩვენი ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. ოღონდ ეს მატჩების ჩატარების ადგილებში რატო შეგვარტყა უეფამ, ორჯერ ზედიზედ გადამწყვეტი თამაში ჩევნ გვიწევს გასვლაზე და ინტერს სახლში

  • JustBarcaLover
    17 აპრ 2025, 00:59

    არსენალმა თუ ასე ითრია რეალი წარმომიდგენია ჩვენ რას ვუზამთ ფინალში 😁

  • GRIEZMAN✓™
    17 აპრ 2025, 00:59

    ციტატა: me da barca
    გაიხარე


    წააგო ბილეთმა?

  • Bakero
    17 აპრ 2025, 00:59

    ციტატა: JustBarcaLover
    გავიდა ინტერი


    ყვითლების ამბავი როგორ არის მანდ ? მიიღო ვინმემ ინტერიდან ?

  • La Pulga10
    17 აპრ 2025, 00:58

    ინტერი და არსენალი ორი ყველაზე რთული და უხერხული მეტოქე ჩვენთვის. ყველა ჯანმრთელი და ოპტიმალირ ფორმაში გვჭირდება.

  • Albicelecte
    17 აპრ 2025, 00:58

    ოლეეეე, ოლააა, რეალის…(დაასრულეთ) barca-3

  • me da barca
    17 აპრ 2025, 00:58

    დაბომბეს ინტერი მაგრამ ზომერმა იხსნა ბოლო წამს. ჩუმჩუმელა ინძაგიმ რა იკადრა.
    მარტინელი რაღა ბოლო წამზე აგიდგა შენი დდდდდ

  • Gnbad
    17 აპრ 2025, 00:58

    არსენალი საღოლ სიტისაც ნეტა ესე ეთამაშა შარშან