მიმდინარე სეზონში “ბარსამ” ყველაზე ცუდი 59 წუთი ჩაატარა, რატომ 59? იმიტომ, რომ ამ დროს პედრი გამოვიდა მოედანზე და თამაში ასე თუ ისე დალაგდა. ამ განსხვავებას როგორც წესი, ასე ნათლად, ლიონელ მესი ქმნიდა ხოლმე. ყველაზე მეტად მაშინ ვიგებდით მის მნიშვნელობას, როცა არ იყო მოედანზე. აქილევსისთვისაც შეგვიდარებია ამის გამო – თუ ბრძოლის ველზეა არავინ ფიქრობს პრობლემებზე, მაგრამ თუ გაბრაზდა და კარავს მიაშურა მერე ყველა ხვდება თურმე ვინ ყოფილა აქილევსი.
ასეა პედრიც.
“ბარსამ” “დორტმუნდის” პრესინგს ვერ გაუძლო, ერთადერთი კაცი, რომელსაც მსგავსი მასშტაბის სამუშაოს შესრულება შეუძლია, ვისაც მსგავსი წნეხის გაძლება შეუძლია ფრენკი დე იონგია, მაგრამ ფრენკის არასდროს ყვარებია ზონებს შორის პასის გაკეთება, როგორც წესი, ბურთის დაჭერა, დრიბლინგი ან მარტივი პასის კეთება უყვარს. უნდა ითქვას რომ გარდა პედრისა, დიდი დანაკლისი გამოდგა ინიგოს თადარიგში დარჩენა და ბალდეს გამოკლება. არაუხო ამ სეზონში ვერ არის საიმედო, ჟერარ მარტინი კი შორს არის ფლიკის სტანდარტებისგან.
კოვაჩის ცვლილება
ნიკო კოვაჩმა პირველ შეხვედრაში 4-5-1-ით ითამაშა და 0:4 დამარცხდა, ამჯერად 3-4-3-ით გადაწყვიტა თამაში რამაც გაამართლა. პირველივე წუთებიდან წნეხში მოაქციეს დე იონგი, გროსი და ფელიქსი ფეხზე აზიან ნიდერლანდელს, ამ დროს მხოლოდ პედრის შეუძლია სიღრმისკენ ჩამოწევა და ბურთის ამოტანა, მაგრამ პედრის მატჩი არ დაუწყია. ფოტოზე ხედავთ რომ ჯერ კიდევ მე-18 წამია მატჩის დაწყებიდან და დე იონგს უკვე აგრძნობინებენ რომ არ ელის იოლი მატჩი.
და როგორ ვითარდება შეტევა ასეთ დროს? მცველებს დავალებული აქვთ რომ ზონებს შორის გააკეთონ პასი, თუ ამას ვერ ახერხებენ მაშიმ საყრდენს უნდა ანდონ ბურთის ამოტანა, თუ ამასაც ვერ ახერხებენ, მაშინ მარტივი პასის ჯერი დგება ჰორიზონტალურად, რაც არაფრის მომცემია, გარდა იმისა, რომ მეტოქე აიყოლიო მოძრაობაში და მათ შორის ზონები გაიხსნას, მაგრამ ამ სტადიაზე გუნდები ასეთ შეცდომებს ნაკლებად უშვებენ.
მე-16 წუთისთვის, როცა გირასს უკვე გოლი აქვს შეგდებული და “ბარსა” ვერაფრით ახერხებს ბურთის ამოტანას, დე იონგი კიდევ უფრო სიღრმეში ჩადის ბურთის წამოსაღებად, მაგრამ შეტევა ისევ ჰორიზონტალურად ვითარდება, რადგან დე იონგი სამი კაცის გარემოცვაში ექცევა.
რა შეიცვალა პროცესში? “ბარსასთვის” ბევრი არაფერი, კოვაჩი კი მიხვდა, რომ “ბარსას” პრობლემების ფონზე დაწოლა უნდა გაეზარდა და მცველები უკვე არა დე იონგის, არამედ, შესნის გამოყენებით ცდილობდნენ ბურთის ამოტანას.
ტაიმის მიწურულს უკვე ნათელი გახდა რომ ნახევარდაცვის სამეული ჩავარდა – ფრენკი, გავი, ფერმინი. ზონებს შორის ფრენკი პასებს როგორც წესი, არ აკეთებს, ერთი მხრივ თანაგუნდელებიც უკმაყოფილონი დარჩნენ და საბოლოოდ, ძალიან სასაცილო სურათი ვნახეთ, რომელიც დაწყებითი საფეხბურთო გაკვეთილების ანალოგია – ნახევარმცველები, (ორივე) საყრდენთან ძალიან ახლოს მივიდნენ, იქნებ ასე მაინც მოგვცეს პასიო. აი, როცა თავის ადგილზე იდგნენ და ზონებს შორის იყო პასი გასაკეთებელი, მაშინ ფრენკი უკან პასს არჩევდა.
მეორე ტაიმი – მოდი ვნახოთ პედრი
“ბარსას” უკვე შეგდებული ჰქონდა, როცა პედრი გამოვიდა მოედანზე, მაგრამ მაინც საზიზღრად თამაშობდა, ესპანელის გამოსვლის მერე კი გუნდმა მიიღო ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში აკლდა. შეხედავ და რა მარტივია, მაგრამ ჯერ კიდევ კრუიფისგან ვიცით, რომ ძალიან რთულია ასე მარტივად თამაში.
პირველ რიგში, უბურთოდ თამაშია გამოსაყოფი, პედრიმ იცის სად უნდა იმოძრაოს და უზუსტესი “პულსი” აქვს, ჩავისა და ინიესტას მსგავსად ეს არის მისი მაგია, ზუსტად გრძნობს სათამაშო ტემპს, ბურთით რა შეუძლია ეს უკვე ხილულია, ეგ ის არის, რასაც ყველა ხედავს.
აბა შეხედეთ საათს, გამოსვლიდა წამებში უკვე ბურთის ამოტანის მასტერკლასს უჩვენებს თანაგუნდელებს.
რატომ ხდება რომ როცა პედრი მინდორზე არ არის, მცველებსა და საყრდენს დაბალი მაჩენებლები აქვთ ზონებს შორის გაკეთებული გადაცემების, და როცა პედრი მოედანზეა მათი სტატისტიკა იმატებს? ეს პოზიციური თამაშია, ერთი მხრივ პედრი სწორად მოძრაობს, კარგმა მეპასემ უკეთ იცის როგორი პასი შეიძლება გაძვრეს ზონებში, მესის სკოლა ეტყობა, უბრალოდ დადის და თამაშს აკვირდება, ბევრი სირბილი საჭირო არ არის, უბრალოდ საჭირო დროს უნდა დაელოდო.
გარდა ამისა, შეიძლება ითქვას რომ ის არის დე იონგისთვის ყველაზე საჭირო თანაგუნდელი, რომელიც მარტივად უთავისუფლებს სივრცეს, ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რომ ფრენკის დრიბლინგით გაცილებით კარგად ამოაქვს ბურთი, ვიდრე პირველი პასით. არ ვიცი ასე რატომ ხდება, ალბათ იმიტომ, რომ თავის დრიბლინგს უფრო ენდობა, ნაკლებ რისკიანად მიაჩნია. უცნაურია საყრდენისთვის.
პედრი კი ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბოლომდე ენდოს, არ არის ასეთი არც გავი, (მას სხვა პლუსები აქვს) არც ფერმინი, არც ოლმო. შესაბამისად, პედრის მოედანზე ყოფნით ფრენკი დრიბლინგების რაოდენობაც გაიზარდა და იმ ზონაშიც ხშირად ვნახეთ საიდანაც უყვარს ხოლმე ბურთის წამოღება – ესე იგი, სადღაც ფანგისკენ. როცა პედრი მოედანზეა, შეგიძლია თავს უფლება მისცე ცენტრი დატოვო.
ჰოდა, დაველოდოთ მომდევნო მეტოქეს. ვნახოთ რას მოუფიქრებენ პედრის, დიდი ფეხბურთელები ყველანაერი დაბრკოლების გადალახვას ახერხებენ, სწორედ ამის შედეგად იქცევიან ხოლმე ლეგენდებად.














ინტერია ჩვენი მეტოქე
გავიდა ინტერი
რეალის-არსენალის პირდაპირ ფრე დამრჩა მეც და დაახლოებით მაგდენს მეც მოვიგებ. სამი მეტი დამიჯდა და ეს დამრჩა.
წარმატებები აბა იმედია აღარაფერი მოხდება
გაიხარე
რეალის-არსენალის პირდაპირ ფრე დამრჩა მეც და დაახლოებით მაგდენს მეც მოვიგებ. სამი მეტი დამიჯდა და ეს დამრჩა.
წარმატებები აბა იმედია აღარაფერი მოხდება
რეალის-არსენალის პირდაპირ ფრე დამრჩა მეც და დაახლოებით მაგდენს მეც მოვიგებ. სამი მეტი დამიჯდა და ეს დამრჩა.
რემონტადა არა გოგლიმოგლი
ეგენი ღვიძლი ძმები ყოფილან და არ გვიმხელდნენ
მაგას ზუსტად 2 ! წლის წინ ვითხოვდი ! ….ეხლა მიკელ მერინოზეც თანახმა ვარ
რაისი გაასწორებდა პედრისთან ერთად ცენტრში )
100ლარში 1800 ლარი მოვიგე კი წამოვიდა😀😀 რეალის დედაც და არსენალისაც🤣🤣🤣
სალიბა ეს რა ქენი შენ დაგეცა მბაპე
აი რას ვერ ვიგებ იცი ასეთი *ლეობა ყველას რეალთან რატო ემართება ჯადო აქვთ ამ დედა მოტკნულებს მგონი რაღაც
ასეთი გოლები მარტო რეალს გააქვს
სალიბა გავცვალოთ არაუხოშიო თხა გავყიდოთ და ისევე თხა ვიყიდოთ?
აუ ამან არაუხოზე უარესი ქნა
მორჩა რეალის გულავი
ბარათები მაინც აკიდოს ბაიერნმა ინტერს, ბევრი ძირითადის ფეხბურთელი ყავთ დისკვალიფიკაციის ზღვარზე
გოოოოოლ საკააა შიგ ფრანკოშიიი
ეს რუდიგერი მაგარი საზიზღარი ფეხბურთელი და ტიპია
აი რა “ლისშვილია რუდიგერი ორჯერ ქნა ძალით ესეთი მომენტი ტიპს თან ბარათიც არ ამოუღეს
არადა გოლი რო გაიტანა ბაიერნმა ვიფიქრე გაძვრებიანთქო და ჩემი ფეხები დააჭედეს ორ წუთში ორი გოლი