ექიმი სუროსი დე იონგის ტრავმასა და გამოჯანმრთელების ვადებს აფასებს

ექიმი სუროსი დე იონგის ტრავმასა და გამოჯანმრთელების ვადებს აფასებს

მოკლედ
ექიმმა ჟორდი სუროსმა, რომელიც სპორტული ტრავმატოლოგიის სპეციალისტია, ფრენკი დე იონგის ტრავმა და მისი გამოჯანმრთელების ვადები შეაფასა. მისი თქმით, შიდა გვერდითი იოგი კარგად ხორცდება და ოპერაციის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი 4-6 კვირიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

“ბარსელონამ” ფრენკი დე იონგის სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდელს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი აქვს გაგლეჯილი. ტრავმის გასაანალიზებლად, Mundo Deportivo სპორტული მედიცინის სპეციალისტს, ჟორდი სუროსს დაუკავშირდა.

მან შეაფასა როგორც კლუბის განცხადება, ისე ფეხბურთელის მიერ მოგვიანებით გავრცელებული წერილი, სადაც ის ოპერაციას არ გამორიცხავდა.

“ჩემი გადმოსახედიდან, ორივე განცხადება ერთმანეთთან თავსებადია. კლუბი საუბრობს დიაგნოზსა და მკურნალობაზე, ხოლო დე იონგი ხსნის, თუ როგორ განვითარდა ტრავმა. ჯერჯერობით არ ვიცით, გაგლეჯა ნაწილობრივია თუ სრული, სად არის ლოკალიზებული და როგორია მუხლის სტაბილურობის ხარისხი”, – აღნიშნავს ექიმი.

შიდა იოგი უფრო ადვილად ხორცდება

სუროსის აზრით, პრობლემა შესაძლოა მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობით მოგვარდეს.

“შიდა გვერდითი იოგი კარგად მარაგდება სისხლით და სხვა იოგებთან შედარებით, შეხორცების გაცილებით დიდი უნარი აქვს. ამიტომ, მსგავსი ტრავმების უმეტესობა ქირურგიული ჩარევის გარეშე იკურნება”, – აკონკრეტებს ის.

ექიმი ტრავმის განვითარებაზეც საუბრობს:

“მხოლოდ იოგზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. მნიშვნელოვანია მისი ძვალთან შეერთების ადგილების შესწავლა ბარძაყსა და წვივზე. ასეთი ტრავმების დროს ხშირია ძვლის შეშუპება (ედემა), რომლის აღმოჩენაც მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება პირველი შემოწმებისას შეუმჩნეველი დარჩეს. ედემა მიუთითებს, რომ ძვალსა და იოგს შორის დამაკავშირებელი ნაწილიც დაზიანებულია. თუ ფეხბურთელი ნაადრევად დაიტვირთება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შეხორცება, მუდმივი ტკივილი ან უფრო სერიოზული დაზიანება. ასევე უნდა შეფასდეს მენისკიც. ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ შეფასდა ტრავმა თავდაპირველად მსუბუქად და მოგვიანებით – უფრო სერიოზულად.”

გამოჯანმრთელების პერიოდი

რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, ექიმი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია მუხლის დაცვა და ტკივილისა თუ შეშუპების კონტროლი. შემდეგ კი მოთამაშე პროგრესულად დაიწყებს მობილურობისა და კუნთების ძალის აღდგენას.

საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, დე იონგი მოედანზე თვენახევარში დაბრუნდება.

“თუ საქმე გვაქვს ნაწილობრივ და სტაბილურ გაგლეჯასთან, საუკეთესო სცენარი 4-დან 6 კვირამდე პერიოდს მოიცავს. სრული, მაგრამ იზოლირებული და კარგი კონსერვატიული დინამიკის მქონე გაგლეჯის შემთხვევაში, საუბარი შეიძლება იყოს 2-3 თვეზე”, – გვაფრთხილებს ექიმი.

რაც შეეხება ნეგატიურ სცენარს, ექიმი ამატებს:

“ყველაზე ცუდი პროგნოზი იქნება ძვლის დაზიანება, გადანაცვლებული გაგლეჯა ან სერიოზული არასტაბილურობა. ამ სცენარში ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება და ვადებიც საგრძნობლად გაიზრდება.”

დასასრულს, სუროსი ასკვნის:

“ის, რომ თავიდანვე ოპერაცია არ იგეგმება, კარგი სიახლეა. თუმცა, დე იონგის დაბრუნება კალენდარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის მოედანს მხოლოდ მაშინ უნდა დაუბრუნდეს, როცა მუხლი სტაბილური და უმტკივნეულო იქნება და შეძლებს გაუძლოს პროფესიონალური ფეხბურთისთვის დამახასიათებელ მაქსიმალურ დატვირთვებს.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    24 ივლ 2026, 13:30

    კუმანია წიხლით საცემი, სულ ბარსას აბრალებდა მაგის ტრამვებს და თვითონ თურმე მუხლის შიდა გვერდითი იოგგაგლეჯილი ტრამვით, გამაყუჩებლებით ათამაშებდა. სად გაგიგიათ ტკივილგამაყუჩებლით ფეხბურთელი ათამაშო. კბილი ხო არ ტკიოდა შე კარგმოტყნულო ფეხებით არ უნდა ეთამაშა? და თურმე არაფერია მუხლი აქვს გაგლეჯილი? მერე რა, აი ეხლა მუნდიალს მოვიგებთ და მერე მივხედავთ მაგის მუხლს. როგორ მეზიზღება ეს ძალათ მწვრთნელი, კრესლო რო ქონდა გამოტანილი მინდორთან და გადაწოლილი რო “ხელმძღვანელობდა” თამაშს. თანაც არაფერს არ დარდობდა მე ტიტულების მოსაგებად არ მოვუყვანივარო. აგერ მოვიდა ნორმალური მწვრთნელი და უტიტულოდ სეზონს არ ატარებს.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    24 ივლ 2026, 13:12

    თორნიმე კვარაცხელია ნახეთ ხალხო? ძმასავით არ მოძრაობს? ბარსაში ამოყოს ნეტა თავი.

  • JasoN
    JasoN ვეტერანი
    24 ივლ 2026, 12:56

    მომდევნო სიახლე დადეთ რას ამბობს მკურნალო ექთანი დეიონგზე და მაგის შემდეგი სანიტარი რას იძახის სისუფთავე აქვს თუ არა მკურნალობის ეტაპზე

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    24 ივლ 2026, 12:05

    ეს 47 განყოფილებად დაყოფილი სტატიები გულს არ გიწუხებთ? დაწერეთ რა მარტივად როგორც ადრე იყო, რას თხზავთ

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    24 ივლ 2026, 11:02

    გარსიას და კრისტენსენი იმედზე უნდათ ყოფნა საყრდენ ზონაში? ბერნალი დონეა მაგრამ ღმერთმა იცის როდის შეიძლება გაიტრამვოს. როდრიზე როგორ არ წუხდებიან ბიჭო მაგიჟებენ. რეალის დდშვც დავიჯერო ბარსელონაში თავისიანევთან ყოფნა არ ურჩევნია?

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      24 ივლ 2026, 12:00

      არაა როდრი ამ ფლიკის ბარსას სტილის, თან მაგისი მოყვანით პედრიც საფრთხეში ჩავარდება და ფლიკს მოუწევს ტაქტიკების გადაწყობა რომ როდრის მოერგოს.
      ბარსას ჭირდება დინამიური საყრდენი, რომელიც პედრისთან და ზოგადად გუნდთან კარგ ქიმიას შექმნის და სისწრაფეებზე და ჰაილაინში თამაში არ გაუჭირდება,მაშინ როცა როდრის ჭირდება ესპანეთის მსგავსად მოთამაშე გუნდი და ამავდროულად პედრის საერთოდ ვერ უგებს.

      • ☠️•Spooky•☠️
        ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
        24 ივლ 2026, 15:04

        ფლიკს კაი ხნის წინ უნდა გადაეწყო ტაქტიკები და პრახადნოი არ ექნებოდა უკან. თამაშობს გუნდები პრესინგს დაბალანსებული დაცვითაც. რამონიმე წამში იბრუნებდა ესპანეთი ბურთს. ფლიკს არ მოერგება თურმე,არ მოერგება და ასე არ ექნება შედეგი რაც გვინდა და ასე კარგად გაუყვება გზას,მიუხედავად იმასა როგორც არ უნდა გვიყვარდეს. არავინ უარყოფს რო უდიდესი წუმოედან ამოგვათრია,გუნდს სული დაუბრუნა და სტილი მარა ცოტა რამე თუ არ შეცვალა და სიჯიუტეს არ მოეშვა წავა მომავალ ზაფხულს

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          24 ივლ 2026, 17:37

          ხოდა ფაქტია რომ ეგ კაცი არაპირებს არაფრის შეცვლას თორე მართლა შესაცვლელი როცა ჰქონდა მაშინ უნდა შეეცვლა, მარა ჯიუტია და რა ვქნათ ახლა.
          მეც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ესპანეთის მთლიან ნაკრებს ბარსაში თავისი დელაფუენტიანად მარა არ ხდება ეგრე.
          ყველა მწვრთნელს თავისი ფილოსოფია აქვს და მაგ ფილოსოფიას არგებს ახალ ტრანსფერებსაც და მეც მაგას ვიძახი რომ როდრი არანაირად არ ჯდება ფლიკის ფილოსოფიაში და არაა მოსაყვანი თქო, მითუმეტეს როგორც ესპანეთის ფანი, ბოლო წლებია რასაც როდრი-პედრის დუეტს ვუყურე, იმენა საზიზღრობაა და აშკარაა მოედანზე ვერ გუობენ ერთმანეთს და რა ვქნათ ახლა.. მე მირჩევნია რო 23 წლის მსოფლიოს საუკეთესო ნახმცველზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც უკვე ისედაც გუნდში მყავს, ვიდრე 50+მ გავიქნიო 30 წლის ტიპში, რომლის გამოც თურმე გუნდის სქემებიც უნდა ამოტრიალდეს და იზამს ახლა მაგას ვინმე ჭკუათ მყოფელი?

          ჩემთვისაც მაგარია როდრის სახელი და ზოგადად ყველას ისე გვიყალიბდება საფეხბურთო ფსიქოლოგია რომ ვიღაცა კაი ფეხბურთელის სახელს რომ გაიგებ გჭირდება თუ არა ყველას შენს გუნდში მიათრევ, მარა ჩვენ მაგას ვაკეთებთ ოცნებებში და რეალი როცა რეალობაში ახორციელებს ეგეთებს კიც ვხედავთ მერე ყოველი გალაქტიკოს შექმნისას რა შედეგებიც აქვთ.
          მასე ეგონა ხალხს მბაპე რო მიყავდა, რა მაგარია ახლა წინ მბაპე-ვინი-ბელინგემი გვეყოლება და ვაბშე ყოველწელს ლიგებს მოვიგებთო, მარა ჩემი ფეხები, 2 წელია უტიტულოდ არიან, რატომ? ამ დროს 3ვე უდიდესი ფეხბურთელია და აი შენი აზრით რატომ ვერ გუობენ ერთმანეთს? აი მე ზუსტად მაგას ვიძახი რო პედრი-როდრისაც ეგ დაემართებათ!
          რეალში არის დომინაციის პრობლემა! ზედმეტად დიდი დონის ფეხბურთელები შეყარეს მაგ 3ის სახით, რომელთაც მიაჩნიათ რომ საუკეთესოები არიან და არ დათმობენ არაფერს. კი ბელინგემსა და ვინისიუსს ქიმია ქონდათ და თან როცა ჩლ მოიგეს მაშინ ბელინგემის პირველი წელი იყო და შიგნით ვერ დაიწყებდა ვერაფერს, მარა მას მერე რაც ჩლ მოიგო ეგეც კაი მამლაყინწა გახდა, ხოლო ვინისიუსი ლამის ყოველ მეორე ფეხბურთელს ებრიქება მე 2 ლიგა მაქვს და შენ რა მოგიგიაო, ამათ დაუმატეს მბაპე, რომელიც ალბათ სამყაროში ყველაზე პრინცესულად გაზრდილი ეგოიანი ფეხბურთელია და ახლა გასახდელში ხოცავენ ერთმანეთს. აი ზუსტად მსგავსი პრობლემა შეიძლება შეიქმნას ბარსას ნახდაცვაში, რომელიც ამ წამს მსოფლიოში საუკეთესოა და თქვენ აქ ხალხი პროსტა ჯერ მაგას ვერ აცნობიერებთ და მერე გგონიათ რო აი ესეთი ფეხბურთელების მოყრაა იმისათვის მნიშვნელოვანი რო უფრო მაგარი გახდეს, არადა არაფერი ჭირდებათ. აი დეიონგი რომ არ დამტვრეულიყო ახლა იდეალურად იქნებოდა ყველაფერი, მარა დაიმტვრა და თუ მაინცდამაინც ახალი კაცი უნდა მოვძებნოთ მაშინ ზუსტად ისეთი პროფილისა და უკეთესი დაცვითი უნარების ფეხბურთელი უნდა იყოს და არა რადიკალურად განსხვავებული, ვინაიდან მაგ განსხვავების მოტანას გუნდის არევა შეუძლია და ამას თვალს არ უსწორებთ.
          ამიტომაცაა რომ მთელი ორი დღეა მარტო ზუბიმენდის ვწურავ, რადგან ნანახი მაქვს ნაკრებში პედრისთან ერთად რას თამაშობს და აი მაგაზე ლამაზად და სრულყოფილად მოთამაშე ნახდაცვა იმ დიდების მერე ალბათ არც მინახია. მაგ 2ს და პლუს მერინოს აი ძალიან მაგარი ქიმია აქვთ და ძალიან დინამიურად და სასწაულად თამაშობენ, მაშინ როცა როდრისთან ერთად იმის მეათედსაც ვერ აკეთებენ თუმცა პოზიციურად და ბალანსში უკეთესები არიან. უბრალოდ ამ ფლიკის ბარსას ყველაზე მეტად დააკვდებოდა ზუბიმენდი, მაშინ როცა როდრი რეალურად დააკვდება რეალს.

          • PUIOL5
            PUIOL5 გულშემატკივარი
            24 ივლ 2026, 22:04

            ფლიკმა შეხედოს ესპანეთის ნაკრებს და დააკვირდეს როგორ გამაშობენ დაცვასაც შეტევასაც და პრესინგსაც, გავკარი მაგის აწეულ დაცვას, იმდენს იზავს ამ ახალგაზრდებს ფსიქიკას გაუნადგურებს. მწვრთნელი მაშინაა ძლიერი როცა რამდენიმე ტაქტიკა აქვს და ნებისმიერ დროს გადააწყობს გუნდს. როდრი თუარ მოწონს და არ ჭირდება მაშინ საერთოდ შეეშვას მწვრთნელობას ჯობია.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    24 ივლ 2026, 10:27

    როგორც ბოლოს პრესაში დაიწერა 5-6 თვეს გამოტოვებსო და ტრავმა იმაზე მძიმეა ვიდრე თავიდან ელოდნენო.
    კლუბს არ უნდა ფატისა და უმტიტის სიტუაცია განმეორდესო ამიტომ ოპერაციის გაკეთებას ურჩევენ დეიონგსო, მარა დეიონგი კონსერვატიულ მკურნალობას ამჯობინებსო.

    ასევე გუშინ დეიონგმა ინსტაზე თავად აღიარა რომ ნაკრებში ტრავმით თამაშობდა და შემამსუბუქებელ გარემოებად ნაკრების ექიმებს დააბრალა რო ტრავმაზე მითხრეს მცირეა და გამაყუჩებლებით რომ ითამაშო არაფერი მოგივაო შედეგად კი ეს მოხდა..
    და ისიც დაიწერა მერე რომ ატლეტიკოსთან ლიგის მეორე მატჩში ფლიკს თავიდანვე უნდოდა დეიონგის დაყენება და ექიმებისგან მწვანეც ქონდაო, მაგრამ დეიონგს უთქვამს ჩემს ჯანმრთელობას ვერ გავრისკავო და მაგის მერე ფლიკს ცუდი წარმოდგენები გაუჩნდა დეიონგზეო.

    ერთი სიტყვით დიდი ალბათობით კასადო მაინც წავა, ფაბრიციომ დღეს დაწერა რომ საუდის კლუბები ინტერესდებიანო, აგერ დეიონგი ნახევარ სეზონზე მეტს ტოვებს და დიდი ალბათობით მგონია რომ საყრდენს მოიყვანენ.
    უბრალოდ მე როდრი ნაღდად არ მინდა, რადგან ფლიკს ტაქტიკის გადაწყობა მოუწევს, როდრი და პედრი ერთად კარგად ვერ ითამაშებენ, ბარსას დინამიკაში ვერ ჩაჯდება და დიდი ალბათობით ვერ გაამართლებს.
    იმედი მაქვს რამე დაიწერება საყრდენებზე და იქ ზუბიმენდიც იქნება, დეიონგს კი ამ სეზონის მერე გააჯმეინებენ.