მატჩისშემდგომი ანალიზი – პედრის როლი ფლიკის ბარსელონაში

მატჩისშემდგომი ანალიზი – პედრის როლი ფლიკის ბარსელონაში

  მიმდინარე სეზონში “ბარსამ” ყველაზე ცუდი 59 წუთი ჩაატარა, რატომ 59? იმიტომ, რომ ამ დროს პედრი გამოვიდა მოედანზე და თამაში ასე თუ ისე დალაგდა. ამ განსხვავებას როგორც წესი, ასე ნათლად, ლიონელ მესი ქმნიდა ხოლმე. ყველაზე მეტად მაშინ ვიგებდით მის მნიშვნელობას, როცა არ იყო მოედანზე. აქილევსისთვისაც შეგვიდარებია ამის გამო – თუ ბრძოლის ველზეა არავინ ფიქრობს პრობლემებზე, მაგრამ თუ გაბრაზდა და კარავს მიაშურა მერე ყველა ხვდება თურმე ვინ ყოფილა აქილევსი. 

ასეა პედრიც. 

“ბარსამ” “დორტმუნდის” პრესინგს ვერ გაუძლო, ერთადერთი კაცი, რომელსაც მსგავსი მასშტაბის სამუშაოს შესრულება შეუძლია, ვისაც მსგავსი წნეხის გაძლება შეუძლია ფრენკი დე იონგია, მაგრამ ფრენკის არასდროს ყვარებია ზონებს შორის პასის გაკეთება, როგორც წესი, ბურთის დაჭერა, დრიბლინგი ან მარტივი პასის კეთება უყვარს. უნდა ითქვას რომ გარდა პედრისა, დიდი დანაკლისი გამოდგა ინიგოს თადარიგში დარჩენა და ბალდეს გამოკლება. არაუხო ამ სეზონში ვერ არის საიმედო, ჟერარ მარტინი კი შორს არის ფლიკის სტანდარტებისგან. 

კოვაჩის ცვლილება 

ნიკო კოვაჩმა პირველ შეხვედრაში 4-5-1-ით ითამაშა და 0:4 დამარცხდა, ამჯერად 3-4-3-ით გადაწყვიტა თამაში რამაც გაამართლა. პირველივე წუთებიდან წნეხში მოაქციეს დე იონგი, გროსი და ფელიქსი ფეხზე აზიან ნიდერლანდელს, ამ დროს მხოლოდ პედრის შეუძლია სიღრმისკენ ჩამოწევა და ბურთის ამოტანა, მაგრამ პედრის მატჩი არ დაუწყია. ფოტოზე ხედავთ რომ ჯერ კიდევ მე-18 წამია მატჩის დაწყებიდან და დე იონგს უკვე აგრძნობინებენ რომ არ ელის იოლი მატჩი. 

 

და როგორ ვითარდება შეტევა ასეთ დროს? მცველებს დავალებული აქვთ რომ ზონებს შორის გააკეთონ პასი, თუ ამას ვერ ახერხებენ მაშიმ საყრდენს უნდა ანდონ ბურთის ამოტანა, თუ ამასაც ვერ ახერხებენ, მაშინ მარტივი პასის ჯერი დგება ჰორიზონტალურად, რაც არაფრის მომცემია, გარდა იმისა, რომ მეტოქე აიყოლიო მოძრაობაში და მათ შორის ზონები გაიხსნას, მაგრამ ამ სტადიაზე გუნდები ასეთ შეცდომებს ნაკლებად უშვებენ. 

 

 

მე-16 წუთისთვის, როცა გირასს უკვე გოლი აქვს შეგდებული და “ბარსა” ვერაფრით ახერხებს ბურთის ამოტანას, დე იონგი კიდევ უფრო სიღრმეში ჩადის ბურთის წამოსაღებად, მაგრამ შეტევა ისევ ჰორიზონტალურად ვითარდება, რადგან დე იონგი სამი კაცის გარემოცვაში ექცევა. 

 

რა შეიცვალა პროცესში? “ბარსასთვის” ბევრი არაფერი, კოვაჩი კი მიხვდა, რომ “ბარსას” პრობლემების ფონზე დაწოლა უნდა გაეზარდა და მცველები უკვე არა დე იონგის, არამედ, შესნის გამოყენებით ცდილობდნენ ბურთის ამოტანას. 

 

 

ტაიმის მიწურულს უკვე ნათელი გახდა რომ ნახევარდაცვის სამეული ჩავარდა – ფრენკი, გავი, ფერმინი. ზონებს შორის ფრენკი პასებს როგორც წესი, არ აკეთებს, ერთი მხრივ თანაგუნდელებიც უკმაყოფილონი დარჩნენ და საბოლოოდ, ძალიან სასაცილო სურათი ვნახეთ, რომელიც დაწყებითი საფეხბურთო გაკვეთილების ანალოგია – ნახევარმცველები, (ორივე) საყრდენთან ძალიან ახლოს მივიდნენ, იქნებ ასე მაინც მოგვცეს პასიო. აი, როცა თავის ადგილზე იდგნენ და ზონებს შორის იყო პასი გასაკეთებელი, მაშინ ფრენკი უკან პასს არჩევდა. 

 

მეორე ტაიმი – მოდი ვნახოთ პედრი 

“ბარსას” უკვე შეგდებული ჰქონდა, როცა პედრი გამოვიდა მოედანზე, მაგრამ მაინც საზიზღრად თამაშობდა, ესპანელის გამოსვლის მერე კი გუნდმა მიიღო ყველაფერი, რაც პირველ ტაიმში აკლდა. შეხედავ და რა მარტივია, მაგრამ ჯერ კიდევ კრუიფისგან ვიცით, რომ ძალიან რთულია ასე მარტივად თამაში. 

პირველ რიგში, უბურთოდ თამაშია გამოსაყოფი, პედრიმ იცის სად უნდა იმოძრაოს და უზუსტესი “პულსი” აქვს, ჩავისა და ინიესტას მსგავსად ეს არის მისი მაგია, ზუსტად გრძნობს სათამაშო ტემპს, ბურთით რა შეუძლია ეს უკვე ხილულია, ეგ ის არის, რასაც ყველა ხედავს. 

აბა შეხედეთ საათს, გამოსვლიდა წამებში უკვე ბურთის ამოტანის მასტერკლასს უჩვენებს თანაგუნდელებს. 

 

რატომ ხდება რომ როცა პედრი მინდორზე არ არის, მცველებსა და საყრდენს დაბალი მაჩენებლები აქვთ ზონებს შორის გაკეთებული გადაცემების, და როცა პედრი მოედანზეა მათი სტატისტიკა იმატებს? ეს პოზიციური თამაშია, ერთი მხრივ პედრი სწორად მოძრაობს, კარგმა მეპასემ უკეთ იცის როგორი პასი შეიძლება გაძვრეს ზონებში, მესის სკოლა ეტყობა, უბრალოდ დადის და თამაშს აკვირდება, ბევრი სირბილი საჭირო არ არის, უბრალოდ საჭირო დროს უნდა დაელოდო. 

გარდა ამისა, შეიძლება ითქვას რომ ის არის დე იონგისთვის ყველაზე საჭირო თანაგუნდელი, რომელიც მარტივად უთავისუფლებს სივრცეს, ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რომ ფრენკის დრიბლინგით გაცილებით კარგად ამოაქვს ბურთი, ვიდრე პირველი პასით. არ ვიცი ასე რატომ ხდება, ალბათ იმიტომ, რომ თავის დრიბლინგს უფრო ენდობა, ნაკლებ რისკიანად მიაჩნია. უცნაურია საყრდენისთვის. 

პედრი კი ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბოლომდე ენდოს, არ არის ასეთი არც გავი, (მას სხვა პლუსები აქვს) არც ფერმინი, არც ოლმო. შესაბამისად, პედრის მოედანზე ყოფნით ფრენკი დრიბლინგების რაოდენობაც გაიზარდა და იმ ზონაშიც ხშირად ვნახეთ საიდანაც უყვარს ხოლმე ბურთის წამოღება – ესე იგი, სადღაც ფანგისკენ. როცა პედრი მოედანზეა, შეგიძლია თავს უფლება მისცე ცენტრი დატოვო. 

 

ჰოდა, დაველოდოთ მომდევნო მეტოქეს. ვნახოთ რას მოუფიქრებენ პედრის, დიდი ფეხბურთელები ყველანაერი დაბრკოლების გადალახვას ახერხებენ, სწორედ ამის შედეგად იქცევიან ხოლმე ლეგენდებად. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (89)

  • Visca barca
    16 აპრ 2025, 23:25

    ციტატა: Gnbad
    არაუხო გაცვალეთ სალიბაში ტიპი უკლასნესია


    მაგ ჭკუაზე არიან ზუსტად უტვინო არაუხოში გაგვიცვალინ😏

  • Gnbad
    16 აპრ 2025, 23:23

    არაუხო გაცვალეთ სალიბაში ტიპი უკლასნესია

  • Frenkie de Jong_
    16 აპრ 2025, 23:23

    სალიბა არიისსს უტოპესიიი

  • Iniesta_8
    16 აპრ 2025, 23:18

    საკამ რატომ დაარტყა ოდეგორი არ ჯობდა?

  • Gigo1989
    16 აპრ 2025, 23:17

    საკა რა დებილი ხარ რა დებილი ხააარ

  • Levani
    16 აპრ 2025, 23:17

    Კლასიკოს ფინალს მარტო მე ვბალეშიკობ?

  • JustBarcaLover
    16 აპრ 2025, 23:15

    ამ საკამ პენალტია დარტყმა ვერ ისწავლა

  • Visca barca
    16 აპრ 2025, 22:44

    ციტატა: me da barca
    ვის რამდენი ყვითელი აქვს სად ვნახო?
    ფლეშსკორზე ვიქექები, მაგრამ ვერ ვნახე.


    Sofascore-ზე ნახე

  • me da barca
    16 აპრ 2025, 22:29

    ვის რამდენი ყვითელი აქვს სად ვნახო?
    ფლეშსკორზე ვიქექები, მაგრამ ვერ ვნახე.

  • C.PC5
    16 აპრ 2025, 22:10

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რეალი-არსენალზე რას ფიქრობთ?

    დააქამბექებს ვითომ??


    ისეთი შემადგენლობა ყავთ რომ ვერ ჩამოწერ მაინც, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მაინც 0 აქვთ შანსი, მთელი სეზონი გუნდი თავისივე ნეხვში იხჩობოდეს და 3-0 დააქამბექოს წარმოუდგენელია, არსენალი და ინტერი ჩემი აზრით ლიგაზე შემორჩენილებიდან ყველაზე გამართული გუნდებია, ამიტო არამგონია ეგრე იოლად აურიოს არტეტას გუნდმა

  • jacky iakovenko
    16 აპრ 2025, 22:10

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რეალი-არსენალზე რას ფიქრობთ?

    დააქამბექებს ვითომ??


    შეილება მოგებით მოუგოს მარა ვერ გავიდეს 😏თაფლი ჩემ ენას ვერგასვლაზე 😂
    აუ გოგოების ფეხბურთს ვუყურებ მეკარე გვყავს იქ მოკლედ რაა 😂ურთი მისცა სევილიელს მიდი ჰა გაიტანე შენი ჭირიმეო

  • Visca barca
    16 აპრ 2025, 22:09

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რეალი-არსენალზე რას ფიქრობთ?

    დააქამბექებს ვითომ??


    შანსი არაა აქაც არსენალი მოუგებს

  • P E D R I T O – 8
    16 აპრ 2025, 22:09

    ფეოლას სტატია წარმომიდგენია უკვე ფინალის შემდეგ😀

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    16 აპრ 2025, 21:56

    ჯანზეა პედრი, მაგრამ მთავარია ბალდეს დამტვრევით გამოწვეული პრობლემები გავიართ რეალთან

  • me da barca
    16 აპრ 2025, 21:49

    ყოჩაღ ფეოლა!
    ასეთი ანალიზი სურათებით და რამე მომეწონა.
    კიდევ 3 თამაში დაგვრჩა ლიგაზე და თუ სამივეზე შეძლებ კარგი იქნება.
    მესამეზე ძაან კარგ ხასიათზე იქნები და არ გაგიჭირდება. barca-1 barca-5

  • Visca barca
    16 აპრ 2025, 21:41

    დღეს ასე მგონია ბაიერნი გავა

  • jacky iakovenko
    16 აპრ 2025, 21:34

    ციტატა: Mate92
    ადმინს ვთხოვ კიდევ ერთი რეკლამა დაამატოს საიტზე ერთი სიამოვნებაა რეკლამების თიშვა


    😂

    ციტატა: Mate92
    ადმინს ვთხოვ კიდევ ერთი რეკლამა დაამატოს საიტზე ერთი სიამოვნებაა რეკლამების თიშვა


    ეს საიტი და ყველა ავტორი მაგ რეკლამებზე არიან დამოკიდებულები, მათი შრომა მაგით ნაზღაურდება 🙌

  • Mate92
    16 აპრ 2025, 21:20

    ადმინს ვთხოვ კიდევ ერთი რეკლამა დაამატოს საიტზე ერთი სიამოვნებაა რეკლამების თიშვა

  • La Pulga10
    16 აპრ 2025, 20:30

    გენიოსია ეს ბიჭი. უნდა გაუფრთხილდნენ.

  • jacky iakovenko
    16 აპრ 2025, 20:23

    ჩავის ტყუილად არ აქვს ნათქვამი ბარსა პედრისთან და მის გარეშე 2 სხვადასხვა სამყაროაო(დაახლოებით ასე გამოვიდა 😂)