მატჩისშემდგომი მიმოხილვა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა

ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.

დემბელემ გაიღვიძა

რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.

როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.

უიღბლობა?

რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.

გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საუკეთესოები

სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.

ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.

პიანიჩი და არტური

რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.

ფატი

ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.

აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.

ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.

კუმანი

კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.

იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (381)

  • Messi 10
    08 მაი 2025, 17:15

    ციტატა: Bola
    მე მიკვირს ხოლმე მსგავსი ფრაზები რომ მესმის გინდა ერთი მხრიდან გინდა მეორედან გინდა მესამედან:"დემბელეს რომ ოქროს ბურთს მიცემენ იმ ფეხბურთის დედაც" "რაფინია რო ოქროს ბურთს მოიგებს იმ ფეხბურთის დედაც" "როდრის რომ ოქროს ბურთის მიცემენ იმის ასე" ვინიციუს რომ ოქროს ბურთს მიცემენ იმის ასე". ინიესტას არ აქვს, იმას არ აქვს ამას არ აქვს. ოქროს ბურთი გადაეცემა კონკრეტული სეზონის-წლის მიხედვით. ანუ მაგალითად ნავალოვსკის რომ ერთი წელი ეთამაშა დანარჩ ფეხბურთელებზე უკეთ, მოეგო ტიტულები, გადასცემდნენ მას ოქროს ბურთს. წარმოიდგინეთ 15 წლიან კარიერაში ვიღაცამ ერთი წელი ითამაშა მარტო კარგად და დანარჩენი ისევ საშინლად და იმ ერთ წელში ისე დაემთხვა რომ სხვები მინიმუმ მასზე ცუდად თამაშობდნენ და შესაბამისად ამას გადასცეს ოქროს ბურთი. ხოლო 5 წლის წინანდელ ოქროსბურთის შედეგებში 2 3 4 ადგილებიც კი უფრო ძლიერი პერფორმანსებით იყვნენ ვიდრე ახლანდელი გამარჯვებული. და რა ვქნათ? წელს არავის არ გადავცეთ? ვიღაცამ ხო უნდა აიღოს? და ვისი ბრალია თუ ნაკლებად მაგარი ფეხბურთელი ამ წელს გაგიჟდა და სხვებს აჯობა? მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე ვერ შევაფასებდი წელს დემბელეს როგორც სხვებზე უკეთესი სეზონის მქონე ფეხბურთელად მაინც თუ ლიგა დადეს და მთლიანობაში ტრიპლეტი შეკრეს გინდა არ გინდა ბოლო დროინდელი სტანდარტებით (ტიტულები) იგებს დემბელე ოქროს ბურთს. ამაზე გამოვა ვინმე და იტყვის მერე ძმაო ფეხბურთი რო გაფუჭდა და აღარ ვარგაოო მაგას ვამბობთო რა დრო დადგაო. მაგაზე მე გეტყოდით რომ თქვენ სტანდარტული ადამიანი ხართ ვისაც მისი ბავშვობის დროინდელი ფეხბურთი და ფეხბურთელები გონია მაგარი და საუკეთესო ეპოქა ( როგორც ყველა ბაბუებს გონიატ პელე და მიხეილ მესხი ტოპ 2 მოთამაშე და ბიძებს მარადონა პლატინი და იძახიან დღეს რა ფეხბურთია დინამოში 10 მესი გვყავდაო) თქვენ ხართ მასის ნაწილი. ის რომ მართლა გამორჩეული ორი ფეხბურთელის ეპოქას დაემთხვა ბევრი თქვენგანის საწყისი ფეხბურთში ეგ არის გამართლება. თქვენ უნდა გაიაზროთ რომ არც მანამდე და არც მერე კაი ხანი ასეთ დონეს ვერავინ დადებს როგორც მესიმ და რონალდომ დადეს. ამიტომ არ აქვთ ინიესტას და სხვებს ოქროს ბურთები რომ ამ ორმა მონსტრმა სხვა რეალობა შექმნეს იმ 15 წელში. მანამდეც და მერე ოქროს ბურთებს იგებდნენ ფეხბურთელები ვისზეც სულ არ ახსოვთ რომ მოგებული აქვთ. არც როდრის ოქროს ბურთი გაახსენდება დიდად ვინმეს, არც ოუენის, არც ნედვედის და ა.შ. როცა არსებობენ ინიესტა, ხავი და ბევრი მათზე ბევრად დიდი ფეხბურთელი. ის რომ დემბელე ოქროს ბურთს მოიგებს არავისზე მაღლა არ დააყენებს ვისზე მაღლაც არ უნდა იყოს რეალობაში. ბენზემას რომ ოქროს ბურთი აქვს კაია მარა ქონდეს მერე რა? აი მავიწყდება ხოლმე. არსებობს წლები როცა ესეთები ხდება და ნუ გეშინიათ არ კვდება ფეხბურთი. უამრავი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ვისზეც ანალოგიურად იტყვიან წლების შემდეგ მაგალითად 2060 წელს..ეეე ეხლა რა ფეხბურთია თქვენ ჩემ დროს უნდა გენახათ პედრი და იამალი რას თამაშობდნენო. როცა გაიზრდებით ნაკლებად ინერვიულებთ მეტოქე გუნდის ან ფეხბურთელების წარმატებებზე და უფრო მშვიდად ისიამოვნებთ ფეხბურთით. ვიცი იმიტო რო მეც ეგრე ვიყავი პატარაობისას ყველაფერი მაღიზიანებდა და განვიცდიდი. ასევე გაიაზრეთ რომ თქვენ ხართ სხვა ქვეყნიდან გულშემატკივრები. ანუ რეალური ადგილობრივებივები არ ხართ. არ მიყვარს როცა ფარცხანაყანევში რომ ზის ტიპი დასცინის სევილიას ან მაგალითად ინტერის ფანებს ჰაა თქვე ტილიანებოოო ჩვენი ჩმორები ხართ ან ფრჩხილის აფსადაც არ ღიხართ. ჩვენი ქვეყნის და ქალაქების კლუბებს(რაც მართლა ჩვენია და სადაც მართლა უნდა გვგქონდეს სიტყვა ჩვენის გამოყენების უფლება, გადაუვლიან ხრა ბრუნვაში განა სევილია? მესამე დივიზონის გუნდბეი ესპანეთში) შესაბამისად ცოტა გაიზარდეთ და დაღვინებულად შეხედეთ ფეხბურთს. ჩვენ ვართ სადღაც შორიდან მყოფი ფეხბურთის გულშემატკივრები და ვინაიდან ჩვენი არ გვაქვს ვბალეშიკობთ სხვებს. კომპლექსიანი ერი ვართ და ეხლაც ნახევარ საქართველოს რომ კითხო კვარას მიცემენ ამ სეზონში ოქროს ბურთს და დემბელს დააჯვამენ. არ ინერვიულოთ, მოდუნდით. უბრალოდ უყურეთ და ჯანსაღად გააკრიტიკეთ გასაკრიტიკებელი. სხვანაირად სასაცილოები ხართ


    დემბელეს, ვინისიუს, და თუნდაც რაფინიას რომ ოქროს ბურთს მისცემ ჩემი აზრით ეგ იმის მანიშნებელია, რომ საფეხბურთო დონემ დაბლა დაიწია მესის და რონალდოს თავი დავანებოთ. რამე ლოგიკაში ჯდება ტიერი ანრის ოქროს ბურთი არ ქონდეს და დემბელეს კი? და ამასაც რომ თავი დავანებოთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობს რატომ უნდა უნდოდეს დემბელეს ოქროს ბურთი სულ რომ პრაიმ მესის დონეზე თამაშობდეს მთელი მისი კარიერა ან პსჟს გაჩემპიონება რატო უნდა უნდოდეს ეგ ორნი არიან დიდწილად დამნაშავეები რაც დღეს ბარსას სჭირს ამიტომ ვერაფერი ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ დემბელე ოქროს ბურთს იმსახურებს თუნდაც წელს ამ სეზონის მიუხედავად იმიტომ რომ ვერ იტყვი პსჟ დემბელეზე დგასო მაგალითად როგორც ლივერპულია სალაჰის მხრებზე. აი იმას რაც შეეხება ჩვენ არ ვართ ადგილობრივი ფანებიო, მე ჩემს თავს ზოგ ადგილობრივ ფანზე უფრო ერთგულ და დიდ ფანად მივიჩნევ იმიტომ, რომ თამაშს არ ვტოვებ ამდენი წელია ამდენი ტკივილის და იმედგაცრუების შემდეგ მაინც გულ ამოვარდნილი ველოდები ყველა მატჩს. 2 დღის წინ ისე განვიცადე გამოვარდნა ჯერ ისევ ვერ დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას, წლიდან წლამდე ვცდილობ, რომ რაღაცის მოგროვება შევძლო რომ წავიდე და თამაშს დავესწრო ამიტომ შეიძლება "კარენოი" კატალონიელი არ ვარ მაგრამ ბევრ ადგილობრივზე მეტად მიყვარს ეს გუნდი და დარწმუნებული ვარ ჩემნაირი აქ უამრავია და მშვიდად შეხვდე იმ ამბავს, რომ თუნდაც დემბელემ ოქროს ბურთი მოიგოს მე არ შემიძლია პირადად .

  • Moriarti
    08 მაი 2025, 16:56

    jacky iakovenko,
    ნარსას ფანს რო დემბელე ეზიზღებოდეს რაა გასაკვირი, ეგ არის ცხოვრებით ბოzzi

  • mariemi28
    08 მაი 2025, 16:53

    Mascerano, ხოდა ზუსტად ეგ არის მაგ ჯილდოში სიბანძე რომ ფეხბურთელს მხოლოდ ერთი ან ნახევარი სეზონის მიხედვით რომ აფასებენ და ისე აძლევენ ოქროს ბურთს და კიდე იმით თუ რამდენი გოლი აქვს გატანილი სეზონში ფეხბურთი მარტო გოლები ხო არაა და კარგი ფეხბურთელობა მარტო გოლების გატანით ხო არ განისაზღვრებაარა მესის მარტო სტატისტიკის გამო ხო არ აქვს ამდენი ოქროს ბურთები ბარსას ფანებმა ყველამ ვიცით მითუმეტს ეგ თუ რატომაც აქვს. ტეხავს უბრალოდ ჩემი აზრით მარტო სტატისტიკის გამო რო აძლევენ ფეხბურთელს ოქროს ბურთს disappointed მე არც რაფინია მიმაჩნია ოქროს ბურთის მოგების დამსახურებულ კანდიდატად უბრალოდ მე ის ფაქტი არ მომწონს რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ავტომატურად უნდა ნიშნავდეს იმას რომ შენ ოქროს ბურთს იმსახურებ. მისცემენ ამ სეზონში დემბელეს ოქროს ბურთს კარგი სტატისტიკის გამო და დანარჩენი სეზონები შეილება ისე გაატაროს 10 გოლიც რო არ ქონდეს გატანილი სასაცილოა ეს ყველაფერი უბრალოდ მეტი არაფერი

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 16:34

    🤣აჰა ახლა დემბელეს მიადგნენ 🤣 ვის რა დაგიშავათ ასეთი ნეტა?დემბელე როგორც ფეხბურთელი ძაან სკილინია, იყო ზარმაცი თავშიავარდნილი მარა ჩავარდა აგერ ისეთი მწვრთნელის ხელში რომელმაც დააღვნია ბიძია და აგერ 2025-ში ტიპს რა სტატისტიკა აქვს … ცუდია თუ რაფა ვერ მოიგებს წელს ოქროს ბურთს მაგრამ არც ის იქნება ცუდი დემბელემ რომ მოიგოს იმენა 2025-ის სტატისტიკით თუ ლიგასაც მოიგებს … სულ არ მევასება პსჟ და არც ფინალში ვგულშემატკივრობ მარა თუ მოიგებს ლუის ენრიკეს ხათრით გამეხარდება, დემბელესიც გამეხარდება

  • Bola
    08 მაი 2025, 16:24

    მე მიკვირს ხოლმე მსგავსი ფრაზები რომ მესმის გინდა ერთი მხრიდან გინდა მეორედან გინდა მესამედან:"დემბელეს რომ ოქროს ბურთს მიცემენ იმ ფეხბურთის დედაც" "რაფინია რო ოქროს ბურთს მოიგებს იმ ფეხბურთის დედაც" "როდრის რომ ოქროს ბურთის მიცემენ იმის ასე" ვინიციუს რომ ოქროს ბურთს მიცემენ იმის ასე". ინიესტას არ აქვს, იმას არ აქვს ამას არ აქვს. ოქროს ბურთი გადაეცემა კონკრეტული სეზონის-წლის მიხედვით. ანუ მაგალითად ნავალოვსკის რომ ერთი წელი ეთამაშა დანარჩ ფეხბურთელებზე უკეთ, მოეგო ტიტულები, გადასცემდნენ მას ოქროს ბურთს. წარმოიდგინეთ 15 წლიან კარიერაში ვიღაცამ ერთი წელი ითამაშა მარტო კარგად და დანარჩენი ისევ საშინლად და იმ ერთ წელში ისე დაემთხვა რომ სხვები მინიმუმ მასზე ცუდად თამაშობდნენ და შესაბამისად ამას გადასცეს ოქროს ბურთი. ხოლო 5 წლის წინანდელ ოქროსბურთის შედეგებში 2 3 4 ადგილებიც კი უფრო ძლიერი პერფორმანსებით იყვნენ ვიდრე ახლანდელი გამარჯვებული. და რა ვქნათ? წელს არავის არ გადავცეთ? ვიღაცამ ხო უნდა აიღოს? და ვისი ბრალია თუ ნაკლებად მაგარი ფეხბურთელი ამ წელს გაგიჟდა და სხვებს აჯობა? მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე ვერ შევაფასებდი წელს დემბელეს როგორც სხვებზე უკეთესი სეზონის მქონე ფეხბურთელად მაინც თუ ლიგა დადეს და მთლიანობაში ტრიპლეტი შეკრეს გინდა არ გინდა ბოლო დროინდელი სტანდარტებით (ტიტულები) იგებს დემბელე ოქროს ბურთს. ამაზე გამოვა ვინმე და იტყვის მერე ძმაო ფეხბურთი რო გაფუჭდა და აღარ ვარგაოო მაგას ვამბობთო რა დრო დადგაო. მაგაზე მე გეტყოდით რომ თქვენ სტანდარტული ადამიანი ხართ ვისაც მისი ბავშვობის დროინდელი ფეხბურთი და ფეხბურთელები გონია მაგარი და საუკეთესო ეპოქა ( როგორც ყველა ბაბუებს გონიატ პელე და მიხეილ მესხი ტოპ 2 მოთამაშე და ბიძებს მარადონა პლატინი და იძახიან დღეს რა ფეხბურთია დინამოში 10 მესი გვყავდაო) თქვენ ხართ მასის ნაწილი. ის რომ მართლა გამორჩეული ორი ფეხბურთელის ეპოქას დაემთხვა ბევრი თქვენგანის საწყისი ფეხბურთში ეგ არის გამართლება. თქვენ უნდა გაიაზროთ რომ არც მანამდე და არც მერე კაი ხანი ასეთ დონეს ვერავინ დადებს როგორც მესიმ და რონალდომ დადეს. ამიტომ არ აქვთ ინიესტას და სხვებს ოქროს ბურთები რომ ამ ორმა მონსტრმა სხვა რეალობა შექმნეს იმ 15 წელში. მანამდეც და მერე ოქროს ბურთებს იგებდნენ ფეხბურთელები ვისზეც სულ არ ახსოვთ რომ მოგებული აქვთ. არც როდრის ოქროს ბურთი გაახსენდება დიდად ვინმეს, არც ოუენის, არც ნედვედის და ა.შ. როცა არსებობენ ინიესტა, ხავი და ბევრი მათზე ბევრად დიდი ფეხბურთელი. ის რომ დემბელე ოქროს ბურთს მოიგებს არავისზე მაღლა არ დააყენებს ვისზე მაღლაც არ უნდა იყოს რეალობაში. ბენზემას რომ ოქროს ბურთი აქვს კაია მარა ქონდეს მერე რა? აი მავიწყდება ხოლმე. არსებობს წლები როცა ესეთები ხდება და ნუ გეშინიათ არ კვდება ფეხბურთი. უამრავი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ვისზეც ანალოგიურად იტყვიან წლების შემდეგ მაგალითად 2060 წელს..ეეე ეხლა რა ფეხბურთია თქვენ ჩემ დროს უნდა გენახათ პედრი და იამალი რას თამაშობდნენო. როცა გაიზრდებით ნაკლებად ინერვიულებთ მეტოქე გუნდის ან ფეხბურთელების წარმატებებზე და უფრო მშვიდად ისიამოვნებთ ფეხბურთით. ვიცი იმიტო რო მეც ეგრე ვიყავი პატარაობისას ყველაფერი მაღიზიანებდა და განვიცდიდი. ასევე გაიაზრეთ რომ თქვენ ხართ სხვა ქვეყნიდან გულშემატკივრები. ანუ რეალური ადგილობრივებივები არ ხართ. არ მიყვარს როცა ფარცხანაყანევში რომ ზის ტიპი დასცინის სევილიას ან მაგალითად ინტერის ფანებს ჰაა თქვე ტილიანებოოო ჩვენი ჩმორები ხართ ან ფრჩხილის აფსადაც არ ღიხართ. ჩვენი ქვეყნის და ქალაქების კლუბებს(რაც მართლა ჩვენია და სადაც მართლა უნდა გვგქონდეს სიტყვა ჩვენის გამოყენების უფლება, გადაუვლიან ხრა ბრუნვაში განა სევილია? მესამე დივიზონის გუნდბეი ესპანეთში) შესაბამისად ცოტა გაიზარდეთ და დაღვინებულად შეხედეთ ფეხბურთს. ჩვენ ვართ სადღაც შორიდან მყოფი ფეხბურთის გულშემატკივრები და ვინაიდან ჩვენი არ გვაქვს ვბალეშიკობთ სხვებს. კომპლექსიანი ერი ვართ და ეხლაც ნახევარ საქართველოს რომ კითხო კვარას მიცემენ ამ სეზონში ოქროს ბურთს და დემბელს დააჯვამენ. არ ინერვიულოთ, მოდუნდით. უბრალოდ უყურეთ და ჯანსაღად გააკრიტიკეთ გასაკრიტიკებელი. სხვანაირად სასაცილოები ხართ

  • Neymar
    08 მაი 2025, 16:19

    დემბელემ რომ ოქროს ბურთი მოიგოს ბარსასა და ნაკრების გარდა ცხოვრებაში არცერთ მატჩს აღარ შევხედავ

  • Mascerano
    08 მაი 2025, 16:04

    ციტატა: mariemi28
    ოქროს ბურთის სია შეიცვალა ის უნიჭო გადავიდა პირველ ადგილზე დემბელე tired_face tired_face რა დღე დადგა დღევანდელ ფეხბურთში რო დემბელეს აძლევენ ოქროს ბურთს ღმერთო სად არის სამართალიიიიიიი აი ძააან მეშლება ნერვები ძააან რა დემბელე ხალხო ეგ იმბეცილი როგორ უნდა იყოს პირველ ადგილზე ინიესტას ხავის და ისეთ ფეხბურთელებს არ მოუგიათ რო რავიი და მაგ ამფიბიას როგორ უნდა მისცენ ვერ ვხვდები მარტო ჩემპიონთა ლიგა ხომ არ არის არა მართლაა თან სეზონის მეორე ნახევარიდან დაეწყო მაგას კარგი სტატისტიკა მთლიანი როცა ამდროს რაფინიას მთელი სეზონი რა სტატისტიკა აქვს frowning ესე როგორ გაბანძდა უეფა აი რა დონეზე რომ იმასაც არ უყურებენ და არ აინტერესებთ ვის აძლევენ ოქროს ბურთს


    უეფა კიარა ფეხბურთი გაბანძდა და დონე ისტორიულ მინიმუმზეა დასული, ამის შედეგია დემბელე რომ მოიგებს, ბენზემამ რომ მოიგო და ასე შემდეგ, ინიესტას მოგებულიარაქვს იმიტომ რომ მაშინ კონკურენტად მესი და პენალდო ყავდა, დღეს რომ თამაშობდეს ალბათ ყოველ წელს მოიგებდა, ჩემი აზრით ისეთივე ბანძობაა რაფინიას ოქროს ბურთის მოგება როგორიც დემბელესი, მიუხედავად სტატისტიკისა, ბევრი უკლიათ საუკეთესო ფეხბურთელობამდე, უბრალოთ დღეს კონკურენცია აღარაა და მაგიტომ განიხილებიან ესენნი ფავორიტებად

  • mariemi28
    08 მაი 2025, 15:57

    ოქროს ბურთის სია შეიცვალა ის უნიჭო გადავიდა პირველ ადგილზე დემბელე tired_face tired_face რა დღე დადგა დღევანდელ ფეხბურთში რო დემბელეს აძლევენ ოქროს ბურთს ღმერთო სად არის სამართალიიიიიიი აი ძააან მეშლება ნერვები ძააან რა დემბელე ხალხო ეგ იმბეცილი როგორ უნდა იყოს პირველ ადგილზე ინიესტას ხავის და ისეთ ფეხბურთელებს არ მოუგიათ რო რავიი და მაგ ამფიბიას როგორ უნდა მისცენ ვერ ვხვდები მარტო ჩემპიონთა ლიგა ხომ არ არის არა მართლაა თან სეზონის მეორე ნახევარიდან დაეწყო მაგას კარგი სტატისტიკა მთლიანი როცა ამდროს რაფინიას მთელი სეზონი რა სტატისტიკა აქვს frowning ესე როგორ გაბანძდა უეფა აი რა დონეზე რომ იმასაც არ უყურებენ და არ აინტერესებთ ვის აძლევენ ოქროს ბურთს

  • JustBarcaLover
    08 მაი 2025, 15:50

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: nika 54
    ვისმენ არაუხოს გინებას და მეცინება, ერთი თვის მოსული იყო რო დაიწყო მისი ქება დიდმა თუ პატარამ, აი ჩვენი მომავალი კაპიტანი აი ჩვენი ცხოველი. არვიცი რა იყო მასში მოსაწონი მეტრანახევრიანი მასკერანო ჯობდა ათასჯერ. ეს კაი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. ფეხბურთელს ერთი სრული სეზონი ხო მაინც უნდა დავაკვირდეთ რო მივხვდეთ ვინ არის და რას წარმოადგენს.


    ერთი პერიოდი კარგი რომ იყო, ზუსტად მაგიტომ ათმაგად მეზიზღება ახლა. ტიპს ყველაფერი აქვს, სისწრაფე, სიმაღლე, ძალა, პრაიმ ვინისიუსს კოშმარივით ახსოვს არაუხოსთან თამაში და უცებ ერთი დღე გათენდა, საიდან მოყოლებულიც ოლექსანდრ აზაცკის დონის ფეხბურთელია(მაპატიოს აზაცკიმ)


    ასე რამ გამოა*ლევა პრაიმ ვინისიუსი ბურთს ძლივს იღებდა არაუხო როცა იყო მოედანზე ეხლა კიდე ორასი წლის კაშია აჯობებს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    08 მაი 2025, 15:30

    ციტატა: nika 54
    ვისმენ არაუხოს გინებას და მეცინება, ერთი თვის მოსული იყო რო დაიწყო მისი ქება დიდმა თუ პატარამ, აი ჩვენი მომავალი კაპიტანი აი ჩვენი ცხოველი. არვიცი რა იყო მასში მოსაწონი მეტრანახევრიანი მასკერანო ჯობდა ათასჯერ. ეს კაი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. ფეხბურთელს ერთი სრული სეზონი ხო მაინც უნდა დავაკვირდეთ რო მივხვდეთ ვინ არის და რას წარმოადგენს.


    ერთი პერიოდი კარგი რომ იყო, ზუსტად მაგიტომ ათმაგად მეზიზღება ახლა. ტიპს ყველაფერი აქვს, სისწრაფე, სიმაღლე, ძალა, პრაიმ ვინისიუსს კოშმარივით ახსოვს არაუხოსთან თამაში და უცებ ერთი დღე გათენდა, საიდან მოყოლებულიც ოლექსანდრ აზაცკის დონის ფეხბურთელია(მაპატიოს აზაცკიმ)

  • nika 54
    08 მაი 2025, 15:23

    ვისმენ არაუხოს გინებას და მეცინება, ერთი თვის მოსული იყო რო დაიწყო მისი ქება დიდმა თუ პატარამ, აი ჩვენი მომავალი კაპიტანი აი ჩვენი ცხოველი. არვიცი რა იყო მასში მოსაწონი მეტრანახევრიანი მასკერანო ჯობდა ათასჯერ. ეს კაი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. ფეხბურთელს ერთი სრული სეზონი ხო მაინც უნდა დავაკვირდეთ რო მივხვდეთ ვინ არის და რას წარმოადგენს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    08 მაი 2025, 14:40

    ანდრე გომეში რომ ანდრე გომეში იყო, დეოლოფეუ, დინი, სემედო და ასეთი მაზილა იგროკები რომ გვყავდა, მაგათაც კი არ ვაგინებდი ხოლმე არასოდეს და სულ ვიცავდი, არაუხო არის პირველი ბარსას ფეხბურთელი ვინც იმენა თავი შემაძაგა. როგორი იმედით ვიყავით ყველა, რა მაგარი სეზონი გვქონდა, ტრებლს ვდებდით, ინტერსაც თამაშით თავზე გარავუარეთ და ერთ წამში ყველაფერი წყალში ჩაყარა, ის რეალთან სამი კლასიკო და დომინანტური ფეხბურთი, ის ბაიერნის 4-1 დადუღება, ის დაუვიწყარი 5-4ის მატჩი ლისაბონში, ატლეტიკოსთან ქამბექი და 2-4 მოგებული თამაში, ყველა ეს ემოცია და მნიშვნელობა ერთ წამში გააქრო ამ ქაჯმა, ქვეშა#ვია, ნაბო#ვარმა!!! ურუგვაელებს ასეთჯ საფეხბურთო ფსიქიკა აქვთ თეზისამდე რომ დავიყვანოთ: “რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო ძლიერი ვხვდები მე”(რაც იდეაში გულით თამაშს, ბოლომდე ბრძოლას და მონდომებას გულისხმობს თავის შინაარსში) მაგრამ არაუხოს შემთხვევაში ეგ ციტატა ასე ჟღერს – “რაც უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა მომენტი, მით უფრო ვყ##ვდები მე”. არადა ურუგვაელებს სულ კარგი მცველები ჰყავდათ, აგერ გოდინი და ხიმენესი რამდენი ხანი იდგნენ სტაბილურად ატლეტიკოში და ამ უინტელექტო ნაგავს რა ჯანდაბა დაემართა აი რაა… ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები რომ ბევრად მაგარი გუნდია ბარსა ვიდრე ეს გავარდნა ინტერი… ბევრად ბევრად მაგარი ფეხბურთი ითამაშა ბარსამ თან ამხელა ტრავმების ფონზე, მსაჯის გაუგონარი შეცდომის ფონზე, იქ ინტერის ტოტალური იღბლის ხარჯზე(რა დარტყმაც სომერმა მოხსნა იამალთან, 100 დან 1ს მოხსნის ან ვერ მოხსნის მასეთ დარტყმებს სომერი კიარა საერთოდ ვერავინ. კარიერის სეივი დადო ტიპმა… ან ძელის მომენტში, აი მილიმეტრებით, მილიმეტრებით მარცხნივ…) გასაგებია ისიც რომ ინტერის მესამე გოლზე 10000% იანი ჯარიმა იყო მაგრამ ამ ნა#იჭვარ ქაჯ არაუხოს მაინც შეეძლო ამ ყველაფრის გუნდისთვის აცილება და ამ ყველაფრის ფონზე მაინც ჩვენ გავიდოდით ფინალში, განა რამე განსაკუთრებული რომ ექნა ამ ორანგუტანს, არა, უბრალოდ ელემენტარულად რომ ეთამაშა ისე, როგორც ნებისმიერი ევროპული ქვეყმის ჩემპიონატში მოთამაშე ნორმალური მცველი უნდა თამაშობდეს… აი არ ვიცი იმენა არაუხო რომ შემზიზღდა, ესე შეიძლება ამ ქვეყნად არაფერი მძულდეს

  • Messi 10
    08 მაი 2025, 13:59

    სკამი გვაქვს გასაძლიერებელი და მბაპე დემბელეზე მეტად რატო სძულთ ბარსას ფანებს ვერ ვიგებ 😂

  • CHEPE
    08 მაი 2025, 13:51

    მბაპე რომ ტიტულების გამო და ოქროს ბურთის გამო მივიდა რეალში და ამ დროს პსჟ იწევს ყველა ტიტულზე😅😅😅 მაგარი გოიმი თუ არაა ერთი სუპერ თასი მოიგო რეალში ისიც მოუწია თორე ვაფშე უტიტულოდ რჩებოდა წელს

  • Frenkie de Jong_
    08 მაი 2025, 13:20

    ციტატა: Messi 10
    რაშფორდს ბარსაში უნდა გადასვლაო და კაი სკამი იქნება ძაან…


    ლუქმანსაცოო

    40 მილიონად ძან კაია.

  • Messi 10
    08 მაი 2025, 13:06

    რაშფორდს ბარსაში უნდა გადასვლაო და კაი სკამი იქნება ძაან…

  • Mascerano
    08 მაი 2025, 12:44

    ეს დედამოხნული დაგინებულია რომ სიახლლეები არ დაიდოს თუ რახდება? 2 დღეა არაფერი იდებბბა, ძაან გაღლევდა უკვე ეს სიტი, არადა ადრე პირველი იყო სპორტულ საიტებში

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 12:42

    ეუ საიტის მოდერებს გლოვა ძაან გოუგრძელდათ გონია 😂

  • kuko
    08 მაი 2025, 12:05

    თქვენი არ ვიცი მაგრამ ლუის ენრიკეს მობრუნებას სამომავლოდ მივესალმები მოიგოს ტიტულები და დაბრუნდეს მაგ კაცის ხელში ულამაზეს ფეხბურთს ითამაშებენ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    08 მაი 2025, 10:37

    პსჟ რომ მეზიზღება, მსგავსად არცერთი გუნდი არ მძულს, ვერანაირი კვარას, ვერანაირი ენრიკეს და ვერანაირი მესის გამო ვერასოდეს ვუქომაგებდი მაგ გუნდს ვერცერთ თამაშში, მაგრამ ახლა იმედია 5-0ს მოიგებენ და სამართალი იზეიმებს. უტიტულოდ უნდა დარჩეს ეგ ნაბი#ვარი, იღბალა გუნდი, რომლის ფინალში თამაშიც, საფეხბურთო ცინიზმია და მეტი არაფერი