მატჩისშემდგომი მიმოხილვა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა

ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.

დემბელემ გაიღვიძა

რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.

როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.

უიღბლობა?

რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.

გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საუკეთესოები

სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.

ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.

პიანიჩი და არტური

რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.

ფატი

ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.

აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.

ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.

კუმანი

კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.

იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (381)

  • Iniesta_8
    08 მაი 2025, 10:34

    პსჟ-ს მიგება მინდა რადგან: 1. კვარა თამაშობს მანდ 2. ლუის ენრიკემ დაიმსახურა კიდევ ერთი ლიგა 3. ინტერი მანდ ყოფნას არ იმსახურებს და თუ სამართალი არსებობს სამარცხვინოდ უნდა წააგონ. დემებელემ კიდე ოქროს ბურთი რომ მოიგოს მაგრად მკიდია, მარა მბაპეზე ადრე რომ ექნება ლიგა და ოქროს ბურთი მოგებული გასახალისებლად არ გეყოფათ?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    08 მაი 2025, 10:30

    ჯერ კიდე ნერვებზე ვარ და ჯერ კიდევ მხოლოდ არაუხოს ოჯახის ტრიალი მინდა ყველა ბრუნვაში. რაც ფეხბურთს ვუყურებ, არ მინახავს, გუნდი ამდენად იღბლის, გაუგონარი ინდივიდუალური შეცდომების და გაუგონარი მსაჯის შეცდომების გამო გამოვარდნილიყო საიდანმე. არანაირად არ დაუმსახურებია ინტერს მოგება, თავზე დაახია ბურთი ბარსეონამ მონჟუიკზეც რა მეაცაზეც, 4 ბურთიანი უპირტესობით შეეძლო გუნდს მოგება ძალიან იოლად. ინტერის ფინალში თამაში არის ერთ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა რაც კი საერთორ ფეხბურთში მინახავს, საფეხბურთო ცინიზმთან ერთად

    და ისევ და ისევ არაუხოს მახინჯი, უტვინო, უინტელექტო, ტუგადუნი, გამო##რებული, მათხოვარი და ნაბი##არი დედას შევ##ი

  • Barca1980
    08 მაი 2025, 10:01

    მესამე გოლის მომენტი ფლიკმა უნდა აყურებინოს მარტო მთავარ გუნდს კი არაა, ლა მასიას ასაკობრივად ყველაზე პატარა ასაკის გუნდსაც კიი. იყო ამ სეზონში რამდენიმე მსგავსი მომენტიი, როცა ეპიზოდს გამოეთიშნენ მსაჯის იმედად და ხელების შლა დაიწყეს. კუბარსაც და დებილ დე იონგსაც უნდა მოძრაობა გაეგრძელებინათ სეირნობის მაგივრად, კუბარსს შეეძლო დუმფრისთან ბევრად ახლოს თამაშიი და ვარდნაც კიი, უბრალოდ გამოუცდელობამ და პირველ ტაიმში მომხდარმა იმოქმედა , აი ნიდერლანდელ დედოფალს კიი შეეძლო არაუხოსა და კუბარსს შორის სივრცის შევსება. დაამთავრე ეპიზოდი და მსაჯი თუ შეცდა, დაზღვეული მაინც იქნებიი.

  • Mascerano
    08 მაი 2025, 07:02

    ციტატა: ☠️Spooky☠️

    ციტატა: rivaldo80
    ლუჩოს ტრენერად არ თვლიდა აქ ხალხი და არტეტა ცაში აყავდათ😂 საერთოდ უშანსოდ მოუგო.ერთი სავალალო შეცდომა არ დაუშვია გუნდს ორ თამაში და ჩვენ 7 ბურთი გავუშვით.

    არტეტას არც 9 ყავს და არც ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ამდენი ხანია ტრავმების გამო, ლუჩოსგან განსხვავებით კიდე ეპლში ქაჩაობს იმნაირ გუნდებთან.ლუჩო რო ძერსკია გეთანხმები

    რა არ დაუშვიათ, რა ბურთები გამოაძრო დონარუმამ გნდ ლონდონში და გინდაც წუხელ პარიზში, მეკარის ხარჯზე გავიდნენ რასაც ქვია, ლუჩოს რაც შეეხება საშუალო დონის სპეციალისტია, თუ ეხლა დადებს ლიგას მერე რა თქმა უნდა აიწევს რეიტინგში მაღლა. ისე რა შემადგენლობა მაგას ყავდა მაგით ფლიკი სასწაულ ფეხბურთს ათამაშებდა და ყოველწელს მოიგებდა ლიგას.

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Barca
    კარგი მეკარე რომ ნახევარი გუნდია ამ თამაშშიც გამოჩნდა დავიწყებ იმით რომ პენია (ტერშტეგენი ან შესნი ერთ ერთი) გასაშვებია. ამათთან ერთად ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, არაუხო, დეიონგზე თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა ეგეც უნდა გაეყიდათ, ასევე კრისტენსენიც უნდა გაყიდონ ტრავმები აქ სულ, ამ ფეხბურთელების გაშვებით 150+ მილიომს ხო გამოვიმუშავებთ დაახლოებით ამას პლიუს სახელფასო ჭერიც გამონთავისუფლდება (არ ვიცი მართალია თუ არა მარა დაიწერა არაუხოში 80 მილიონს იხდის უნაიტედიო ) ამათი გაყიდვის მერე უნდა მოიყვანონ კარგი მეკარე რაიაც არაა ცუდი ვარიანტი, ცენტრალურ დაცვას არ სჭირდება არაფერი ტა მოვა თან და ფლანგებზე კიდე შეიძლება დაფიქრება თუმცა ფლანგის მცეველბზე უფრო მნიშვნელოვანი აროს შეტევა სადაც ისაკი და უილიამსი თუ მოვიდა ძალიან მაგარი იქნება ნახევარდაცვა არაა მისახედი აგერ კასადპ დაბრუნდება ჩამშლელია თან მარჯვენა ფლანგის მცველადაც შეუძლია, ბერნალი რო დაბრუნდება და თუ კარგი დონე დადო მაშინ ნახევარდაცვას არაფერი არ უნდა

    გამოსასყიდი 65 მილიონი აქ არაუხოს მაგ ფეხბურთელებს ფერანი 4-5 ტრანსფერი გვინდა ვინგერი ალავარეზი და მეკარე აუცილებლად

    ბერნალის იმედად ვერ იქნები, შანსიარაა დაბრუნდეს და ეგრევე იმრითმში ჩაჯდეს და ფორმაში როგორც იყო, აგერ გავი როგორი მენტალობის ბიჭია და ჯერ მაგამაც კი ვერ აღიდგინა იმფორმის ნახევარი რაც იყო. თუ ლიგა გვინდა მაშინ ჩამშლელი ფორვარდი და მეკარე აუცილებელია, ჩვენი სამივე მეკარე რომ შეაერთო მაინც ვერ მიიღებ ძირითადის სანდო კიპერს.

  • Messi 30
    08 მაი 2025, 06:43

    ფინალში რო გავსილიყავით პსჟთან ასევე არსენალთან
    70%-30% იქნებოდა შანსები სრული შემადგენლობა რომ გვყოლოდა.🙂
    მაგრამ 2-წუთი დაგვაკლდა ფუნალამდე😶

  • JustBarcaLover
    08 მაი 2025, 04:30

    ვცდილობ რამენაირად დავიძინო მაგრამ არ გამომდის გუშინდელი ღამე და ლივერპულთან მარცხი მახსენდება თავიდან ვერ ვიგდებ

  • ☠️Spooky☠️
    08 მაი 2025, 04:16

    ციტატა: rivaldo80
    ლუჩოს ტრენერად არ თვლიდა აქ ხალხი და არტეტა ცაში აყავდათ😂 საერთოდ უშანსოდ მოუგო.ერთი სავალალო შეცდომა არ დაუშვია გუნდს ორ თამაში და ჩვენ 7 ბურთი გავუშვით.

    არტეტას არც 9 ყავს და არც ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ამდენი ხანია ტრავმების გამო, ლუჩოსგან განსხვავებით კიდე ეპლში ქაჩაობს იმნაირ გუნდებთან.ლუჩო რო ძერსკია გეთანხმები

  • MESSI 2017
    08 მაი 2025, 03:17

    ციტატა: Barca
    კარგი მეკარე რომ ნახევარი გუნდია ამ თამაშშიც გამოჩნდა დავიწყებ იმით რომ პენია (ტერშტეგენი ან შესნი ერთ ერთი) გასაშვებია. ამათთან ერთად ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, არაუხო, დეიონგზე თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა ეგეც უნდა გაეყიდათ, ასევე კრისტენსენიც უნდა გაყიდონ ტრავმები აქ სულ, ამ ფეხბურთელების გაშვებით 150+ მილიომს ხო გამოვიმუშავებთ დაახლოებით ამას პლიუს სახელფასო ჭერიც გამონთავისუფლდება (არ ვიცი მართალია თუ არა მარა დაიწერა არაუხოში 80 მილიონს იხდის უნაიტედიო ) ამათი გაყიდვის მერე უნდა მოიყვანონ კარგი მეკარე რაიაც არაა ცუდი ვარიანტი, ცენტრალურ დაცვას არ სჭირდება არაფერი ტა მოვა თან და ფლანგებზე კიდე შეიძლება დაფიქრება თუმცა ფლანგის მცეველბზე უფრო მნიშვნელოვანი აროს შეტევა სადაც ისაკი და უილიამსი თუ მოვიდა ძალიან მაგარი იქნება ნახევარდაცვა არაა მისახედი აგერ კასადპ დაბრუნდება ჩამშლელია თან მარჯვენა ფლანგის მცველადაც შეუძლია, ბერნალი რო დაბრუნდება და თუ კარგი დონე დადო მაშინ ნახევარდაცვას არაფერი არ უნდა

    გამოსასყიდი 65 მილიონი აქ არაუხოს მაგ ფეხბურთელებს ფერანი 4-5 ტრანსფერი გვინდა ვინგერი ალავარეზი და მეკარე აუცილებლად

  • neo222
    08 მაი 2025, 02:58

    პსჟ მაინც მოიგოს. გაასწორებდა კვარას ამბავში

  • Albicelecte
    08 მაი 2025, 02:57

    ციტატა: Messi 10

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო 🙂 ცხოვრება რა უცნაური რამეა

    არ დაიჯერო ეგ;
    დემბელემ არა კიდევ იმან;
    ლიგა 1-ით გამორიცხულია, დღესაც სკამიდან შემოვიდა ტიპი, ბრთის მომგებები სკამიდან არ შე ოდიან ლიგის 1/2 ფინალში;
    წინ მსოფლიოს საკლუბოა სხვათა შორის, 32 კლუბიანი ტურნირი და რაღაცას ეგეც იზამს, ვნახოთ როგორი გამოდგება;
    კიდევ ერთა ლიგის დასკვნითი, მომდევბნო სეზონის დასაწყისი, ასე, რომ…
    იმედია ეგ ჯილდო მთლად ასე არ გადაბანძდება, რომ იმ ინბეცილს ჩაახუტონ

    სკამიდან იმიტომ შემოვიდა რომ ტრამვა ქონდა … არადა ძაან დიდი შანსია ლიგა თუ დადო და დიდი ალბათობით დადებს უეჭველი დემბელესი გახდება ოქროს ბურთი რაც რავი სირცხვილია ფეხბურთის

    აუ მაგრად გატეხავს ეგ ამბავი;
    მაგას მირჩევნია იმ მაკაკამ მოიგოს, სათამშო კლასი და აზროვნება მაინც აქვს;
    ან ბამპე და მისი ჯანი;
    ან რავი, არ მჯერა, რომ ვინმე იფრენს;
    ბავარიამ რომ მოიგის და კეინმა დაითრიოს, ეგეც შეიძლება
    სერიოზული ტურნუირია, 1 თვიანი 32 გუნდით;
    სამხრეთ ამერიკიდან ბოტოფოგო, ფლამენგო, ფლუმინენსე, პალმეირასი, ბოკა, რივერ პლეიტი….

  • rivaldo80
    08 მაი 2025, 02:36

    ლუჩოს ტრენერად არ თვლიდა აქ ხალხი და არტეტა ცაში აყავდათ😂 საერთოდ უშანსოდ მოუგო.ერთი სავალალო შეცდომა არ დაუშვია გუნდს ორ თამაში და ჩვენ 7 ბურთი გავუშვით.

  • Messi 10
    08 მაი 2025, 02:27

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო 🙂 ცხოვრება რა უცნაური რამეა

    არ დაიჯერო ეგ;
    დემბელემ არა კიდევ იმან;
    ლიგა 1-ით გამორიცხულია, დღესაც სკამიდან შემოვიდა ტიპი, ბრთის მომგებები სკამიდან არ შე ოდიან ლიგის 1/2 ფინალში;
    წინ მსოფლიოს საკლუბოა სხვათა შორის, 32 კლუბიანი ტურნირი და რაღაცას ეგეც იზამს, ვნახოთ როგორი გამოდგება;
    კიდევ ერთა ლიგის დასკვნითი, მომდევბნო სეზონის დასაწყისი, ასე, რომ…
    იმედია ეგ ჯილდო მთლად ასე არ გადაბანძდება, რომ იმ ინბეცილს ჩაახუტონ

    სკამიდან იმიტომ შემოვიდა რომ ტრამვა ქონდა … არადა ძაან დიდი შანსია ლიგა თუ დადო და დიდი ალბათობით დადებს უეჭველი დემბელესი გახდება ოქროს ბურთი რაც რავი სირცხვილია ფეხბურთის

  • Moriarti
    08 მაი 2025, 02:00

    ფინალს ინტერი იგებს რა პსჟ, მაგათაც ჩვენსავით ნახევარი გუნდი თუ არ დაემტვრათ არარი პსჟ ინტერის მომგები

  • Albicelecte
    08 მაი 2025, 01:59

    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო 🙂 ცხოვრება რა უცნაური რამეა

    არ დაიჯერო ეგ;
    დემბელემ არა კიდევ იმან;
    ლიგა 1-ით გამორიცხულია, დღესაც სკამიდან შემოვიდა ტიპი, ბრთის მომგებები სკამიდან არ შე ოდიან ლიგის 1/2 ფინალში;
    წინ მსოფლიოს საკლუბოა სხვათა შორის, 32 კლუბიანი ტურნირი და რაღაცას ეგეც იზამს, ვნახოთ როგორი გამოდგება;
    კიდევ ერთა ლიგის დასკვნითი, მომდევბნო სეზონის დასაწყისი, ასე, რომ…
    იმედია ეგ ჯილდო მთლად ასე არ გადაბანძდება, რომ იმ ინბეცილს ჩაახუტონ

  • Barca
    08 მაი 2025, 01:52

    კარგი მეკარე რომ ნახევარი გუნდია ამ თამაშშიც გამოჩნდა დავიწყებ იმით რომ პენია (ტერშტეგენი ან შესნი ერთ ერთი) გასაშვებია. ამათთან ერთად ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, არაუხო, დეიონგზე თუ კარგი შემოთავაზება იქნებოდა ეგეც უნდა გაეყიდათ, ასევე კრისტენსენიც უნდა გაყიდონ ტრავმები აქ სულ, ამ ფეხბურთელების გაშვებით 150+ მილიომს ხო გამოვიმუშავებთ დაახლოებით ამას პლიუს სახელფასო ჭერიც გამონთავისუფლდება (არ ვიცი მართალია თუ არა მარა დაიწერა არაუხოში 80 მილიონს იხდის უნაიტედიო ) ამათი გაყიდვის მერე უნდა მოიყვანონ კარგი მეკარე რაიაც არაა ცუდი ვარიანტი, ცენტრალურ დაცვას არ სჭირდება არაფერი ტა მოვა თან და ფლანგებზე კიდე შეიძლება დაფიქრება თუმცა ფლანგის მცეველბზე უფრო მნიშვნელოვანი აროს შეტევა სადაც ისაკი და უილიამსი თუ მოვიდა ძალიან მაგარი იქნება ნახევარდაცვა არაა მისახედი აგერ კასადპ დაბრუნდება ჩამშლელია თან მარჯვენა ფლანგის მცველადაც შეუძლია, ბერნალი რო დაბრუნდება და თუ კარგი დონე დადო მაშინ ნახევარდაცვას არაფერი არ უნდა

  • Bakero
    08 მაი 2025, 01:38

    ციტატა: Barca1980

    ციტატა: Bakero
    საღოლ ლუის ენრიკე ! ორივე თამაში მოუგო არსენალს smiley წარმატებები ხვიჩას ლიგის მოგება ნამდვილად გამიხარდება !

    რა ვიცი, თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა კიდევ ენრიკესთან დაკავშირებით, ყველას გასცა პასუხი, გუნდი რომელიც ძლივს გავიდა ფლეიოფში, ფინალში გაიყვანა, გამოაგდო მთელი პრემიერლიგა და ვერც იმას იტყვი რომ უფრო მაგარი შემადგენლობა ჰყავდა, ვიდრე დანარჩენებს. მიდი ლუჩო, შენ და კვარას გიგულშემატკივრებთ, იმ ტრაგედიის მერე, ნამდვილად იმსახურებ განგებისგან საჩუქსრსა და სიხარულს.

    კი კი ნამდვილად პსჟ ნამდვილად მაგის გუნდია თან თითონ ააწყო მაგათი თამაში მე ადრე არ ვწყალობდი მაგრამ ნამდვილად დონე დადო მიუხედავად დაცვაში პრობლემებისა მთელი პრემიერ ლიგა გაიარა ტიპმა joy

  • Clever liar
    08 მაი 2025, 01:35

    ციტატა: frenkie dejong21
    ფინალის წაგებას ყველაფერი მირჩევნია
    მართლა გულის შეტევა დამემართებოდა

    +1
    იმ თამაშით რო წაგვეგო რაც 2-0ზე იყო, ვაბშე ხმას არ გავიღები. აი დარჩენილ 2 წუთში გოლი და თანაც ისეთი უაზროდ გაშვებული, პირდაპირ ციანიდი იყო სისხლძარღვებში. თვალებიდან არაფრით ამომდის ეგ მომენტი, როგორ ძალით წავაგეთ მატჩი.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    08 მაი 2025, 01:28

    Clever liar, მაგის ინტერვიუს წავიკითხავდი ისე,რას იტყოდა გუშინდელ თავის "გმირობაზე" საინტერესოა ან როგორ შეაფასებდა ლიგის ფინალში გასვლა პირდაპირ რომ მიართვა ინტერს,გაუნაღდა და ჩაუდო ფინალის საგზური ჯიბეში.მარა ეტყობა არაფერი აქვს სათქმელი მაგ გუნდის შემარცხვენელს.

  • Iniesta_8
    08 მაი 2025, 01:20

    ადმინებო, ძაან დიდი უპასუხისმგებლობაა მომხმარებლების მიმართ რომ ნახევარფინალი იყო და სტატიას არ დებთ 2 დღეა. ნუთუ საერთოდ არაფერი არ აქვს არავის სათქმელი? ფლიკს ინტერვიუ არ ჰქონდა, ან ფეხბურთელებს? შემდეგი თამაშისთვის ვინ გვეყოლება არ უნდა ვიცოდეთ? რავი ძაან მწყდება გული იმაზე რომ ყანამადრიდი გჯობნით უკვე 1 წელია, არადა საუკეთესო საიტი იყავით.

  • Barca1980
    08 მაი 2025, 01:19