ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.
დემბელემ გაიღვიძა
რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.
როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.
ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.
უიღბლობა?
რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.
გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.
მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
საუკეთესოები
სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.
ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.
აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.
პიანიჩი და არტური
რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.
პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.
ფატი
ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.
აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.
ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.
კუმანი
კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.
იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.
Feola sul obieqturad wer xolme mara dgees ar gamogdis sworad. Shtabechdileba mrheba ro y elanair mizezs edzeb(miuxedavad imisa ro sworia rac chamotvale) da ar ambob mwvrtnelis minusze arafers. Eg fexburteli vinc movida,mati sheutamashebloba,gundis sifarchake ari metwilad xavis kiserze. veteranebi gasayrelia,xavim radikalurad unda shecvalos rame tu ara zafxulshi wavides,plus minimum 3-4 transferia gasaketebeli . Mere daiwyeba gundis shetamasheba da sheneba,rasac minimum 1 weli dachirdeba. 2 weli seriozuls arafers veli am gundidan. Pedri arastabiluria,xasiatebit aranakleb dedali mgonia rogorc buskeci da sxvebi,fizika 0 da teqnika da moednis xedva qinqladzes ro qonda ar daesizmreba. Nico zamtarshive unda dabrundes getanxmebi,shemqmnelic gvinda da baldem tu ver gaqacha orive flangis dziritadis mcveli tu gaqacha da marjvena mainc.plus erti winger.
დააბრუნეთ მესი ლიგაზე ვითამაშებთ მაინც მაგრამ ხო ვიცი და ვიცოდი ლეო რო მაგარი იყო და არის 2015 წლის შემდეგ მესი ათრევდა ბარსას იმინა დავრწმუნდი და გავი უნდა ყოფილიყო დღეს ჩემი პირადი აზრია ეგეთი ბიჭი გვჭირდებოდა ძაან
Teddy,
გეთანხმები მეგობარო 100 პროცენტით და რატო იცი? რეალი როგორც ვაომე გუნდი არმევასება არც არასდროს მევასებოდა მაგრამ ფაქტია მაგ გუნდით იწყება ფეხხბურთი ღმერთისგან დალოცვილი გუნდია აიღე თუნდაც წინა წელს რა გუნდით დადეს ლიგა ნებისმიერი გუნფი პლანეტაზე მაგ ლივერთან განადგურდებოდა.. რაც მომწონს რეალში და ზოგადად ოერესში აქ უნდა მაფიოზი ეძახონ და რაცუნდათ ტიპმა იცოს გუნდს რა ჭირდება მეღადავებიი გუნდიდან რონი გაუშვა? რომელიც სეზონზე 45 გოლს იტანს მინიმუმ პახოდუ გაუშვა რამოსი გაუშვა ვარანი გაუშვა კაზე პლუსი მაგათი ის არის რომ დაეკარგა მოტივაცია ფეხბურთელს და გადავუდა საშოვარზე?(ხელფასზე დავაი <<ცენზურის დარღვევა>>) ვინც გინდა იყავი ამ ჩვენებას აწვებიან ბარსა კოდე იიქთ შტერ დემბელეს ეხვეწება პიკე ვერ გააგდეს გუნდიდან ტიპი ასევეა ალბა და ბუსკეცი იცით რა არის? კარგია ლეგენდების დაფასება მაგრამ როცა გუნდს ზიანს აყენებ უნდა გააჯმეინო თორე არანაკლები ლეგენდაა კასილასი ან რაული ან გუტი რეალისთვის მაგრამ დავაი <<ცენზურის დარღვევა>> თქვენი დრო წავიდაო ბაბუა პერესმა და გადაიყვანეს ზოგი მწვრთნელად(რაული) ზოგიც უბრალო ელჩად ვსო დღეს გუნდი ყავთ და მენტალობას ინარჩუნებენ ეგაა როთიც ყველას აღემატება სამყაროში რეალი
დიბალა აჯობებდა რაფინიასაც და დემბელესაც ზედ, უფასოდ ეთრიათ. რაც რაფინიაში გადაიხადეს კიდე ცოტა დაემატებინათ და ისევ ბერნარდუ ეყიდათ, ცალკე ფერნან ტორესში გადაყრილი ფული, კაროჩე კატასტროფაა იმენა სრული. ნუ კესი და კრისტენსენი უფასოდ მოვიდნენ. და რაც დაიდო ტრანსფერები ალემანი ღმერთიაო ასეო. რეალურად კუნდეს და ლევას ტრანსფერები იყო მართლა დონე, ორივე სარგებლისმომტანია ნაღდად გუნდისთვის ფაქტია.
დავუშვათ მოხდა სასწაული და ინტერმა ვერ მოუგო პლზენს, დავიჯერო ეს გუნდი ბაიერნს მოუგებს?!
არასწორი ტრანსფერები გაკეთდა.ლევანას კლასის მიუხედავად არ უნდა ეყიდა ბარსას.ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთებულიყო.ხავის მინუსი ის არის რომ ვერ უთითებს კარისკენ იმ ფეხბურთელებს რომელიც გუნდს არ ჭირდება
ფერნანში რა დაინახეს ასეთი არ ვიცი.ანალოგიურად ალონსო,კესი
ლა მასიაში ბევრი კარგი მოთამაშეა.ბუნდესლიგა სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით.ბავარია როგორ ავსებს დანაკლისი ხომ ხედავთ კაპიკებად უხდიან.ესენი მინიმუმ 10მილიონიან ხელფასის ფეხბურთელებს დასდევენ.თუნდაც რეალი აიღეთ.საშუალო ხელფასი 3-10მილიონია და როგორ უმტკივნეულოდ მიდის თაობათა ცვლა.კაზემიროში როგორი ფული აიღეს.ნაჩუქარი რასაც ქვია
ასე რომ თუ გუნდი ასაშენბელია ახალგაზრდები ჭირდებათ
ნეიმარის წასვლის მერე წესიერი ვინგერი არ გვეღირსა მაგის დედა ვატირე, ამ დემბელეზე უარესი შიბაქი რაფინიაც რო გავიკეთეთ, ბრაზილიელი და ეგეთი უკლასო არაფერი მინახავს, დემბელე ისევ ისაა რაც ადრე, ხან გამონათდება სი. გუნდებთან და მერე ისევ იგივე ხდება.
ნაბიჭვარო ბუსკეცო თავმოყვარეობა არ გაგაჩნია ხოდა რაც აქამე ღვაწლი გქონდა გუნდისთვის ყველამ ჩაიჯვით შენც პიკემაც ალბამაც რობერტომაც და მოკლედ ყველა ვინც დებილია დღემდე ამ გუნდში… დასაფასებელი პუიოლი და ინიესტა არის მხოლოდ და ხავი ფეხბურთელობის დროს დალშე მკიდია თქვენი მოქმედი ლეგენდობა ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს ამ სიქიმამ რის გამო თამაშობს დღემდე?? მაგან 2015 შივე ამოწურა თავი როცა ბოლოს ბარსამ ტრიუმფით დაასრულა სეზონი… ეს ადგა და ფული აკეთა უმაღლესი ხელფასით რაენაღვლება ყველაფერი მოიგო და თუ ვერ მოიგებდა რამეს არ ეკიდა მაგრამ ლლიგას და კოპას მაინც იგებდა და კმაყოფილდებოდა ამით მესის კისერზე
გინდ დაიჯერეთ გინდ არა მაგრამ ინტერთანაც და დღესაც ყველაზე სუსტი რგოლი მაინც ნახევარდაცვა იყო. დღეს პრაქტიკულად საერთოდ არ იყო.
ამ სეზონში იუვე სკუდეტოსაც ვერ მოიგებს, კარგი ფეხბურთელი ყოველთვის არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს. პრლოს პრაქტიკა და ცოდნა აკლია.
პედრი ამ შეხვედრაში საოცრად გავდა ინიესტას, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. განსაკუთრებით გუადრადოს, როცა აცდა ფლანგზე, ბურთის აგდებით – ინიესტამ რაც უქნა კოენტრაოს რეალის წიანააღმდეგ ეგ მომენტი გამახსენა. 🖤
დუმბუზამ მოგვაგებინა ეს მატჩი,წელს სუპერ სეზონს ჩაატარებს შავი მარგალიტი.
პედრიმ, ამ პატარა ბიჭმა სისხლი გაუშრო გამოცდილ, სწრაფ და ძალიან ტექნიკურ კუადრადოს.
რეალთან დაუმსახურებელი წაგების შემდეგ, დღევანდელი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დრეს, ბარსამ ჩ. ლიგის ჯგუფიდან გასვლის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვიტა! თუმცა, ამაში არც არავის ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მაინც. იუვე რონალდოს გარეშეც იუვეა და ეს ფაქტი დღევანდელ მოგებას არანაირად არ აკნინებს! პირველ ტაიმში თითქოს თანაბარი თამაში იყო, მაგრამ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ბარსას 4 დარტყმა ჰქონდა კარში და 3 კარის მიმართულებით. იუვეს კი, მხოლოდ 1 და ისიც მხოლოდ კარის მიმართულებით!! მეორე ტაიმში იუვემ სტატისტიკა ოდნავ გამოასწორა, ისიც მხოლოდ კარისკენ დარტყმული ბურთებით!!! კარგია, რომ გუნდში მეორე მეკარე ნეტუ ძალიან მაღალი დონის კიპერია, მომეწონა დღეს მისი თამაში და რეალთანაც კარგად იტამაშა. არაუხომ ორჯერ ისე ოსტატურად ჩატოვა მორატა თამაშგარეში, რომ გამიკვირდა, მისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე! საწყენია რომ მან ტრავმა მიიღო. კარგი იყო ლანგლე, ალბა, დღეს საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია რობერტოს! ნახევარდაცვამ თთქოს კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი ბურთი დაიკარგა უწყინარ სიტუაციებში და შედეგად ცუდი შეტევები მივიღეთ საკუთარ კართან. თუმცა, საბოლოო ჯამში ბარსას ნახევარდაცვამ იუვეს ნახევარდაცვას მაინც აჯობა. პიანიცი დრეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო ბარსასი, მას ბევრი აქვს მოსამატებელი თამაშში. ბრწყინვალე იყო დღეს პედრი, ამ პატარა ბიჭმა სისხლი გაუშრო გამოცდილ, სწრაფ და ძალიან ტექნიკურ კუადრადოს, შესანიშნავ გადაცემებს აკეთებდა და თამაშს კარგად ამწვავებდა! დღეს ის ყველა უფრო მომეწონა მინდორზე! კარგი იყო დემბელეც, სესანიშნავი გოლი გამოვიდა, მართალია ცოტა რიკოშეტი იყო, მაგრამ მაინც. ერთი მინუსი მის თამაშსი ის არის რომ ძალიან ბევრ ბურთს ჰკარგავს! კარგი თამაში ჩაატარა გრიზმანმა, ძალიან ნაყოფიერი იყო მოედანზე, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაცია, მის სუსტ წერტილად დარჩა დრევანდელ თამაშშიც! მერამდენე ერთი – ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა, უკვე მერამდენედ ხვდება მისი დარტყმული ბურთი ძელს?! ვფიქრობ, ანტუანმა ერთი – ერთზე გასვლების რეალიზაციაზე უნდა ივარჯიშოს და მგონი ცოტა იღბალიც ღალატობს. რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა მესის და ვერც ერთი ვერ გამოიყენა?! ბევრი ბურთი დაკარგა, ადრე ასე არ იყო?! გადამწყვეტ მომენტებში სისწრაფეც აკლია, რას ვიზამთ, 34 წლის ასაკში ისედაც უდიდესი როლი აკისრია გუნდში, მის გარეშე დღევანდელი ბარსა მაინც წარმოუდგენელია. ფატი გვიან გამოიყვანეს მინდორზე, მაგრამ მიუხედავად ამსისა მაინც გააკეთა თავისი და პენალი გამოიმუშავა! მაგრამ, მე მინდა ყურადღება გავამახვილო მის გადაცემაზე, რომელიც მატჩის ბოლო წუთებზე მეკარესთან თითქმის ერთი – ერთზე დარჩანილმა ბრაიუთვეიტს გაუკეთა! ყველა ვარიანტში ანსუს კარში უნდა დაერტყა, ალბათ სხვა დროს ასეც მოიქცევა, მაგრამ მეგობრის, თანაგუნდელისადმი პატივისცემა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგა ბევრი მასზე უფრო ასაკით დიდი ფეხბურთელი არ მოიქცეოდა ასე!!!ორიდან ორი თამაში მოგებულია, ჯგუფის იდერები ვართ და ახლა შეგვიძლია ლალიგას მივხედოთ! წარმატებები ბარსას და თქვენ მეგობრებო!
C.PC5,
მეც შევამჩნიე ეგ ლენგლე გუშინ ნამდვლიად კარგი იყო მარა კლასიკოში რა ეტაკა ვერ მივხვდი ასე იქ ეთამაშა დაცვა არის მთავარი პრობლემა და ფორვარდი ამ ვერსიის გრიზმანის იმედად ვერ ვიქნებით მესი კიდე ეხა 20 წლის აღარ არის ყველგან რომ ირბინოს დემბელემ მგონი მართლა გაიღვიძა ფატი და პედრი რო მომავალი არიან ეგ უკვე კარგად ჩანს გარსია კი მარა ეს უპამეკანო რო დაითრიონ არ ჯობს ვითომ :დ
ნუ დაცვა რომ მკვდარია ვიცით.მაგრამ ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო. არვიცი სხვებმა რამდენად შეამჩნიეთ რომ ლენგლე პიკეს გარეშე უფრო უკეთესია. მემგონი ერთად იბნევიან, არ არიან შეთამაშებულები დ ავერ გებულობენ როგორ დააზღვიონ ერთმანეთი, მერე ისე გამოდის ხოლმე რომ ორივე სადღავ ტრ““შია და მეტოქე კართანაა უკვე. მოკლედ ერთმანეთს უშლიან ჩემი აზრით ხელს. დე იონგი მაგარი იყო მთელი თამაში, დაცვაში შეცდომის გამო არ გავაკრიტიკებ, არაა მაგ მაგის პოზიცია, დემბელეც კაი იყო და სწორად მოიქცა კუმანი მოსაძლიერებლად რომ მისცა დრო.მპედრი იყო სასწაული. ფატის იმ მომენტისთვის არ გავაკრიტიკებ. თვითონაც იცის რომ ჯერ ძაან პატარაა. მესი რამდენჯერმე დააიგნორა წინა თამასებში და ალბათ ამისთვის აუწიეს ყურში და მემგონი მაგიტომ დაემორჩილა ბრაიტვეიტს. ნუ რათქმაუნდა დროთა განმავლობაში მაგასაც დახვეწავს და აღარ დაიბნევა, აბა ვინ ჩემი ბენზემაა ბრაიტვეიტი ფატის რომ უბრძანოს რამე 😁
სტატია ნორმალურია.
1. დაცვა ძალიან სუსტია,რაზეც სამი გაშვებული გოლი მტყველებს,ის რომ პატარა თამაშგარე-აფსაიდი დააფიქსირეს დაცვის სისუსტეს არ ცვლის. დაცვას ცოტა ეშველება თუ დროულად დალაგდება ნახევარდაცვა-თავდასხმა.
2. ტაქტიკა ისევ სუსტია რაც ორი ფაქტორითაა განპიროვნებული:ა) კუილა(კუმანი) არაა მაღალი დონის მწვრთნელი.ბ) ჯერ-ჯერობით გუნდი სათანადო ფორმაში არაა,რაც გასაგებია.
3. სატანის წასვლამ,ფეხბურთელებზე,განსაკუთრებით მესიზე, აშკარად დადებითად იმოქმედა.
პირლო ისე იქცევა თითქოს მრ ვიყავი ლეგენდა,უსუსურია მწვრთნელის რანგში.ამასთანავე გამოუცდელიცაა დარჩენილიყო იმ მეორე გუნდში რა უნდოდა.ალეგრის ცივსისხლიან იუვეს ბოლო მოუღეს ამან და სარიმ.
გრიზმანს.სეზონის საუკეთესო თამაში ქონდა. ცოტა ტეხავს 120 მილიონიანი მოთამაშისთვის მშრალი თამაში საუკეთესო როა მარა ყველა შეტევაში მონაწილეობდა და მარჯვნივ მიმქრალი არ იყო. ლეოს საშინელ ფორმაშიც კი უდიდესი კლასი აქვს. მთავსრია უხასიათობა გაუქრეს და ირწმუნოს ამ ახალგაზრდული გუნდის. დიდი პოტენციალი აქვს ამ გუნდს. ესე გაგრძელდეს ამათი პროგრესი და მომავალ წელს მართლა ვიქნებით ლიგის ფავორიტები. არაუხო კარგი იყო და გამიტყდა ტრავმა. კიდე ერთხელ დავინახეთ მცველის საჭიროება. იანვსრში გარსიას უნდა მივუბრუნდეთ. და კიდე 9 ის საჭიროება გამოჩნდს. ამდენი გამოუყენებელი მომენტი დასჯადია.დეპაი არ ვიცი რას მოგვმატებს, ვინმე გამოცდილი 9ნი სკამზე. ამ ბავშვების დრო რო არ წაიღოს. ტრინკაოზე მწყდება კიდე გული. და პუჩზე. იმედია მიიღებენ შანსებს. და ბოლოს, ბუსის მადლობა დიდი მარა დღეს პიანიჩი უკეთესია ბევრად. კი ის პასი ეგეთი ინტელექტის კაცს არ შეფერის მარა 8 ჯერ გაუჩერა შეტევა იუვეს, კარში გაბედულად ურტყამს, გრიზმანის ჯადო რო არა საგოლე პასსაც მიიწერდა. კლასიკოშიც ველოდი მარა ისევ ბუსიო. არადა ბევრად უკეთესი და განსხვავებული დუეტია პიანიჩი ფრენკი. ერთმანეთს ავსებენ. მოკლედ ტრავმები არ გვინდა და არც რეალთან რო იყო ეგეთი თამაშები და რაღაც გამოვა. ჩავის მაინც დახვდება კარგი გუნდი
ეეჰ მესის უფორმკბას რა ვუთხარი თორე 5-0ის თამაში იყო, საერთოდაც ამ პირლოს მოყვანას იუვეში თავის დროზევე ვერ მივხვდი და ახლა კიდე უფრო ვრწმუნდები იმაში რომ შეცდომა იყო, გუნდს აიძულებს 3 მცველიანი ტაქტიკით თამაშს არადა ხედავს არ გამოდის, მოედნის ცენტრში სულ
სიცრცეაქვს დატოვებული, შეტევაში ფანტაზია აკლია….მოკლედ იუვეზე იუვეს ფანობამ
იდარდოს ჩვენკიდე კიდე უნდა მოვუმატოთ, კუმან მასე გააგრძელე
ასეთ ბარსას ნაღდად არ ველოდი ძალიან მაგარი იყო ტემპი მეორე ტაიმში ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში და დაცვის დროს 4-4-2 დან შეტევაში 4-3-3 ზე წამში გადადიოდნენ ძალიან მომეწონა ბევრად მეტი უნდა გაგვეტანა მაგრამ არაუშავს გრიზმანის თამაშიც კარგი იყო ნუ პოზიტიური მაინც იმასთან შედარებით რაც სეზონი დაიწყო გოლი ჭირდება უეჭველი მეცოდება მაგრად ძაან მომწონს და მინდა რო ათამაშდეს და არ მოისროლონ მაგრად დამწყდება გული იმედია ათამაშდება .აი მესიც ძაან მონდომებული იყო დუბლიც უნდა შეესრულებინა დემბელეს გოლიც ემოციურად აღნიშნა და აშკარად ეტყობოდა რო ხასიათზეა.