მატჩისშემდგომი მიმოხილვა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა

ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.

დემბელემ გაიღვიძა

რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.

როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.

უიღბლობა?

რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.

გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საუკეთესოები

სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.

ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.

პიანიჩი და არტური

რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.

ფატი

ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.

აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.

ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.

კუმანი

კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.

იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (381)

  • Frenkie de Jong_
    08 მაი 2025, 22:27

    🚨BREAKING NEWS!!

    According to Sport, Barça are considering selling Ronald Araujo to sign Dean Huijsen. 👀

    The club would NOT accept less than 50M€ for Araujo, while Huijsen's value is around 42M€. 🤑

    Huijsen is only 20 years old and aims to be one of the best centrebacks of this generation. 💥

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 22:17

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: jacky iakovenko
    ბედის ირონია: ლიგის კვირის 11-ულში ბარსადან დეიონგი და ის უხსენებელი მოხვდა (ურუგვაეილი არა) 🤣


    იამალი არა?😃


    უე ეგ გამომრჩა 😂კი ეგეც

    ციტატა: Messi 10
    დადეთ რა სიახლეები ფლიკს რაშფორდი მოსწონსო და მოყავს მგონი


    მიადგნენ ისევ ვინგერებს …. ვინგერი კიარა მცველები მოყვანეთ ნორმალური მცველებიიიი!!!

  • Messi 10
    08 მაი 2025, 22:13

    დადეთ რა სიახლეები ფლიკს რაშფორდი მოსწონსო და მოყავს მგონი

  • Rick Sanchez
    08 მაი 2025, 22:02

    ციტატა: jacky iakovenko
    ბედის ირონია: ლიგის კვირის 11-ულში ბარსადან დეიონგი და ის უხსენებელი მოხვდა (ურუგვაეილი არა) 🤣


    იამალი არა?😃

  • araujo4
    08 მაი 2025, 22:00

    ციტატა: Wtfman123
    ეხლა ეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რო ტარდება უეჭველი უნდა მოვიგოთ რა რო ვალებიდან ამოვიდეთ და ფეხბურთელები ვიყიდოთ. 100 მილიონზე ბევრად მეტს მიიღებს გამარჯვებულიო და 150 მილიონი რო მანდედან ავიღოთ პლიუს ლა ლიგას მოვუგებთ მანდედან ავიღებთ რაღაც კუშს. ნახევარ ფინალში გავედით ლიგაზე მანდედანაც ხო ავიღებთ პლიუს გასაყიდები გაიყიდება და შეილება ერთი ტოპ ფორვარდის მოყვანა მარცხენა ვინგერის მარცხენა მცველის და ცენტრ მცველის. არაუხო ლევანა ჯერარ მარტინი პაბლო ტორე პაუ ვიქტორი განათხოვრებულები გაყიდონ და კუშია უკვე რა


    როგორ უნდა მოიგო ტურნირი სადაც მონაწილეობას არ იღებ?

  • Wtfman123
    08 მაი 2025, 21:57

    ეხლა ეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რო ტარდება უეჭველი უნდა მოვიგოთ რა რო ვალებიდან ამოვიდეთ და ფეხბურთელები ვიყიდოთ. 100 მილიონზე ბევრად მეტს მიიღებს გამარჯვებულიო და 150 მილიონი რო მანდედან ავიღოთ პლიუს ლა ლიგას მოვუგებთ მანდედან ავიღებთ რაღაც კუშს. ნახევარ ფინალში გავედით ლიგაზე მანდედანაც ხო ავიღებთ პლიუს გასაყიდები გაიყიდება და შეილება ერთი ტოპ ფორვარდის მოყვანა მარცხენა ვინგერის მარცხენა მცველის და ცენტრ მცველის. არაუხო ლევანა ჯერარ მარტინი პაბლო ტორე პაუ ვიქტორი განათხოვრებულები გაყიდონ და კუშია უკვე რა

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 21:29

    ბიჭო ასე მდაბიო სასტავი როგორ ყავს ამ რეალს… ასე ფსკერსქვემო რატო ეცემიან?! სხვას რო თავი დავანებოთ სამეფო კლუბია ….. ახლა ამ კლასიკოს მსაჯს მიადგნენ, გამოუჩხრიკეს ბავშვობის ინტერვიო ბარსას რო აღმერთებს 🤡💩

  • ვისკა ბარსა
    08 მაი 2025, 21:09

    რატო არ იდება არაფერი გლოვაა გამოცხადებული თუ დეპრესიაში ხართ!! იმდენი სიახლეა არაფერია დადებული არადა საუკეთესო სპორტული საიტი იყო ეს

  • nikusha
    08 მაი 2025, 21:08

    ბალდემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: Messi 10
    ბალდე დაბრუნდაო მადლობა ძმაო მარა გავილახეთ უკვე 😂😂😂


    🤣შენ ნახე მომავალ სეზონში აბაროტის აღება თუ მოგვიწია 🤣 ბალდე ვარჯოშობდა დღეს მარა ფლიკი ძირითადს ისევ იმ დაცვით დაიწყებსო და აზრზე არ ვარ ან გარსიამ რა უნდა უყოს იმ პიჟონ ვინის სისწრაფეში + მბაპეს და აქეთ ამ უხსენებელმა როდრიგოს

    გარსიას დაყენებას ვინის ფლანგზე არაუხოს დაყენება ჯობია, გამოცდილება მაინც აქვს როგორ ეთამაშოს ვინიციუსს

    მარტინი ბოლო 2 მატჩით თუ ვიმსჯელებთ მოჟნა დაყენება თუ არადა გარსიას გადავწევდი მარცხნივ როდრიგოს კი ეყოფა

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 21:02

    ციტატა: Messi 10
    ბალდე დაბრუნდაო მადლობა ძმაო მარა გავილახეთ უკვე 😂😂😂


    🤣შენ ნახე მომავალ სეზონში აბაროტის აღება თუ მოგვიწია 🤣 ბალდე ვარჯოშობდა დღეს მარა ფლიკი ძირითადს ისევ იმ დაცვით დაიწყებსო და აზრზე არ ვარ ან გარსიამ რა უნდა უყოს იმ პიჟონ ვინის სისწრაფეში + მბაპეს და აქეთ ამ უხსენებელმა როდრიგოს

  • Messi 10
    08 მაი 2025, 20:53

    ბალდე დაბრუნდაო მადლობა ძმაო მარა გავილახეთ უკვე 😂😂😂

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 20:32

    ციტატა: araujo4
    რა იყო გლოვაა გამოცხადებული საიტზე და პოსტები არ იდება?))


    მძიმე ფორმაშია დეპრესია საიტზე 😂

  • araujo4
    08 მაი 2025, 20:23

    რა იყო გლოვაა გამოცხადებული საიტზე და პოსტები არ იდება?))

  • jacky iakovenko
    08 მაი 2025, 19:59

    ბედის ირონია: ლიგის კვირის 11-ულში ბარსადან დეიონგი და ის უხსენებელი მოხვდა (ურუგვაეილი არა) 🤣

  • Levani
    08 მაი 2025, 19:12

    Არა ისე ძალიან კი არ მინდა დემბელემ რო მოიგოს ოქროს ბურთი თუმცა ის კი მაგარი პრიკოლი იქნება მაგას რო ექნება და მბაპეს არა

  • Messi 10
    08 მაი 2025, 18:30

    რაშფორდს ბარსა უნდაო ფრიმპონგის გამოსასყიდი 40 მილიონია და ფლიკს უნდაო და ისაკი აი რა ვიცი უსწრაფესი გუნდი გავხდებით

  • Neymar
    08 მაი 2025, 18:11

    ციტატა: jacky iakovenko
    🤣აჰა ახლა დემბელეს მიადგნენ 🤣 ვის რა დაგიშავათ ასეთი ნეტა?დემბელე როგორც ფეხბურთელი ძაან სკილინია, იყო ზარმაცი თავშიავარდნილი მარა ჩავარდა აგერ ისეთი მწვრთნელის ხელში რომელმაც დააღვნია ბიძია და აგერ 2025-ში ტიპს რა სტატისტიკა აქვს … ცუდია თუ რაფა ვერ მოიგებს წელს ოქროს ბურთს მაგრამ არც ის იქნება ცუდი დემბელემ რომ მოიგოს იმენა 2025-ის სტატისტიკით თუ ლიგასაც მოიგებს … სულ არ მევასება პსჟ და არც ფინალში ვგულშემატკივრობ მარა თუ მოიგებს ლუის ენრიკეს ხათრით გამეხარდება, დემბელესიც გამეხარდება


    დემბელემ ბარსას ფანებს რა დაგვიშავა მართლა გვეკითხები ამას? 6 წელი ტიპს გუნდი ელოლიავებოდა მერე წავიდა და ინტერვიუებში ტირის ახლა ცუდად მექცეოდნენო თუ არ მაფასებდნენო ცალკე მოვიდა და ტიპმა გოლები აღნიშნა ჩვენს წინააღმდეგ როცა რეალურად რაც ახლა გააჩნია ყველაფერი ბარსას დამსახურებაა და სხვა ნებისმიერი გუნდი 6 წელი კი არა 2 წლის მერე მაგას სანაგვეზე მოისვრიდა

  • Bola
    08 მაი 2025, 17:49

    ციტატა: Messi 10

    ციტატა: Bola
    მე მიკვირს ხოლმე მსგავსი ფრაზები რომ მესმის გინდა ერთი მხრიდან გინდა მეორედან გინდა მესამედან:"დემბელეს რომ ოქროს ბურთს მიცემენ იმ ფეხბურთის დედაც" "რაფინია რო ოქროს ბურთს მოიგებს იმ ფეხბურთის დედაც" "როდრის რომ ოქროს ბურთის მიცემენ იმის ასე" ვინიციუს რომ ოქროს ბურთს მიცემენ იმის ასე". ინიესტას არ აქვს, იმას არ აქვს ამას არ აქვს. ოქროს ბურთი გადაეცემა კონკრეტული სეზონის-წლის მიხედვით. ანუ მაგალითად ნავალოვსკის რომ ერთი წელი ეთამაშა დანარჩ ფეხბურთელებზე უკეთ, მოეგო ტიტულები, გადასცემდნენ მას ოქროს ბურთს. წარმოიდგინეთ 15 წლიან კარიერაში ვიღაცამ ერთი წელი ითამაშა მარტო კარგად და დანარჩენი ისევ საშინლად და იმ ერთ წელში ისე დაემთხვა რომ სხვები მინიმუმ მასზე ცუდად თამაშობდნენ და შესაბამისად ამას გადასცეს ოქროს ბურთი. ხოლო 5 წლის წინანდელ ოქროსბურთის შედეგებში 2 3 4 ადგილებიც კი უფრო ძლიერი პერფორმანსებით იყვნენ ვიდრე ახლანდელი გამარჯვებული. და რა ვქნათ? წელს არავის არ გადავცეთ? ვიღაცამ ხო უნდა აიღოს? და ვისი ბრალია თუ ნაკლებად მაგარი ფეხბურთელი ამ წელს გაგიჟდა და სხვებს აჯობა? მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე ვერ შევაფასებდი წელს დემბელეს როგორც სხვებზე უკეთესი სეზონის მქონე ფეხბურთელად მაინც თუ ლიგა დადეს და მთლიანობაში ტრიპლეტი შეკრეს გინდა არ გინდა ბოლო დროინდელი სტანდარტებით (ტიტულები) იგებს დემბელე ოქროს ბურთს. ამაზე გამოვა ვინმე და იტყვის მერე ძმაო ფეხბურთი რო გაფუჭდა და აღარ ვარგაოო მაგას ვამბობთო რა დრო დადგაო. მაგაზე მე გეტყოდით რომ თქვენ სტანდარტული ადამიანი ხართ ვისაც მისი ბავშვობის დროინდელი ფეხბურთი და ფეხბურთელები გონია მაგარი და საუკეთესო ეპოქა ( როგორც ყველა ბაბუებს გონიატ პელე და მიხეილ მესხი ტოპ 2 მოთამაშე და ბიძებს მარადონა პლატინი და იძახიან დღეს რა ფეხბურთია დინამოში 10 მესი გვყავდაო) თქვენ ხართ მასის ნაწილი. ის რომ მართლა გამორჩეული ორი ფეხბურთელის ეპოქას დაემთხვა ბევრი თქვენგანის საწყისი ფეხბურთში ეგ არის გამართლება. თქვენ უნდა გაიაზროთ რომ არც მანამდე და არც მერე კაი ხანი ასეთ დონეს ვერავინ დადებს როგორც მესიმ და რონალდომ დადეს. ამიტომ არ აქვთ ინიესტას და სხვებს ოქროს ბურთები რომ ამ ორმა მონსტრმა სხვა რეალობა შექმნეს იმ 15 წელში. მანამდეც და მერე ოქროს ბურთებს იგებდნენ ფეხბურთელები ვისზეც სულ არ ახსოვთ რომ მოგებული აქვთ. არც როდრის ოქროს ბურთი გაახსენდება დიდად ვინმეს, არც ოუენის, არც ნედვედის და ა.შ. როცა არსებობენ ინიესტა, ხავი და ბევრი მათზე ბევრად დიდი ფეხბურთელი. ის რომ დემბელე ოქროს ბურთს მოიგებს არავისზე მაღლა არ დააყენებს ვისზე მაღლაც არ უნდა იყოს რეალობაში. ბენზემას რომ ოქროს ბურთი აქვს კაია მარა ქონდეს მერე რა? აი მავიწყდება ხოლმე. არსებობს წლები როცა ესეთები ხდება და ნუ გეშინიათ არ კვდება ფეხბურთი. უამრავი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ვისზეც ანალოგიურად იტყვიან წლების შემდეგ მაგალითად 2060 წელს..ეეე ეხლა რა ფეხბურთია თქვენ ჩემ დროს უნდა გენახათ პედრი და იამალი რას თამაშობდნენო. როცა გაიზრდებით ნაკლებად ინერვიულებთ მეტოქე გუნდის ან ფეხბურთელების წარმატებებზე და უფრო მშვიდად ისიამოვნებთ ფეხბურთით. ვიცი იმიტო რო მეც ეგრე ვიყავი პატარაობისას ყველაფერი მაღიზიანებდა და განვიცდიდი. ასევე გაიაზრეთ რომ თქვენ ხართ სხვა ქვეყნიდან გულშემატკივრები. ანუ რეალური ადგილობრივებივები არ ხართ. არ მიყვარს როცა ფარცხანაყანევში რომ ზის ტიპი დასცინის სევილიას ან მაგალითად ინტერის ფანებს ჰაა თქვე ტილიანებოოო ჩვენი ჩმორები ხართ ან ფრჩხილის აფსადაც არ ღიხართ. ჩვენი ქვეყნის და ქალაქების კლუბებს(რაც მართლა ჩვენია და სადაც მართლა უნდა გვგქონდეს სიტყვა ჩვენის გამოყენების უფლება, გადაუვლიან ხრა ბრუნვაში განა სევილია? მესამე დივიზონის გუნდბეი ესპანეთში) შესაბამისად ცოტა გაიზარდეთ და დაღვინებულად შეხედეთ ფეხბურთს. ჩვენ ვართ სადღაც შორიდან მყოფი ფეხბურთის გულშემატკივრები და ვინაიდან ჩვენი არ გვაქვს ვბალეშიკობთ სხვებს. კომპლექსიანი ერი ვართ და ეხლაც ნახევარ საქართველოს რომ კითხო კვარას მიცემენ ამ სეზონში ოქროს ბურთს და დემბელს დააჯვამენ. არ ინერვიულოთ, მოდუნდით. უბრალოდ უყურეთ და ჯანსაღად გააკრიტიკეთ გასაკრიტიკებელი. სხვანაირად სასაცილოები ხართ


    დემბელეს, ვინისიუს, და თუნდაც რაფინიას რომ ოქროს ბურთს მისცემ ჩემი აზრით ეგ იმის მანიშნებელია, რომ საფეხბურთო დონემ დაბლა დაიწია მესის და რონალდოს თავი დავანებოთ. რამე ლოგიკაში ჯდება ტიერი ანრის ოქროს ბურთი არ ქონდეს და დემბელეს კი? და ამასაც რომ თავი დავანებოთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრობს რატომ უნდა უნდოდეს დემბელეს ოქროს ბურთი სულ რომ პრაიმ მესის დონეზე თამაშობდეს მთელი მისი კარიერა ან პსჟს გაჩემპიონება რატო უნდა უნდოდეს ეგ ორნი არიან დიდწილად დამნაშავეები რაც დღეს ბარსას სჭირს ამიტომ ვერაფერი ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ დემბელე ოქროს ბურთს იმსახურებს თუნდაც წელს ამ სეზონის მიუხედავად იმიტომ რომ ვერ იტყვი პსჟ დემბელეზე დგასო მაგალითად როგორც ლივერპულია სალაჰის მხრებზე. აი იმას რაც შეეხება ჩვენ არ ვართ ადგილობრივი ფანებიო, მე ჩემს თავს ზოგ ადგილობრივ ფანზე უფრო ერთგულ და დიდ ფანად მივიჩნევ იმიტომ, რომ თამაშს არ ვტოვებ ამდენი წელია ამდენი ტკივილის და იმედგაცრუების შემდეგ მაინც გულ ამოვარდნილი ველოდები ყველა მატჩს. 2 დღის წინ ისე განვიცადე გამოვარდნა ჯერ ისევ ვერ დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას, წლიდან წლამდე ვცდილობ, რომ რაღაცის მოგროვება შევძლო რომ წავიდე და თამაშს დავესწრო ამიტომ შეიძლება "კარენოი" კატალონიელი არ ვარ მაგრამ ბევრ ადგილობრივზე მეტად მიყვარს ეს გუნდი და დარწმუნებული ვარ ჩემნაირი აქ უამრავია და მშვიდად შეხვდე იმ ამბავს, რომ თუნდაც დემბელემ ოქროს ბურთი მოიგოს მე არ შემიძლია პირადად .


    იგივეს იმეორემ მეგობარო. ავხსენი ეს უკვე. რაშუაშია ტიერი ანრი ან ზოგადად როგორი ფეხბურთელი ხარ ეგ, ოქროს ბურთთან? ზოგადი დამსახურებისთვის გაიცემა? მაშინ ცალკე ჯილდო შევქმნათ ვინაა მთლიანობაში კარიერულად დიდი ფეხბურთელი და ვინ არა მაგის გასარკვევად. ოქროს ბურთი ეხება კონკრეტულ წელს. რა სტანდარტებით გადაცემენ ოქროს ბურთს და უნდა ვაქცევდეთ თუ არა მარტო სტატისტიკას ან ტიტულებს ყურადღებას მაგაზე დავა შესაძლებელია და ეგ ზოგადად ჯილდოს გადაცემის პრინციპების საკითხია. მე ვამბობ რომ თუ ეს სტანდარტები არსებობს და ვიცით ამდენიწელია რომ არსებობს და როგორც გაიცემა მაშინ რატომ უნდა მქონდეს პრეტენზია დემბელეს ოქროს ბურთზე? (მესი და რონალდო რომ თამაშითაც მაგრები იყვნენ სტატისტიკასთან და ტიტულებთან ერთად ეგ არ ითვლება, მაგათზე ვთქვი რომ სხვა დონეები არიან და 100 წელში ერთხელ იბადებიან). მეც ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, ბრაზილია მიყვარდა და რივალდოს გამო დავიწყე გულშემატკივრობა, საკაბელოებით რუსულ არხებზე ვუყურებდი და მზეზე და გაზეთებს ვყიდულობდი, ბარსელონას თამაშებზეც ვარ ნამყოფი და ქუჩაშიც გამითევია იაფად რომ გამოვსულიყავი და სასტუმრო არ ამეღო. მაგრამ მიუხედავად ამ გულშემატკივრობისა არანაირად არ მაქვს დემბელეს მიმართ რაიმე აგრესია. ვერ ილაპარაკებ განზოგადებულად რომ თითქოს რა არი ამაში გასაკვირიო რო არ გვევასებაო. ინდივიდუალურია ეგ. გოლი რომ აღნიშნა? მკიდია რავი მაგაზე არ დადის ჩემთვის ფეხბურთი რომ აგრესიულად ვიყო განწყობილი. ზოგადად არ მევასება როგორც მოთამაშე, დებილი, ტრამვიანი ფაფხურა ნიჭიერი ცხენი ფეხბურთელია. წელს ფეხები გაასწორა, მიზანი დახვეწა და კარგი სეზონი აქვს. პსჟ გუნდია, კი ყველას დამსახურებაა მარა ეგრეა სულ ერთი გამორჩეული(ძირითადად შემტევი) ხდება ოქროს ბურთის გამარჯვებული გოლების და სტატისტიკის გამო და რა ვქნათ? გავარდა ბარსა და გალიდერდა დემბელე? ვსიო მარტივია. ინერვიულე თუ გინდა კაცო შენი ნებაა მე კი არ ვუშლი ვინმეს. რაც შეეხება ადგილობრივ გულშემატკივრებს და ჩვენ. მე არ მითქვამს უფლება არ გაქვს გულშემატკივრობისთქო ან სიხარულის და სინანულის. უბრალოდ ჩვენ ქართველები როცა დავცინით რომელიმე ესპანურ იტალიურ ან სხვა ქვეყნის ბარსელონაზე ნაკლებად წარმატებულ ტიპებს ეგ არის სასაცილო და მეტი არაფერი. დაჟე სატირალია. კაია ხო ცხოვრება? დავიბადეთ აქ, ჩვენი კლუბები არ ვარგა.. მოდი ამოვირჩევ რომელიმე ძლიერ გუნდს და ვუგულშემატკივრებო. აი ბორმუნთის ფანი რომ იყოს ტიპი თუ ხმა ამოვიღო ტუტუცი ვიყო მარა ასე მარტივად რეალს ბარსელონას ბაიერნს რომ გულშემატკივრობ და ისეთ კლუბებს ამოირჩევ თასებს თასებზე რომ იგებენ. რანაირად უნდა დავცინო მაგ დროს სევილიის ან ინტერის ან ნებისმიერის ფანს? რა იმას არ შეეძლო ეგ ექნა? კაროჩე ეს ცოტა სხვა თემაა და არც შემოვალ ამაზე პოლემიკაში. მე ვუყურებ ასე ამ საკითხს და მაღიზიანებს ჩვენ და ბანგლადეშელები რომ დავცინით საფრანგეთს ჰა ჰა არგენტინამ რა "გიქენითო" ჩვენი ბულკები ხართო. ძაან სასაცილოა ეს ჩემთვის. სხვა მხრივ რაზეც გაგეხარდება ჩემო ძმაო იმაზე ინერვიულო და იმით გაისწორე.

  • Tsukuyomii27
    08 მაი 2025, 17:48

    ხალხო ნამუსი სულ დაკარგეთ? სიახლეს რატო არ დებთ? არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ ამდენი მომხმარებლის მიმართ? როგორც ვიცი ოფიციალური ფანკლუბია ეს საიტი ბარსელონასი და რაში გეკუთვნით?რეკლამებში?😀

  • Iniesta_8
    08 მაი 2025, 17:33

    ციტატა: Mascerano
    ეს დედამოხნული დაგინებულია რომ სიახლლეები არ დაიდოს თუ რახდება? 2 დღეა არაფერი იდებბბა, ძაან გაღლევდა უკვე ეს სიტი, არადა ადრე პირველი იყო სპორტულ საიტებში


    ახლა პირველი არის რეკლამების შემოტენვაში