მატჩისშემდგომი მიმოხილვა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა

ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.

დემბელემ გაიღვიძა

რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.

როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.

უიღბლობა?

რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.

გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საუკეთესოები

სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.

ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.

პიანიჩი და არტური

რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.

ფატი

ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.

აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.

ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.

კუმანი

კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.

იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (381)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    08 მაი 2025, 01:17

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: ტერ შტეგენი

    ციტატა: Bakero

    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.


    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში


    რომელიმე ხომ უნდა გავუშვათ მაშინ სამიდან.


    მე თუ მკითხავთ სამივე გასაშვებია ნუ კაი ერთი დავიტოვოთ ზამენისთვის და ვინმე ახალგაზრდა მოვიყვანოთ


    მე პენიას გავუშვებდი, ვისი სახელითაც ვარ დარეგისტრირებული იმას არა შანსს მივცემდი.

  • JustBarcaLover
    08 მაი 2025, 01:17

    ციტატა: ტერ შტეგენი

    ციტატა: Bakero

    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.


    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში


    რომელიმე ხომ უნდა გავუშვათ მაშინ სამიდან.


    მე თუ მკითხავთ სამივე გასაშვებია ნუ კაი ერთი დავიტოვოთ ზამენისთვის და ვინმე ახალგაზრდა მოვიყვანოთ

  • frenkie dejong21
    08 მაი 2025, 01:16

    ციტატა: Clever liar
    პრინციპში ჩვენ ეს პსჟ_ეს გამოგვისობდა ფინალში და რა აზრი აქ ეხლა ვისთან წავაგეთ.. მეკარე ჩვენ არ გვყავდა, მცველი, ჩამშლელი და თავდამსხმელი. მხოლოდ იამალი – ფლიკით მოიგო ასეთი ტურნირი ბადბინტონი ხოარაა 2 კაციანი :))


    ფინალის წაგებას ყველაფერი მირჩევნია
    მართლა გულის შეტევა დამემართებოდა

  • Football
    08 მაი 2025, 01:14

    Clever liar,
    აი კაცი Ძმაო, იცის

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    08 მაი 2025, 01:12

    ციტატა: Bakero

    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.


    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში


    რომელიმე ხომ უნდა გავუშვათ მაშინ სამიდან.

  • araujo4
    08 მაი 2025, 01:10

    ციტატა: Messi 10
    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო 🙂 ცხოვრება რა უცნაური რამეა


    მე მაინც ინტერის ჩემპიონობა უფრო მგონია და რა ვქნა

  • Visca barca
    08 მაი 2025, 01:08

    ლაპორტას რომ კითხო 2026-ში ჰალანდი მოყავს 100%ით და არაა წელს ფორვარდის მოყვანა საჭირო. როგორც 2023-ში მოიყვანეს

  • Clever liar
    08 მაი 2025, 01:07

    ეს ნაბიჭვარი არაუხო გადაესპერმება ეხლა სადმე და გახდება ეგრევე ვირჯილ ვან დეიკი იმბეცილ დემბელესავით, როგორ მიყვარდა და როგორ შემაზიზღა თავი. კეპლერ პეპეს უფრო დიდ პატივს ვცემ ეხლა ვიდრე ამ არარაობას..

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    08 მაი 2025, 01:06

    ციტატა: araujo4

    ციტატა: Bakero

    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.


    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში


    ხაზგასმით აღნიშნა დეკომ რო შესნის გავუხანგრძლივებთ და შტეგენი რჩებაო. თითქმის არ არის მაგის შანსი რო მეკარე მოიყვანონ


    პენიაზე რატომ არ წერენ არაფერს და ამბობენ რას უპირებენ მაგასაც იტოვებენ ალბათ.

  • Clever liar
    08 მაი 2025, 01:04

    პრინციპში ჩვენ ეს პსჟ_ეს გამოგვისობდა ფინალში და რა აზრი აქ ეხლა ვისთან წავაგეთ.. მეკარე ჩვენ არ გვყავდა, მცველი, ჩამშლელი და თავდამსხმელი. მხოლოდ იამალი – ფლიკით მოიგო ასეთი ტურნირი ბადბინტონი ხოარაა 2 კაციანი :))

  • araujo4
    08 მაი 2025, 01:03

    ციტატა: Bakero

    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.


    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში


    ხაზგასმით აღნიშნა დეკომ რო შესნის გავუხანგრძლივებთ და შტეგენი რჩებაო. თითქმის არ არის მაგის შანსი რო მეკარე მოიყვანონ

  • Bakero
    08 მაი 2025, 00:57

    საღოლ ლუის ენრიკე ! ორივე თამაში მოუგო არსენალს smiley წარმატებები ხვიჩას ლიგის მოგება ნამდვილად გამიხარდება !

  • shota333
    08 მაი 2025, 00:56

    ტურამის სტორი ნახეთ?? მე მის დედასსს შვეცციიი

  • frenkie dejong21
    08 მაი 2025, 00:56

    მაგარი მწვრთნელია რა ენრიკე

  • frenkie dejong21
    08 მაი 2025, 00:49

    აგერ ენრიკემ გაიყვანა შემტევი შემოიყვანა მცველი, იდეალურად გაყავთ დრო და აგდებენ თამაშის ტემპს,

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    08 მაი 2025, 00:47

    ერთადერთი რამაც ცოტა ხასიათი გამომიკეთა გუშინ თორნიკე შენგელიას ბარსელონაში გადმოსვლის ინფო იყო.გუშინ დაიდო ინტერნეტში.

  • Bakero
    08 მაი 2025, 00:43

    ციტატა: araujo4
    კარგად უყურომ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.


    შუა სეზონში შანსი არ გვქონდა ნორმალური მეკარის დამატების ეხლა მაინც იფიქრონ მაღალი კლასის მეკარეზე კურტუას ფაქტორი გაიხსენე რეალის წაღებულ ლიგებში

  • Messi 10
    08 მაი 2025, 00:38

    უსმან დემბელემ დიდი ალბათობით ოქროს ბურთი მოიგო 🙂 ცხოვრება რა უცნაური რამეა

  • araujo4
    08 მაი 2025, 00:36

    კარგად უყურონ ყვერმა დეკომ და ლაპორტამ, მეკარეს როლი რამხელაა. ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ მეკარის გარეშე. ლა ლიგას კი ბატონო. მოიყვანონ ტოპ მეკარე თორე კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ნანატრი ლიგის მოგება.

  • Nikolay
    08 მაი 2025, 00:30

    Დავიდ რაია კია საბარსელონე მეკარე