სეზონის წინ ცნობილი გამოცემები პროგნოზებს აქვეყნებენ, ვინ იქნება ჩემპიონი, ვინ რამდენი ტიტულით დაასრულებს, რომელ მწვრთნელს მოისვრიან ყველაზე სწრაფად და ა.შ. ამჯერად ესპანელებს თავი არ შეუწუხებიათ, სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ არც დაწყებამდე და არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პროგნოზი არ გაკეთებულა, არადა საინტერესო საქმეა, სეზონის ბოლოს გადახედავ საკუთარ პროგნოზებს და ნახავ, რა გამართლდა და რა – არა.
რადგან “ბარსამანიას” მწერლებს საქმე თავზე აყრიათ და მხოლოდ მე აღმოვჩნდი მოცლილი, მარტო შევუდგები ამ საინტერესო საქმეს, კომენტარებში კი ყველას შეუძლია თავის აზრი გამოთქვას, სეზონის ბოლოს, ის კომენტარებიც გამოქვეყნდება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ნაჩვენებ შედეგთან.
ვინ მოიგებს ლა ლიგას?
მემგონი, რომ დიდი დეჟა ვუ გველის წინ, სანდრო როსელმა დავიდ ვილა შეტენა “ატლეტიკოს”, ხოლო ბართომეუმ სუარესი, როგორ მთავრდება ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ბევრის იმედი მაქვს, იქნებ იმ წელივით ბოლო ტურამდე მივიდეს საქმე და მერე გაგვიმართლოს, მაშინ არ გაგვიმართლა, რადგან VAR არ იყო და მესის გოლი გაგვიუქმეს, ახლა კი ვნახოთ რა იქნება, მთავარი ფავორიტი “ატლეტიკოა”, რადგან “ბარსა” და “რეალი” ახალ პროექტს საჭიროებენ.
მესის ეპოქაში უიშვიათესი მოვლენაა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ლა ლიგას ყოველთვის დიდი კრიზისის შედეგად ვკარგავთ, ახლა კი კრიზისული პერიოდი სრულდება. როგორც იქნა გვშორდება კაცი, რომელსაც “ბარსას” დაცემა უკავშირდება. ამ სეზონშივე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა და ახალი სისხლიც მოვა.
ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, “ბარსა” როგორც წესი, მომდევნო წელსვე იბრუნებს ლა ლიგის ტიტულს. კუმანის “ბარსელონა” სეტიენის “ბარსაზე” ბევრად ორგანიზებული და დალაგებული გუნდია.
ამავე დროს, “ბარსას” პრაგმატიზმიც ეტყობა, რაც მცირე დოზით მაინც, ყოველთვის საჭიროა. კუმანმა მიზანს მიაღწია და გუნდი გაახალგაზრდავდა, მართალია სასურველი ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეძლო, მაგრამ ახალგაზრდები მზად არიან.
რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?
გვარდიოლამ სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები მოიტანა და მაქსიმალიზმი ნორმად აქცია. ლუის ენრიკემ სადებიუტო სეზონში “ტრიპლეტი” მოიგო, მერე ორი თასიც მიამატა და მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება დააკლდა გვარდიოლას მიღწევამდე.
ასეთი დიდი დებიუტანტები გვყოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც ასე მოხდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდი გაახალგაზრდავდა, მაგრამ ასაკი მაინც პრობლემაა, ეს კი სეზონის ბოლოს გამოიჩენს ხოლმე თავს, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნება ახალი ენერგია საჭირო.
გარდა ამისა, ცუდი მენეჯმენტის კვალი “ბარსას” ჯერ კიდევ ეტყობა. გუნდი ვარსკვლავებს ვერ იყენებს, რადგან არასწორი კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, თუ თამაშობენ სარგებელი ვერ მოაქვთ, თუ არ ითამაშებენ სიტუაცია დაიძაბება, რადგან ვარსკვლავი სკამზე, ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. მე კი არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს გუნდს, სადაც რომელიმე ფეხბურთელი ტვირთივით აწევს ძირითად შემადგენლობას.
ლიგის მერვედფინალების დრო რომ მოაღწევს, უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ეს ამბავი. კუმანი კი ახალი პრეზიდენტების არჩევანი არ ყოფილა, ერთი გვარდიოლას ექაჩებოდა, მეორე კი ჩავის ეძახდა, კუმანს კი ყველა შემთხვევაში გაგდებას უპირებდა. ასეთ ვითარებაში მშვიდად მუშაობა რთულია.
საუკეთესო ტრანსფერი
პედრი, დესტი, ტრინკაუ, პიანიჩი.
ჩემი ხმა სერჟინიოს! წესით და რიგით ყველაზე მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. წინა ტურში ვნახეთ, რომ მარცხნივაც მოუწევს ხოლმე თამაში, ეს, შესაძლოა ალბას ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო მოხდეს. ხოლო მარჯვენა ფლანგზე, მგონია, რომ ამ სეზონშივე მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
იმდენი ხანია კარგი მარჯვენა მცველი არ გვინახავს, რომ მხარდაჭერაც დიდი ექნება. დესტის ტრანსფერი არ ჰგავს სხვა ტრანსფერებს, ეს არ არის მორიგი “ბრმა ტრანსფერი”, როცა ვერავის გაუგია ფეხბურთელი რატომ მოდის გუნდში, სად უნდა ითამაშოს, ან როგორ უნდა შეძლოს გუნდთან ადაპტირება. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრა გვაქვს, როგორც სათამაშო ფილოსოფიაში, ისე ინდივიდუალურ ოსტატობაში, რომელიც “ბარსას” დონეს შეეფერება.
ძალიან მომწონს პედრიც და ტრინკაუც, პიანიჩმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს უნარი “ბარსას” დამატებითი სარგებელი მოუტანოს, მაგალითად ბურთის ჩაჭრაში და ართმევაში ორივე საყრდენს სჯობია, არც პირველი პასი დაეწუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დესტი იქნება ჩემი ფავორიტი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
იქნებ უფრო კარგი კითხვა ყოფილიყო – “სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი”? აბა, მესიზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს?! არავინ იცის სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა. მისი დარჩენის შანსები იზრდება, რადგან ბართომეუ ამ სეზონშივე მოგვცილდება, გვარდიოლა კი “სიტიში”, შესაძლოა აღარც დახვდეს, ამიტომ სადღა უნდა წავიდეს?!
სტარტი ცოტა მძიმე აქვს, გასაგებ მიზეზთა გამო, რთული დღეები გამოიარა, ვარჯიში გვიან დაიწყო, სუარესი აღარ ჰყავს გვერდით და ბევრი ცუდი სიტყვაც მოისმინა, რამაც ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ მესი მაინც მესია. ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ “პიჩიჩის” ჩაიდებს ჯიბეში. ასე მგონია.
მოტივაცია კი არ უნდა მოაკლდეს, მისი მთავარი მოტივატორი ისევ ჩვენს გზაზე აღმოჩნდა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვიხტა და ძალიან მაგარი თამაშები რომ გველის, ფაქტია.
სეზონის იმედგაცრუება
მაგალითად, სერჟი რობერტო ვერანაირად ვერ გახდება სეზონის იმედგაცრუება, რადგან მისი იმედი არც არასდროს გვქონია. ეს “ჯილდო” უნდა ერგოს ფეხბურთელს, რომელსაც ან ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ან დიდი მოლოდინი გვაქვს, ასეთები კი კლუბში მრავლად არიან.
პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, უსმან დემბელეს კვლავ აქვს შანსი სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდეს, რადგან “ბარსას” ფანები საკმაოდ დიდ სიჯიუტეში არიან მხილებულნი და მაინც სჯერათ ფრანგი გარემარბის. სჯერათ და ეიმედებათ. ერთგულებაც ასეთი უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ფანებიც აქვე არიან, მაგრამ იმედით აღსავსე ქომაგის დავიწყება არ ივარგებს.
კარგი შანსი აქვს ფრენკი დე იონგსაც, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია. ის ტერ შტეგენთან ერთად, მომავალი “ბარსას” მთავარი საძირკველია, მომავალ “ბარსაში” მესის შემდგომი “ბარსა” იგულისხმება. ფრენკი ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად უნდა იქცეს, მაგრამ საქმე ვერ მიდის კარგად. მისი კრიტიკოსები მომრავლდნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თავის ცნობილი სიზუსტეც კი ვერ აჩვენა ბოლო შეხვედრებში.
იმედგაცრუებად, შესაძლოა იქცნენ ახალმოსული ფეხბურთელები, რადგან ახალი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ელიან. თუმცა, ვარსკვლავური სტატუსით არც ერთი არ მოსულა.
ჩემი ხმა კი ანტუანს ეკუთვნის. ისევ იმას ვფიქრობ, რასაც მის მოსვლამდე ვფიქრობდი. მსგავსი სტილის ფეხბურთელი არაფერში გჭირდება, როცა მესი გყავს გუნდში. კუმანმა სეზონის წინ თავი გამოიდო, გრიზმანმა თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოსო და მარჯვენა გარემარბად გაამწესა. აგერ დეშამმაც თქვა, ანტუანი “ბარსაში” არ არის ბედნიერიო, ეს ხომ ჩვენც ვიცით?! ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარგი თამაშებიც ექნება, აი რომ გაფიქრებინებს გაიხსნა და ათამაშდაო, მაგრამ არა მგონია სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს.
იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რა სჭირს გრიზმანს, პედროს მაგალითი გამოგვადგება. გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია, შეუდარებლად მაღალი დონის, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა ტაქტიკას, ზუსტად ის ჭანჭიკი იყო, რომელიც “ბარსას” ერგებოდა, გრიზმანი კი ვერ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაღალი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ასეთი სპორტია, გუნდური თამაშია, მხოლოდ ის, რომ ვიღაცაზე მაგარი ხარ, “ბარსასთვის” საკმარისი არ არის.
საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი მივიღე:
- ლა ლიგა – ბოლო ტურამდე ბრძოლა “ატლეტიკოსთან”
- 2? ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი
- საუკეთესო ტრანსფერი – დესტი
- საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
- სეზონის იმედგაცრუება – გრიზმანი
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 3
რა უქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – გარსია
იმედგაცრუება – არაუხო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – რაფინია
საუკეთესო აისტენტი – იამალი
სეზონის აღმოჩენა – რუნი
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
)
რამდენი ტიტული – 3(ლიგა, ლალიგა, სუპერთასი)
რა იქნება მაქსიმუმი ლიგაზე? – ჩემპიონობა
საუკეთესო ტრანსფერი – გარსია
იმედგაცრუება – ოლმო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – კუბარსი (იამალის შემდეგ ამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო იქნება და იამალის თინეიჯერობა ამოვიდა ყელში
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – იამალი
საუკეთესო აისტენტი – რაფინია
სეზონის აღმოჩენა – ბერნალი
ნუ ბევრ რამეში დავეთანხმე ფეოლას, ერთადერთი საუკეთესო ვეტერანებში შესნის დავწერდი მარა ფიზიკურად იმდენი დრო აღარ ექნება რომ დასამახსოვრებელი სეზონი ქონდეს, ასე რომ ლევანას ეგ ასპარეზი ისევ თავისუფალი აქვს. რამდენადაც არაუხომ ახლა ნდობა მიიღო შეიძლება ბოლოსდაბოლოს ჩადგეს ფორმაში, ყველაზე ადვილი სათქმელია იმედგაცრუებაზე მაგის პოზიცია მარა მე ოლმო უფრო მგონია, პრესეზონი ვერ ქონდა კარგი, ისედაც წინა სეზონში იმ პირველი ტალღის მერე დააგდო ტემპი, აქეთ ფერმინი თავს იგიჟებს, გავიც თავისას მოითხოვს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს რაფინიაც ათიანზე განიხილება თუ რაშფორდი კარგად ითამაშებს, ასე რომ ოლმოსთვის მძიმე სეზონი იქნება ჩემი აზრით ღმერთმა ქნას აქ ვცდებოდე. იამალი დაგვპირდა და პრესეზონზეც გამოჩნდა რომ ამ სეზონში გატანა უნდა მეტად და ასრულებს ხოლმე ეგ ბავშვი თავის სიტყვას, ხოდა ეგ თუ გაიტანს რაფინია უფრო მეტ ასისტებს დააგროვებს ასე მგონია, პედრიც მოიაზრება აქ რათქმაუნდა თუმცა პედრი იმდენად არაა შეტევაში ჩართული რომ ყველაზე მეტი ასისტი ქონდეს. ბერნალიც ალბათ მოასწრებს გაბრწყინებას კონკურენციის მიუხედავად. ტიტულებს რაც შეეხება შეიძლება კოპას არ შეაკლან თავი, ამიტომ სადღაც ჩაეხსნებიან ალბათ, ლალიგაც ასე ხელისგულზე არაა დადებული რომ მარტივად დავითრიოთ მარა ფლიკი ფლიკია და იზამს რამეს. ესაა ჩემი პროგნოზები, ეს ტრადიცია ძალიან მომწონს და იმედია კიდევ დიდხანს გააგრძელებს ფეოლა.
ბარსელონას მართველობაში არ ნერვიულობენ თუ ფრენკი დეიონგი კონტრაქტს არ გააგრძელებს და გაისად უფასოდ წავა. ისინი თვლიან, რომ გუნდში სამი ფეხბურთელია ვისაც ფრენკის შეცვლა შეუძლია. გავი, კასადო და ბერნარი.😂😂😂 ბევრჯერ დავწერე აქ რომ ფრენკს სამი წელია უგრძლებენ და ვერაფრით გაუგრძელეს, გამოგვისმევს ერთ ადგილას და უფასოდ წავათქო და აგერ, ბარსელონას პრესის სტატიაა🤣 ამას სიდებილე არ ქვია, ეს ყველაფერი როგორც იმართება გუნდი, როგორც იყიდებიან ( უფრო სწორად ) ჩუქდებიან ფეხბურთელები არის 1) უცოდინარ უუნარობა 2) დივერსია და მტრობა და მავნებლობა კლუბის და შეიძლება იყოს მესამე, ჩვეულებრივი კორუფცია საიდანაც ფული მიდის ლაპორტას ჯიბეში🤬 სხვა ლოგიკური ახსნა მე არ მაქვს. ორ წელზე მეტია ტიპს უხანგძლივებენ, უხანგძლივებენ და ვერ გაუხანგძლივეს, მაშინ როცა ვითომ ყველა
მხარე თანახმაა. ამასობაში მივედით კონტრაქტის ბოლო წლამდე. ან ერთ თვეში და შემდეგ ზამთარში გავუხანგძლივებთ, ან დავკარგავთ სუულ ცოტა 50-60 მილიონს. იმიტომ რომ ზამთარში არც გაახანგძლივებს და არც თავს გააყიდინებს, სულ რომ სკამზე დასვან როგორმე გაძლებს შემდეგ ზაფხულამდე, შემდეგ უფასოდ წავა ინგლისში და მარტო კონტრაქტის გაფორმებისას მიიღებს ერთ 40 მილიონს. ეს არის ფაქტი და ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თვალწინს, კლუბი კარგავს დიდ ფულს მაშინ როცა უფულობისთვის ამ კლუბის ისტორიის დამწერი კაცი დაკარგეს ხელფასის გამო და ატირებული გაუშვეს. აქ წერთ რომ უყვარს თურმე გასიებულს ბარსელონა🤬 ისე ამას მოვუტკან ოჯახი და დეკო ზემოდან🤬 ეს არის ან ჩამოყალიბებული იდიოტი ან ამ კლუბის მტერი, მე სიმართლე გითხრათ აფერისტი იდიოტი მგონია. თქვენ თავად გადაწყვიტეთ.
აი რას წერს სპორტ ექსპრესი ლა ლიგაზე:https://www.sport-express.ru/football/spain/news/na-glavu-la-ligi-tebasa-podali-v-sud-za-razglashenie-konfidencialnoy-informacii-o-barselone-2350511
ლა ლიგის პრეზიდენტ ტებასს ბარსელონას შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისთვის უჩივლეს.
ესპანეთის სპორტში გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ტრიბუნალის ხელმძღვანელმა, მიგელ ანხელ გალანმა, ლა ლიგის ხელმძღვანელ ხავიერ ტებასს ბარსელონას შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშაულა, იუწყება გაზეთი AS.
მან ესპანეთის სპორტულ ტრიბუნალს (TAD) 50-გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა. წყაროს ცნობით, ტებასმა კატალონიური კლუბის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით ხუთი დარღვევა დაუშვა.
კერძოდ, აპრილში, ლა ლიგამ კატალონიელები „კამპ ნოუს“ სტადიონის რესტავრაციის დროს ფინანსური სამართლიანი თამაშის დარღვევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, გალანმა ტებასი დაგმო თავდამსხმელი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე ბარსელონას მოლაპარაკებების დროს „ატლეტიკთან“ შეხვედრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მედიის ცნობით, „ბლაუგრანამ“ ფეხბურთელისა და მისი აგენტის კლუბში გადასვლაზე დარწმუნება მოახერხა, უილიამსმა მას კონტრაქტი „ატლეტიკთან“ გაახანგრძლივა. აღნიშნულია, რომ ტებასს შეეძლო მოთამაშის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა.
ლა ლიგის ხელმძღვანელობამ გალანის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თუ ლიგის პრეზიდენტის ბრალეულობა დამტკიცდება, ის შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
ის რო ატლეტიკის ხელმძღვანელობა ტებასს შეხვდა ჩვენც ვიცოდით, ისიც ითქვა რომ ტებასმა ატლეტიკს შეატყობინა ბარსელონა უილიამსის დარეგისტრირებას ვერ მოახერხებსო და საბუთებიც წარუდგინა, მაგრამ ეს თუ ტებასის მოხსნის საფუძველი გახდებოდა ნამდვილად არ მეგონა.
გეთანხმები 💯%
ლა ლიგა- რეალი
რამდენი ტიტული-1
საუკეთესო ტრანსფერი-ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი-იამალი
იმედგაცრუება-დე კონგი
საუკეთესო ვეტერანი-ლევანდოვსკი
საუკეთესო ახალგაზრდა-იამალი
საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი-რაფინია
აღმოჩენა-მარკ კადაფი
ჩემპიონთა ლიგაზე- ნახევარფინალი
ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, ეს პირველი სანაკრებო მაინც დასრულდეს და მერე ვნახოთ. ისიც კი საინტერესოა სეზონის ბოლომდე რამდენი ახალგაზრდა მიაღწევს ტრამვის გარეშე.
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 3 (ლალიგა, სუპერ კოპა, კოპა დელ რეი)
საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი – რაფინია
იმედგაცრუება – ფერან ტორესი
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
საუკეთესო აისტენტი – იამალი
აღმოჩენა – კასადო
მაქსიმუმი ჩემპ ლიგაზე – ნახ ფინალი
ჩემპიონი-ბარსა
ტიტულების რაოდენობა-3
საუკეთესო შედეგი ლიგაზე-არვიცი
საუკეთესო ტრანსფერი-ოლმო
საიკეთესო ფეხბურთელი-კუნდე/იამალი/რაფინია
საუკეთესო თინეიჯერი-იამალი
საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდდოვსკი
საუკეტეთესო ასისტენტი-იამალი
ბევრს შეყავს ფატი ნომინაციაში . თუ მასე მოხდა და მართლა გაგვაოცებს მაშინ ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფს რადგან გინდა კრაიზე გინდა ცენტრში სადაც დადგება მაგის ადგილას მომავალ წელს მაინც დაგვჭირდებოდა გაძლიერება. ჩათვალე 70-100 მ მოგვიხსნის
რაფინია კარგად იცვლის პოზიციებს. შუაშიც შემოდის ხან და ფლანგს ბალდეს უთმობს. მომატებული აქ აშკარად
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 1
საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
იმედგაცრუება – არაუხო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – კასადო
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
საუკეთესო აისტენტი – რაფინია
რაფინია ძაან მაგარია მარცხნივ, დაჟე მარჯვნივ არ უთამაშია ეგრე როგორც მარცხნივ ითამაშა ვალიადოლიდთან, ვნახოთ იმედია ეგრე გააგრძელებს და შერჩება ეგ პოზიცია და მარჯვნივ იამალი იქნება
მგონია რომ ზამთრის სატრანსფეროზე ვიაქტიურებთ , მანამდე ნაიკთან დაიდება ხელშეკრულება და გაყიდვითაც მგონია გაყიდიან ცოტას , შესაბამისად ამ გუნდს კიდე რომ გააძლიერებენ ლა ლიგას დავდებთ რადგან მარათონია და არასდროს იცი რა მოხდება მიუხედავად იმისა რომ რეალს სასწაული ფეხბურთელები ყავს ფურცელზე , მოედანზე შთაბეჭდილებები ჯერ არაა , არეულია , დალაგდებიან მაგრამ დიდხანს ვერა ასე მგონია , კოპას რაც შეეხება მანდაც მგონია რომ ტრიუმფი ჩვენი იქნება , უჩლზე 1/2 სასწაული იქნება მე მაინც 1/4 მგონია მაგრამ დაველოდოთ როგორ დალაგდება და ვინ შეგვხვდება , რაც შეეხება დანარჩენს.
1. ბარსა
2. 2 ტიტული (ლა ლიგა და კოპა )
3. საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო.
4. საუკეთესო ფეხბურთელი – ოლმო
5. იმედგაცრუება – შტეგენი
6. ვეტერანი – ლევანდოვსკი.
7. თინეიჯერი – ლამინე
8. ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
9. საუკეთესო ასისტენტი – ლამინე
10. აღმოჩენა – ფატი ( მგონია რომ ძალიან გაგვაოცებს , ბერნალს რომ არ მიეღო ტრავმა უკონკურენტო იქნებოდა , კასადო არამგონია , პაუ ვიქტორიც ჯერ არაა მზად და დროც არ ეთმობა , აი ფატი კი მგონია რომ აუცილებლად გამოიყენებს ბოლო შანსს და კარგად ითამაშებს , ფლიკის ხელში მოიხოდება ასე მგონია..)
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 2
საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
იმედგაცრუება – არაუხო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
საუკეთესო აისტენტი – იამალი
ტიტული – 2
საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი – ოლმო
იმედგაცრუება – კასადო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
ბომბარდირი – ლევანდოვსკი
ასისტენტი – პედრი
კასადო ვერ იქნება იმედგაცრუება, სულ რომ ნული იყოს და ვერაფერი ქნას. იმიტომ, რომ მისგან ისედაც არავინ არაფერს ელის.
ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსელონა
ტიტული – 2
საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი – ოლმო
იმედგაცრუება – კასადო
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
ბომბარდირი – ლევანდოვსკი
ასისტენტი – პედრი
1. ბარსელონა.
2. 2 ტიტული (ლა ლიგა & ჩემპიონთა ლიგა).
3. საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო.
4. საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი.
5. იმედგაცრუება – არაუხო.
6. ვეტერანი – ლევანდოვსკი.
7. თინეიჯერი – კუბარსი.
8. ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
9. საუკეთესო ასისტენტი – რაფინია.
10. აღმოჩენა აღარ ეწერა ბოლო სიაში – ფატი
ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
რამდენი ტიტული – 2
საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
საუკეთესო ფეხბურთელი – რაფა
იმედგაცრუება – ტერ შტეგენი/დე იონგი
საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
საუკეთესო აისტენტი – იამალი
მოდი ვიყოთ ოპტიმისტები ჯერ არ ვიცით როგორ გაძლიერდება გუნდი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე და 2 ტიტული ვივარაუდოთ