ელ კლასიკო გარი ლინეკერის თვალით
"ბარსას" ყოფილი ფორვარდი რომელსაც თავის დროზე "მადრიდის" კარში ჰეთთრიქი აქვს შესრულებული მოახლოვებულ კლასიკოზე საუბრობს. გარი ლინეკერი დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მიმომხილველია, "ბარსა" განსაკუთრებით უყვარს მიუხედავად იმისა, რომ კრუიფმა დაიწუნა, ნელ-ნელა ჩააჩოჩა და მერე წასვლისკენაც უბიძგა. მისი აზრის მოსმენა ყოველთვის საინტერესოა:
"რას ველი და გოლებს, ვერ წარმომიდგენია, რომ "ბარსამ" თავის თავს უღალატოს, ითამაშებენ მაღალი დაცვით, მაღალი რისკით, შეცდომების ზღვარზე. მეორე მხრივ, "რეალს" ვინისიუსი და მბაპე ჰყავს, იდეალური მოცემულობაა მათთვის. თუ ლამინე ფორმაში იქნება "ბარსა" 4:3 მოიგებს".
კლასიკოს დამატებითი ინტრიგა არასდროს სჭირდება, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა მაინც თავისას აკეთებს. ახლა კი "მადრიდი" ორი ქულით უსწრებს "ბარსას". ეს მატჩი პირველი ნახევრისთვის გადამწყვეტი იქნება.
კლასიკოს დამატებითი ინტრიგა არასდროს სჭირდება, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა მაინც თავისას აკეთებს. ახლა კი "მადრიდი" ორი ქულით უსწრებს "ბარსას". ეს მატჩი პირველი ნახევრისთვის გადამწყვეტი იქნება.
"კლასიკოს მოგება 3 ქულაზე მნიშვნელოვანია, ინგლისში ასეთ თამაშს უწოდებენ შეხვედრას სადაც გასავარდნ ზონაში მყოფი კლუბები დასარჩენად იბრძვიან, ესპანეთში სხვა ამბავია, კლასიკოს თუ მოიგებ როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი რაღაც კარგი მაინც გექნება სათქმელი. კლასიკოში გამარჯვება მთელი სეზონის მარათონში საჭირო ენერგიას განიჭებს".
ლინეკერმა აზრი გამოთქვა ინგლისელებზეც - ტრენტზე, ბელინგემსა და მარკუს რაშფორდზე:
"დიდებული ფეხბურთელები არიან. ცხოვრებისეული მიღწევაა "მადრიდში" და "ბარსაში" თამაში. "ბარსა" ფილოსოფიას არ ღალატობს და თავად ზრდის ვარსკვლავებს, "მადრიდის" კი საუკეთესოები მოჰყავს, ეს ყოველთვის ასე იყო".
ლინეკერი "ევერტონიდან" "ბარსელონაში" 2.8 მილიონ ფუნტად გადავიდა. 1986 წლის მუნდიალზე გაიბრწყინა, ექვსი გოლი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ მარადონას არგენტინასთან დამარცხდა. მუნდიალის მერე "ბარსას" მაისურა მოირგო და სადებიუტო შეხვედრაშივე დუბლი შეასრულა. მერე იყო იანვრის კლასიკო სადაც ჰეთთრიქი შეასრულა.
"ჰეთთრიქი კლასიკოში წარმოუდგენელი ამბავია, დღემდე არ მჯერა. იმ დროში "კამპ ნოუზე" 120'000 ადამიანი ეტეოდა. კინაღამ დაინგრა იქაორობა, როცა საწყის ხუთ წუთში ორი გოლი შევაგდე. მერე მესამე შევაგდე, "მადრიდმა" ორი გოლი გაქვითა და ამის მერე ვფიქრობდი - ოღონდ ახლა გადავრჩეთ, ოღონდ ეს ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს... ასეთი მატჩები ყოველთვის საუკეთესოდ ამახსოვრდებათ".
გავიდა რამდენიმე კვირა და "ბერნაბეუზე" ესპანეთმა ინგლისს უმასპინძლა, ამხანაგურ მატჩში. ინგლისმა 4:2 მოიგო და ლინეკერმა პოკერი შეასრულა, სულ რაღაც 32 წუთში.
"როგორც კი "ბარსელონაში" მოხვდები "მადრიდის" სიძულვილს იწყებ, აქ გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ფეხბურთია, პოლიტიკა, ისტორია, ფრანკო... ყველა გიხსნის ყველაფერს, სტადიონი იყო ერთადერთი ადგილი სადაც კატალონიელებს საკუთარი იდენტობის გამოხატვა შეეძლოთ. როცა "ბერნაბეუზე" პოკერი შევასრულე ერთ-ერთი კატალონიური გამოცემა წერდა - "ბარსელონელმა ლინეკერმა ესპანეთს ოთხჯერ გაუტანა" - ეს დღემდე შენახული მაქვს, დღემდე ჩემი საყვარელი ჰედლაინია".
ლინეკერი ვენეიბლზის თხოვნით მიიყვანეს, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალის წაგების მერე (სტიაუასთან) წასვლა მოუწია, არაგონესი მივიდა კლუბში და ლინეკერი მასაც შეეწყო, მაგრამ ნუნიესს მთელი გუნდი აუჯანყდა და ნუნიესმაც მთელი გუნდი დაითხოვა თავისი მწვრთნელიანად, მერე კრუიფი მოვიდა და კრუიფთან ვეღარ დალაგდა ინგლისელი იოჰანი მას გარემარბად ათამაშებდა.
"ბევრი გამქონდა იქამდე, სანამ კრუიფი ფლანგზე გადამისვრიდა, ნაწყენი დავრჩი რადგან არც უცდია ჩემთვის რაიმეს ახსნა, უბრალოდ ასე გადაწყვიტა და მორჩა. დათრგუნული ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემი მოცილება სურდათ, ამან ბევრი რამ მასწავლა. კრუიფი უაღრესად განათლებული მწვრთნელი იყო, მაგრამ მე მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია".
"ბარსელონა" მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი კლუბია, მაგრამ ამავე დროს საგიჟეთია, იქ ყოველთვის რაღაც ხდება მოედნის მიღმა, მაგრამ ამავე დროს კლუბს თავისი მაგია აქვს. იმედი მაქვს მომდევნო კლასიკო "კამპ ნოუზე" გაიმართება. ლაპორტას რამდენჯერმე შევხვედრილვარ, ქარიზმატული ადამიანია".
"მახარებს მარკუსის სათამაშო ფორმა, ძალიან კარგად დაიწყო, უნიჭიერესი ფეხბურთელია, წინა სამ პოზიციაზე თავისუფლად შეუძლია თამაში, რა თქმა უნდა, მარცხნივ ყველაზე კარგია. დრო სჭირდებოდა ადაპტირებისთვის და ეს ეტაპი უკვე გავლილია. კლასიკოში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
1 2

კომენტარები [ 30 ]