გარი ლინეკერი: პედრი განსაკუთრებული ფეხბურთელია
წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და დღეს სპორტული ჟურნალისტი გარი ლინეკერი "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავზე, პედრიზე საუბრობს.
პედრი მიყვარს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.
ეს ფეხბურთელი სხვებისგან გამორჩეულია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა, შესაძლოა, საუკეთესოც.
პედრის დიდი მომავალი აქვს. ის ბევრს მუშაობს და გარდა ამისა, ძალიან ნიჭიერიცაა.
- ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Marca.
"ბარსელონაში" თამაშის გამოცდილება ლინეკერსაც აქვს. 1986-1989 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით გამართულ 138 მატჩში 51 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ლინეკერი ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსელონაში" ბოლო 100 წლის განმავლობაში უთამაშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]