ელ კლასიკო გარი ლინეკერის თვალით

ელ კლასიკო გარი ლინეკერის თვალით

    "ბარსას" ყოფილი ფორვარდი რომელსაც თავის დროზე "მადრიდის" კარში ჰეთთრიქი აქვს შესრულებული მოახლოვებულ კლასიკოზე საუბრობს. გარი ლინეკერი დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მიმომხილველია, "ბარსა" განსაკუთრებით უყვარს მიუხედავად იმისა, რომ კრუიფმა დაიწუნა, ნელ-ნელა ჩააჩოჩა და მერე წასვლისკენაც უბიძგა. მისი აზრის მოსმენა ყოველთვის საინტერესოა: 
"რას ველი და გოლებს, ვერ წარმომიდგენია, რომ "ბარსამ" თავის თავს უღალატოს, ითამაშებენ მაღალი დაცვით, მაღალი რისკით, შეცდომების ზღვარზე. მეორე მხრივ, "რეალს" ვინისიუსი და მბაპე ჰყავს, იდეალური მოცემულობაა მათთვის. თუ ლამინე ფორმაში იქნება "ბარსა" 4:3 მოიგებს".

კლასიკოს დამატებითი ინტრიგა არასდროს სჭირდება, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა მაინც თავისას აკეთებს. ახლა კი "მადრიდი" ორი ქულით უსწრებს "ბარსას". ეს მატჩი პირველი ნახევრისთვის გადამწყვეტი იქნება. 
"კლასიკოს მოგება 3 ქულაზე მნიშვნელოვანია, ინგლისში ასეთ თამაშს უწოდებენ შეხვედრას სადაც გასავარდნ ზონაში მყოფი კლუბები დასარჩენად იბრძვიან, ესპანეთში სხვა ამბავია, კლასიკოს თუ მოიგებ როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი რაღაც კარგი მაინც გექნება სათქმელი. კლასიკოში გამარჯვება მთელი სეზონის მარათონში საჭირო ენერგიას განიჭებს". 
ლინეკერმა აზრი გამოთქვა ინგლისელებზეც - ტრენტზე, ბელინგემსა და მარკუს რაშფორდზე: 
"დიდებული ფეხბურთელები არიან. ცხოვრებისეული მიღწევაა "მადრიდში" და "ბარსაში" თამაში. "ბარსა" ფილოსოფიას არ ღალატობს და თავად ზრდის ვარსკვლავებს, "მადრიდის" კი საუკეთესოები მოჰყავს, ეს ყოველთვის ასე იყო". 
ლინეკერი "ევერტონიდან" "ბარსელონაში" 2.8 მილიონ ფუნტად გადავიდა. 1986 წლის მუნდიალზე გაიბრწყინა, ექვსი გოლი შეაგდო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ მარადონას არგენტინასთან დამარცხდა. მუნდიალის მერე "ბარსას" მაისურა მოირგო და სადებიუტო შეხვედრაშივე დუბლი შეასრულა. მერე იყო იანვრის კლასიკო სადაც ჰეთთრიქი შეასრულა. 
"ჰეთთრიქი კლასიკოში წარმოუდგენელი ამბავია, დღემდე არ მჯერა. იმ დროში "კამპ ნოუზე" 120'000 ადამიანი ეტეოდა. კინაღამ დაინგრა იქაორობა, როცა საწყის ხუთ წუთში ორი გოლი შევაგდე. მერე მესამე შევაგდე, "მადრიდმა" ორი გოლი გაქვითა და ამის მერე ვფიქრობდი - ოღონდ ახლა გადავრჩეთ, ოღონდ ეს ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს... ასეთი მატჩები ყოველთვის საუკეთესოდ ამახსოვრდებათ". 
გავიდა რამდენიმე კვირა და "ბერნაბეუზე" ესპანეთმა ინგლისს უმასპინძლა, ამხანაგურ მატჩში. ინგლისმა 4:2 მოიგო და ლინეკერმა პოკერი შეასრულა, სულ რაღაც 32 წუთში. 
 
"როგორც კი "ბარსელონაში" მოხვდები "მადრიდის" სიძულვილს იწყებ, აქ გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ფეხბურთია, პოლიტიკა, ისტორია, ფრანკო... ყველა გიხსნის ყველაფერს, სტადიონი იყო ერთადერთი ადგილი სადაც კატალონიელებს საკუთარი იდენტობის გამოხატვა შეეძლოთ. როცა "ბერნაბეუზე" პოკერი შევასრულე ერთ-ერთი კატალონიური გამოცემა წერდა - "ბარსელონელმა ლინეკერმა ესპანეთს ოთხჯერ გაუტანა" - ეს დღემდე შენახული მაქვს, დღემდე ჩემი საყვარელი ჰედლაინია". 
ლინეკერი ვენეიბლზის თხოვნით მიიყვანეს, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალის წაგების მერე (სტიაუასთან) წასვლა მოუწია, არაგონესი მივიდა კლუბში და ლინეკერი მასაც შეეწყო, მაგრამ ნუნიესს მთელი გუნდი აუჯანყდა და ნუნიესმაც მთელი გუნდი დაითხოვა თავისი მწვრთნელიანად, მერე კრუიფი მოვიდა და კრუიფთან ვეღარ დალაგდა ინგლისელი იოჰანი მას გარემარბად ათამაშებდა. 
"ბევრი გამქონდა იქამდე, სანამ კრუიფი ფლანგზე გადამისვრიდა, ნაწყენი დავრჩი რადგან არც უცდია ჩემთვის რაიმეს ახსნა, უბრალოდ ასე გადაწყვიტა და მორჩა. დათრგუნული ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემი მოცილება სურდათ, ამან ბევრი რამ მასწავლა. კრუიფი უაღრესად განათლებული მწვრთნელი იყო, მაგრამ მე მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია". 
"ბარსელონა" მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი კლუბია, მაგრამ ამავე დროს საგიჟეთია, იქ ყოველთვის რაღაც ხდება მოედნის მიღმა, მაგრამ ამავე დროს კლუბს თავისი მაგია აქვს. იმედი მაქვს მომდევნო კლასიკო "კამპ ნოუზე" გაიმართება. ლაპორტას რამდენჯერმე შევხვედრილვარ, ქარიზმატული ადამიანია". 
"მახარებს მარკუსის სათამაშო ფორმა, ძალიან კარგად დაიწყო, უნიჭიერესი ფეხბურთელია, წინა სამ პოზიციაზე თავისუფლად შეუძლია თამაში, რა თქმა უნდა, მარცხნივ ყველაზე კარგია. დრო სჭირდებოდა ადაპტირებისთვის და ეს ეტაპი უკვე გავლილია. კლასიკოში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება". 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #29 Sunday, 14:07
    1
    ციტატა: shu1987
    თუ 4-3-3 დაიწყებს ბარსა და ფერანი იქნება ფორვარდი ძაან გაგვიჭირდება, მე ვფიქრობ 4-4-2 უნდა დაიწყოს და ცენტრი მოუგოს რის ხარჯზეც ფერმინი და პედრი შეტევასაც დაეხმარება , თუ ცენტრი მოგვიგეს შანსი არ გვექნება და ისედაც არეულ დაცვას უფრო მეტი დატვირთვა ექნება რაც კიდე უფრო მეტ შეცდომებს მოიტანს. ნახევარდაცვაზეა დამოკიდებული რამდენადაც დაიჭერენ ბურთს იმდენად ნაკლები ხიფათი შეიქმნება კართან და შეტევასაც მეტად მეტი შანსი ექნება, თანამედროვე ფეხბურთს იგებს ის ვისი ნახევარდაცვაც მოწოდების სიმაღლეზეა დაცვით თუ შეტევით პოტენციალში. ნუ იამალის სეირნობა არ გამოვა ჯერ რა დაამტკიცა მესი ხოარაა დადის 90-წუთიდან 60-წუთი კიაქვს სასწაული პასები და მომენტები მაგრამ დღეს 100 კიარა 1000 პროცენტით უნდა დაიხარჯოს ყველა ისე ძაან რთულია დღეს მოგება , თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება ბევრჯერ ცუდ მდგომარეობაში მყოფებსაც გაგვიმწარებია მადრიდელი ჩათლახები. სტატისტიკებს დებენ წინა საუკუნეში მეფე რომ იარაღებით ადგა თავზე ბარსელონას სასტავს და აბა მოეგოთ, ბოლო 20 წელი აიღოს ნებისმიერმა თუნდაც 30 და ნახავენ ურთიერთშეხვედრებში რაც ხდება , ლიგა ლიგაო და ლალიგა რამდენჯერ მოუგო ბოლო წლებში რეალმა ბარსას ან ყველაზე დიდი ანგარიშით მეფის დროს რომ იხსენებენ ბარსამ ბერნაბეუ კამპნოუდ რომ აქცია ნუ ივიწყებენ👌 მადრიდელ ჩათლახებს ნუ ემსგავსება ქართველი ფანობა ობიექტურობას ნუ დაკარგავთ, დღეს თუ რეალი მოიგებს არაფერი სასწაული არ იქნება მაგრამ ბარსა თუ მოიგებს რეალის დიდი სირცხვილი იქმება მიზეზები ბევრია ასე რომ მიაყენოს ნებისმიერმა ბარსასთან👌✊️

    ზანგების მოგებული ცენტრი არ გაიშვა, როდის იყო რეალი ბარსას ცენტრს უგებდა, მათი კოზირი კონტრშეტევებია, დიდი ყურადღება მართებთ ვინიციუსი მბაპეს გასაჩერებლად
    Culé [?]
    #28 Sunday, 13:31
    1
    თუ 4-3-3 დაიწყებს ბარსა და ფერანი იქნება ფორვარდი ძაან გაგვიჭირდება, მე ვფიქრობ 4-4-2 უნდა დაიწყოს და ცენტრი მოუგოს რის ხარჯზეც ფერმინი და პედრი შეტევასაც დაეხმარება , თუ ცენტრი მოგვიგეს შანსი არ გვექნება და ისედაც არეულ დაცვას უფრო მეტი დატვირთვა ექნება რაც კიდე უფრო მეტ შეცდომებს მოიტანს. ნახევარდაცვაზეა დამოკიდებული რამდენადაც დაიჭერენ ბურთს იმდენად ნაკლები ხიფათი შეიქმნება კართან და შეტევასაც მეტად მეტი შანსი ექნება, თანამედროვე ფეხბურთს იგებს ის ვისი ნახევარდაცვაც მოწოდების სიმაღლეზეა დაცვით თუ შეტევით პოტენციალში. ნუ იამალის სეირნობა არ გამოვა ჯერ რა დაამტკიცა მესი ხოარაა დადის 90-წუთიდან 60-წუთი კიაქვს სასწაული პასები და მომენტები მაგრამ დღეს 100 კიარა 1000 პროცენტით უნდა დაიხარჯოს ყველა ისე ძაან რთულია დღეს მოგება , თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება ბევრჯერ ცუდ მდგომარეობაში მყოფებსაც გაგვიმწარებია მადრიდელი ჩათლახები. სტატისტიკებს დებენ წინა საუკუნეში მეფე რომ იარაღებით ადგა თავზე ბარსელონას სასტავს და აბა მოეგოთ, ბოლო 20 წელი აიღოს ნებისმიერმა თუნდაც 30 და ნახავენ ურთიერთშეხვედრებში რაც ხდება , ლიგა ლიგაო და ლალიგა რამდენჯერ მოუგო ბოლო წლებში რეალმა ბარსას ან ყველაზე დიდი ანგარიშით მეფის დროს რომ იხსენებენ ბარსამ ბერნაბეუ კამპნოუდ რომ აქცია ნუ ივიწყებენ👌 მადრიდელ ჩათლახებს ნუ ემსგავსება ქართველი ფანობა ობიექტურობას ნუ დაკარგავთ, დღეს თუ რეალი მოიგებს არაფერი სასწაული არ იქნება მაგრამ ბარსა თუ მოიგებს რეალის დიდი სირცხვილი იქმება მიზეზები ბევრია ასე რომ მიაყენოს ნებისმიერმა ბარსასთან👌✊️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 Sunday, 12:49
    0
    ციტატა: LEVANII
    10 წელზე მეტია ამ საიტს ვსტუმრობ და ესეთი რაღაც არ მახსოვს ჯერ რეკლამებით რამდენი მომხმარებელი გააქციეთ და ახლა საერთოდ აღარ აქცევთ ყურადღებას. Ესეთი მნიშვნელოვანი მატჩია პირველ რიგში ეს საიტი უნდა ქმნიდეს ელ კლასიკოს განწყობას შემოდიხარ იმედი გაქ ახალ ამვებს გაიგებ ხალხის აზრს მოისმენ ან შენ გაუზიარებ მაგრამ რათ გინდა არაფერი ხდება არვიცი რატო ხდება ესე თქვენი შიდა სამზარეულოა მაგრამ პირველ რიგში მომხმარებლებს უნდა ითვალისწინებდეთ რომლებიც ამ საიტს წლებია ყოველდღიურად სტუმრობენ

    ჰალაზე ათი სიახლე მაინც დევს კლასიკოზე, გუშინ განაცხადიც კი დადო რეალმა და აქ კაცის ჭაჭანება არ არის, რო რამე დაგვიწერონ. ლაპორტას სიზარმაცე ხო არ გადაგედოთ? ფრთხილად იყავით ხედავთ რამხელა ღიპი მოეზარდა უსაქმურობისგან.
    წევრი [?]
    #26 Sunday, 12:14
    3
    10 წელზე მეტია ამ საიტს ვსტუმრობ და ესეთი რაღაც არ მახსოვს ჯერ რეკლამებით რამდენი მომხმარებელი გააქციეთ და ახლა საერთოდ აღარ აქცევთ ყურადღებას. Ესეთი მნიშვნელოვანი მატჩია პირველ რიგში ეს საიტი უნდა ქმნიდეს ელ კლასიკოს განწყობას შემოდიხარ იმედი გაქ ახალ ამვებს გაიგებ ხალხის აზრს მოისმენ ან შენ გაუზიარებ მაგრამ რათ გინდა არაფერი ხდება არვიცი რატო ხდება ესე თქვენი შიდა სამზარეულოა მაგრამ პირველ რიგში მომხმარებლებს უნდა ითვალისწინებდეთ რომლებიც ამ საიტს წლებია ყოველდღიურად სტუმრობენ
    ფანი [?]
    #25 Sunday, 12:00
    0
    რამდენიმე საათში დაიწყება ფეხბურთის საუკეთესო მატჩი და აქ ისევ გარი ლინკერის სტატიაა 😓🤦🏻‍♂️

    ციტატა: Lasha Mamuladze
    PUIOL5, ჩაკვდომის რა გითხრა, ირბენენ და იბრძოლებენ კიდევაც, თან ეს რეალიც არ არი ისეთ ხოდზეც რო ვიფიქროთ უეჭველი მოიგებენ თქო, უბრალოდ რეალის მოგება იმიტო მგონია, რომ ისეთი ხალხი გვაკლია ვისი თამაშის შემთხვევაშიც ვიტყოდი, რო მოვუგებთ თქო რა, ისე მგონი მადრიდელებსაც აქვთ დანაკლისი ხოოო?? ვინმემ რამე იცით რა ხდება იმათ ლაზარეთში ან სავარაუდოდ რა შემადგენლობას აყენებენ??

    მაგათ ისეთი დანაკლისი არ აქვთ ვისაც ვერ შეცვლია. ჩვენთვის კი გარსია რაფინია და ლევანა უდიდესი დანკილისია, ფაქტობრივად ნახევარი გუნდია.იმედია მოვიგებთ.
    გულშემატკივარი [?]
    #24 Sunday, 11:51
    0
    JustBarcaLover, [მადლობაა….ისე ამ საიტზე რამე რო იდებოდეს კარგი იქნებოდა…რავი ელ კლასიკოაა მაინც
    ფანი [?]
    #23 Sunday, 11:45
    0
    სტადიონს გადახურავენო მგონი ბერნაბეუს და ისე ითამაშებენ ფაბრიციოს უდევს



    იამალს სთორიზე უდევს ბერნაბეუზე გატანილი გოლი



    იამალს ახალი ვარცხნილობა აქ



    დეიონგი ფერანი და კუნდე მზად არიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 Sunday, 11:02
    1
    დადეთ რამე ეს დედააფეთქებული. თუ არადა გააიქმეთ საიტი და ეგ იქნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #21 Sunday, 10:23
    1
    Lasha Mamuladze, რუდიგერი და ალაბა არ ეყოლებათ მაგათ. ჰიუსენი, არნოლდი და კარვახალი ზუსტად კლასიკომდე დაუბრუნდნენ ლაზარეთიდან. მეც თქვენნაირ აზრზე ვარ არ არის ეს რეალი ხოდზე, რაც ამათ თამაშებს ვუყურე წელს დალაგებული გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მბაპეზე არიან დამოკიდებული ზედმეტად.
    გულშემატკივარი [?]
    #20 Sunday, 10:17
    0
    PUIOL5, ჩაკვდომის რა გითხრა, ირბენენ და იბრძოლებენ კიდევაც, თან ეს რეალიც არ არი ისეთ ხოდზეც რო ვიფიქროთ უეჭველი მოიგებენ თქო, უბრალოდ რეალის მოგება იმიტო მგონია, რომ ისეთი ხალხი გვაკლია ვისი თამაშის შემთხვევაშიც ვიტყოდი, რო მოვუგებთ თქო რა, ისე მგონი მადრიდელებსაც აქვთ დანაკლისი ხოოო?? ვინმემ რამე იცით რა ხდება იმათ ლაზარეთში ან სავარაუდოდ რა შემადგენლობას აყენებენ??
    ფანი [?]
    #19 Sunday, 06:24
    2
    ციტატა: araujo4
    როგორ არ მინდა ამ საიტივით ჩაკვდეს ხვალ ჩვენი გუნდი☹️

    არადა ერთ დროს რა საიტი იყო
    ფანი [?]
    #18 Sunday, 01:58
    1
    როგორ არ მინდა ამ საიტივით ჩაკვდეს ხვალ ჩვენი გუნდი☹️
    ფანი [?]
    #17 Sunday, 00:24
    0
    ინტერვიუს არ დადებთ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 Sunday, 00:22
    5
    სირცხვილია ხვალ ელ კლასიკოა და ერთი სიახლე არ დადებულა. აქ შწმოსვლას აზრი აღარ აქვს სამწუხაროდ.
    წევრი [?]
    #15 Saturday, 19:30
    0
    ციტატა: GRIEZMAN✓™
    რა დავწერო ხვალისთვის მირჩიეთ. 1500 უნდა დავდო და ერთი ან ორი ნაღდი მითხარით რას ფიქრობთ

    3.5 ზე მეტი წამოვა და მბაპე და იამალი გაიტანენ გოლს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 Saturday, 18:46
    0
    რა დავწერო ხვალისთვის მირჩიეთ. 1500 უნდა დავდო და ერთი ან ორი ნაღდი მითხარით რას ფიქრობთ
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    Culé [?]
    #13 Saturday, 18:23
    5
    კლასიკოა მაინც რა შემადგენლონაც არუნდა გავიდეს მჯერა ბოლომდე იბრძოლებენ ღირსეულად და მჯერა არ დადგებიან ჩმორი ბავშვებივით, ფლანგზე არაუხოს დააყენებს თუ კუნდე არ იქნება ცენტრში კრისტენსენი დაბრუნდაო და კუბარსს შეუწყვილდება ასევე ბალდე, ნახევარდაცვაში დეიონგი პედრი ფერმინი ასევე კასადო და შეტევაში კიდე იამალი რაშფორდი . ვფიქრობ ნახევარდაცვა უნდა მოუგოთ რამენაირად ამიტო 4-4-2 უნდა იყოს და პედრი ფერმინი შეტევას უფრო მეტად დაეხმარება. იმედია ღირსეული თამაშით იქნება ნებისმიერი შედეგი.
    გულშემატკივარი [?]
    #12 Saturday, 16:56
    6
    ჰალაზე უფრო მეტი ინფო დევს ბარსაზე ვიდრე აქ..მართლა რა ჭირი გვჭირს??? ესე უკან წასვლა კლუბის და ფანების რა უბედურობაააა…
    ფანი [?]
    #11 Friday, 23:19
    6
    რაფინია და ჟოან გარსია უდიდესი დანაკლისი იქნება, თითქმის განახევრდა გუნდი. რაფა დიდ სამუშაოს ასრულებს დაცვაშიც, ბოლომდე მოსდევს კაცს და დაუღალავად აპრესინგებს, გარსია კიდე ბურჯივითაა. გოლებს გავუშვებთ მაგრამ მთავარია შემტევებმა ივარგონ და ჩვენ უფრო მეტი გავუტანოთ. იამალს უნდა დააკვირდეს კლუბი და ცოტა დააყენებინოს, ძაან აქვს თავში ავარდნილი და არაჯანსაღ გარემოშია. თურამე არ შეიცვლებ ეგ ბიჭი კარიერას გაინადგურებს, მოუწევს მაგასაც ნეიმარივით პსჟ გაყიდვა. იმედია გულაობას არ გადააყოლებს ტალანტს
    Culé [?]
    #10 Friday, 22:47
    3
    კუნდეც თუ არ იქნება რავი