მესის გოლი, დემბელეს პასი, ლევანდოვსკის კრახი

მესის გოლი, დემბელეს პასი, ლევანდოვსკის კრახი

დასაწყისიც ასეთი უნდა. მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესი არ ვარჯიშობდა, ორი წუთით შეირბენდა ხოლმე მოედანზე, ისე კი დარბაზში ემზადებოდა, მერე მარკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მესის კოჭი საჰაერო ბურთივით არის ჩამრგვალებული, ისიც კი დაიწერა, პირველ მატჩს გამოტოვებსო, მაგრამ მაინც გავიდა მოედანზე. 

მისი გატანილი გოლი უფრო დადებითი მოვლენა მგონია, ვიდრე წაგება უარყოფითი. გოლით დაწყება ნიშნავს იმას, რომ კიდევ გაიტანს, რამდენადაც მას ვიცნობთ, თან ძალიან კარგად, ჩვენს თვალწინ არის გაზრდილ-ჩამოყალიბებული, ამის თქმის უფლებას მივცემ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, სჯობდა თამაშიდან გაეტანა, ჰქონდა კიდეც შანსი პირველივე წუთებზე, მაგრამ მეკარემ აჯობა. მერე კიდე აჯობა, მერე ყველას აჯობა. 

თუმცა, პენალტიდან გატანაც არ არის ცუდი ამბავი, გადალახა ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც ნიშნულთან მისვლის დროს ექმნება ხოლმე. ყველაფერი რიგზეა. მესი კიდევ გაიტანს. არგენტინას კვლავ მშვენიერი შანსი აქვს პირველ ადგილზე გავიდეს. საუდის არაბეთი ყველა მატჩს ვერ მოიგებს, არგენტინას კი ორივე თამაშის მოგება შეუძლია. 

გუნდზე რა ვთქვათ? დი მარია მესის ეპოქის არგენტინის ნაკრებში მეორე კაცია. ბრწყინვალე იყო 2014-ში და ფინალი რომ ეთამაშა, დიდი ალბათობით ოქროსაც ჩამოიკიდებდა გულზე. 2018-ში თუ ვინმეზე შეიძლება რაიმე დადებითი ითქვას, სწორედ ანხელზე, არც 2010-ში იყო ცუდი, მაგრამ ახლა რაც ვნახეთ, კატასტროფაა. ყველამ იცოდა, რომ ფორმაში არ იყო, მაგრამ მაინც წაიყვანეს და ძალიან ცუდ ფორმაშია, ერთი ამბავი ეს არის, მეორე კი ის არის, რომ დი მარია არგენტინის ნაკრებში მარცხნივ ყოველთვის უკეთესია, ასეთი ფეხბურთელია, ასეთი სტილის, რობენში არავის შეეშალოს, რამდენს გინახავთ მარჯვნიდან რომ შემოდის ცენტრში და მარცხენათი გააქვს გოლი? გაუტანია ასეც, მაგრამ ძალიან ცოტა. მესიც ასეა მიჩვეული, რომ დი მარიამ მარცხნიდან უნდა ჩაურბინოს, ისე უნდა გააყოლოს პასი, როგორც ჟორდი ალბას, ან კილიან მბაპეს. მოკლედ, დი მარიას ცუდი თამაშის ერთ-ერთ მიზეზად მისი პოზიციაც მიმაჩნია. 

მთავარი ამბავი კი ტაქტიკა იყო, რენარმა ისეთი სქემა აირჩია, რომლის მერეც გუნდები ნადგურდებიან, მით უმეტეს, გრანდებთან. დაცვა ცენტრამდე ამოსწია, არგენტინელებს ნახევარდაცვისა და თავდასხმის ზონებს შორის სივრცე მოუსპეს, ხანდახან იყო შემთხვევა, როცა ექვსი კაცი ერთ ხაზზე იყო განლაგებული. მოკლე სივრცეში თამაში მესის შეუძლია, მაგრამ დანარჩენებმა როგორ შეძლეს, დავინახეთ. 

წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ასეთი ტაქტიკის პირობებში არგენტინამ გოლები ვერ გაიტანა, უფრო სწორად, გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. პაუზის გაკეთებას რაღა უნდოდა, კონცენტრაციის ამბავია, ეგეც მილიმეტრებში გაიპარა. ასეთ დროს სწორედ დი მარიას უნდა ეფრინა, გრძელი პასი და სწრაფი ფეხბურთელი არის ამ დროს წამალი, მაგრამ დი მარიამ დიდი ხანია, სისწრაფე დაკარგა, აღარც მესია რეაქტიული, ლაუტარო კი ყოველთვის საჯარიმოს ფორვარდი იყო. ალბათ ზუსტად ასე ფიქრობდა არაბთა მწვრთნელი და მისმა ნაფიქრმა შედეგი გამოიღო, ასეთი ავანტიურა მსოფლიო ჩემპიონატზე არ მახსენდება. 

მოკლედ, რენარმა სკალონი მაგრად დაჩაგრა. 

მიუხედავად სენსაციური მარცხისა, მესის გუნება არ გაფუჭებია, გულშემატკივრისგან ნდობას ითხოვს, ამ პერიოდში მისი კოჭიც მოშუშდება და ისევ გაიტანს, ამაში ეჭვი არ მეპარება. 

ახლა საკითხავია, რამდენად მიბაძავენ სხვა გუნდები რენარს? გარისკავენ თუ არა არგენტინასთან ასე თამაშს, ძალიან საინტერესოა. 

გუშინ ითამაშეს "ბარსელონელებმა", კრისტენსენმა კარი კარგად დაიცვა, ლევანდოვსკიმ სამი ქულა ქარს გაატანა, არადა, უმნიშვნელოვანესი ქულების აღება შეეძლო. დემბელემ კი ძირითადში დაიწყო და საგოლე პასიც მიითვალა. როგორც ვივარაუდეთ, მბაპე-დემბელეს ფრთებით გამოვიდა საფრანგეთის ნაკრები. უბრალოდ არ არსებობს მეორე გუნდი, რომელიც ასეთ სისწრაფეზე თამაშობს. კარგი მატჩი ჰქონდა, სხვათა შორის, ბურთსაც კი გაუფრთხილდა, უაზროდ არ დაუკარგავს. თუმცა, გოლის გატანის მცდელობები არ ჰქონია, რაც შემტევისთვის ვერ არის კარგი ამბავი. 

დღეს "ბარსელონელთა" მთელი ბატალიონი ჩაერთვება საქმეში. აი, ეგ იქნება სანახავი ამბავი.  


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #16 23 ნოემბერი 2022 20:31
    2
    რას თამაშობს ესპანეთიიი ჩვენებიც ხატავენ
    ფანი [?]
    #15 23 ნოემბერი 2022 20:27
    1
    არიის იგებს ესპანია ძაან კარგია მაგრამ მემგონი ენრიკე 3 მცველით თამაშობს იმიტო ბუსი როდრის და რავიცი ემასე ხო მიართვა იაპონიამ მიულერს პირ@ი იკრიჭოს ეხა მაგ ბო@ის გაზრდილმა
    ფანი [?]
    #14 23 ნოემბერი 2022 20:26
    0
    rivaldo80,
    აუცილებლად უნდა დავიტოვოთ 2024 მდე
    Culé [?]
    #13 23 ნოემბერი 2022 20:22
    2
    ალბას რომ არ აფასებენ ერთერთი საუკეთესოა მაინც მსოფლიოში
    Culé [?]
    #12 23 ნოემბერი 2022 20:17
    1
    მიულერ, წადი ახლა და ჩაურტყი მინეტი ვინმეს პროტესტის სახით, ფეხბურთის მაგივრად რომ ელგებეტყ ლე სამკლაურის ტარებაზე ფიქრობ ის ხდება რაც უნდა მომხდარიყო.
    Culé [?]
    #11 23 ნოემბერი 2022 19:49
    0
    არგენტინასთან მქონდა ბევრი კითხვის ნიშანი, მარა ეს გერმანია იაპონია აშკარად "ბურთი მრგვალიას" პრინციპის თამაშს გავდა რავიცი :|
    მწერალი [?]
    #10 23 ნოემბერი 2022 19:39
    1
    La Pulga10,
    ვერაფერს, სკამზეა : )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 23 ნოემბერი 2022 19:39
    3
    ციტატა: Barca for life
    ისე ძაან გავს არგენტინის ამბავს.
    გერმანიამაც პენალტით გახსნა, მოგებასაც იმსახურებდნენ და ასევე არგენტინის მსგავსად 2-1 წააგეს.
    რატომღაც უეჭველი ტოტალიზატორის ამბები მგონია.

    კაი რა ტოტალიზატორი.არგენტინამ ძალით წააგო?მესიმ თავის ბოლოს მსოფლიოზე თამაში გაყიდა?დაუჯერებელი ამბავია და სისულელე მგონია.არგენტინისგან განსხვავებით გერმანიას ესპანეთი ჰყავს ჯგუფში და შეიძლება მართლა ჩარჩნენ.არგენტინას კიდე შეუძლია თავისუფლად ორივე თამაშის მოგება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #8 23 ნოემბერი 2022 19:13
    2
    ვიღაცას უწია 2014-ის ცოდვებმააა. ჯერ სად ხართ თქვენი ცინიკოსი მიულერი რა ვთქვი, ენრიკეც მოგართმევთ სუუუუულ მალე და ზედიზედ ჯგუფში ჩარჩენა kissing_heart
    ფანი [?]
    #7 23 ნოემბერი 2022 19:08
    3
    გამოისვეს ბუნდესნაკრები :** რამდენმა დასცინა არგენტინას 🥺
    Culé [?]
    #6 23 ნოემბერი 2022 19:05
    1
    ფაშისტებმაც წააგეს,ყომარობენ ყომარობეეეენ,კაროჩე შეგაზიზღებენ ფეხბურთს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 ნოემბერი 2022 17:43
    0
    დღესაა ძაან საინტერესო.პედრის გაბრწყინებას ველი,გავი ჩვეულად გიჟივით ირბენს და ფერანის კარგი თამაშიც მგონია.გარსია არვიცი რას იზამს.

    ციტატა: shu1987
    ციტატა: Nodariko Dzadzamia
    ციტატა: shu1987
    ფაქტია ლაუტაროს გოლი 100% უნდა ჩათვლილიყო, დღეს ვნახე გაავრცელეს მსაჯებმა უკანასკნელი მცველი არ გაითვალისწინეს და არგენტინას გოლი წაართვეს, ვინ იცის 2:0-ზე რა თქმაში აიწეოდა..ლევანა ყოველთვის ასეა ნაკრებში არც არასდროს ბრწყინავდა ლევანას საათივით აწყობილი გუნდი ჭირდება სადაც პასებით მოამარაგებენ და შეყრის, დემბელე მაინც დემბელეა რაა ტიპმა კი გააკეთა საგოლე თუმცა ძაან ბევრი უაზრო პასი აკეთა გაცილებით მეტი მართებს ბოლო პასის დროს..
    არ შეიძლება რომ ფრედ გადაუკეთონ არაბეთს და არგენტინას?არგენტინამ რომ იჩივლოს ფიფასთან?

    ვისთვის გადაუკეთებიათ როო 😃 არგენტინა თავის მოსაგებს თუ მოიგებს კი გავა შემდეგ ეტაპზე, თუმცა მარტივი თამაშები არ ექნება არცერთი, ეს მოსაგები უნდა მოეგოთ ამ დონის ნაკრებს ასე მარტივად არ უნდა ეჭამა 5-წუთში ორი გოლი, მე არგენტინას მაინც არ ვგულშემატკოვრობ უბრალოდ ფეხბურთს აფიჭებს არასწორი გადაწყვეტილებები. ისე მაინც ტყუილად იწვალებენ თასი მაიმც სელესაოსაა წელს 🇧🇷

    ყატარში ვინ გადაგიკეთებს.საუდის არაბეთთან მაინც არ ეთამაშათ.იმ ორ მატჩს კიდე მოიგებს არგენტინა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 23 ნოემბერი 2022 16:14
    0
    ციტატა: Nodariko Dzadzamia
    ციტატა: shu1987
    ფაქტია ლაუტაროს გოლი 100% უნდა ჩათვლილიყო, დღეს ვნახე გაავრცელეს მსაჯებმა უკანასკნელი მცველი არ გაითვალისწინეს და არგენტინას გოლი წაართვეს, ვინ იცის 2:0-ზე რა თქმაში აიწეოდა..ლევანა ყოველთვის ასეა ნაკრებში არც არასდროს ბრწყინავდა ლევანას საათივით აწყობილი გუნდი ჭირდება სადაც პასებით მოამარაგებენ და შეყრის, დემბელე მაინც დემბელეა რაა ტიპმა კი გააკეთა საგოლე თუმცა ძაან ბევრი უაზრო პასი აკეთა გაცილებით მეტი მართებს ბოლო პასის დროს..
    არ შეიძლება რომ ფრედ გადაუკეთონ არაბეთს და არგენტინას?არგენტინამ რომ იჩივლოს ფიფასთან?

    ვისთვის გადაუკეთებიათ როო 😃 არგენტინა თავის მოსაგებს თუ მოიგებს კი გავა შემდეგ ეტაპზე, თუმცა მარტივი თამაშები არ ექნება არცერთი, ეს მოსაგები უნდა მოეგოთ ამ დონის ნაკრებს ასე მარტივად არ უნდა ეჭამა 5-წუთში ორი გოლი, მე არგენტინას მაინც არ ვგულშემატკოვრობ უბრალოდ ფეხბურთს აფიჭებს არასწორი გადაწყვეტილებები. ისე მაინც ტყუილად იწვალებენ თასი მაიმც სელესაოსაა წელს 🇧🇷
    გულშემატკივარი [?]
    #3 23 ნოემბერი 2022 15:39
    0
    ციტატა: shu1987
    ფაქტია ლაუტაროს გოლი 100% უნდა ჩათვლილიყო, დღეს ვნახე გაავრცელეს მსაჯებმა უკანასკნელი მცველი არ გაითვალისწინეს და არგენტინას გოლი წაართვეს, ვინ იცის 2:0-ზე რა თქმაში აიწეოდა..ლევანა ყოველთვის ასეა ნაკრებში არც არასდროს ბრწყინავდა ლევანას საათივით აწყობილი გუნდი ჭირდება სადაც პასებით მოამარაგებენ და შეყრის, დემბელე მაინც დემბელეა რაა ტიპმა კი გააკეთა საგოლე თუმცა ძაან ბევრი უაზრო პასი აკეთა გაცილებით მეტი მართებს ბოლო პასის დროს..
    არ შეიძლება რომ ფრედ გადაუკეთონ არაბეთს და არგენტინას?არგენტინამ რომ იჩივლოს ფიფასთან?
    Culé [?]
    #2 23 ნოემბერი 2022 15:34
    2
    ფაქტია ლაუტაროს გოლი 100% უნდა ჩათვლილიყო, დღეს ვნახე გაავრცელეს მსაჯებმა უკანასკნელი მცველი არ გაითვალისწინეს და არგენტინას გოლი წაართვეს, ვინ იცის 2:0-ზე რა თქმაში აიწეოდა..ლევანა ყოველთვის ასეა ნაკრებში არც არასდროს ბრწყინავდა ლევანას საათივით აწყობილი გუნდი ჭირდება სადაც პასებით მოამარაგებენ და შეყრის, დემბელე მაინც დემბელეა რაა ტიპმა კი გააკეთა საგოლე თუმცა ძაან ბევრი უაზრო პასი აკეთა გაცილებით მეტი მართებს ბოლო პასის დროს..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ნოემბერი 2022 14:21
    0
    მოკლედ მსაჯზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ყვითელი მაშინ გაახსენდა როცა უკვე 2-1-ზე დროის გაყვანასთან ერთად საშინელი ვირობა დაიწყეს. მეკარე ბურთს რო მიიღებდა, მერე ადგილს ეძებდა სად წამოწოლილიყო იმდენი იყვნენ საჯარიმოში. მაგრამ არავითარი გამართლება არა აქვს არგენტინას, მე მგონი გოლის შემდეგ 3-მა არჩათვლილმა მოადუნა, არაუშავს კიდევ გავიტანთო იფიქრეს.