მესის გოლი, დემბელეს პასი, ლევანდოვსკის კრახი

მესის გოლი, დემბელეს პასი, ლევანდოვსკის კრახი

დასაწყისიც ასეთი უნდა. მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესი არ ვარჯიშობდა, ორი წუთით შეირბენდა ხოლმე მოედანზე, ისე კი დარბაზში ემზადებოდა, მერე მარკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მესის კოჭი საჰაერო ბურთივით არის ჩამრგვალებული, ისიც კი დაიწერა, პირველ მატჩს გამოტოვებსო, მაგრამ მაინც გავიდა მოედანზე. 

მისი გატანილი გოლი უფრო დადებითი მოვლენა მგონია, ვიდრე წაგება უარყოფითი. გოლით დაწყება ნიშნავს იმას, რომ კიდევ გაიტანს, რამდენადაც მას ვიცნობთ, თან ძალიან კარგად, ჩვენს თვალწინ არის გაზრდილ-ჩამოყალიბებული, ამის თქმის უფლებას მივცემ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, სჯობდა თამაშიდან გაეტანა, ჰქონდა კიდეც შანსი პირველივე წუთებზე, მაგრამ მეკარემ აჯობა. მერე კიდე აჯობა, მერე ყველას აჯობა. 

თუმცა, პენალტიდან გატანაც არ არის ცუდი ამბავი, გადალახა ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც ნიშნულთან მისვლის დროს ექმნება ხოლმე. ყველაფერი რიგზეა. მესი კიდევ გაიტანს. არგენტინას კვლავ მშვენიერი შანსი აქვს პირველ ადგილზე გავიდეს. საუდის არაბეთი ყველა მატჩს ვერ მოიგებს, არგენტინას კი ორივე თამაშის მოგება შეუძლია. 

გუნდზე რა ვთქვათ? დი მარია მესის ეპოქის არგენტინის ნაკრებში მეორე კაცია. ბრწყინვალე იყო 2014-ში და ფინალი რომ ეთამაშა, დიდი ალბათობით ოქროსაც ჩამოიკიდებდა გულზე. 2018-ში თუ ვინმეზე შეიძლება რაიმე დადებითი ითქვას, სწორედ ანხელზე, არც 2010-ში იყო ცუდი, მაგრამ ახლა რაც ვნახეთ, კატასტროფაა. ყველამ იცოდა, რომ ფორმაში არ იყო, მაგრამ მაინც წაიყვანეს და ძალიან ცუდ ფორმაშია, ერთი ამბავი ეს არის, მეორე კი ის არის, რომ დი მარია არგენტინის ნაკრებში მარცხნივ ყოველთვის უკეთესია, ასეთი ფეხბურთელია, ასეთი სტილის, რობენში არავის შეეშალოს, რამდენს გინახავთ მარჯვნიდან რომ შემოდის ცენტრში და მარცხენათი გააქვს გოლი? გაუტანია ასეც, მაგრამ ძალიან ცოტა. მესიც ასეა მიჩვეული, რომ დი მარიამ მარცხნიდან უნდა ჩაურბინოს, ისე უნდა გააყოლოს პასი, როგორც ჟორდი ალბას, ან კილიან მბაპეს. მოკლედ, დი მარიას ცუდი თამაშის ერთ-ერთ მიზეზად მისი პოზიციაც მიმაჩნია. 

მთავარი ამბავი კი ტაქტიკა იყო, რენარმა ისეთი სქემა აირჩია, რომლის მერეც გუნდები ნადგურდებიან, მით უმეტეს, გრანდებთან. დაცვა ცენტრამდე ამოსწია, არგენტინელებს ნახევარდაცვისა და თავდასხმის ზონებს შორის სივრცე მოუსპეს, ხანდახან იყო შემთხვევა, როცა ექვსი კაცი ერთ ხაზზე იყო განლაგებული. მოკლე სივრცეში თამაში მესის შეუძლია, მაგრამ დანარჩენებმა როგორ შეძლეს, დავინახეთ. 

წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ასეთი ტაქტიკის პირობებში არგენტინამ გოლები ვერ გაიტანა, უფრო სწორად, გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. პაუზის გაკეთებას რაღა უნდოდა, კონცენტრაციის ამბავია, ეგეც მილიმეტრებში გაიპარა. ასეთ დროს სწორედ დი მარიას უნდა ეფრინა, გრძელი პასი და სწრაფი ფეხბურთელი არის ამ დროს წამალი, მაგრამ დი მარიამ დიდი ხანია, სისწრაფე დაკარგა, აღარც მესია რეაქტიული, ლაუტარო კი ყოველთვის საჯარიმოს ფორვარდი იყო. ალბათ ზუსტად ასე ფიქრობდა არაბთა მწვრთნელი და მისმა ნაფიქრმა შედეგი გამოიღო, ასეთი ავანტიურა მსოფლიო ჩემპიონატზე არ მახსენდება. 

მოკლედ, რენარმა სკალონი მაგრად დაჩაგრა. 

მიუხედავად სენსაციური მარცხისა, მესის გუნება არ გაფუჭებია, გულშემატკივრისგან ნდობას ითხოვს, ამ პერიოდში მისი კოჭიც მოშუშდება და ისევ გაიტანს, ამაში ეჭვი არ მეპარება. 

ახლა საკითხავია, რამდენად მიბაძავენ სხვა გუნდები რენარს? გარისკავენ თუ არა არგენტინასთან ასე თამაშს, ძალიან საინტერესოა. 

გუშინ ითამაშეს "ბარსელონელებმა", კრისტენსენმა კარი კარგად დაიცვა, ლევანდოვსკიმ სამი ქულა ქარს გაატანა, არადა, უმნიშვნელოვანესი ქულების აღება შეეძლო. დემბელემ კი ძირითადში დაიწყო და საგოლე პასიც მიითვალა. როგორც ვივარაუდეთ, მბაპე-დემბელეს ფრთებით გამოვიდა საფრანგეთის ნაკრები. უბრალოდ არ არსებობს მეორე გუნდი, რომელიც ასეთ სისწრაფეზე თამაშობს. კარგი მატჩი ჰქონდა, სხვათა შორის, ბურთსაც კი გაუფრთხილდა, უაზროდ არ დაუკარგავს. თუმცა, გოლის გატანის მცდელობები არ ჰქონია, რაც შემტევისთვის ვერ არის კარგი ამბავი. 

დღეს "ბარსელონელთა" მთელი ბატალიონი ჩაერთვება საქმეში. აი, ეგ იქნება სანახავი ამბავი.  


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #36 23 ნოემბერი 2022 22:02
    2
    პროფესორებს კიდე ვერ გაუგია ოქროს ბურთი რატომ მოიგო ამ პატარა ველურმაა ??😂😂😂 ვინებს ადარებდნენ ტიპს 😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #35 23 ნოემბერი 2022 22:00
    2
    რა დაუნდობელი მოგება იყო❤, იმედია გერმანიასაც მოვუგებთ❤
    ფანი [?]
    #34 23 ნოემბერი 2022 21:59
    5
    ციტატა: Moriba
    ბრავოო ესპანეთს სასწაულ ფუტბოლს ყომარობენ გერმანიასთან გამარჯვება და ჩატოვება ფაშისტების იქნება სასწაული გავი ძაან მაგარია მაგაზე რო იტყვიან გაპიარებულიაო დდ უნდა ჩამოახრჩო და კამავინგა უკეთესიაო რო იტყვიან

    ორი სიკო კამავინგაც და ჩუამენიც და ეგენი შეცვიან და დადეგბიან მოდრიჩი კროოსი კაზემიროს დონეზეე😄😄😄 შეხედონ ესპანსთს და მერე მაგ სიკო ჩუჩუაკუამენს და ყლამავინგებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #33 23 ნოემბერი 2022 21:51
    6
    ჰა რა ბიჭები გვყაავს.ესეთი დუხით დაგვიბრუნდებიან იმედია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #32 23 ნოემბერი 2022 21:45
    7
    ბრავოო ესპანეთს სასწაულ ფუტბოლს ყომარობენ გერმანიასთან გამარჯვება და ჩატოვება ფაშისტების იქნება სასწაული გავი ძაან მაგარია მაგაზე რო იტყვიან გაპიარებულიაო დდ უნდა ჩამოახრჩო და კამავინგა უკეთესიაო რო იტყვიან
    გულშემატკივარი [?]
    #31 23 ნოემბერი 2022 21:40
    6
    ამ ვირიშვილმა მაიმუნმა ბავშვმა რა გოლი შეაგდო. 😁🙈🚀
    Culé [?]
    #30 23 ნოემბერი 2022 21:39
    7
    ესპანეთის ნაკრები ვერ გევიგეე???? რამ გაგამწარათ. მალადეც ბიჭებს, ფერანს დუბლები და ჰეთრიქები გუნდშიც ამ სიხშირით რომ გაქონდეს რაღა გვიჭირს😀
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #29 23 ნოემბერი 2022 21:39
    1
    უფფ უფფ გავი❤
    ფანი [?]
    #28 23 ნოემბერი 2022 21:38
    6
    ბარსას თამაშს ვუყურებ. არგენტინის გაფუჭებულ ხასიათს ასე თუ გამომიკეთებდნენ ბიჭები არველოდი ესპანეთის ბირთვი ხდება კვლავ ბარსა და ვიცით რაცქნა მერე გუნდმაც და ნაკრებმაც
    ფანი [?]
    #27 23 ნოემბერი 2022 21:38
    1
    რა შეაგდო გავიიიიმ <3 <3

    ანსუ შემოიყვანოს ოლმოს მაგივრად ისეთ ხასიათზე არიან და ისეთი ანგარიშია ფატიც გაისვრის ზუსტად ვიცი
    Culé [?]
    #26 23 ნოემბერი 2022 21:35
    1
    გავიიიიი ❤️
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    მწერალი [?]
    #25 23 ნოემბერი 2022 21:04
    0
    ანსუც შემოიყვანოს მეორეში, ნელ-ნელა როგორც ერთ დროს ძირითადი ბირთვი ბარსელონელებისგან უნდა შედგეს ესპანეთის.
    Culé [?]
    #24 23 ნოემბერი 2022 20:59
    7
    იიი ლუჩომ არ იცის სასტავის დაყენება იიი რამოსი როგორ არ წაიყვანაა იიიი იიიი 😂😂😂😂 უმაგრესი ტრენერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 23 ნოემბერი 2022 20:53
    6
    ესპანეთი მაგარი კლასნი ნაკრებია, პედრი რა მშვიდი ფეხბურთელია, გავი კი პირიქით მაგრამ მაგრად ავსებენ ერთმანეთს, ბუსკეცი აქ ძაან კარგია და იმედია სხვა ნაკრებებთანაც ეგრე იქნება,თუარა როდრიც უკლანსესია, შეტევა არ ჰყავთ ვარსკვლავური მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებენ, აბა იმედია მაგრად გაქაჩავს ეპანეთი❤
    Culé [?]
    #22 23 ნოემბერი 2022 20:39
    2
    გავი რა მოვლენა საერთოდ 18 წლის როგორ აკეთებს ამას ამოუხსნელია
    გულშემატკივარი [?]
    #21 23 ნოემბერი 2022 20:35
    4
    ციტატა: rivaldo80
    არგენტინა ფავორიტი და ესპანეთი არა ხოო??😂😂😂 9 ნომერი არ ყავს ესპანეთს მაგარი თორე რომელი გუნდი ჯობია

    კარგი 9 ნომერი ყავთ, გავის სახით 😄
    ფანი [?]
    #20 23 ნოემბერი 2022 20:35
    2
    1 სტარი ფორვარდი ჭირდება ესპანეთს და კანფეტ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 23 ნოემბერი 2022 20:33
    0
    ესპანეთი❤
    Culé [?]
    #18 23 ნოემბერი 2022 20:32
    1
    არგენტინა ფავორიტი და ესპანეთი არა ხოო??😂😂😂 9 ნომერი არ ყავს ესპანეთს მაგარი თორე რომელი გუნდი ჯობია
    ფანი [?]
    #17 23 ნოემბერი 2022 20:32
    0
    გავის და ალბას ასისტები. ფერანის გოლი. ხატავენ ბიჭები <3