მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანი გააწითლეს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანი გააწითლეს

 რა ქენი გუდუნა ეს?!

რონალდ კუმანმა გუდუნას შემდეგ ყველაზე არასწორი რამ ჩაიდინა - დაწინაურების შანსი „გრანადას“ გაატანა.

პირველ ადგილზე გადასვლა შეგვეძლო და ვერ გადავედით, ერთი ფრის უფლება გვარგუნა განგებამ და ეგეც ვერ შევირგეთ, წავაგეთ!

წაგებით კი ორი მადრიდული გუნდის შედეგზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე ცუდი და თავშიშემოსარტყმელი ამბავი ის არის, რომ თუ ძაან მოვინდომებთ და „ატლეტიკოს“ დავამარცხებთ, ამით „რეალს“ მივცემთ გაჩემპიონების შანსს.

აი, ეს ჩაიდინა „ბარსამ“ ''გრანადასთან''!

წინა მიმოხილვისას "იუვესთან" შეხვედრა გავიხსენეთ, სადაც ერთი დავალება გვქონდა, არაფრით სამი ბურთით არ უნდა წაგვეგო, ჰოდა, სამი ბურთით წავაგეთ, ახლაც მსგავსი ამბავი იყო, პირველზე გადასასვლელად აუცილებლად მოსაგები გვქონდა, მაგრამ თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, როგორც მინიმუმ ფრე მაინც უნდა გვეთამაშა, სახლში! "გრანადასთან"! წავაგეთ. 

როცა პასუხისმგებლობა და წნეხი იზრდება, კუმანი ზეწოლას ვერ უძლებს. 

Pu*a Madre! - ამოსძახა ჰოლანდიელმა ბულდოგმა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ და ბევრი ჩვენთაგანის სათქმელიც ითქვა, რა თქმა უნდა, ამის გამო არავის გაუძევებია, დამხმარე მსაჯს მიაძახა ტკბილი სიტყვები, არ ვიცი რის გამო, მინგესას ჯავრი მასზე იყარა და აუფრიალეს წითელი ბარათი.

კუმანი გაწითლდა! ყველანაირი გაგებით. 

მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მშვიდად მოგება გადაწყვიტა, აქ მაინც და მაინც იმას არ ვგულისხმობ, რომ პედრი, დესტი და ლანგლე დაასვენა, პედრი აუცილებლად დასასვენებელი იყო, ხოლო დესტსა და სერჟი რობერტოს შორის, ან ლანგლესა და უმტიტის შორის, ნამდვილად არ არის იმხელა სხვაობა, რომ „გრანადასთან“ პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ შეგვექმნა, რადგან მთელი გუნდი ასეთი განწყობით გავიდა მოედანზე, სეირნობით გადავწყვიტეთ სამი ქულის აღება, ამ განწყობის დამაჯერებლობაში გადასვლას ხელი შეუწყო იმან, რომ მეტოქე მთელი გუნდით უკან ჩაჯდა, მესის გატანილი გოლის შემდეგაც კი, ასეთ დროს აუცილებლად შეგაწუხებს ფიქრი, რომ ყველაფერი რიგზეა, სამი ქულა ჯიბეშია!

განწყობა და შემართება მწვრთნელის საქმეა, ერთი წუთით მოდუნების საშუალება არ უნდა მოგცეს, მაგრამ ვნახეთ, რომ მთელი გუნდი მოდუნებული იყო, „ბარსა“ ამ სეზონში არ არის გუნდი, რომელიც ძალების დაზოგვით მოიგებს თამაშს, თუნდაც „გრანადასთან“, „ბარსა“ ამ სეზონში არის გუნდი, რომელიც ყველა ქულას ბრძოლაში იღებს, რადგან ბევრი გამოუცდელი და ბევრი ასკოვანი გადაღლილი ფეხბურთელი ჰყავს, აი, აქ დაუშვა კუმანმა მთავარი და გადამწყვეტი შეცდომა.

ყველა მოგებული თამაშის მერე მის დარჩენაზე იწერება, ყველა წაგებულის მერე წასვლაზე, უსამართლო დამოკიდებულებაა, მაგრამ რაც არის, ეგ არის, გულის სიღრმეში ყველა ჩავის დაბრუნებას ელოდება, ვიღაც გამოუტყდა ამაში საკუთარ თავს, ვიღაც არა, მაგრამ უმრავლესობას ასეთი განწყობა აქვს და ლაპორტას სიმპატიებიც ცნობილია, თუმცა, მოცდა მოგვიწევს, რაღაც არ მგონია, რომ მადრიდელებმა ქულები აღარ დაკარგონ, ისეთი ჩემპიონატია, რომ უნდა დაკარგონ, ჰოდა, იქნებ ისევ მოგვეცეს შანსი, მაგრამ ვიმსახურებთ კი?! თუ ვიმსახურებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტებიც ბევრს სცოდავენ, თუმცა, მათ „ბარსა“ დაამარცხეს, „ბარსას“ კი მადრიდელები არ დაუმარცხებია, „ატლეტიკოსთან“ ამის გამოსწორების შანსი გვექნება.

ფატალური შეცდომა

შეცდა მინგესა და ისეთი გოლი გავუშვით, არაფერში, რომ არ ეწერა, არც სათამაშო სცენარში, არც თამაშის მიმდინარეობაში, უბრალოდ, რაღაც მოიგონა და დავისაჯეთ, ეს არ იყო ამ თამაშში პირველი შემთხვევა, როცა ტექნიკური წუნი ჰქონდა და ბურთი დაკარგა, სამჯერ შეცდა ასე, უბრალოდ იმ შეცდომებს გოლი არ მოჰყოლია, ცენტრალური მცველისთვის სამი ტექნიკური წუნი დამღუპველია, ცენტრალური მცველი ბოლო კაცია, რომელიც არაფრის დიდებით არ უნდა ცდებოდეს, მინგესა კი შეცდა.

იმედია, ამ შეცდომასაც გამოცდილებისთვის და განვითარებისთვის გამოიყენებს, ოღონდ დეპრესიაში ნუ ჩავარდება და ფსიქოლოგიურად ნუ გატყდება, კუმანის ღრიალი ნამდვილად არ მოაკლდება.

ტრადიციული სურათი გვქონდა უმტიტისთან მიმართებაშიც, დასწრებაზე კარგი იყო, პოზიციურად კატასტროფა, იმდენჯერ დატოვა თავისი ზონა და იმხელა სივრცეებს ტოვებდა, რომ ხიფათი მხოლოდ მის ზონაში იქმნებოდა, მაგრამ სოლდადო ცალკე უბედურება სჭირს ესპანურ ფეხბურთს, ამიტომ სანამ ლანგრით არ მივართვით ბურთი, მანამდე ვერ გაგვიტანეს.

იმდენი ხანია პირველ ადგილზე არ ვყოფილვართ.. თითქოს, გადავეჩვიეთ.

გოლი კარგი იყო, ნამდვილად ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვის ახსოვს ახლა გოლი?! ახლა ცხრილია მოდაში, ყოველი ტურის მერე, ყველა გულშემატკივრის თვალები სატურნირო ცხრილს აირეკლავს და იქ დაფიქსირებული შედეგის მიხედვით, ან გაბრწყინდება, ან დანაღვლიანდება.

გაისროლა გუდუნამ და „ბარსელონას“ გაარტყა.

წინ გველის „მესტალია“ და მერე „ატლეტიკოს“ მივიღებთ შურისძიება მოწყურებული სუარესიანად, „რეალი“ კი „სევილიას“ უმასპინძლებს, ეს კარგი ამბავია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ „სევილია“ თავად იბრძვის ჩემპიონობისთვის, ამიტომ, ისე შეიძლება პირველ ადგილზე აღმოჩნდეს, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

ასე რომ, ოთხი ლიდერიდან ორი წყვილი ერთმანეთს შეხვდება, ყველაფერს, სწორედ ეს თამაშები გადაწყვეტს.

კუმანის წასვლა არ წასვლაზე კი ჯობია მსჯელობა შევწყვიტოთ, ახლა მაინც არაფერი შეიცვლება, ვაცადოთ ხუთი ტური და მერე ვნახოთ, დაემთხვევა თუ არა ჩვენი აზრები ლაპორტას აზრებს.

შემდეგი გაჩერება - „მესტალია“.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 2 მაისი 2021 16:50
    0
    გააწითლეს კი არა გააშავეს და ბარსადან გაუშვეს მე მგონი უკვე. ეგ რო სასჯელს მოიხდის სულ ორი თამაში იქნება დარჩენილი და ბარსას არავითარი შანსი, ისე რომ დაიწყოს ლაპორტამ უკვე კანდიდატების ძებნა, უნდა გვცოდნოდა, რო ბართოს მოყვანილი არ გაგვახარებდა.
    Culé [?]
    #11 30 აპრილი 2021 23:59
    0
    იმედი მაქვს კუმანს ლაპორტაც გააწითლებს და მიაპრავაჟებს მწვრთნელობიდან.
    Culé [?]
    #10 30 აპრილი 2021 23:39
    0
    მართლაც რომ ვიმსახურებთ კი?!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #9 30 აპრილი 2021 16:18
    2
    სისულელლეა ვერავინ ვერ დამაჯერებს,რომ ეს თამაში არ იყო გაყიდული,არა იმიტომ,რომ ბარსა დამანგრეველი გუნდია,არამედ,იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო,თუნდაც ატლეტიკოს ტიპის გუნდისთვისაც კი ასეთი მაშტაბების თამაშების გატეხვა ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს,აღარაფერს ვამბობ რეალზე,ვინმემ იცის რამდენი კუში ქონდა ბარსას ტაიმბოლზე?ნერვები დაიმშვიდეთ ამ პანდემიის ფონზე უარესები,რომ არ ხდება გვიხაროდეს,კუმანი კი აკეთებს იმას რისი რესურსიც აქვს(პ.ს,არ ვაღიარებ კუმანს,როგორც ნიჭიერ მწვრთნელს)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 30 აპრილი 2021 14:06
    1
    ხუთივე, რომ მოიგოს და ლა ლიგაც, რომ დადოს, ჩემი აზრით უნდა წავიდეს. მაგრამ ამ თანამდებობას ისეა ჩაბღაუჭებული, რომ გაშვების შემთხვევაში შეიძლება გულმა დაარტყას. ერთი წელია გუნდი ვერ დაალაგა, გასაღები ვერ მოარგო. ისიც არ იცის რა ტაქტიკით ითამაშოს. სხვას დავცინოდი 5 მცველით თამაშობსთქო და დღეს ბარსა თამაშობს 5 მცველით და ლიდერი ოთხეულიდან მაინც ბარსა უშვებს ყველაზე მეტ გოლს. დაბალი დონის გუნდებიდან გაგდებული მწვრთნელები მოგვყავს და იასნია აქაც ფლავდებიან. ოცნება აისრულა 1 წლით, კოპა მოიგო და დროა წავიდეს
    Culé [?]
    #7 30 აპრილი 2021 13:06
    7
    მადრიდმა გააკონტროლა სიტუაცია, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს და პუჩდემონის გაქცევას ეს მოყვა, გამოვიდნენ სააშკარაოზე scream
    ლიგის 1/2 ფინალში სახლში 1:1 არაა კაი შედეგი, უგოლო ფრე და ვარდებიან (რაც ორმაგად სასიამოვნოა)
    მაგრამ უტიტულო სეზონი მადრიდელებისათვის?! ამას ვერ აიტენდნენ, როდესაც ბარსა 2 ტიტულით დაასრულებდა სეზონს და როგორც ჩანს, ბერკეტები აამუშავეს
    მსაჯი ცალკე თემაა, კიდევ არის სხვა რამეებიც
    ბარსას აქვს ძალიან დიდი ვალი და ამ მიზეზით, შეიძლება ბევრი რამე დაუშავოს ფედერაციამ და ხელისუფლებამ
    ამიტომ, ისევ ატლეტიკოს გაჩემპიონება სჯობს, მე ასე ვფიქრობ... 3 ქულას გავატნევდი კამპ ნოუდან, რომ რეალმა არ იზეიმოს
    Hijos del puta, Madrid cabron rage rage rage
    სტაჟიორი [?]
    #6 30 აპრილი 2021 11:50
    5
    ილიკო და ილარიონის არ იყოს, მაგას კი ეშველება - გაანალიზდება შეცდომები და შეიცვლება სრატეგია, მაგრმ ამათ რა ეშველება, ამ უთავმოყვარეო, უსუსურების ჯოგს. არანაირი მებრძოლი სული არ გააჩნიათ და არანაირი კბილებით გატანა არ შუძლიათ. თითქოს ნემსი გაუკეთეს გუნდს, ყველა ერთდ მოკვდა. კუმანი კი მხედართმთავარია ამ ყველაფის. არ გვინდა ეს კაცი, ლა ლიგა რომც მოვიგოთ. კიდევ კარგი მადრიდელებიც ბევრს ცოდავენ, თორემ დიდი ხნის წინ იქნებოდა განაჩენი გმოტანილი. კი ბატონო, იმედი მაქვს, რომ სწორედ მადრიდელების შეცდომის ხარჯზე მოვიგებთ ლა ლიგას, რაც ძალიან მინდა, მაგრამ მინდა, რომ კლუბი იყოს ჩემპიონი და არა ეს უსუსურების ბანდა, რომლებსაც მართლა შეიძლება ეგონოთ, რომ საჩემპიონო გუნდია. არ არის ეს ბარსა საჩემპიონო გუნდი, იმიტომ რომ თავმოყვარეობის, სირცხვილის და პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ. აი ამას რა ეშველება?
    გულშემატკივარი [?]
    #5 30 აპრილი 2021 11:26
    8
    კუმანმა რომც მოიგოს ლა ლიგა ჩემი აზრით მაინც გასაშვებია ყველაფრის გამო. რატომ?
    როცა ამბობენ ასეთი გუნდი ჩააბარესო ჯერ გადახედეთ წინანდელთან შედარებით რა როტაციებია შემადგენლობაში და მერე კიდევ ერთხელ გაიმეორეთ რომ იმასთან შედარებით უფრო მეტად პერსპექტიული გუნდი არ გვყავს უბრალოდ კუმანი ვერ იყენებეს სათანადოდ მოთამაშეებს. 5 მცველით თამაშობს ბარსა რომელიც მიუხედავად დაცვითი ტაქტიკისა მეტოქის ყველა შანსზე გოლს უშვებს რაც სრულიად ალოგიკურია და ტაქტიკურად გაუმართლებელი, მაგრამ კუმანის ტაქტიკოსობა არ გაიშვას, ცვლილებებიც ეგეთივე საზიზღრობა აქ ხოლმე, და ეს ყოველივე რატომ? რადგან არაა მაღალი დონის მწვრთნელი, სათანადოდ ვერ უდგება გუნდს რომ პატარა გუნდებთან მაინც არ ჩაისვარონ, რა ქნეს კადისთან, ეიბართან, ალავესთან, გრანადასთან? მნიშვნელოვან მატჩებზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას და რეალურად პატარა გუნდებთანაც კარგად ჩავისვარეთ რატომ? გუნდი არ გვყავს? რა სისულელეა! გუნდი არ გვყავს კი არა მწვრთნელი და კაპიტანი არ გვეღირსა ამდენი ხანია და მაინც ბავშვებივით ყოველი მიგებული თამაშის მერე ვივიწყებთ ამ პრობლემებს რომლებიც რა თქმა უნდა მომავალში თავს გვახსენებენ ხოლმე.
    ერთი სიტყვით, ადრე აქამდე არასდროს გვაღელვებდა ესპანეთის თასების და ლა ლიგის ბედი ისე როგორც დღეს რადგან გუნდს უფრო მაღალი მიზნები გააჩნდა, დღეს კი კუმანის წყალობით მერვედფინალიდან გამოვარდნა ისე მარტივად გადავიტანეთ, თითქოს თავიდანვე შეგუებულები ვიყავით და რატომ როცა ბარსა ხარ?! რადგან მიგვაჩვია ცუდ თამაშს, რადგან თავიდანვე გვითხრა რომ წელს არაფერი გამოვიდოდა და ჩვენც ბრიყვებივით დავუჯერეთ მარტივ კარგად შეფუთულ გამართლებებს, რომელებიც კარგად რომ დაუფიქრდე უკვე დამარცხებული ადამიანის მონაროში და სიბრიყვეა და მეტი არაფერი. ასეა როცა მენტალურად გამარჯვებული ადამიანი არ მოგყავს სათავეში გუნდსაც ისეთივე დამარცხებულად აქცევს როგორიც თავადაა, ასეთ ხალხს დრო ჭირდება რომ გადალახონ საკუთარი პრობლემები, ხოლო სხვების პრობლემების მოგვარებაზე არცაა ლაპარაკი. ამიტომაა კუმანი შეუფერებელი, რადგან დამარცხებულია, რადგან მნიშვნელოვან მომენტებში არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, რადგან ზოგადად დასაწყისიდანვე იმასაც ვერ აცნობიერებს სად მოვიდა და მისგან რას ითხოვენ.
    შესაბამისად ამდენი უაზრობის მერე რაც იკადრა, რასაც შეგვაჩვია, რაც დამღუპველია გუნდისთვის და ჩვენი ფსიქიკისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს კუმანის დატოვება.
    ლა ლიგა თუ დადო?
    ლა ლიგა რა ჩემი ფეხებია, მაგის მოგება არასდროს ყოფილა პრობლემატური, უჩლზე კიდე ისეთები აკეთა რომ მაგის მერე როგორ დატოვეს ეგეც მიკვირს.
    ფანი [?]
    #4 30 აპრილი 2021 10:22
    3
    ყველა მნიშვნელოვანი მატჩი წააგო ამ კუილს გამოყოლილმა ბილბაოს როგორ მოუგეთ გასაკვირი ეგაა დემბელეზე მეტად თუ მომიშლიდა ვინმე ნერვებს აღარ მეგონა იმედია მოიგებს ლიგას სიტი და წამოიყვანს ლაპორტა პეპს
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #3 30 აპრილი 2021 09:52
    8
    ბოლოს აღმოჩნდება რომ თურმე ვალები აღარ ქონიათ ,ესაა ყველაფრის მიზეზი გამყიდველი გუნდი გახდა და ტიტულს ფულის კეთება ურჩევნია. სხვანაირად მე ვერ დავიჯერებ რომ ეს თამაში წააგეს
    გულშემატკივარი [?]
    #2 30 აპრილი 2021 09:34
    4
    სევილიამ თუ მოიგო ალალი იყოს ისე თამაშობენ გრანდები კი ეკუთვნის მაგასაც რაღაც
    Culé [?]
    #1 30 აპრილი 2021 08:48
    11
    არც ერთი არაა ჩემპიონობის ღირსი არც ბარსა არც რეალი და არც ატლეტიკო!! რატომ?? იმიტომ რომ ყველას ქონდა შანსი ატლემ რეეები ქნა. ან რეალმა ან ბარსამ!!! სევილია გახდეს ჩემპიონი!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"