შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური - საუკეთესო მარჯვენა მცველი
- დღეს, 18:24
- ფეოლა
- 11
შეიძლება ითქვას, რომ დაცვა ბოლომდე დაკომპლექტდა. მარჯვენა მცველის არჩევა ყველაზე მარტივი ამბავი იქნება. ცენტრალურ დაცვის ხაზში კი პიკე - პუიოლის წყვილი აირჩიეთ. აქაც უფრო მეტ ხმას ველოდი კუმანისთვის, მაგრამ, როგორც ჩამს, თაობა მაინც თავისას შვება, ვისაც ვინ ახსოვს, იმას აძლევს ხმას. ალვესთან კი ასაკი არაფერ შუაშია, არა მხოლოდ "ბარსელონას", მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი მცველი.
თუმცა, გამოკითხვა გამოკითხვაა, წესებს ვერ დავარღვევთ. ასე რომ, ვაღიაროთ კიდევ ერთხელ ალვესი. ან, თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრება ექნება, მზად ვარ მის არგუმენტებს მოვუსმინო.
დანი ალვესი (2008-2016, 2021-2022)
🔵 ტიტულები:
✔ 6x ლა ლიგა
✔ 4x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა
✔ 3x უეფას სუპერ თასი
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
"ბარსელონაში" ჩაატარა 408 მატჩი.
გაიტანა 22 გოლი.
შეასრულა 102 საგოლე გადაცემა.
დანი "სევილიაშიც" ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბარსაში გაფრინდა. ლიონელ მესისთან შექმნა დაუვიწყარი დუეტი, შეტევაში იყო ძალიან სასარგებლო, დაცვაში კი არავის უთამაშია კრიშტიანუსთან ისე კარგად, როგორც ალვესმა ითამაშა. ბარსას არც მანამდე და არც მას მერე ასეთი განაპირა მცველი არ ჰყოლია. გუნდის დაღმასვლაში მის ტრანსფერს დიდი როლი ჰქონდა, ალვესი ნაადრევად ჩამოწერეს და ვერაფრით ვერ ჩაანაცვლეს, არადა, კიდევ ხუთი წელი უმაღლეს დონეზე ითამაშა.
ჟულიანო ბელეტი (2004 -2007)
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
"ბარსელონაში" ჩაატარა 103 მატჩი.
გაიტანა 1 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა.
კარგი მცველი იყო? არც ისე. კუნდეზე კარგი ნამდვილად არ ყოფილა. შეტევაში? იყო რა... ჟიულისთან დუეტი საშინელება იყო. პირველი შეხება ორივეს ძალიან ცუდი ჰქონდა, მათი კომბინაცია ბურთით კინკლაობას ჰგავდა. თუმცა, ჰქონდა კარგი თამაშები და ამ თამაშებში აღსანიშნია პარიზის ფინალი. '92 წლისა არ იყოს, ბარსამ 2006 წლის ფინალიც მცველის გოლით მოიგო და ეს გოლი ჟულიანო ბელეტის ანგარიშზეა. ამ დროის განმავლობაში იმდენი ცუდი მარჯვენა მცველი ჰყავდა "ბარსელონას" რომ ბელეტის ადგილიც მოიძებნა ამ სიაში.
ჟიულ კუნდე (2022 - )
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
"ბარსელონაში" ჩაატარა 165 მატჩი.
გაიტანა 10 გოლი.
შეასრულა 20 საგოლე გადაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი რამ წინ აქვს, მაინც უნდა ითქვას, რომ კუნდე უკვე არის ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. გადმოვიდა ბარსაში, როგორც ცენტრალური მცველი, მაგრამ ნელ-ნელა ფლანგზე გადაინაცვლა და ახლა უკვე წარმოუდგენელია მის გარეშე მარჯვენა ფლანგი. დაცვაში საიმედოა, შეტევაში კი ალვესივით ვერ ერთვება, მაგრამ სარგებელი ყოველთვის მოაქვს. რა თქმა უნდა, არც მისი გადამწყვეტი გოლი უნდა გამოგვრჩეს "მადრიდის" კარში, სუპერ თასის ფინალში. იმსახურებს კუნდე სიაში ყოფნას.
ხერარდო მირანდა (1981-1988)
🔵 ტიტულები:
✔ 1x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x თასების თასი
"ბარსელონაში" ჩაატარა 223 მატჩი.
გაიტანა 6 გოლი.
შეასრულა 3 საგოლე გადაცემა.
ვახსენოთ ძამბროტაც, რომელსაც არ უთამაშია ბარსაში ისე მაღალ დონეზე როგორც იუვეში, მაგრამ ჯანდაბას მისი თავი. ვახსენოთ ფერერი, რომელიც კრუიფის "ბარსელონაში" იკავებდა მარჯვენა ფლანგს. და იქნებ კიდევ ჩათვალოთ ვინმე სიაში მოხვედრის ღირსად, იქნებ მე გამომრჩა ვინმე... დაწერეთ, არ დაიზაროთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 11 ]