მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თითქმის ლისაბონი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თითქმის ლისაბონი

     ჰგავდა ეს მატჩი წინა სეზონის "ბენფიკა" - "ბარსელონას", მაგრამ ის ბოლო წუთის გოლი დაგვაკლდა, რომ კარგ ხასიათზე დავრჩენილიყავით. ეგ ბოლო წუთის გოლი კიდევ ასე არ მოდის ჰაერზე, მაგას თავისი შემსრულებელი და ბოლომდე ჟინით შეპყრობილი კაცი სჭირდება, ეგ კაცი კიდევ გვაკლია. რაფინიას მოაქვს "ბარსასთვის" დრაივი და შემართება, მენტალური სიმყარე, მის გარეშე გუნდი ამას კარგავს, მით უმეტეს, ინიგოს წასვლის შემდეგ. ამიტომ, წაგებასთან უფრო ახლოს იყო გუნდი, ვიდრე მოგებასთან. ბოლო წუთებზე შესნის ბურთი აახიეს და ცარიელ კარში შეაგდეს, "VAR"-მა გოლი გააუქმა, "ბარსა" წაგებას გადაურჩა. რა გაგვახსენდა ამაზე? ესპანეთის სუპერ თასის ფინალი, "ბარსა" - "რეალი", ანგარიში სამით ერთია, ლიონელ მესი ერთი-ერთზე გადის და კასილიასი სჯობნის, ვაჰ.. არადა, 4:1 გახდებოდა და მანდ მორჩებოდა ყველაფერი, ამ მომენტიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში ვიქტორ ვალდესმა თავის საჯარიმოში ფინტები დატესტა, დი მარიას გაბითურება გადაწყვიტა, არგენტინელმა წაართვა და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა. "ბერნაბეუზე" "ბარსას" კაცი გაუგდეს და 1:2 დამარცხდა. სუპერ თასი "რეალს" დარჩა. ცუდად მახსოვს ვალდესისგან ეს ბრიყვული წყენა და აგერ შესნიმ გაგვიცოცხლა. 

პირველი ტაიმი 

საწყის ათ წუთში ანგარიში უკვე 1:1 იყო. დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რომ "ბარსას" დაცვა ვერ ჩავარდებოდა კარგ დღეში. არაუხო-გარსიას დუეტი ვნახეთ და აბა როგორ ვთქვა რომ რაიმე მოსაწონი გააკეთეს. პირიქით, დაცვის გარდა ყველაფერია. არაუხო წინა მატჩებში თავისი სისწრაფის ხარჯზე უმკლავდებოდა ხოლმე შეცდომებს, ახლა ეგეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ "ბრიუგესაც" სწრაფი შემტევები ჰყავდა. ამიტომ, ერთი შეცდომა თამაშგარეს ხაზის დაცვაში და კარგად იყავი, ამას ვეღარ გამოასწორებ. ამ ამბავში კი სცოდავდნენ კუნდეც და გარსიაც, მხოლოდ არაუხოში არ არის საქმე. 

ფორბსმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ძველი დრო გამახსენა, როცა გრანდების წინააღმდეგ არანორმალურად მოტივირებული იყო ყველა, რადგან მაშინ ამდენი სკაუტი არ ჰყავდათ კლუბებს და გრანდებთან თამაში იყო საუკეთესო გზა კარიერული წინსვლისთვის. ამ კაცსაც თითქოს ეგ აზრი უტრიალებდა თავში, ახლა "ბარსასთან" ფრენას დავიწყებ და იქნებ მომავალ სეზონში თავისთან წამიყვანონო. 

მოდი ძმაო, ვინ გიშლის, ვერა ხარ სამუელ ეტო'ო, მაგრამ ჯანდაბას შენი თავი, მობრძანდი. 

მალევე ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, ფერმინ ლოპესის პასი შეირგო. მისთვის უჩვეულოდ გაიტანა, ესე იგი, მარტივი მდგომარეობიდან შეძლო გატანა, რაც იშვიათად გამოსდის ხოლმე. არ აქვს ცუდი სტატისტიკა და კიდევ შეუძლია მომატება, მაგრამ ფორბსისა არ იყოს, ვერც ფერანი გახდება ლევანდოვსკი. 

ფერმინ ლოპესი კი მთავარი კაცია ნახევარდაცვაში, პედრის არ ყოფნაში ის იქცა ნახევარდაცვისა და თავდასხმის მთავარ მოკავშირედ და გამოუვიდა კიდეც ბევრი რამ. ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო ლამინე იამალთან ერთად. 

მეჩვიდმეტე წუთზე ისევ გაიქცა ეს შავი კაცი, ისევ ვერავინ დაეწია და "ბრიუგე" ისევ წინ გავიდა. შესნის გამოსვლა დაეზარა, ჭკუა ისწავლა, წინა სეზონში რამდენჯერაც გამოვიდა იმდენჯერ მოტყუებული დარჩა, სისწრაფე ბოლომდე დაკარგული აქვს, კარში დარჩენით კიდევ მაინც ვერ გვიშველა. სევდიანი სურათი გამოდგა. 

მეორე ტაიმი 

უფ, მომენტების მეტი რა იყო, პირველ ტაიმშიც, მეორეშიც, კუნდეს დარტყმა და ხარიხა, ფერან ტორესის გასვლა პირისპირ და არა ზუსტი დარტყმა, ფერმინის აჭრილი ბურთი და ძელი, ერიკ გარსიას შორეული დარტყმა და ხარიხა, ლამინესა და ფერმინის მომენტები სადაც გამარჯვებული მეკარე დარჩა - კარგი და მხიარული მატჩი იყო. სასაყვედუროც ნაკლებად მაქვს ასეთი მატჩის მერე, მაგრამ ამ დაცვის გადამკიდე ვერ იქნები მაინც კარგ ხასიათზე. 

აი მერე კი შედევრის ჯერი მოვიდა, ლამინე იამალმა და ფერმინ ლოპესმა დახატეს, ულამაზესი კომბინაციით გაარღვიეს "ბრიუგეს" დაცვა და ლამინემ დარტყმაც ზუსტად შეასრულა. გვინახავს მსგავსი რამ? კი, 2000/01 წლების სეზონი, "ბარსელონა" - "სარაგოსა", რივალდოსა და კლუივერტის კომბინაცია ნიდერლანდელმა დაასრულა. საოცრად ჰგავდა, საოცრად. 

გახდა 2:2 მაგრამ ეს მილიარდერი კაცი ისევ გაიქცა, ბალდეც კი ვერ დაეწია ღმერთო ჩემო, მარტინს ობაფემივით დაასრულა შეტევა, ესე იგი, ვერავინ გაიგო როგორ დაარტყა, მაგრამ მაინც გაიტანა. დაიმსახურა ამ კაცმა მატჩის საუკეთესოს წოდება. ამოწეული დაცვის პირობებში მისწრებაა ასეთი ფეხბურთელი, ალბათ მატჩის წინ უკვე იცოდა, რომ შავ დღეში ჩააგდებდა "ბარსას". ერთადერთი რამ ჰქონდა გასათვალისწინებელი - უნდა დაეცვა ხაზი. 

მატჩის გადარჩენა ლამინემ აიღო თავის თავზე და გამოუვიდა, ერთხელ ისევ მეკარემ აჯობა, კარგად გაიშალა, იან ზომერივით, მაგრამ ლამინეს ეშმაკურ ჩაწოდებას მაინც მოჰყვა გამთანაბრებელი გოლი. "ბრიუგეს" მცველმა თავის კარში ჩაჭრა და ეგ არის - 3:3. 

საერთოდ არ იყო ცუდი. 

წინ რა გველის 

გველის "სელტა", გველის პაუზა და "კამპ ნოუზე" დაბრუნება. მე მგონი, კარგად ჟღერს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #13 7 საათის წინ
    2
    ის ბენფიკა იყო, თან ისეთ ფორმაში, ბევრს რომ გაამწარებდა. და ლუჟზე 4-0 მოუგეს მაგალითად მაგ დროს ატლეტიკოს. ესკიდევ ბრიუგეა, ცა და დედამიწაა სხვაობა. რაც მთავარია კი მაშინ სამივე გოლი ბარსას კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომებით გაიტანა ბენფიკამ, თორემ სისტემურად გადავუარეთ. ბრიუგესთან ასე არ ყოფილა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 10 საათის წინ
    0
    თუ მოწინააღმდეგის კლასით და ძალით ვიმსჯელებთ, კი იყო კინაღამ, როგორც ლისაბონში;
    მაგრამ გააჩნია რომელ ლისაბონურ მატჩს ვიგულისხმებთ...
    დაცვის თამაშმა მე უფრო ლისაბონური კოშმარი გამახსენა, ის, რომლის გახსენებაც არავის არ გვინდა
    Culé [?]
    #11 გუშინ, 22:45
    0
    ფეოლა, მე გუშინდელ ბარსას შემხედვარე, ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩა" გამახსენდა..
    ინგა მურტალოს 7 ტყვიას რომ ესვრის და შვიდივეს რომ ააცილებს..
    დეკუუუ rage და ლაპოოო rage ... თქვენ კისერზეა ეს ყველაფერი რაც ხდება!!! rage
    ახლა მაინც გძინავთ, თუუუ გღვიძავთ და თვალს ვეღარ ახელთ?!... უჰჰ თქვენი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 გუშინ, 22:33
    3
    ფლიკმა ან ახლაი ინიგო გამოთალოს ან შეცვალოს დაცვის სტილი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #9 გუშინ, 18:03
    3
    ბარსას დაცვა არ მომწონს
    ფანი [?]
    #8 გუშინ, 17:54
    6
    ფერმინს ძაან აპიარებთ, საერთოდ არ მომეწონა მაგის თამაში, ნახევარზე მეტი გამოთიშულია საერთო სურათს. ჩემი აზრით არ არის მზად ბარსას ძირითადისთვის. ფერმინი ფერანებით ლიგის დადება გაჭირდება. ერთი ტოპ კლასი პედრი გვყავს ცენტრში. დანარჩენი საშუალო და უფრო დაბალი კლასისაა
    Culé [?]
    #7 გუშინ, 15:52
    9
    დარჩენილ სეზონში არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ასე გაგრძელების შემთხვევაში ფლიკსაც დავემშვიდობებით და რამდენიმე ფეხბურთელსაც. თუმცა ალბათ ყველაზე მიჩქმალული და ამ დროს მთავარი პრობლემა ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელები არიან, რომლებზეც იწერება რომ ფეხბურთელებისგან კრიტიკას ვერ უძლებენ და ფეხბურთელებს უწევთ რომ გუნდის გარეთაც მოემზადონო. ხოდა სავარაუდოდ სწორედ ეგაა გუნდის გადაღლის მიზეზი, რაც ჩვენს ტაქტიკასა და თამაშზე უპირველესად აისახება, რადგან ვერ ვაპრესინგებთ და ამის გამო ყველაფერი ვარდება. აგერ წინა დღეებში ისიც დაიწერა რომ ფლიკმა დასვენების დღეების გამოყოფა დაიწყო იმ ფეხბურთელებისთვის ვინებიც ბევრს თამაშობენო, მაგალითად წინა კვირაში რაშფორდს მისცა ეგ დღე და ტიპი მანჩესტერში წასულა სავარჯიშოდ. ანუ ეს ცხადად აჩვენებს გუნდის შიგნით ფეხბურთელებსა და ფიზმომზადების მწვრთნელებს შორის დაძაბულობას და ესაა თავი და თავი ამდენი ტრავმიანობისა და ტაქტიკის ვერ ფუნქციონირების.
    თუმცა აქ აღსაღნიშნია ისიც რომ ფლიკი როცა აკვირდება ამ ყოველივეს და ხედავს რომ ფეხბურთელები ფიზიკურ მზადყოფნაში არ არიან, ლოგიკურია რომ მისი ტაქტიკა განწირულია და მაინც არაფერს ცვლის, ესეიგი სერიოზული პრობლემა მის მენტალიტეტშიცაა.
    ნუ რა თქმა უნდა ფეხბურთელების პრობლემაცაა, ერთი მხრივ ტრავმიანობა და არასწორი ფიზმომზადება, მეორე მხრივ მენტალურად დაქათმდნენ და დაღორდნენ და მესამე მხრივ კი კლასის ნაწილშიც მოიკოჭლებს რამდენიმე.

    ამ ზაფხულს (თუ არა ზამთარშიც) აუცილებლად დაგვტოვებენ ლევანა, შესნი, კრისტენსენი და შტეგენი, აი ამათ შემდეგ უკვე სერიოზული კითხვებია. ნუ ჯერ კიდევ მთელი სეზონი წინაა, მაგრამ ჩემთვის ბევრი რამ უკვე გამოკვეთილია რის გამოც ესა თუ ის ფეხბურთელი არ იმსახურებს ან საერთოდ ბარსაში თამაშს ან ძირითადს, მაგალითად ტორესი რომ უკლასოა ყველამ ვიცით, მაგრამ სკამისთვის იდეალური ტიპია, გარსიაც ანალოგიურად, კუნდე და ბალდე ძალიან არასტაბილურები არიან, ორივეს აქვს იმის პოტენციალი რომ მსოფლიოში საუკეთესო ფულბექები იყვნენ, მაგრამ ტრავმიანობა და არასტაბილურობა ორივეს საკითხს ეჭვქვეშ აყენებს, ჩემი აზრით გამოსავალი 2 უძერსკესი ფულბექის შეძენაა, რომლებთან კონკურენციაშიც შევლენ და თუ მერეც ვერ დასტაბილურდებიან, ჯერ სკამზე გადაჯდომა მოუწევთ, შემდეგ კი გაყიდვა, აი მარტინი კი გასაჯმეინებელია. ფლიკის სისტემისთვის 100% შეუსაბამოა არაუხო და ფაქტია ან ფლიკი უნდა წავიდეს ან ეგ, ისე აზრი არ აქვს, მე მაგალითად არაუხოს გაშვებას ვემხრობი უდიდესი რეგრესის გამო, ასევე არც ინტელექტი აქვს და არც მენტალიტეტი, ძალიან არასტაბილური და ტრავმიანია ოლმო, როცა ფორმაშია შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო 10იანობაზეც იწევდეს, მაგრამ ეგეთი პერიოდი ალბათ სეზონში მხოლოდ 10 თამაშში აქვს, რაც საკმარისი არაა, კითხვის ნიშნებია კასადოზეც, რომელიც ფაქტია წინა წლის იანვრიდან აირია, მას მერე რაც დეიონგი დაბრუნდა და არაა გამორიცხული ფსიქოლოგიური ამბავი იყოს, სიმართლე გითხრათ არც დეიონგი მეპიტნავება განა რასაც თამაშობს იმის გამო, უბრალოდ ვაკვირდები და აშკარად უჟილკო და უმარილო ტიპია, რომელიც უკვე დიდი ხანია ვერცერთი მწვრთნელის ტაქტიკაში ნორმალურად ვერ ჩაჯდა და ფაქტია ყოველ სეზონში მაგის გამო საყრდენს ვნატრულობთ მაშინ როცა ამას ვაბრალებთ საყრდენობას.. თუმცა ჩემთვის მისი მენტალური მხარე მაინც უპირველესი რედ ფლეგია, არც რუნი მომწონს და რაშფროდიც დეიონგის მსგავსი ძალიან ჩილ გაი მგონია, რომელიც კი კაია თავისი კონტრიბუციებით, მაგრამ დღის ბოლოს 1-2 გოლი კი არა სწორედ ეს მენტალური ნაწილია გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი, ხოლო რაშფორდს სიფათზე რომ ვუყურებ 0 მუხტს ვხედავ და მაგის გადაფარვა მაქსიმუმ თავისი ქლაჩობით შეუძლია (რაც ნიუკასლთან ვნახეთ)

    ერთი სიტყვით მენტალურ ნაწილზე არასდროს არავინ საუბრობს ხოლმე არადა სპორტში სადღაც 70% სწორედ ეგ ახდენს ყველაფერზე გავლენას. ხოდა ვფიქრობ რამდენი მწვრთნელიც არ უნდა შევიცვალოთ, იქამდე სანამ ცუციკი და არასტაბილური ფეხბურთელები გვეყოლება, დიდ თამაშებს სტაბილურად მაგრად ვერ ვითამაშებთ.

    აქვე კი ჩვარი ან არასტაბილური ან უკლასო ფეხბურთელების სია: არაუხო, დეიონგი, რაშფორდი, ოლმო, ბალდე, კუნდე, მარტინი, რუნი, კასადო, ტორესი (შესნი, შტეგენი, ლევანა, კრისტენსენი ბებერი და ტრავმიანი ხალხის სიაში არიან)

    ყველაზე ჟილკიანი და გავლენის მქონე ფეხბურთელების სია: იამალი, რაფინია, ფერმინი, გავი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერიკ გარსია და ჟოანსაც ძალიან მაგარი ქარიზმა და ჟილკა აქვს.
    ხოდა აი რა გამოდის რეალურად: მეკარე გვყავს, დაცვაში კუბარსის გარდა 3ვე პოზიცია გასაძლიერებელია, ნახდაცვაში საყრდენი გვჭირდება და შეტევაში ცენტრი.

    ნუ რეალურები თუ ვიქნებით ამ ზაფხულში ჩემი გასაშვები სია:

    1. გავუშვებდი არაუხოს და უფასოდ მოვიყვანდი გეჰის ან ნუ საშუალოდ ძვირიან თემაში ვანდევენს (საბოლოო ჯამში ფინანსურად ან მოგებაში გავდივართ ან მცირე წაგებაში, მაგრამ სპორტული კუთხით 100% მოგებაა)
    2. გავუშვებდი მარტინს და მოვიყვანდი სპენსს (ბალდე კი სკამზე გადაბრძანდებოდა) სადღაც 30-40 დაგვიჯდებოდა
    3. კრისტენსენის ნაცვლად მოვიყვანდი ვინმე ჟილკიან სკამის მცველს (მაქს 20მ ან უფასო)
    4. მარჯვნივ კუნდეს მოსაჯენად მოვიყვანდი ვანდერსონს ან დუმფრისს (სადღაც 30 დაგვიჯდებოდა)
    5. კასადოს ნაცვლად მოვიყვანდი ტონალის (სადღაც 60 დაჯდება)
    6. გავუშვებდი ოლმოს, რაც ფულს მოიტანდა, ძირითადში კი ფერმინი იქნებოდა (დრო სკამზე და პედრის 10იანობის ვარიანტი)
    ისე მერინოც მაგრად გამისწორდებოდა მარა თანხის ამბავია..
    7. ფორვარდად რამდენიმე ვარიანტია: ჰალანდი (არ გამოვა), ალვარესი (სულ მცირე 120ად), ოსიმენი (სულ მცირე 90ად), ვლაჰოვიჩი (უფასოდ) მე პირადად ალვარესი მინდა სტილისტიკურად უბრალოდ ატლეტიკოსთან მოლაპარაკებები კარგი იდეა არ მგონია
    8. ვინგებზე, არ ვიცი რაშფორდის გამოსყიდვა რამდენად კარგი იდეაა, ნუ ალბათ მაინც რუნის გავუშვებდი და ვინმე ისეთ ვინგერს მოვიყვანდი, სკამზეც რომ გაჩერდება და ორივე ფლანგზე კარგად ითამაშებს, იდეაში ეგეთი კი გვყავს აკადემიაში დანი როდრიგესი, რომელიც მე მაგრად მეიმედებოდა, მაგრამ ტრავმებმა გატანჯა, ხოდა ეს ფორბსი ისე ცუდი ბიჭი ნაღდად არაა, ან იქნება კიდევ ვინმე ბაზარზე.

    მოკლედ ჯამში სადღაც 150-200 მილიონის დამატების ამბავია და 1/1 წესსაც არ დავარღვევთ, რადგან ჩვენც ბევრი გვყავს გასაშვები. ჯერ მარტო ის 4 კაცი რომ გვტოვებს, ადგილიც გამონთავისუფლდება და ხელფასებიც, მერე მაგას დავუმატოთ: არაუხო, მარტინი, კასადო, ოლმო, რუნი და უკვე 9 კაცია, აქეთ კი მოგვყავს: გეჰი, ვინმე შედარებით დაბალი კლასის მცველი, ვანდერსონი, სპენსი, ტონალი, ალვარესი და ვინმე სკამის მარჯვენა ვინგერი, რაშფორდს კი 30ში ვისყიდით.

    მოკლედ სერიოზული ცვლილებებია საჭირო, რადგან როგორც ვხედავთ 4-5 კაცის მეტი ყველა ან არასტაბილური, ან ტრავმიანი, ან ბებერი, ან უკლასოა, ხოდა შეუძლებელია ასეთი გუნდით ახალი ეპოქა შექმნა, არადა იამალი და პედრი ისეთი ტალანტები არიან რომ ნაღდად არ იმსახურებენ მათაც ისე მოექცნენ როგორც მესის მოვუშხამეთ ბოლო წლები ვიღაცა ს*რებით რომ ვტენიდით გუნდს, ხოდა თუ ეს ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება მაშინ მაგ 2 თან გამომშვიდობება მოგვიწევს და უფრო დიდ ქაქში აღმოვჩნდებით ვიდრე ახლა ვართ, ამ ცვლილებების გარეშე კი უბრალოდ არ ვიცი რაზე შეიძლება რომ პრეტენზია გვქონდეს. შეიძლება წინა წლის მსგავსად სეზონი კიდევ გაგვივარდეს, მაგრამ ყოველთვის იქნება გაცილებით მეტი ჩაგდებული სეზონი სწორედ იმის გამო რომ გუნდში არასწორი მენტალობის და უკლასო ხალხი გვყავს, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ხოდა როდემდე უნდა ვიბუქსავოთ? აგერ არჩევნებიც მოვიდა და ახლა მაინც გაარყიოს ლაპორტამ რა იქნება? რაღაცა სასწაულებსაც არ ვითხოვ ხო? ერთადერთი ალვარესი და ტონალია ფულიანი ტრანსფერები, დალშე გეჰის დაკერვა გვრჩება და სხვები მარტივია. ხოდა თუ ამ 3 კაცის მოყვანის ტრ*კი არ გვაქვს მაშინ ჩლზე ოცნებასაც შევეშვათ იმ პირობებში როცა არსენალი, ლივერი, რეალი, ჩელსი, ბაიერნი, სიტი და ა.შ. ყოველ ზაფხულში ხარჯავენ მაგ 200+ მილიონებს და ძლიერდებიან, ჩვენ კიდე სორი მაგრამ სულ ლამასია ვერ გვათრევს, ერთხელ დეკუმაც უნდა გაარყიოს და თუ არ შეუძლია გაა*ვას და სხვა გაარყევს.
    Culé [?]
    #6 გუშინ, 15:30
    1
    ეს ქალს არ გააკაროთ 35 წლამდე რა ;დ ან დავასაჭუროსოთ ან კათოლიკურ სკოლას მივაბაროთ laughing laughing laughing laughing
    Culé [?]
    #5 გუშინ, 14:30
    2
    ციტატა: Barca
    ჩვენ არ ვაპირებთ დაცვაში რომ ჩავჯდეთ და 1-0 მოვიგოთ კონტრ შეტევებით, ჩვენი სტილის შეცვლას არ ვაპირებთ (ამოწეული დაცვის ხაზი)

    ფლიკი🎙️

    გარსიასთან ერთად უფრო კარაგად იმოქმდედებს ეგ დაცვის ხაზი როცა მეკარე ბოლო მცველის როლზეა შესნი აღარ გამოდის ან ვეღარ გამოდის გარსია კარგად გამოდიოდა სულ ბურთზე მარა რაც ხდება ახლა არის ხელმნძღვანელობის ბრალი იცოდნენ რომ არაუხო ვერ აუღებდა ამ სტილს ალღოს და მაინც არ გაყიდეს ასევე ფერანი რა სირიც არია იცოდნენ ოლმოსაც რომ რეგრესი აქვს იცოდნენ და არაფერი გააკეთეს ფლიკი არაფერს შუაშია გარდა იმისა რომ ტრანსფერებს არ ითხოვს და დეკუს ზედმეტის უფლებას აძლევს
    ფანი [?]
    #4 გუშინ, 14:00
    0
    ჩვენ არ ვაპირებთ დაცვაში რომ ჩავჯდეთ და 1-0 მოვიგოთ კონტრ შეტევებით, ჩვენი სტილის შეცვლას არ ვაპირებთ (ამოწეული დაცვის ხაზი)

    ფლიკი🎙️
    წევრი [?]
    #3 გუშინ, 13:44
    0
    წელს რაღაცნაირად უნდა გადავაგოროთ სეზონი და ტრანსფერები საჭიროა წყალი არ გაუვა მაგრამ ლაპორტას და ღვერი დეკუს ხელში რას იყიდი ვინმე წესიერს უბრალოდ ფლიკმა უნდა ჩაწიოს ცოტათი მაინც დაცვის ხაზი მაგალითად ჩემი აზრით ფლიკის ადგილზე რო ვიყო ხავის დავიყენებდი ასისტენდად იცის მაინც ბეტონი როგორ უნდა ჩააყენოს ეს ტაკტიკაც იმიტო აღარ მოქმედებს წელს რო არც საყრდენი არ გვყავს წესიერი და მერე მეორე არც დაცვა გვყავს სასწაული პლიუს ყველა გუნდმა დაგვიმუღამა როგორ უნდა გვეთამაშონ და მესამე ფაქტორი ისაა რო ძაან ბევრს გადასხმული აქ ეტყონა გასახდელში და ეზარებათ სირბილიც და დაპრესინგებაც თორე წინა წელს რაკეტებივით ვაპრესინგებდით ესაა მთავარი ვინც რევს გასახდელს და ვისავ აქვს თავზე გასხმული ყველამ უნდა ააცვას
    ზაფხულში შტეგენი შესნი ლევანა უეჭველი წავლენ და სახელფასო ჭერიც გამოთავისუფლდება ჩემი ნება როიყო დე იონგი კასადოდან რომელიმეს აუცილებლად გავუშვებდი შარშან კასადო მომწონდა ბევრად დე იონგზე მაგრამ რეგრესი აქ სასწაული მაგ ბიჭს
    გულშემატკივარი [?]
    #2 გუშინ, 13:41
    0
    მაგარი მატჩი იყოო ყოჩაღ ბრიუგეს, ლამის ბარსას და მილანის შემდეგ ბრიუგეც შემიყვარდაა, ბარსას დაცვა კიდე კრიტიკას ვერ უძლებს, ამ ფლიკმაც რატო შაიყო ამ ამოწეული დაცვის ხაზით ხომ ხედავს რომ დიდი უინტელექტო ორანგუტანგი ვერ ადაპტირდა ეგრე თამაშს…მოკლედ ძალიან კარგი მატჩი იყო, მიუხედავად იმისა რო ორი ქულა დაიკარგა, დანაკარგის შეგრძნება არ მქონია მატჩის შემდეგ, პირიქით ნასიამოვნრბიც კი ვიყავი, ისე ზამენაზე ფორბსი კარგი იქმებოდა
    წევრი [?]
    #1 გუშინ, 13:22
    4
    პატარა გოუთი კრიფავს ფორმასს