"ბარსა"-"რეალი" 2-2, წაუგებელი სერია გრძელდება
ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ბარსელონას" და "რეალს" შორის, რომელიც საკმაოდ დრამატულად განვითარდა.
ანგარიში მე-10 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა, 5 წუთის შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლიონელ მესიმ ბურთი საკამათო სიტუაციაში მიიღო და გუნდი წინ გაიყვანა, 72-ე წუთზე კი გარეთ ბეილმა გოლი ყუმბარისებური დარტყმით გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა.
შეხვედრას გაძევების გარეშე არ ჩაუვლია. წითელი ბარათი სერჟი რობერტომ, პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მიიღო.
მოპოვებული ქულით "ბარსელონამ" 87 ქულა დააგროვა და "ატლეტიკოს", რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს, 12 ქულით უსწრებს, თუმცა ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.
მომდევნო შეხვედრას კატალონიური გუნდი "ვილიარეალის" წინააღმდეგ, ოთხშაბათს გამართავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]