workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ ახალი სეზონის მე-2 ფორმა წარადგინა

ოფიციალურად: ბარსელონამ ახალი სეზონის მე-2 ფორმა წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ სეზონში გუნდის მეორე ფორმა თეთრი იქნება.

ფორმა ეძღვნება იოჰან კრუიფს, რომელმაც “ბარსელონას” თამაშის საფირმო სტილი შექმნა. სწორედ კრუიფის დროს, 1970-იან წლებში თამაშობდა “ბლაუგრანა” თეთრი ფორმებით.

ახალ ფორმაში თეთრი წამყვანი ფერია, თუმცა, რა თქმა უნდა, მაისურს აქვს ლურჯი და წითელი ელემენტებიც.

თეთრი ფორმით “ბარსელონას” აქამდე არაერთხელ უთამაშია. 1920-1970-იან წლებში ამ ფერის ფორმებით თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პაულინო ალკანტარა, ჟოზეპ სამიტიერი, სესარ როდრიგესი, ლადისლაო კუბალა და სხვები.

აღსანიშნავია, რომ 2023/24 წლების სეზონის მეორე ფორმაზე დატანილი იქნება “ბარსელონას” არა მოქმედი, არამედ ძველი ლოგო, რომელიც კლუბს 1975-2002 წლებში ჰქონდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Bakero
    schedule 26 ივლ 2023, 23:26
    #13

    არ მომწონს იმიტომ კი არა რომ თეთრია ! სათამაშო ფორმა ცალ ცალკე არ არსებობს ! და ეს თეთრი ნამდვილად ვერ არის კორელიაციაში joy joy joy ამ ლურჯთან

  • Rick Sanchez
    schedule 26 ივლ 2023, 22:28
    #12

    ლურჯი შორტები უშნოა.

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2023, 20:04
    #11

    ჩვენ თუ არ მოგვეწონა, სამაგიეროდ რეალი იხალისებს.

  • me da barca
    schedule 26 ივლ 2023, 16:13
    #10

    ცუდი არაა წითელი და ლურჯი ელემენტებით, ლურჯი შორტებიც უხდება.
    არ არსებობს ფორმა, რომელიც ყველას მოეწონება.

  • vitorborbafereira
    schedule 26 ივლ 2023, 14:28
    #9

    Mაგარია

  • rivaldo80
    schedule 26 ივლ 2023, 14:18
    #8

    ძალიან ლამაზი ფორმაა

  • C.PC5
    schedule 26 ივლ 2023, 13:09
    #7

    ჩვენი ფერები არაა და თან თეთრი ფორმით მოთამაშე ბარსა თითქმის არავის გვინახავს, ამიტო არის უჩვეულო, თორემ თვითონ ფორმა ასე თუ ისე ლამაზია ჩემი აზრით.

  • Genius8
    schedule 26 ივლ 2023, 13:08
    #6

    ეჰჰ მაგრად მწყდება ლეო რო ვერ გაიფორმეს ამ დედა მო@@ნულებმა და სწორი იყო რომარ დაიცადა მორჩა უკვე ფაქტიურად ივლისი და რა ხდება გუნდში? ვერავინ ვერ გავყიდეთ ვერავინ ვერ მოვიყვანეთ ისეთი მაგარი @რაკშია გუნდი მიეყიდა ამ ქინძ ლაპორტასაც ვიღაცა არაბისთვის 4მილიარდს რო იხდიდა მარა ბარსელონა ეკუთვნის გულშემატკივრებსო ისე მაგის დედას ვტენე მე რამდენი მაგას ფიქრობს

  • suxaaa
    schedule 26 ივლ 2023, 12:28
    #5

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: suxaaa
    CHEPE, 😀 😀 😀 ანუ რახამ თეთრი ფერია ვინმეს ვბაძავთ? ზოგადად რო იცოდე ყოველ წელს ფორმა იმიტომ იცვლება რომ მარკეტინგული გათვლაა ეგ და მიბაძვა არაფერ შუაშია


    თეთრი ფორმა მერე ვერ ხედავ 70 იანების მერე არ გვქონია და ისიც მგონი პირველად იყო იმ წლებში😄😄😄 შავი ფორმა და ყავისფერი უფრო უხდება მეორე ფორმას


    ეგაა მარკეტინგული გათვლა და არა ის რომ ვინმეს ბაძავენ

  • CHEPE
    schedule 26 ივლ 2023, 11:37
    #4

    ციტატა: suxaaa
    CHEPE, 😀 😀 😀 ანუ რახამ თეთრი ფერია ვინმეს ვბაძავთ? ზოგადად რო იცოდე ყოველ წელს ფორმა იმიტომ იცვლება რომ მარკეტინგული გათვლაა ეგ და მიბაძვა არაფერ შუაშია


    თეთრი ფორმა მერე ვერ ხედავ 70 იანების მერე არ გვქონია და ისიც მგონი პირველად იყო იმ წლებში😄😄😄 შავი ფორმა და ყავისფერი უფრო უხდება მეორე ფორმას

  • Montekristo031
    schedule 26 ივლ 2023, 10:43
    #3

    ძალიან ლამაზი ფორმაა <3

  • suxaaa
    schedule 26 ივლ 2023, 10:41
    #2

    CHEPE, 😀 😀 😀 ანუ რახამ თეთრი ფერია ვინმეს ვბაძავთ? ზოგადად რო იცოდე ყოველ წელს ფორმა იმიტომ იცვლება რომ მარკეტინგული გათვლაა ეგ და მიბაძვა არაფერ შუაშია

  • CHEPE
    schedule 26 ივლ 2023, 10:25
    #1

    ხო მსაჯრიდს მიბაძეთ როგორმე იმაში არ მიბაძოთ რამდენას ძლიერი მენეჯმენტი აქვთ