შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – ათიანი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – ათიანი

     ხმათა უმრავლესობით რვიანზე ჩავი ერნანდესი აირჩიეთ. როგორც დაგპირდით, ანდრეს ინიესტას მეორე ნახევარმცველის პოზიციაზეც ექნება შანსი, სადაც უფრო შემტევი ფეხბურთელები მოიყრიან თავს, ათიანები, და მეორე თავდამსხმელები. კონკურენცია ძალიან დიდია. არც მე ვიცი ვის ავირჩევდი და ამჯერად ძალიანაც კმაყოფილი ვარ, რომ საკუთარ აზრს არ გამოვთქვამ. ასე რომ, თქვენთვის მომინდია არჩევანი. 

აქვე დავამატებ რომ დიეგო მარადონას მეტი შანსი აღარ ექნება. ან, ახლა, ან არასდროს. რივალდო და იოჰან კრუიფი კიდევ შეგხვდებათ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, მაგრამ იქ კიდევ უფრო დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი. 

აბა დავიწყოთ: 

ლადისლაო “ლაზლო” კუბალა (1951 – 61) 

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 5x გენერლის თასი (კოპას წინამორბედი)

✔ 2x საერთაშორისო თასი 
✔ 1x ლათინური ჩემპიონატის თასი 
✔ 2x ევა დუარტეს თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 345 მატჩი.
გაიტანა 280 გოლი.
შეასრულა 50 საგოლე გადაცემა. 

ბარსას ქომაგებმა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. დააყენეს კრუიფზე, მარადონაზე, რომარიოზე და რონალდოზე მაღლა. განსაკუთრებით უყვარდა და კამპ ნოუს აშენებასაც მის სახელს მიაწერენ. ამიტომაც ამშვენებს სტადიონის წინა ადგილს კუბალას ძეგლი. როგორღაც წააგო ჩემპიონთა თასის ფინალი, თანავარსკვლავედი ჰყავდა ბარსას, დიად უნგრელებს პლუს ლუის სუარესი და ევარისტო, მაგრამ მაინც 2:3 წააგეს “ბენფიკასთან”. რომ არა ეს მარცხი, კუბალა კიდევ უფრო დიდ სახელს დატოვებდა.  

ლუის სუარეს მირამონტესი (1955 -61)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x გენერლის თასი
✔ 2x საერთაშორისო თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 253 მატჩი.
გაიტანა 141 გოლი.
შეასრულა 37 საგოლე გადაცემა. 

ერთადერთი ესპანელი ოქროს ბურთით. ჩემპიონთა თასი ბარსაში ვერა, მაგრამ ინტერში მოიგო. ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. კონკურენცია ჰქონდათ მას და კუბალას, საბოლოოდ, ამიტომ წავიდა ინტერში. ვერ იქცა კულეების საყვარელ ფეხბურთელად, მაგრამ ლეგენდად დარჩა. 

იოჰან კრუიფი (1973 – 78)

🔵 ტიტულები:

✔ 1x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი

“ბარსელონაში” ჩაატარა 180 მატჩი.
გაიტანა 60 გოლი.
შეასრულა 83 საგოლე გადაცემა. 

ტიტულებით დიდად ვერ დაიკვეხნის ბარსაში, მაგრამ მაინც უდიდესი კვალი დატოვა, რადგან დიდი კრიზისის დროს მოვიდა კლუბში, ბარსას 14 წლიანი პაუზის მერე მოაგებინა ლა ლიგა. დაამარცხა “მადრიდი” “ბერნაბეუზე” 5:0. და მოიგო კიდევ ერთი ოქროს ბურთი. იოჰანის ნაფეხურებზე იზრდებოდნენ ბარსელონას ლეგენდები. 

დიეგო არმანდო მარადონა (1982 – 1984)

🔵 ტიტულები:

✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x ლიგის თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 58 მატჩი.
გაიტანა 38 გოლი.
შეასრულა 23 საგოლე გადაცემა. 

მარადონა ბარსაშიც დიდებული იყო, მაგრამ ყოველთვის რაღაც უშლიდა ხელს – ჰეპატიტი, მოტეხილი ფეხი, პრობლემები ნარკოტიკებთან, პრობლემები ნუნიესთან, პრობლემები ბასკებთან, პრობლემები მწვრთნელებთან. მოკლედ, ვერა და ვერ მოისვენა. არადა, მოედანზე გასვლისთანავე შეუდარებელი იყო. უბრალოდ, მოედნის მიღმა ხმაურმა გადაფარა ბევრი რამ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ორი სურათია – გოლი “მადრიდის” კარში, რასაც საგნების სროლასთან ერთად ტაშიც მოჰყვა, და წიხლი ბასკების წინააღმდეგ. 58 მატჩში 61 საგოლე მოქმედება გადასარევია. 

მიქაელ ლაუდრუპი (1989 – 94)

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 226 მატჩი.
გაიტანა 54 გოლი.
შეასრულა 26 საგოლე გადაცემა. 

ინიესტას საყვარელი ფეხბურთელი. კლასიკური ათიანი. ტექნიკისა და პასის დიდოსტატი. ცოტა დაიჩაგრა ლეგიონერების ამბავში. რომარიოს მოსვლის შემდეგ მოედანზე მხოლოდ სამი ლეგიონერი უნდა ყოფილიყო, ლაუდრუპი კი კუმანთან, სტოიჩკოვთან და რომარიოსთან კონკურენციაში ხშირად იჩაგრებოდა. არადა, დიდებული სანახავი იყო მისი და რომარიოს თამაში. 

რივალდო (1997 – 2002)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x უეფას სუპერ თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 235 მატჩი.
გაიტანა 130 გოლი.
შეასრულა 49 საგოლე გადაცემა. 

ხუთი წელი გაატარა ბარსაში და ოთხი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მეხუთეში ტრავმებმა შეუშალეს ხელი, მაგრამ მოიშუშა თუ არა მუნდიალზე წავიდა და ოქრო მოიგო. რივალდო იყო ბარსას სული და გული. ერთადერთი ნათელი წერტილი ბნელ პერიოდში. ასეთ გმირებს ასე ემართებათ – ყველაფერი გაიღო კლუბისთვის და მაინც უმადურად გააგდეს.

ანდრეს ინიესტა (2002 – 2018)

🔵 ტიტულები:

✔ 9x ლა ლიგა
✔ 6x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 4x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 3x უეფას სუპერ თასი 
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 674 მატჩი.
გაიტანა 57 გოლი.
შეასრულა 136 საგოლე გადაცემა. 

ინიესტაზე უკვე ყველაფერი ითქვა.

სახსენებელი ხალხი: 

შუსტერი

ჰაჯი

ჯოვანი 

და სხვანი… 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (18)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    03 იან 2026, 07:06

    ციტატა: ფეოლა
    პენდრაგონი, ცრუ ცხრიანი არ გვყავს ამ ტაქტიკაში : )


    4-3-3-ს არ აკეთებ? ყველაზე ავთენტური სათამაშო სქემა ეგაა ბარსელონასთან მიმართებაში. მანდ კლასიკური ფორვარდიც შეგიძლია იგულისხმო და ცრუ ცხრიანიც

  • rivaldo80
    02 იან 2026, 20:03

    რა თქმა უნდა რივალდო საშუალო დონის გუნდს ზურზე მიათრევდა და დიდი ხანი უერთგულა გუნდს.

  • LEVANII
    02 იან 2026, 16:59

    ციტატა: shu1987
    აი ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია მფრინავ ჰოლანდიელს როგორ აიგნორებთ ??? ყველა ძაან მაგარია მითუმეტეს ინიესტა თუმცა სუფთა ათიანი ინიესტა არ ყოფილა ინიესტაზე მეტად ათიანი მაგ დროს მესი უფრო იყო . ჩემი ხმა ულაპარაკოდ კრუიფს მის გარეშე ბარსელონას სიმბოლურს გავკარი. ინიესტა ძაან დონე იყო მაგრამ კრუიფი ბევრად სხვა ლეველზე იყო ჩემთვის. ნუ ჩევიესტა წინაზე ერთად ავირჩიე და წინ მესი გაუჩოს დუო.


    Ეს 4-3-3 სისტემაა და მაგიტომ ათიანები იჩაგრებიან თორე ისე კრუიფი მესის მერე საუკეთესო ფეხბურთელია ბარსას ისტორიაში

  • La Pulga10
    02 იან 2026, 16:52

    ინიესტა. ბუსკეცი-ჩავისთან მხოლოდ ინიესტაა სწორი არჩევანი.

  • ფეოლა
    02 იან 2026, 15:59

    პენდრაგონი, ცრუ ცხრიანი არ გვყავს ამ ტაქტიკაში : )

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    02 იან 2026, 11:06

    ძალიან ცუდი განაწილებაა, კუბალადა კრუიფი ცრუ ცხრიანებზე უნდა განგეხილა, ასე კი ორივე იჩაგრება. რა თქმა უნდა ინიესტას ჩემი ხმა

  • riva
    02 იან 2026, 04:40

    რივალდო

  • Albicelecte
    02 იან 2026, 03:54

    ინი 8-იანზე, მაგრამ 10?! 10 ნომერი ბარსაში სხვა განზომილებაა, თვითიონ გვირგვინი და რავი აბა, ეტყობა სხვა პოზიციისთვის დაასახელებ ან კონკურენციის მიღმა?
    ისე დინიოც 10 ნომერი იყო

  • Bakero
    02 იან 2026, 03:09

    ბარსელონას სული რივალდო ულაპარაკოდ ! ინიესტა 8 -ე დავასახელე უკვე მარადონა ჩვენთან სამწუხაროდ მხოლოდ 2 სეზონი იყო pensive კრუიფი ? ჩემთვის უფრო დიდი მწვრთნელი იყო ვიდრე ფეხბურთელი ! ჩემთვის კრუიფმა შექმნა ის ბარსელონა რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს

  • levanoza
    02 იან 2026, 02:36

    ჩემი ხმა კუბალას, მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაში არც მინახია და ალბათ ვერც ვნახავ, მარადონას დაიგნორება მარაზმი იქნებოდა, მაგრამ მან მხოლოდ 2 წელიწადი გაატარა კლუბში. ასევე დიდი ბოდიში ანდესის გულშემატკივრებს.

  • Mariami Kh
    02 იან 2026, 00:26

    ძალიან რთული არჩევანია მაგრამ მაინც ინიესტა

  • Barca
    01 იან 2026, 23:37

    Fაბრიზიო იძახის ჩელსი მთავარ მწვრთნელად ლიგა 1 ის რომელიღაცა გუნდის მწვრთნელს განიხილავსო და ქართულ გვერდებზე წერენ ჩავის განიხილავენო

  • Fcbarcaforever
    01 იან 2026, 22:52

    Iniestaaaaaa

  • shu1987
    01 იან 2026, 22:51

    აი ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია მფრინავ ჰოლანდიელს როგორ აიგნორებთ ??? ყველა ძაან მაგარია მითუმეტეს ინიესტა თუმცა სუფთა ათიანი ინიესტა არ ყოფილა ინიესტაზე მეტად ათიანი მაგ დროს მესი უფრო იყო . ჩემი ხმა ულაპარაკოდ კრუიფს მის გარეშე ბარსელონას სიმბოლურს გავკარი. ინიესტა ძაან დონე იყო მაგრამ კრუიფი ბევრად სხვა ლეველზე იყო ჩემთვის. ნუ ჩევიესტა წინაზე ერთად ავირჩიე და წინ მესი გაუჩოს დუო.

  • Rick Sanchez
    01 იან 2026, 22:17

    მესი სუარესი და დინიო იქნებიან შეტევაში და ეგაა რა, გადაწყვეტილი ამბავია

  • QINQO
    01 იან 2026, 21:34

    საქმე ისე მიდის რომ ეს ოცნების გუნდი იქნება იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი რომელთაც მოვესწარით, ის გუნდი რომელიც გვარდიოლას ხელმძღვანელობით მსოფლიოს აზანზარებდა, რაც უსამართლობა იქნება იმ ისტორიული ფეხბურთელების მიმართ რომლებიც გუნდს მარტო მიუძღოდნენ რივალდოს მსგავსად. ამიტომ ჩემი ხმა რივალდოს

  • LEVANII
    01 იან 2026, 21:01

    Როცა ხავი და ბუსკეცია ძირითადში საფიქრალიც არარის რო ინიესტა უნდა იყოს მესამე პროსტა კრუიფიც როგორ უნდა დააიგნორო არ ვიცი

  • nika 54
    01 იან 2026, 20:57

    აქ ფიქრიც არ არის საჭირო ინიესტა უსიტყვოდ. ვიტინიას ინტერვიუ წავიკითხე სადღაც სადაც ამბობს, თუ კარიერის ბოლოს ჩემზე და დეზირე დუოზე იტყვიან, რომ ჩავი-ინიესტას მსგავსი ფეხბურთი ვითამაშეთ ეს ჩემთვის უდიდესი აღიარება იქნებაო
    როგორ არ უნდა დაეთანხმო ასეთ ფეხბურთელს. ასე რომ ჩავი-ინიესტას დაშლა არ გამოვა არანაირად.