Sport-ის ცნობით, ჩავი ერნანდესი უსმან დემბელეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
გუშინ, ფრანგი “ბილბაოსთან” თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23 წუთში გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო. გოლის შემდეგ, “კამპ ნოუს” ტრიბუნები მას აღარ უსტვენდნენ.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. იანვარში მომხდარი ამბების მიუხედავად, ჩავი მის საჭიროებებსა და ფიზიკურ კონდიციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. დემბელე მწვრთნელის მიერ გამოჩენილ ყურადღებას აფასებს და მისი მადლიერია.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დემბელემ პირველი გოლი გაიტანა.
ეს ფორმაშია ჩავის ხელში
მამა სჭირდებოდა რა ფაქტიურად
და ჩავი იმენნა მამა გახდა! ეხლა ერთ მარტივ რამეს უნდა მიხვდეს ეგ შტერი რომ რასაც ჩავი მაგას ათამაშებს ეგრე ვერსად ვერ გაიხსნება და თან კიდევ მეტი შეუძლია თუ ფიზიკაში მოუმატა
ძაღლი რო მივა ხოლმე პატრონთან და თავს რო უხრის მომეფერეო აი ეგ პონტია მანდ ეხლა.
სისოკოა მანდ მთავარი რომელსაც ფული აინტერესებს თორე დემბელე კიდია. მგონი შეთანხმება აქვთ ვინმესთან
ეს თუ არ დარჩა ზაფხულში ენტონის ტრანსფერი უნდა მოვარტყათ
რა მოხდებოდა რო ხულიან ალვარესი გვეყიდა აი უმონსტრეს ფორვარდად დააყენებდა ხავი ჰალანდის ხსენებაც არ იქნებოდა მერე
დემბელე მაგრად ათამაშდა ჩავის ხელში, შეიძლება თვითონვე მოინდომოს და დარჩეს, არაა გამორიცხული
იმედია დარჩება ჩავის ხელში რაღაც სასწაული გახდება და უკვე აქვს მაგარი პროგრესი ასევე ტრამვა აღარ მიუღია კაი ხანია