ჩავი ერნანდესის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარდგენის დროს, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ნაიჯელ დე იონგმა განაცხადა, რომ ის მესამე არჩევანი იყო.
ნიდერლანდელთა პრიორტიეტი პეპ გვარდიოლა ყოფილა, მეორე ვარიანტი კი – არნე სლოტი. დე იონგის განცხადებით, ორივესგან უარის მიღების შემდეგ, ჩავიზე გადაერთნენ.
ჩავი ერნანდესს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როგორი გრძნობაა, როცა მესამე არჩევანი ხარ, რაზეც მან უპასუხა: “ცუდი პოზიცია არაა, რომ გვარდიოლასა და სლოტის შემდეგ ხარ. სულ მცირე, პოდიუმზე მაინც ვართ. არ მაღელვებს, მესამე არჩევანი ვიყავი თუ მე-10. ნიდერლანდების გაწვრთნა ჩემთვის პატივია.”
ნაიჯელი ამ განცხადების გამო ბევრმა გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ როცა ნიდერლანდელი პრესკონფერენციაზე ამას ამბობდა, ჩავი ერნანდესი მის გვერდით იჯდა.
ჩავიმ “ნარინჯისფრებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
როგორი ფეხბურთელიც იყო ისეთივე საუბარიც ცოდნია არ არის ლამაზი და ცოტა დამამცირებელიც კი არის ესეთ რაღაცას რო ამბობ
როგორც პრესკონფერენცია მოიგო, ისე მოეგოს ტიტულები ალალია, თუ ეგეც პეპს გაუტოლდა მაგას რა ჯობია, მაგისთვის ხო ბარსა ყოველთვის პირველი ვარიანტი იქნება.
ევროპელებიდან ჰოლანდიელები ალბათ ყველაზე ამპარტავნები არიან. გონიათ რომ მაგათ ცუილს ვარდის სუნი ასდის. აი ეს ყლეობა რატო უნდა თქვა კაცმა თუ უტაქტო სირი არ ხარ?
მაესტორს წარმატება გამიხარდება ❤️ მაგრამ შემდეგი ევროპაც ჩემი აზრით ესპანეთს მოაქვს