ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ნაიჯელ დე იონგმა ეროვნულ ნაკრებში ჩავი ერნანდესის დანიშვნაზე ისაუბრა.
ჩვენთვის რონალდ კუმანის შეცვლის პრიორიტეტული კანდიდატი პეპ გვარდიოლა იყო, მაგრამ მას 1-წლიანი პაუზის აღება სურდა.
მეორე ვარიანტი არნე სლოტი იყო, თუმცა მან საკლუბი ფეხბურთში დარჩენა ამჯობინა.
ამის შემდეგ მესამე არჩევანზე გადავერთეთ და ჩავი დავნიშნეთ.
– განაცხადა დე იონგმა.
ნაიჯელი ამ განცხადების გამო ბევრმა გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ როცა ნიდერლანდელი პრესკონფერენციაზე ამას ამბობდა, ჩავი ერნანდესი მის გვერდით იჯდა.
ჩავიმ “ნარინჯისფრებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეს თემა ორჯერ დადგა პრესკონფერენციაზე?