“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი სამწვრთნელო კარიერას განაახლებს და ნიდერლანდების ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. 46 წლის სპეციალისტი, ისევე, როგორც “ბარსელონაში”, ნიდერლანდების ნაკრებშიც რონალდ კუმანის შემცვლელად შეარჩიეს. ინფორმაცია ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა.
ბოლო დღეებში კანდიდატებს შორის ასევე სახელდებოდნენ რობერტო მარტინესი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრები დატოვა, და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მიკაელ რაიციგერი, რომელიც ნიდერლანდების 21 წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებს.
ჩავი ერნანდესს არცერთი საფეხბურთო გუნდი არ გაუწვრთნია მას შემდეგ, რაც 2024 წლის ზაფხულში “ბარსელონაში” თავისი ეტაპი დაასრულა. თავის ბოლო განცხადებებში მან აღნიშნა, რომ მზად იყო ეროვნული ნაკრები ჩაებარებინა, რაც მას საშუალებას მისცემდა, მეტი დრო გაეტარებინა ოჯახთან ერთად და ბარსელონაში ეცხოვრა.
ნიდერლანდების ფედერაციას სურდა, კუმანის შემცვლელის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინა. ჩავი ერნანდესს უკვე შეუძლია დაიწყოს იმ ფეხბურთელებზე დაკვირვება, რომლებიც მის პირველ განაცხადში მოხვედრის კანდიდატები არიან. ეროვნული ჩემპიონატი, ერედივიზიონი, უკვე დაიწყო. ესპანელი სპეციალისტი კუმანის შეცვლის ისტორიას გაიმეორებს – 2021 წლის ნოემბერში მან ის “ბარსელონას” სათავეში ჩაანაცვლა, ახლა კი იგივეს ნიდერლანდების ნაკრებში გააკეთებს.
ცუდი გადაწტყვეტილება მიიღო ჩავიმ. თაობა არ ყავს ნიდერლანდებს. სანაკრებოც ადრეა ამისთვის. დავიჯერო მეტი ვარუანტი არ ჰქონდა რომ აერჩია?
აბა შენ იცი მაესტრო👌🏻
საღოკ ხავიტო, საკაიფო სამსახური იშოვა. წარმატებები❤️ იმედია უფრო დაღვინდება, წუწუნს გადაეჩვევა და დაიხვეწება. ჭკუა რომ აწვს და ფეხბურთი ატიდო ესმის ეს ფაქტია.
წარმატებები ! იმედია კუმანზე უკეთეს შედეგს დადებ
აშენებულან. ისე კუმანის სიფარჩაკის მერე ამან ჩაუყარა დღევანდელ გუნდს საფუძველი,ბევრი ბავშვი წამოწია. ცოტა ზედმეტად პრაგმატისტი მეჩვენა,ცოტა ერთი ადგილიც აათამაშა,მარა მაინც ჩვენი კაცია…
ეს კუმანს დაზდევს თუ რა ხდება?
ახლა ნიდერლანდებს ააყვავებს😅😅😅 თუმცა იმ გასიებულ კუმანს მილიონად ჯობია