მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სპექტაკლი კამპ ნოუზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სპექტაკლი კამპ ნოუზე

აღარც მახსოვს ბოლოს როდის მქონდა ასეთი კარგი მოლოდინი მატჩის წინ, არც ის მახსოვს ბოლოს როდის გამართლდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბარსამ" საკუთარი თამაში იპოვა, ტრანსფერები ამართლებს, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ყველაფერი კარგად მიდის. 

ველოდი ქულებს, ველოდი ლამაზ თამაშს და გოლებს. ყველაფერი მივიღეთ, "ბარსა" მეოთხე ადგილზეა, პოტენციური მესამე ადგილის შესაძლებლობით, კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები გვაქვს და ამჟამად, არ არსებობს გუნდი, რომელიც ლა ლიგაში "ბარსაზე" კარგ ფორმაშია. 

აბა, ამის მერე რა გასაკვირია, რომ სტადიონზე ხალხი დაბრუნდა. 

დაცვა

ტრადიციულად შტეგენით დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩავის გუნდმა სრული კონტროლი დაამყარა თამაშზე, შტეგენს მაინც აწუხებდნენ, ვერ ვიტყვი, რომ აშკარა გოლისგან გვიხსნა, მაგრამ "ბილბაო" ქმნიდა მომენტებს და გერმანელი დამაჯერებელი იყო, თუ გავიხსენებთ სეზონი როგორ დაიწყო, ახლა მშვენიერ ფორმაშია. რაც მთავარია, დაცვა დაკომპლექტებულია, ზუსტად ვიცით ვინ იწყებს თამაშს და რატომ, ადრეც აღვნიშნე, რომ ამ დაცვის ხაზის ერთადერთი პრობლემა ასაკია. რომ არა დროსთან ჭიდილი, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი გვეყოლებოდა. ახლა კი მხოლოდ ის გვყავს ვის ირგვლივაც გუნდის აწყობა შეიძლება, რა თქმა უნდა, არაუხოზეა საუბარი. "ბილბაოს" პიკეც ეყო და ალვესიც, მაგრამ, "ბარსას" ხომ ტრადიციულად დიდი მიზნები აქვს? პიკეს ერთი-ორჯერ ისე ჩაუქროლეს მეტოქეს მაისური გახადა. 

არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ, დესტიც რაღაცას დაემსგავსა, ბოლო დროს კარგი მატჩები აქვს, ეჭვი არ მეპარება, რომ ალვესის დამსახურებაა. არ ვიცი უხსნის, ასწავლის, გაკვეთილებს უტარებს თუ უბრალოდ დესტს აღმოაჩნდა დაკვირვების უნარი. მაგრამ, ფაქტია რომ უმატებს. ყველაფერი დაცვიდან იწყება. 

ტრიო

როტაცია გრძელდება. კვლავინდებურად წარმატებულად, სათამაშო დრო მეტნაკლებად ყველას ეძლევა, ნიკოსთვის თამაში აუცილებელია, აღარაფერს ვამბობ პედრიზე და გავიზე, სერხიო ბუსკეტსი კი ისევ გვაოცებს, პიკესიე არ იყოს, სტაბილურობა მანაც დაკარგა, მაგრამ, რა მაგარი მატჩი ჰქონდა! ან დაცვითი კუთხით, ან, შეტევის ორგანიზებით, ან, ის პასი რა იყო ზიდანი რო გაგვახსენა?! როგორც იქნა სიამოვნების მიღება ისევ დაიწყეს, ისევ ტაში ისმის "კამპ ნოუზე", ისევ დიდი მოლოდინი გვაქვს მომდევნო მატჩისა და ვნაღვლიანდებით თამაშის შემდეგ, ოღონდ, არა იმიტომ, რომ რამე არ მოგვეწონა, უბრალოდ საწყენია, რომ დამთავრდა და ლოდინი მოგვიწევს ერთი კვირით. 

დე იონგის დიდი პატივისცემის მიუხედავად, (რომელიც მისი სათამაშო ფორმის შესაბამისად იზრდება) პედრი-გავის დუეტი უფრო შეკრულად გამოიყურება, უფრო წააგავს ჩავი-ინიესტას, ჩვენი საზომი ხომ ეს არის? ყველაზე დიდი სტანდარტი, რითიც შეიძლება ნახევარდაცვის ცენტრი გაიზომოს. ჯერ გავიმ გვაჩუქა პირველ ტაიმში შოუს ელემენტები, შემდეგ კი პედრიმ სპექტაკლი დადგა, მატჩის მიწურულს ისეთები აკეთა, რომ მთელ "კამპ ნოუს" გააჟრიალა. 

ტექნიკა, პასი, ინტელექტი, ეს ბიჭი ბრილიანტია. 

იყო დრო "ბარსაში", როცა ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი და ალკანტარა ერთდროულად გვყავდა გუნდში, პლუს ბუსკეტსი. ისეთი დროც ყოფილა, როცა ბუსკეტსი და ტურე იქცნენ კონკურენტებად. ვერ შევირგეთ ეს საჩუქრები, ტურე აბსოლუტური უნივერსალი იყო, რომელსაც ცენტრალურ მცველადაც მაგრად შეეძლო თამაში და შემტევ ნახევარმცველადაც, საქმეს რომ მოეთხოვა, ცენტრფორვარდიც იქნებოდა, მაგრამ დავკარგეთ, გვარდიოლას მისი სიზანტე არ მოსწონდა. შეცდომა იყო, რა თქმა უნდა, ასეთი უნივერსალის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა?! 

ფაბრეგასის წასვლას კიდე გაიგებ კაცი, არ წაუვიდა კარგად საქმე, მაგრამ, ალკანტარა? მისი გაშვება როგორ შეიძლებოდა?! ფაქტობრივად გამოვზარდეთ იმ ორი მხეცის შესაცვლელად და როცა დრო მოვიდა, ზუსტად მაშინ გაუშვეს. 

მოკლედ, სათქმელი იქით მიმყავს, რომ სამ პოზიციაზე ხუთი მაღალი დონის ფეხბურთელი იყრის თავს. კარგი ხო, ბუსკეტსი ჩავაჩოჩოთ, დე იონგს მაგრად ვაკრიტიკებდით, იმიტომ, რომ დაიმსახურა, მაგრამ ახლა? ყველაფერი მაგრად არის. ყველაფერში გაერკვა, უმატებს და უმატებს, ისევე როგორც მთელი გუნდი. ამათი დაშლა არ შეიძლება. 

თავდასხმა

მიუხედავად იმისა, რომ ფატი ისევ ტრიბუნაზეა, "ბარსას" არჩევანი თავდასხმაშიც აქვს. მთავარი არჩევანი გარემარბებს შორის კეთდება, ცენტრში ობამეიანგმა ადგილი მყარად დაისაკუთრა, თუ სადმე გაგვიჭირდა "ლუკ სქაივოქერი" შემოვარდება, აფრინდება და თავით შეაგდებს. ჯედაი გვყოლია გუნდში! სულ დაგვავიწყა ბრეითუეიტი. ლუკმა ჩვენი გულები დაიპყრო, ვინ იფიქრებდა.. 

არჩევანი კვლავ ფერანზე გაკეთდა, კვლავ ვერ გაამართლა, ძალიან კარგი მომენტი შექმნა და ისევ გააცუდა. შესაძლოა, ეს მისი ბოლო შანსი აღმოჩნდეს, რადგან, უსმან დემბელე დაფრინავს! ბევრი ფაქტორი შემოდის საქმეში, დასჯილი ბავშვივით იყო, როცა ჩავი ენდო და ბოლომდე სცადა მისი გამოყენება, როგორც ჩანს, ამან "დამბოზე" დადებითად იმოქმედა. უკვე ვწერდით, რომ კონკურენცია წაადგა და ამას დაუმატეთ "კამპ ნოუს" სტვენა, რომელიც ისე აღიზიანებს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაც კი დაიწყო. 

გოლი როგორი იყო? ფანტასტიკა! ძალიან ლამაზი. 

პასები როგორი იყო? უმშვენიერესი. 

ამის მერე, მისი სკამზე დატოვება, ფერანის ფორმის გათვალისწინებით, უკვე უნამუსობა იქნება. 

ობამეიანგს აწყვეტილი აქვს, გუნდს მოუტანა ის, რასაც მისგან ვითხოვდით, - გოლები. კიდევ ბევრს გაიტანს. 

დიდად სტატისტიკაზე არ ასახულა ტრაორეს გარჯა, მაგრამ, ეს რა მონსტრია?! შემთხვევითი კი არ არის, რომ პრესინგის თამაში ასი თავით გავაუმჯობესეთ?! ართმევაზე, შეტევის გამწვავებაში, ბურთის შენარჩუნებაში, ყველაფერში კარგია, უბრალოდ, ვისურვებდი, რომ უფრო მეტად დაგეშილი იყოს კარზე, და არა უბრალოდ ჩაწოდებებზე, თუმცა, რასაც ავალებენ იმას აკეთებს. 

დრიბლინგი როგორ მოგეწონათ? ვერ მიეკარნენ თუ არ მიეკარნენ მაგასაც ვერ გაიგებ ადამიანი. 

და ბოლოს, დეპაი დაბრუნდა! ახლა ნამდვილად დაბრუნდა, ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ გოლი შეაგდო, ძალიან ცოცხლად დაბრუნდა, უხასიათოდ გამოიყურებოდა, მაგრამ, როგორც კი მოედანზე გამოვიდა სწრაფი გადაადგილება და აქტიური თამაში დაიწყო, გოლიც დაიმსახურა. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. 

ფერანი - დემბელე - დეპაი - ტრაორე. 

ვინც გინდა აირჩიე, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა?! 

შემდეგი მატჩი "ელჩესთან", იქამდე დიდი დროა. იმედია კარგი ამბები წამოგვეწევა. მერე თურქებს დავეტაკევით. მომდევნო მატჩებში მხოლოდ ლამაზ ფეხბურთს და დადებით შედეგებს ველით. 

"ბარსა' დაბრუნდა! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #16 1 მარტი 2022 21:38
    0
    ჩავის მადლობა როგორ გადაუხადო არ ვიცი, 2017 დან უყურეფ ბარსას თითქმის ყველა თამაშს და ძლივს ბარსას ფეხბურთს ვუყურებ. ევროპა ლიგას უნდა მივაწვეთ ძალიან მინდა რო მოვიგოთ მგონია რო დიდი ტრამპლინი იქნება გუნდისთვის ჯერ თავდაჯერებულობა და მერე ესეთ ცუდ სეზონში ევროპული ტიტული და მერე სუპერთასზე თამაში ძალიან მაგარი იქნება.
    Culé [?]
    #15 28 თებერვალი 2022 18:03
    3
    ციტატა: რივალდო-მესი
    ჰოლანდზე ვაგრენ ისე მომწონს❤️ მბაპეს მირჩევნია დაჟე პერსპექტივაში. მაგრამ გავბედავ და ვიტყვი იქნებ დელიხტი-კუნდეს დუეტის ყიდვა ჯობდეს ნორმალურ ფლანგის მცველებყან ერთად? თან ფატიც დაგვემატება შეტევაში😕

    კუნდეც საკმარისია ამ ეტაპზე და მაზრუაი, ასპილიკუეტაც. კრისტენსენიც მოყავთ. მოკლედ ამ ეტაპზე მე ჰალანდზე გაქაჩვას კუნდეს ყიდვა მირჩევნია და პლიუს ეს ჰალანდ აშკარად რეალის ფანია, აშკარად ყოყმანობს და ჯობს აქედანვე თადარიგი დავიჭიროთ და ენდრიკი ვიყიდოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 28 თებერვალი 2022 14:54
    3
    რამხელა რესურსი გვაქვს შეტევაში რამდენი ვარიანტის განხილვა შეიძლება ძალიან მიხარია ძალიან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #13 28 თებერვალი 2022 12:25
    5
    ერთმა იანვარმა, როგორ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. ჩავის სამწვრთნელო ტაქტიკური ფეხბურთი რომც არ ესმოდეს მხოლოდ იმიტომ უნდა მოგვეყვანა რო გუნდი შეკრა. იცის მაგ კაცმა რასაც აკეთებს, მწვრთნელობა მხოლოდ ტაქტიკა არაა, როგორც ვხედავთ მშვენიერი ფსიქოლოგიც აღმოჩნდა. იანვრამდე ვინმეს რო ეთქვა ზედიზედ თამაშებში ოთხ გოლებს გაიტანთო (თან ასეთ გუნდებთან) მაგრად გამეცინებოდა (სიმწრით). ახლა რასაც ვუყურებ უბრალოდ ხელოვნებაა. პედრი ყველა ცინიკოსს აჩუმებს ისეთებს შვება, ყველა ფორმას იკრებს უკვე, ფერანიც უეჭველი გაიხსნება, აუბა სულ დონე იყო და სულ იქნება. აი ეს ტრაორე, ეგ არაადამიანი, ეგეთი ტრანსფერი როდის გავაკეთეთ ბოლოს არ მახსოვს. ძააააან მაგარია, კატალონიელია, სულით ჩვენია და ყველაფერს დებს. ბრავო! ეს მეოთხე და სხვა მრავალი.
    Culé [?]
    #12 28 თებერვალი 2022 11:56
    2
    არადა გაიხსენეთ რა ხალხი გვყავდა სეზონის შუაში, ჟუტგლა აბდე დე იონგით ვუტევდით, ხან ახომაჩით, ნახევარდაცვაში კიდე საშინელი ფრენკი და ვიღაც ისეთი ხალხი შემოდიოდნენ რო არც ვიცოდით და ეხლა როგორი გუნდია

    არც მჯერა რო ამ სეზონში იყო ეგ ყველაფერი
    ფანი [?]
    #11 28 თებერვალი 2022 11:49
    6
    გახარებულები ხომ ვართ ყველანი, მაგრამ ცოტა დაბნეული ვარ, ყველა კარგად თამაშობს, დიდი კონკურენციაა, ჩავიმ გუნდს თავდაჯერებულობა დაუბრუნა, ფსიქოლოგიურად ბიჭები, მობილიზებულნი არიან, მაქსიმალურად იხარჯებიან.
    ძალიან დიდი არჩევანი და რესურსები გამოჩნდა, არაფრიდან barca-1
    ესაა ლაპორტასა და მატეუ ალემანის პროექტიც და ჩავის დნმ barca-4
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7
    Culé [?]
    #10 28 თებერვალი 2022 11:43
    6
    ვაა საღოლ ხავის :დ ასე უცბად თუ ასეთ პრესინგს და ბურთის კონტროლს მოხოდავდა გუნდში რთული წარმოსადგენი იყო, პლიუს ფსიქოლოგიურადაც ძლიერად გამოიყურება ყველა ფეხბურთელი

    ჰალანდი რო იყიდონ და ფატიმ აღარ მიიღოს ტრავმები სუპერ შეტევა ეყოლება გუნდს მრავალი წელი
    --------------------
    21 საუკუნე, პიკე 37 ტიტული > რეალი 29 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #9 28 თებერვალი 2022 11:37
    4
    ციტატა: riva
    საჯარიმოს სიახლოვეს ბურთის დაკარგვაზე დახვრეტაა გამოცხადებული...

    joy heart_eyes joy ჩაგეთვალათ!!!
    ისე არც ეგ გაუჭირდება ჩავის.. ::დდდ
    ფანი [?]
    #8 28 თებერვალი 2022 11:24
    0
    ჰოლანდზე ვაგრენ ისე მომწონს❤️ მბაპეს მირჩევნია დაჟე პერსპექტივაში. მაგრამ გავბედავ და ვიტყვი იქნებ დელიხტი-კუნდეს დუეტის ყიდვა ჯობდეს ნორმალურ ფლანგის მცველებყან ერთად? თან ფატიც დაგვემატება შეტევაში😕
    გულშემატკივარი [?]
    #7 28 თებერვალი 2022 11:02
    5
    ერთი სიამოვნებაა ამათი პრესინგის ყურება. კლავენ გუდავენ... ცალკე მეტოქის პრესინგიდან გამოსვლა... პედრის კომენტარი ნახეთ... დესტმაც იგივე ქნა რამდენჯერმე... მოკლედ დავალება გასაგებია. საჯარიმოს სიახლოვეს ბურთის დაკარგვაზე დახვრეტაა გამოცხადებული...


    ა ხო კიდევ სამკუთხედები... კრუიფიდან დაიწყო და ეხლა დაბრუნდა
    Culé [?]
    #6 28 თებერვალი 2022 10:50
    5
    რაშიც ვერ დავეთანხმები ალვესი ასწავლის დესტა და ა.შ. ეგაა სისულელე, ჩავია აქ ყველაფერი ჩავის მითითებებია 💯 თამაშის დროს ბუსკეცს რაღაცას უხსნიდა ის საპირისპიროს ეუბნებოდა და ბოლოს მაინც მიასვა რაც უთხრა ისე გაკეთდა .. ჩავი რომ არა ალვესი ასწავლიდა კიარა გუნდშიც არ იქნებოდა.. ეს რა იცით ფეხბურთელმა ფეხბურთელს რაღაც კონკრეტულ სათამაშო ეპიზოდში შეიძლება მიცეს რჩევა მაგრამ მთლიან თამაშს მწვრთნელის მითითებებით თამაშობენ ასე რომ 💯 კიარა 1000% ყველაფერი ჩავის დამსახურებაა და ნუ მიაწერთ სხვას.. მესი გენიოსი იყო და მაგ ლოგიკით მესისთან ვარსკვლავები უნდა დაჩეკილიყო თუმცა აბა ვინაა ??..
    Culé [?]
    #5 28 თებერვალი 2022 10:47
    1
    ციტატა: nika 54
    ფერანი - დემბელე - დეპაი - ტრაორე.
    ვინც გინდა აირჩიე, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა?!

    და მფრინავი ჰოლანდიელი? ადამიანი რაკეტა, ადამიანი გოლი!!!
    ხუმრობაქ იქით იყოს და მეკარეზე ფიქრი მოგვიწევს მაინც, შტეგენი ვერ არის თავის მოტორზე იმ მოტორზე რომელიც გერმანიიდან ჩამოყვა და ნელ-ნელა მოცვდა.
    ტორესში ფული არა გვაქვს გადახდილი და უკან დაბრუნება არ მოსულა? პედრიზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგალითად კლასიკოს შემდეგ და ეგ მაგის ბოლო გამოცდა იქნება.

    პედრიმ თუ კროოსი-მოდრიჩი-კაზემიროს წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა,მაშინ შეგვიძლია 5-იანი დავუწეროთ😋❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 თებერვალი 2022 10:19
    3
    ფერანი - დემბელე - დეპაი - ტრაორე.
    ვინც გინდა აირჩიე, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა?!

    და მფრინავი ჰოლანდიელი? ადამიანი რაკეტა, ადამიანი გოლი!!!
    ხუმრობაქ იქით იყოს და მეკარეზე ფიქრი მოგვიწევს მაინც, შტეგენი ვერ არის თავის მოტორზე იმ მოტორზე რომელიც გერმანიიდან ჩამოყვა და ნელ-ნელა მოცვდა.
    ტორესში ფული არა გვაქვს გადახდილი და უკან დაბრუნება არ მოსულა? პედრიზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგალითად კლასიკოს შემდეგ და ეგ მაგის ბოლო გამოცდა იქნება.
    Culé [?]
    #3 28 თებერვალი 2022 09:38
    7
    აჩკარიკა მარტო იმიტომ არ უნდა შემოუშვა კამპნოუზე,ლუჩო გაუშვა და ინვალიდი ვალიკო მოყვანა ამით მოკლა ბარსა! შეხედეთ რა ხდება ხავის ხელში გეგონება ფეხბურთელები თავიდან დაიბადნენ! დემბელეს,დესტის ,ფრენკს,ბუსკეტსი ,ალბას შეხედეთ! ხე დეიონგი ვეძახდით ? დღეს ჩვენი საყვარელი ჯოკერია! ხავი ჩემპიონია! ალბათ წაგება იქნება,მაგრამ გუნდმა ფეხბურთის თამაში დაიწყო,რატომაც გვიყვარს ფეხბურთი! ასე უნდა გავაგრძელოთ,ტიტულები მოვა!
    Culé [?]
    #2 28 თებერვალი 2022 08:43
    15
    კარგია ფეოლა!!! მე თუ მკითხავთ, ბრაიტვეიტი გასაშვებია, მაგრამ სკაივოკერი და დეპაი უნდა დავტოვოთ, ლუკზე კარგი ზამენა და თავით მოთამაშე არ არსებობს დედამიწის ზურგზე, დეპაიმ კი როცა უკვე იგრძნო კონკურენცია დარწმუნებული ვარ ძალიან მოუმატებს და გოლებსაც შეყრის❤️ დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ თითქმის აწყობილ გუნდში არ მსურს ჰოლანდი,წადით და მიჩივლეთ😁 ამხელა რისკი არ ღირს ჩემი აზრით :)
    ჩავის ბრავო და საერთოდ ბარსას დიდი მადლობა,ლოდინად ღირდა😉💙❤️
    წევრი [?]
    #1 28 თებერვალი 2022 07:01
    12
    ამდენი წლის შემდეგ მინუსად იმას ვასახელებთ რომ 4ზე მეტი ბურთის გატანა შეეძლოთ. ჩემი აზრით ღირდა ამდენი წვალების გაძლებას და ქამბექებს... მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ვინერვიულებთ ვინ მოგვიწევს(ევროპა ლიგა ხო უკვე რავიცი, უნაი ემერი არ არი და ანუ მოვიგეთ დდ)