ემანუელ პეტი: გვარდიოლას ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ჰქონდა

ემანუელ პეტი: გვარდიოლას ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ჰქონდა

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ემანუელ პეტი კატალონიურ გუნდში თამაშის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ გუნდის იმდროინდელ კაპიტანს, პეპ გვარდიოლას, ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან დაპირისპირება ჰქონდა.

“გასახდელში, გვარდიოლასა და ჰოლანდიელ ფეხბურთლებს შორის, დაპირისპირება იყო. ამის მიზეზი, ძირთადად, პოლიტიკა იყო.

ძალიან ნიჭიერი გუნდი ვიყავით, მაგრამ ფეხბურთელების დიდი ნაწილი ასაკში იყო, მოედანს მიღმა კი ბევრი პრობლემა გვქონდა. “ბარსელონას” მაისურით 30 თამაშზე ცოტა ჩავატარე და უმჯობესია, ის სეზონი დავივიწყო.” – ციტირებს პეტის სიტყვებს Marca.

ემანუელ პეტი “ბარსელონაში” 2000/01 წლების სეზონში თამაშობდა. იმ დროს, გუნდში 6 ჰოლანდიელი ფეხბურთელი ირიცხებოდა – მიხაელ რაიციგერი, ფრანკ დე ბური, ფილიპ კოკუ, პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი და ბუდევეინ ზენდენი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • neo222
    20 თებ 2018, 18:01

    მახსოვს ეს ბარსაში.

  • messi and iniesta
    20 თებ 2018, 15:16

    პეპი მსოფლიოს საუკეთესოა