ბრაზილიელები “სოსიედადის” წინააღმდეგ

ბრაზილიელები “სოსიედადის” წინააღმდეგ

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნებულია 2021 წელს. 

„სოსიედადთან“ ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი გვაქვს ჩატარებული. გასახსენებელს რა გამოლევს, მაგრამ ბრაზილიელებს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ამ გუნდთან დაპირისპირებაში. ცოტა სევდიანი ამბავია, რომ კოუტინიომ დიდი ბრაზილიელების ტრადიცია ვერ გააგრძელა. გარდა ბრაზილიელებისა, სათქმელია ბასკებზეც, ბეგირისტაინმა და ბაკერომ ჯერ „სოსიედადის“ ფორმით გაანადგურეს „ბარსა“, ხოლო შემდეგ პირიქით, „ბარსას“ ფორმით გაანადგურეს „სოსიედადი“.

მესიმ ბევრი დაგვიტოვა გასახსენებელი და სუარესის ძალიან მაგარი გოლიც გვახსოვს, მაგრამ მე მაინც ბრაზილიელებს გავიხსენებ.

1993/1994 – რომარიოს სადებიუტო შეხვედრა

კრუიფმა პატარა ჯადოქარი მოიყვანა გუნდში და სანახაობაც დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაშივე ჰეთთრიქი შეასრულა, თან ისეთი გოლები შეყარა, როგორიც დღეს აღარ გადის, განსაკუთრებით მესამე გოლზე შეიძლება ამის თქმა. საერთოდ, რომარიოს მსგავს ფეხბურთს მას მერე კი არა, მგონი მანამდეც ვერავინ თამაშობდა. უმოკლეს მონაკვეთში შეეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი წარმოდგენა მესისთან ერთად, რადგან არავის დედამიწაზე ისე არ შეუძლია ბურთის დამალვა, როგორც ამ ორ ფეხბურთელს, თუმცა არც სტოიჩკოვთან ჰქონდა ცუდი დუეტი.

კონკრეტულად ამ მატჩს რაც შეეხება, სამივე გოლი გვარდიოლას პასით გაიტანა.

1996/97 – 20 წლის მოვლენა

რონალდომანია უკვე დაწყებული იყო. ძლივს ვიპოვეთ რომარიოს სრულფასოვანი შემცვლელი და „კამპ ნოუს“ იოჰან კრუიფიც ესტუმრა. ვერ ვიტყვით, რომ რონალდომ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ამაზე მაგრადაც უთამაშია, განსაკუთრებით „ვალენსიასთან“ და „კომპოსტელასთან“, მაგრამ ორი მშვენიერი გოლი შეაგდო, კრუიფს ტაში დააკვრევინა და „კამპ ნოუზე“ გამოფენილი ბანერიც დაუტოვა ისტორიას.

მეორე გოლი განსაკუთრებით კარგი სანახავი გამოდგა, სწორედ აქ გაახსენა გულშემატკივარს რომარიო, მათ შორის, იოჰან კრუიფსაც, რომელმაც მატჩის შემდეგ სწორედ მათ მსგავსებაზე და განსხვავებებზე ისაუბრა.

1997/98 – რივალდოს დებიუტი

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რონალდოს კარიერა „ბარსელონაში“, რომარიოზე ხანმოკლე გამოდგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. „ბარსამ“ სარეკორდო თანხა აიღო და „კიჭას“ ნაცვლად სონი ანდერსონი შეიძინა. სონიმ ვერა, მაგრამ მეორე ბრაზილიელმა გაამართლა, რომლისგანაც შედარებით ნაკლებს ელოდნენ. რივალდომ პირველივე შეხვედრაში დაიწყო იმედების გამართლება და ორი ძალიან კარგი გოლი შეაგდო. „ბარსამ“ 3:0 მოიგო. მთელი სეზონის განმავლობაში, ლუი ვან გაალი აღფრთოვანებული იყო ბრაზილიელით და ალბათ იმასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომდევნო წლებში სამუდამოდ გადაემტერებოდნენ ერთმანეთს.

1998/99 – რივალდო და “პისტოლერო”

ეს თამაში ბრაზილიელებმა მოიგეს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, რივალდო გამოირჩა. ამჯერადაც ორი გოლი შეაგდო, მეორე გოლი მის საფირმო გარღვევას მოჰყვა, როგორც წესი მცველებს უჭირდათ ამ დროს მისი შეჩერება, რადგან ბურთის ასე შეგდება ყოველთვის პასის იმიტაციას ჰგავდა, თამაშგარის გამო არავინ მიჰყვებოდა და როგორ სრულდებოდა ასეთი მომენტები ყველას კარგად მოეხსენება.

აღსანიშნავია, რომ სონი „პისტოლერო“ ანდერსონმაც ორი გოლი შეაგდო, ერთი მკერდით გაიტანა, ხოლო მეორე „რაბონათი“, თუმცა სანამ გაიტანდა მან და ჯოვანიმ დიდხანს ტანჯეს მეტოქის მეკარე.

სონი არ იყო ცუდი ფორვარდი, გვახსოვს მისი გოლები „რეალის“ და „მანჩესტერის“ კარში, თუმცა ყველამ იცოდა, რომ პატრიკ კლუივერტი ვან გაალის ფავორიტი ფეხბურთელი იყო და სონი გაყიდეს.

2003/04 – მაგია დაბრუნდა

რონალდინიოც მოვიდა. თავის ჯადოქრული პირველი სეზონით, პირველ წრეში გასვლაზეც კარგად ითამაშა, მაგრამ „კამპ ნოუზე“ განსაკუთრებით კარგი შეხვედრა ჰქონდა. ამ დროს „სოსიედადი“ ლა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა, რადგან ნიჰატი, კოვაჩევიჩი და ჩაბი ალონსო ჯერ კიდევ ამ კლუბში თამაშობდნენ.

გოლი არა და არ გადიოდა, ჩავიმ, სავიოლამ, კარლეს პუიოლმაც კი გააფუჭეს მომენტები და თითქოს შევთანხმდით კიდეც ფრეზე, მაგრამ 89-ე წუთზე ჯარიმა დაინიშნა და ერთი წუთის შემდეგ ძალიან მაგრად გავიხარეთ.

ეს სეზონი რონალდინიოსთვის მაინც დაუფასებელი გამოდგა. ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ სწორედ ეს წელი იყო, ჭაობიდან ამოსვლის წელი. რადგან „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია ოქროს ბურთისთვის ვერ იბრძოლა, არადა უკვე იყო მსოფლიოში საუკეთესო. სამაგიეროდ FIFA-ს ჯილდო მიაჩეჩეს და მომდევნო სეზონში ტიტულებიც მოგვიტანა.

2005/06 – რონალდინიოს საუკეთესო სეზონი

ეს ალბათ რონის საუკეთესო სეზონი იყო და არც „სოსიედადთან“ მატჩი ყოფილა გამონაკლისი. რაიკაარდის „ბარსა“ ყოველთვის ლამაზად თამაშობდა, მაგრამ პეპის „ბარსასგან“ განსხვავებით დიდი ანგარიშით ხშირად ვერ იგებდა. გამონაკლისი ეს მატჩი გამოდგა, 5:0 მოვიგეთ, 3:0-ზე რონი უკვე გაყვანილი იყო, კუთვნილი აპლოდისმენტების ფონზე. პუიოლმა და ლარსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, მაგრამ მანამდე ყველაფერს რონალდინიო აკეთებდა. ვან ბომელსაც მან გაატანინა და შემდეგ ორი მშვენიერი გოლიც შეაგდო.

შეუჩერებელი იყო და ვფიქრობდით, რომ მინიმუმ 3-4 წელი ასე გასტანდა, მაგრამ ბრაზილიელებთან მიმართებით, ასე ფიქრი უბრალოდ არ შეიძლება. სეზონის ბოლოს მუნდიალი ჩააგდო და იმის მერე ნელ-ნელა უკან-უკან წავიდა.

ბრაზილიელებთან ყოველთვის ასეა საქმე, მაგრამ ვაი რომ კოუტინომ იმის ნახევარიც ვერ გვაჩვენა, რაც ამ ფეხბურთელებმა. ნახევარს ვინ ჩივის?! ალბათ მეოთხედიც არ უჩვენებია, ალბათ იმიტომ, რომ რეალურად არ არის მათი დონის.

P.S: სამაგიეროდ, რაფინიამ გაამართლა

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • nika 54
    19 იან 2026, 16:58

    ციტატა: ფეოლა
    lukaaa,
    ძალიან ბევრი რამე გამოსწორდა იმ თამაშის მერე.
    ბირთვი ჩამოყალიბდა რაც მთავარია.
    ყველაზე დიდი პრობლემა ეგ იყო.
    მემგონი, რომ გადავხსნით შუაზე.


    მეც ეგრე მეგონა მერე მანსანო გამახსენდა და ხასიათიც გამიფუჭდა.

  • Rick Sanchez
    18 იან 2026, 23:16

    არადა მოურინიომ უმაგრესი გოლი შეუგდო სოსიედადს თავის დროზე😆

  • La Pulga10
    18 იან 2026, 22:54

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: lukaaa
    დიდი ალბათობით ვერ მოვიგებთ ამ მატჩს,სოსიედადს კი მოვუგეთ კამპნოუზე მარა ძაან რთულად,რაც არ უნდა იყოს სოსიედადს სათამაშო სქემა და დისციპლინა გააჩნია,ასევე ყავთ მწვრთნელი,აი ჩვენ კი მაგ სამს მოკლებულნი ვართ,კუმანი ისეთ რაღაცას იზავს 13 ში რო გაკვირვებულებს დაგვტოვებს დამიჯერეთ,წელს ვინმე ნორმალურ გუნდს თუ შევხვდით ყველგან წავაგეთ,თუ სასწაული მოხდა და მოვიგეთ იქ ფინალში რეალი გაგვხსნის,ამიტო მირჩევნია ესეთ სირცხვილს სოსიედადთან წაგება


    რავიცი ამ სოსიედადმა წლებანდელ ჟირონასთან წააგო სახლში და ამათ თუ ვერ მოვიგეთ


    5 წლის წინანდელი კომენტარია

  • Nikolay
    18 იან 2026, 22:05

    Რისი გვეშინოდა თურმე 2021-ში :დდდდ მეთქი რა ხდებათქო😀😀

  • me da barca
    18 იან 2026, 21:40

    უკაცრავად, მაგრამ სად ვარ?! რა კუმანი, რა 2021 წლის კომენტარებს ვხედავ. დროის მანქანამ 5 წლით უკან დაგვაბრუნა? 2021 წლის 11 იანვარი კი არა დღეს 2026 წლის 18 იანვარია. ალოოო

  • Frenkie de Jong_
    18 იან 2026, 21:25

    ციტატა: lukaaa
    დიდი ალბათობით ვერ მოვიგებთ ამ მატჩს,სოსიედადს კი მოვუგეთ კამპნოუზე მარა ძაან რთულად,რაც არ უნდა იყოს სოსიედადს სათამაშო სქემა და დისციპლინა გააჩნია,ასევე ყავთ მწვრთნელი,აი ჩვენ კი მაგ სამს მოკლებულნი ვართ,კუმანი ისეთ რაღაცას იზავს 13 ში რო გაკვირვებულებს დაგვტოვებს დამიჯერეთ,წელს ვინმე ნორმალურ გუნდს თუ შევხვდით ყველგან წავაგეთ,თუ სასწაული მოხდა და მოვიგეთ იქ ფინალში რეალი გაგვხსნის,ამიტო მირჩევნია ესეთ სირცხვილს სოსიედადთან წაგება


    რავიცი ამ სოსიედადმა წლებანდელ ჟირონასთან წააგო სახლში და ამათ თუ ვერ მოვიგეთ

  • ბასქუ10
    11 იან 2021, 22:55

    მგონი დალაგდა თამაში და ფეხბურთელებიც მოვიდნენ ხასიათზე, სოსიედადს თუ ვერ მოვუგეთ მაშინ მართლა ვერ ყოფილა ამათი საქმე კარგად

  • BEQA BARCA
    11 იან 2021, 21:56

    ხოდა ეხლაც მოვიგებთ და ამ ტრადიციას არ დავარღვევთ.

  • Clever liar
    11 იან 2021, 19:31

    იმდენი შეცდომა აქვს ბარსელონას ისტორიულად დაშვებული ფეხბურთის გიგანტების არ/ვერ შენარჩუნებაში, მაგრად მიკვრის კიდე როგო აქვთ ამდენი ტიტული მოპოვებული..
    რაც შეეხება სოსიედადს ყველა კომპონენტში დავანგრევთ, რადგან არის ჯერჯერობით საამისო მუხტი გუნდში…

  • C.PC5
    11 იან 2021, 18:32

    ნუ ითარსებით ერთი. სოსიედადია ბიჭო და მაგ გვაშინებს?! რა ფორმაშიც არ უნდა იყოს ბარსა შანსი ყველასთან აქვს და სოსიედადი ვინაა მასეთი დაუძლეველი. კუმანმაც იცის მითუმეტეს რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თასს და შემოუძახებს ფეხბურთელებსაც.

  • ფეოლა
    11 იან 2021, 18:21

    lukaaa,
    ძალიან ბევრი რამე გამოსწორდა იმ თამაშის მერე.
    ბირთვი ჩამოყალიბდა რაც მთავარია.
    ყველაზე დიდი პრობლემა ეგ იყო.
    მემგონი, რომ გადავხსნით შუაზე.

  • lukaaa
    11 იან 2021, 17:53

    დიდი ალბათობით ვერ მოვიგებთ ამ მატჩს,სოსიედადს კი მოვუგეთ კამპნოუზე მარა ძაან რთულად,რაც არ უნდა იყოს სოსიედადს სათამაშო სქემა და დისციპლინა გააჩნია,ასევე ყავთ მწვრთნელი,აი ჩვენ კი მაგ სამს მოკლებულნი ვართ,კუმანი ისეთ რაღაცას იზავს 13 ში რო გაკვირვებულებს დაგვტოვებს დამიჯერეთ,წელს ვინმე ნორმალურ გუნდს თუ შევხვდით ყველგან წავაგეთ,თუ სასწაული მოხდა და მოვიგეთ იქ ფინალში რეალი გაგვხსნის,ამიტო მირჩევნია ესეთ სირცხვილს სოსიედადთან წაგება