Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, “ბარსელონა” ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით სრულ ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ამის მთავარი მიზეზი თავად არგენტინელი თავდამსხმელია, რომელიც პროცესში აქტიურადაა ჩართული და კატალონიურ კლუბში გადასვლის მტკიცე სურვილი აქვს.
უარი პსჟ-ს და შეხვედრა დეკუსთან
როგორც ირკვევა, რამდენიმე კვირის წინ მადრიდის “ატლეტიკომ” და “პარი სენ-ჟერმენმა” ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართეს და კლუბებს შორის შეთანხმებაც შედგა, თუმცა ხულიანმა პარიზელთა რიგებში გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ “ატლეტიკომ” უკვე იცის ფეხბურთელის სურვილის შესახებ, შეუერთდეს “ბარსელონას”. ამასთანავე, არც ალვარესს და არც მის გარემოცვას არ უარყვიათ კატალონიურ გრანდთან დამაკავშირებელი ცნობები.
უფრო მეტიც, ხულიანის აგენტს, ფერნანდო იდალგოს არ უარყვია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ბარსელონაში დეკუს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას აგენტები, ხუანმა ლოპესი და ენდი ბარაც ესწრებოდნენ, სადაც ტრანსფერის სამომავლო სტრატეგია განიხილეს.
მოლოდინის რეჟიმი და საჭირო საჯარო ნაბიჯი
რაც შეეხება ოფიციალურ მოლაპარაკებებს, საწყისი 100-მილიონიანი შეთავაზების შემდეგ, “ბარსელონა” მეორე წინადადების გაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს. კლუბში მიიჩნევენ, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია, რადგან მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე მოლაპარაკებების პროცესი ბუნებრივად შენელებულია.
თუმცა, მიუხედავად არსებული ოპტიმიზმისა, “ბარსელონაში” აცნობიერებენ, რომ გარიგება ძალიან რთული იქნება, თუ ხულიან ალვარესი ტრანსფერს საჯაროდ არ მოითხოვს. კატალონიელები მისგან იმავე ნაბიჯის გადადგმას ელიან, რაც მან 2024 წელს “მანჩესტერ სიტის” დატოვებისას გააკეთა, ან როგორიც რობერტ ლევანდოვსკიმ 2022 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” წამოსვლისას გადადგა.
გეგმა ბ მაინც ჰქონდეთ და ეს თუ ვერ მოიყვანეს ვინმე სხვა მაინც მოიყვანონ ეგრევე. მგონი ამის მოყვანას მართლა ოსიმენის მოყვანა ჯობია მაგრამ არც ეგ გამოვა იაფად.
დრო კიდევ ბევრია… რამდენჯერ მსმენია ეს ფრაზა და სულ კრახით სრულდებოდა. პრესეზონამდე თუ არ მოვიდა მერე ადაპტაციაც გაუჭირდება. საერთოდ არ არიან ამის მომყვანები. სხვა ვარიანტებს მიაწვნენ მარა დეკოს რო ვუყურებ რისი გამკეთებელია. გორდონის ტრანსფერს მეც დავხურავდი. 35 მილიონიან კაცში 80 შესთავაზეს და იასნა დათანხმდებოდა ნიუკასლი