workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინვესტორების მხარდაჭერა: 105 მილიონი ევროს ობლიგაციების ემისია დასრულდა

ინვესტორების მხარდაჭერა: 105 მილიონი ევროს ობლიგაციების ემისია დასრულდა

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა 105 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვების შესახებ, რასაც საერთაშორისო ინვესტორების დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. ნოემბერში კლუბი კიდევ ერთი მსგავსი, 105 მილიონიანი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას გეგმავს.

“ბარსელონამ” ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ 105 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციების ემისია წარმატებით დაასრულა. როგორც კატალონიურ კლუბში განმარტავენ, ამ ოპერაციას საერთაშორისო ინვესტორების მხარდაჭერა ჰქონდა. ობლიგაციების დაფარვის ვადა 2036 წლის ოქტომბერში იწურება, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი კი 5.14%-ია.

ეს ფინანსური ნაბიჯი “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას აძლევს და კლუბს ეხმარება, რომ:

“გააგრძელოს სტრატეგიული გეგმის შესრულება, რაც ‘ბარსელონას’ ზრდისა და ფინანსური კონსოლიდაციის მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია”.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ნოემბერში კიდევ ერთი მსგავსი, 105 მილიონიანი ოპერაცია დასრულდეს, რათა Espai Barça-ს პროექტის განხორციელების შეფერხების ფონზე დამატებითი შემოსავალი გენერირდეს.

ამ ობლიგაციების გამოშვების შემდეგ, “ბარსელონა” ინვესტორების მხარდაჭერით კმაყოფილია, რაც კლუბის ფინანსურ ევოლუციას უსვამს ხაზს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზრის მიერ მოთხოვნილი დიფერენციალის შემცირება. ადრე ის 240 პუნქტი იყო, ახლა კი 202-ია, რაც ნათლად აჩვენებს, რომ “ბარსელონას” პროექტის მიმართ ბევრად უფრო პოზიტიური აღქმა არსებობს.

“ბარსელონა” ასევე აკონკრეტებს, რომ ამ ობლიგაციების ემისიის მთავარი დირექტორი და განმთავსებელი აგენტი Goldman Sachs იყო, რომელიც Espai Barça-ს დაფინანსებაში კლუბის პარტნიორია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 ივლ 2026, 12:56
    #3

    მოკლედ დააყენა ამან გუნდი ფეხზე.

  • PAU
    PAU ახალბედა
    schedule 18 ივლ 2026, 01:25
    #1

    spence კაი ბიჭია ისე შეტევებშიც კარგად ერთვება სწრაფია და დაცვაშიც არაა ცუდი. ეგ და იამალი ერთ ფლანგზე სასწაული იქნებოდა ორივე ფლანგზე შუეძლია თან თამაში