მადრიდის “ატლეტიკოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა კლუბის ოფიციალურ მედიასთან ინტერვიუში ხულიან ალვარესის მომავალსა და “ბარსელონას” ინტერესზე ვრცლად ისაუბრა. როგორც ცნობილია, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ “ოცნების ასახდენად” კლუბის დატოვება სურდა, რაშიც კატალონიურ კლუბში გადასვლა იგულისხმებოდა.
მიუხედავად ამისა, “ატლეტიკოს” პოზიცია პირველივე წუთიდან ურყევია. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 490 მილიონ ევროს შეადგენს.
პასუხი ლაპორტასა და უარი მილიონებზე
ჟოან ლაპორტამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ალვარესის თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებას კონკრეტული ვადა ჰქონდა. ხილ მარინმა მას მკაცრი პასუხი გასცა და ხაზი გაუსვა, რომ მადრიდელები გარიგებას არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.
“ჩემი პოზიცია ნათელია, კლუბის პოზიცია ნათელია, ეს განვუცხადეთ ფეხბურთელსაც, აგენტსაც და “ბარსელონას” პრეზიდენტსაც. ეჭვი არ მეპარება, რომ “ატლეტიკო” ხულიანისთვის საუკეთესო ადგილია, ხულიანი კი – სრულყოფილი თავდამსხმელი “ატლეტიკოსთვის”. ჩვენ გვსურს, რომ მასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ.”
მან პირდაპირ უპასუხა ლაპორტას სიტყვებს:
“უბრალოდ მოვისმინე პრეზიდენტის განცხადებები, რომ მათი შეთავაზება დროში უსასრულო არ იყო. ჩვენი პასუხი კი ის არის, რომ ჩვენი უარი ნამდვილად უსასრულოა, არ გვსურს მისი გაყიდვა. არ ვიღებთ 100 მილიონიან შეთავაზებას და არ მივიღებთ არც 150 და არც 200 მილიონს”.
“საინფორმაციო ცირკი” და ფიფაში ჩივილის მუქარა
ხილ მარინმა კატალონიური კლუბი საქმისადმი არაკეთილსინდისიერ მიდგომაში დაადანაშაულა. ზაფხულის დასაწყისში ის “ბარსელონას” ფიფაში ჩივილითაც დაემუქრა, რადგან კატალონიელები ფეხბურთელს კონტრაქტის დაცულ პერიოდში (25 წლამდე ფეხბურთელებისთვის პირველი სამი წელი) დაუკავშირდნენ.
“საკმარისად კარგად ვიცნობ მეტოქე კლუბის გარემოცვას, რათა ვიცოდე, რომ მედიისა და გულშემატკივრების წინაშე ისინი თავიანთი პერსონალური ცირკის დადგმას ცდილობენ, ამიტომ ეს არ მაბრაზებს. “ბარსელონას” პრეზიდენტთან კარგი პირადი ურთიერთობა მაქვს და პირდაპირ ვთხოვე, რომ გაჩერებულიყო, განვუმარტე, რომ ხულიანი არ იყიდება. მიუხედავად ამისა, ისინი ამ პოზიციას ინარჩუნებენ, რადგან ეს საინფორმაციო და სოციალურ თამაშს კვებავს. მათ მშვენივრად იციან, რომ ხულიან ალვარესი მომავალ სეზონში “ბარსელონაში” არ ითამაშებს. დასაგმობია ის, რომ ამ ნარატივს ინარჩუნებენ თავიანთი გულშემატკივრების და, რაც უფრო უარესია, თავად ფეხბურთელის წინაშე”.
აგენტის ფაქტორი და ფეხბურთელის მომავალი
“ატლეტიკოს” დირექტორი შექმნილ სიტუაციაში თავად ფეხბურთელს ამართლებს და მთავარ პასუხისმგებლობას მის აგენტს, ფერნანდო იდალგოს აკისრებს.
“მიმაჩნია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მას ცუდი რჩევები მისცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი თამაში და ქცევა კვლავ უნაკლო იქნება, რაც შეესაბამება მის, როგორც დიდი მოთამაშის, კარგი ადამიანისა და ბრწყინვალე პროფესიონალის პროფილს. ჩვენ ვიცნობთ ხულიანს ამ ორი სეზონის განმავლობაში და ეჭვი არ გვეპარება მის ადამიანურ და პროფესიონალურ თვისებებში.”
დასასრულს, მარინმა დასძინა, რომ არგენტინელს გულშემატკივრებთან ურთიერთობის აღდგენა მოუწევს და ამისთვის კონკრეტული რეცეპტიც არსებობს:
“ატლეტიკოს” გულშემატკივარმა ძალიან კარგად იცის, რა სურს: თავდადებული და შედეგიანი ფეხბურთელები. ნებისმიერი ქომაგის და პირადად ჩემი ოცნებაა, ვნახოთ როგორ გააქვს ხულიანს გოლები და იგებს ტიტულებს ჩვენი მაისურით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”.
ხალხოოოო რას გადაბჟირდით ამ ალვარესზე..ჩაჟმული დარბოდა მთელი სეზონი.რათ გვინდააა რააად..ვინმე სხვა წესიერი მოიყვანონ.ისე მოხნეს ტვინი პრინციპულად აღარ ვიყიდდი ამათ ადგილზე !
ამოვიდა ყელში ამაზე ლაპარაკი, მესიზე არ უჩალიჩიათ ამდენი ისე მოიშორეს.
ხულიანმა თუ მოინდომა გადმოვა
აი საერთოდ არ მეცოდება ეს ფლეგმა იდიოტი. რა ეგონა სიტიდან ატლეტიკოში, გვარდიოლადან სიმეონესთან რომ გადადიოდა და 5 წლიან კონტრაქტს დებდა? კრეტინია ეს ბიჭი და დარჩება ხიხოებთან კიდევ ერთი წელი. იმედია გაისადაც არ დაუწყებენ ვითომ ჩალიჩს, იმიტომ რომ გაისად კიდევ თუ მოუბრუნდნენ და ისევ 150 მიათხლიშეს დებილი ალვარესი კი არა მსუქანი ვირთხა გამოვა. ან ოსიმენი ან არავინ და ეს ფული დაცვას მოახმარონ. მიცენ 70 დორტმუნდს ან ინტერს და მოიყვანონ შლოტენბერგი ან ბასტონი. პლუს 60 მილიონად როდრი და საერთოდ არ დაჭირდება ამ გუნდს ცხრიანი, თუ დაჭირდა კიდევ ან გორდონი დადგება, ან ოლმო და ან თავად იამალი, ნუ დაჟე რაფინიაც უფრო მეტ გოლს გაიტანს ცხრიანზე ვიდრე თვეში სამ გოლიანი ალვარესი. გაისად კი დაგეგმონ წესიერად იმუშაონ და მოიყვანონ გოლების მანქანა ვიკინგი❤️ პ.ს ზამთარში ტრავმას რომ მოირჩენს დეიონგია გასაყიდი სულ ცოტა 70 მილიონად. ნუ დეკო რისი გამყიდვალია მაგრამ ნორმალური მართველი ამას იზავდა სანამ დროა და 20 მილიონი არ გახდა.
ძაან კარგად იცოდა ლაპორტამ რო არ გამოვიდოდა ხულიანის ტრანსფერი და არაა გამორიცხული რომ სპეციალურად მოაწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს რომ კატლეტიკო უკანასკნელი ხიხო გუნდია და სადაც შევხვდებით პირწმინდად უნდა გადავუაროთ პიტალოებს…
რაც შეეხება ალვარესს კატლეტიკოს ფული ჭირდება და მიაყიდებენ არსენალს ალბათ ერთ 150-200 მილიონად და ჩაქრება უარესად. ნორმალური ფეხბურთელი კატლეტიკოში არ უნდა გადავიდეს თავისი კარიერის სწორად წარმართვა თუ უნდა
იგებს ტიტულებს ჩვენი მაისურითო – ეს ან ცინიზმია ან არაადექვატურობა🤨😇
ვნახოთ რამდენად უნდა ალვარესს გადმოსვლა. თუ ბოიკოტის პონტში რაღაცეებით დაიმუქრა გაჩნდება შანსი თუ არადა დავივიწყოთ. მაგრა დაგვერხა იმენა არავინ არაა ბაზარზე. ოსიმენი ყველას მირჩევნია მაგრამ რო დამაყენო მაგოს
მოყვანის არჩევნის წინაშე მაგრა შემეშინდება მაგის ხასიათის გამო. ძაან ჯუჯღუნა ტიპია და დიდი შანსია არიოს
დალაგებული მონასტერი. არც იმ ინტერვიუს მერე მევასება დიდად, ძმაკაცმა ფული მთხოვა საქმის დაწყებისთვისო და 5კ$ გავუზავნაო და დაიგრუზ ეს რაში მეყოფაო და უკან დაბრუნება ვეცადე ბანკით მარა აღარ გამომივიდაო)) ჩემ
თვალში მართლა პროჭულია მილიონებს რო აკეთებ და შენ ძმაკაცს საქმისთვის 5კ$ უგზავნი და ნუ კაი ვირომადლიო მარა რა მოსაყოლია ვაბშე მედიაში. რავი ბარსას ტიპაჟი არაა ჩემთვის. უფრო დიდსულოვანი უნდა იყო აქ რო მიგიღონ
ალვარეს არ ცხელა ამისთვის ჯერჯერობით მორჩება მსოფლიო და თავადვე იტყვის რას იზავ ფაქტია რომ ინტერვიუში თქვა რომ წასვლა უნდა რამდენიც არ უნდა იძახონ რომ არ ვუშვებთო
საწყალი ალვარესი. ხოდა ვსო კონცენტრირდნენ სხვა ტრანსფერებზე.
ოსიმენი მოიყვანე ლაპო, აზრზე მოდი.
ისე ვინც ამბობთ ოსის ცუდი ხასიეთი აქვსო საიდან მოიტანეთ? არც ნაპოლიში ქონია გუნდში ვინმესთან პრობლემა არც გალაში. ახვარ ლაურენტესთან დაეძაბა, მაგას კვარაც გაექცა. უჯახში როგორია არვიცი მარა ეტყობა ზოგს აქვს ნაცხოვრები ნიგერიელთან.
100% ზუსტად
ყველაზე უკანასკნელი ნაბიჩვარია ლაპორტა, მე მაგის დდშვც.
ეს სირბანჯო ლაპორტა რას ჩაიციკლა ამ ფაფხურაზე! მოათრიე შე ყლ… ოსიმენი
ერთი ამათი პიჟონი დედაც კიდე რა 150 მილიონად მცველიც მოვა და ფორვარდიც.. იყიდეთ ბიჭო ის ბორმუნთელი 19 წლისაა მომავალი დიდი აქ და ბარსელონაშიც გაიზრდება რას მიაკვდით ამ დედამოტყნულ არგენტინელს
ძალიან კარგი! დარჩეს ატლეტიკოში!!! 60-70 მილიონი არის ის მაქსიმუმი რაც ღირს ალვარესი!? მითხარით რითი ჯობია ტორეს?!