workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა მონაწილეობას სამთა ტურნირში მიიღებს

ოფიციალურად: ბარსელონა მონაწილეობას სამთა ტურნირში მიიღებს

bolt მოკლედ
წინასასეზონო მზადების ფარგლებში "ბარსელონა" იტალიაში, ქალაქ უდინეში გასამართ სადებიუტო სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მასპინძელ "უდინეზესა" და ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" დაუპირისპირდება.

“ბარსელონას” მამაკაცთა საფეხბურთო გუნდი 2026/2027 წლების სეზონის დაწყებისთვის მზადებას აგრძელებს და შაბათს, 8 აგვისტოს, იტალიის ქალაქ უდინეში, “ბლუენერჯი სტედიუმზე” Friuli Venezia Giulia Cup-ის საერთაშორისო ტურნირის სადებიუტო გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

კატალონიელები მასპინძელ “უდინეზესა” და “ნოტინგემ ფორესტთან” ერთად სამთა ტურნირში იასპარეზებენ. ეს ტურნირი ევროპის 3 ტოპ ლიგის კლუბებს აერთიანებს და სამივე გუნდს შიდა ჩემპიონატების დაწყებამდე მომზადების კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს.

ტურნირი “უდინეზეს” ორგანიზებით ტარდება და ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო სარეკლამო ინიციატივის ნაწილია, რომელიც სპორტის საშუალებით ამ ტერიტორიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

“ბარსელონასთვის” ეს ტურნირი უდინეში დაბრუნება იქნება. კლუბი ქალაქს ბოლოს თითქმის 21 წლის წინ, 2005 წლის 7 დეკემბერს სტუმრობდა, როდესაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “უდინეზეს” დაუპირისპირდა.

სამთა ტურნირის ფორმატი

შეჯიბრება სამგუნდიანი ფორმატით ჩატარდება, სადაც სამი მატჩი გაიმართება. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება. მატჩების განრიგი შემდეგნაირია:

  • “უდინეზე” – “ნოტინგემ ფორესტი” (თბილისის დროით 22:00 საათი)
  • “ბარსელონა” – “ნოტინგემ ფორესტი”
  • “უდინეზე” – “ბარსელონა”

თუ რომელიმე მატჩი 45 წუთის შემდეგ ფრედ დასრულდება, გამარჯვებულის ვინაობას პენალტების სერია გაარკვევს. ძირითად დროში გამარჯვებისთვის გუნდები 3 ქულას მიიღებენ, პენალტების სერიაში მოგებისთვის – 2 ქულას, ხოლო პენალტებში მარცხისთვის – 1 ქულას.

გამორჩეული მასპინძელი სტადიონი

უდინეს “ბლუენერჯი სტედიუმი” უეფას სუპერ თასის მასპინძლობის შემდეგ, კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მიიღებს. სტადიონი, რომელიც თავდაპირველად “სტადიო ფრიულის” სახელით იყო ცნობილი, 1976 წელს გაიხსნა, თუმცა დაახლოებით ერთი ათწლეულის წინ დიდი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახლა 25,144 მაყურებელს იტევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 ივლ 2026, 12:55
    #3

    მანამდე არ ესწრება ყველას ჩამოსვლა?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 21 ივლ 2026, 00:22
    #2

    კარგი სპარინგები გამოვა

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 18 ივლ 2026, 16:13
    #1

    გამარჯვებული მიიღებს სამში …