workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” 9 აღზრდილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

“ლა მასიას” 9 აღზრდილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

“ლა მასია” ტალანტებით სავსეა და ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ფინალში “ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემის 9 აღზრდილი ითამაშებს. აქედან 8 ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს, ერთი კი – არგენტინას.

ლეო მესი, ლამინ იამალი, გავი, კუბარსი, ოლმო, ერიკ გარსია, გრიმალდო, კუკურელია და ვიქტორ მუნიოსი “ლა მასიას” ის აღზრდილები არიან, რომლებიც კვირას, ნიუ-იორკში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “ბარსელონაში” ტალანტებს სრულყოფილებამდე ავითარებენ.

მემკვიდრეობა გრძელდება

ეს “ბარსელონას” აკადემიისთვის კიდევ ერთი საკულტო მომენტია. “ბარსელონას” გულშემატკივრებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 2010 წლის “ოქროს ბურთი”, როდესაც პოდიუმის სამივე საფეხური “ლა მასიელებმა” დაიკავეს – მესიმ, ინიესტამ და ჩავიმ. ახლა, 16 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი “ლა მასიას” კვლავ ყურადღების ცენტრში აქცევს.

2010 წელი “ლა მასიასთვის” მსოფლიო ჩემპიონატის წყალობითაც იყო გამორჩეული. ესპანეთის ტრიუმფი აკადემიის 9 აღზრდილის მონაწილეობით იქნა მიღწეული: ვიქტორ ვალდესი, პუიოლი, პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი ფაბრეგასი, პედრო და პეპე რეინა.

ასე რომ, 2026 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის მედალს კვლავ “ლა მასიას” დაღი ექნება. მნიშვნელობა არ აქვს ის ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებს (ლამინ იამალი, გავი, კუბარსი, ოლმო, ერიკ გარსია, გრიმალდო, კუკურელია და ვიქტორ მუნიოსი) ერგებათ, თუ არგენტინის რიგებში მოთამაშე ლეო მესის – ეს “ბარსელონას” აკადემიისთვის მორიგი წარმატება იქნება. როდესაც მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უყურებს, ის აუცილებლად უყურებს “ლა მასიასაც”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 18 ივლ 2026, 14:34
    #5

    მუნიოსი თუ ლამაასიას გაზრილიი იყო არც ვიცოდი
    ეხა დავგუგლე და ტიპი კატალონიელი ყოფილა
    და მადრიდში რანაირად წავიდააააააააააააააააააააააააააააააა

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 17 ივლ 2026, 21:58
    #3

    რას ქვია იყოს ლეო და იამალს ექნება შანსი ესპანეთი 16 წელი რომ გაყინული იყო დრო აღარ დაუდგაა?? კაცმა არიცის რომ წააგოს ამნაირი შანსი როდის ექნება ხოდა მბაპეს ბოზი დედაც კიდე 18 წლისამ აწია მუნდიალის თასი არც იამალი იქნევა ნაკლები მესის ეყოფა 1 მსოფლიოც

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 18 ივლ 2026, 00:12
      #4

      მიუხედავად იმისა რომ უზომოდ მიხარია მესის ყველა წარმატება, გეთანხმები რომ ჯობს იამალმა მოიგოს თასი! მესის ყველაფერი აქვს მოგებული, იმდენი რომ 4-5 ადამიანს ეყოფოდა, ვინ იცის როგორ წაუვა იამალს კარიერა, დღესდღეობით საყურებლად ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მინდა რომ მოიგოს. თუმცა არანაირად არ მეწყინება თუ მესიმ მოიგო მეორედ. 60 წელს გადავცდი და პირველად ხდება რომ უნერვიულოდ ვუყურებ ჩემი ფავორიტი ორივე გუნდის თამაშს. აი ორივე რომ ერთ გუნდში იყოს უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნებოდი🙂

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 17 ივლ 2026, 19:33
    #2

    იყოს ლეო, იამალს კიდევ ბევრი ტიტული ელოდება.

    GIF
  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 17 ივლ 2026, 19:31
    #1

    იყოს არგენტინა, იამალს კიდევ ბევრი ტიტული ელოდება.

    GIF