29 აპრილი

29 აპრილი

1998 წლის 29 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსელონასა" და "მალიორკას" შორის გამართული მატჩის მე-6 წუთზე, კატალონიელთა კარში გოლი სტანკოვიჩმა გაიტანა. 66-ე წუთზე, რივალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში, "ბარსამ" 5:4 იმარჯვა.

1951 წლის 29 აპრილს, გაიმართა ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩი "სევილიასა" და "ბარსელონას" შორის. ამ შეხვედრაში, კატალონიური გუნდის შემადგენლობაში, დებიუტი ჰქონდა ლადისლაუ კუბალას. "ბარსამ" ის მატჩი 2:1 მოიგო, რამდენმე დღეში კი, განმეორებით შეხვედრაში, კატალონიელებმა 3:0 იმარჯვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.