18 აპრილი

18 აპრილი

2007 წლის 18 აპრილს, ესპანეთის თასის პირველ 1/2-ფინალურ შეხვედრაში, "ბარსელონამ" "ხეტაფე" 5:2 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი მესიმ მარადონას სტილში გაიტანა, როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, გზად შემხვედრი ყველა მეტოქე მოატყუა და ისე აიღო მადრიდელთა კარი. განმეორებით მატჩში, "ბარსამ" 0:4 წააგო.

2006 წლის 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, "ბარსელონამ" "მილანი", გასვლაზე, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუდოვიკ ჟიულიმ გაიტანა. განმეორებითი მატჩი 0:0 დასრულდა და ფინალში კატალონიელები გავიდნენ.

2000 წლის 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, "ბარსელონამ" ლონდონი "ჩელსი" 5:1 დაამარცხა. პირველი თამაში ინგლისელებს 3:1 ჰქონდათ მოგებული. ამავე შედეგით იმარჯვა "ბარსამ" განმეორებითი მატჩის ძირითად დროში, ხოლო დამატებით ტაიმებში, კატალონიელებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.