"ბარსელონასა" და "რეალის" მდგომარეობა ლა ლიგის განახლებამდე

"ბარსელონასა" და "რეალის" მდგომარეობა ლა ლიგის განახლებამდე

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სეზონი საკმაო ხანია შეჩერებულია, თუმცა, დიდი ალბათობით, ტურნირები მალე განახლდება.

ლა ლიგაში, 27 ტურის შემდეგ, "ბარსელონას" 58 ქულა აქვს, მის უახლოეს მდევარს, მადრიდის "რეალს" კი - 56. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, ორივე ბანაკის კონდიციებს - ამჟამინდელ ფორმას, შემადგენლობის სიღრმესა და ტაქტიკურ უპირატესობას - გადავხედოთ და განვიხილოთ, თუ ვის აქვს პრიმერა დივიზიონის მოგების უფრო მეტი შანსი.

ორივე კლუბს გარკვეული პრობლემები აქვს, მაგალითად, ტრავმები. ასევე, კიკე სეტიენი თავის იდეებს ნერგავს და კატალონიელებს ახალ მწვრთნელთან ადაპტაცია უწევთ. მადრიდელები გასულ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების ათამაშებას ელოდებიან - ედენ აზარმა, ლუკა იოვიჩმა, ედერ მილიტაომ და ფერლან მენდიმ "ბლანკოსში" თავის დამკვიდრება ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. 

სეზონის განახლების შემდეგ, ადვილი კალენდარი არცერთს ელის - კატალონიელებს "სევილიასა" და "ვილიარეალთან" გასვლაზე, შესაბამისად, "რამონ სანჩეს პისხუანსა" და "ესტადიო დე ლა სერამიკაზე" თამაში უწევთ. რაც შეეხებათ ზიდანის შეგირდებს, ისინი "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადს" შეხვდებიან, შემდეგ კი "ვალენსიასა" და "ვილიარეალს" უმასპინძლებენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი მხრიდან სუსტ თუ საშუალო დონის გუნდებთან ქულების დაკარგვა სიურპრიზი არ იქნება, ვინაიდან, ორივე მათგანმა ამის გაკეთება უკვე მოასწრო. მაგალითად, "ბარსამ" "გრანადასთან, "რეალმა" კი - "ლევანტესთან", სადაც მატჩის ბოლოსკენ ხოსე ლუის მორალესისგან შესანიშნავი გოლი გაუშვა. ასევე, "ლა მასიელი" კრისტიან ტელიოს ზუსტი დარტყმის წყალობით, მადრიდელები "ბეტისთან" დამარცხდნენ. ასე რომ, თუ მათ ჩემპიონობა სურთ, თამაშის ხარისხის გამოსწორება უნდა მოახერხონ.

"ბარსელონას" პრობლემები

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, "ბლაუგრანას" ყოფილი თავკაცი, ერნესტო ვალვერდე შეტევის მარცხენა ფლანგზე ანტუან გრიზმანს ათამაშებდა, შემდეგ კი, გასული წლის ბოლოს, "ბეტისთან" მატჩში (5:2), პირველ გუნდში ანსუ ფატი გამოჩნდა. თუმცა, სეზონის დარჩენილ ნაწილში 17 წლის ფეხბურთელის დატვირთვა რამდენად სწორი არჩევანია, რთული სათქმელია, რადგან ტრავმის დიდი რისკი არსებობს. დაზიანებები კი მის განვითარებაზე კარგად არ იმოქმედებს. საწუხაროდ, უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია და რომც დაბრუნდეს, "ბარსამ" მის ნაცვლად მარტინ ბრაითუეიტი დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ლა ლიგაში ვეღარ იასპარეზებს.

აშკარაა, რომ მალკომ ოლივეირასა და კარლეს პერესის გაშვებით კატალონიელთა მესვეურებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან გარდა იმისა, რომ კლუბში არეულობაა და მთავარი მწვრთნელი ზამთარში შეიცვალა, ზოგიერთ პოზიცია მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება. გარდა შეტევისა, "ლურჯ-ბროწრულისფერებს" პრობლემა დაცვაშიც აქვთ - სამუელ უმტიტი დაზიანებულია, ჟორდი ალბა და ჟერარ პიკე ასაკში იმყოფებიან, ჟუნიორ ფირპო გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, ნელსონ სემედუს გარშემო კი კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

 ტური  მატჩები
28

 მალიორკა - ბარსელონა

29  ბარსელონა - ლეგანესი
30  სევილია - ბარსელონა
31  ბარსელონა - ატლეტიკი
32   სელტა - ბარსელონა
33  ბარსელონა - ატლეტიკო
34  ვილიარეალი - ბარსელონა
35  ბარსელონა - ესპანიოლი
36  ვალიადოლიდი - ბარსელონა
37  ბარსელონა - ოსასუნა
38  ალავესი - ბარსელონა

მადრიდის "რეალის" პრობლემები

ზიდანის გუნდში განსხვავებული სიტუაციაა. მადრიდელთა დაცვის ცენტრი სოლიდურად გამოიყურება და წლევანდელ სეზონში ცოტა გოლიც გაუშვეა. თუმცა, შეტევაში განსხვავებულ მდგომარეობას ვაწყდებით - "ჩელსიდან" შეძენილ ედენ აზარს, ჯერჯერობით, მადრიდში უჭირს, გარეთ ბეილი კი დიდი ხანია გაურკვევლობაშია და "რეალიდან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ზიზუმ პირდაპირ განაცხადა, რომ უელსელის გაყიდვას იმედოვნებს, მაგრამ ფეხბურთელი საბოლოოდ მაინც დარჩა. ამ სიტუაციაში, "ბლანკოსის" ლიდერად, შესაძლოა, ქარიმ ბენზემა განვიხილოთ, თუმცა შთამბეჭდავი არც მისი სტატისტიკაა.

ზინედინ ზიდანი ახალგაზრდებს ენდობა, მაგალითად, ვინისიუს ჟუნიორსა და რიდრიგო გოესს. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგაზე, "გალათასარაისთან", ფერნანდო მუსლერას კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ, რატომღაც, ფრანგმა იგი "კასტილიაში" დააქვეითა. მადრიდელთა თავკაცის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი მარკო ასენსიოა, თუმცა ახალგაზრდა ესპანელს ხშირი ტრავმიანობა აწუხებს.

კიკე სეტიენისგან განსხვავებით, ზიდანს ფლანგებზე არჩევანი აქვს - ბეილი, ვინისიუსი, როდრიგო და ლუკას ვასკესი. პაუზის პერიოდში ედენ აზარი და ასენსიოც გამოჯანმრთელდნენ. ერთადერთი დანაკლისი ლუკა იოვიჩია, რომელმაც დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, თუმცა ფრანგი სერბს დიდად არც ენდობა.

მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბმა" პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 19 გოლი გაუშვა, იდეალურად ნამდვილად ვერ გამოიყურება, რის გამოსასწორებლადაც ზიდანს ბევრი მუშაობა მოუწევს.

ტური  მატჩები
28  რეალი - ეიბარი
29  რეალი - ვალენსია
30  სოსიედადი - რეალი
31  რეალი - მალიორკა
32  ესპანიოლი - რეალი
33  რეალი - ხეტაფე
34  ატლეტიკი - რეალი
35  რეალი - ალავესი
36  გრანადა - რეალი
37  რეალი - ვილიარეალი
38  ლეგანესი - რეალი

რომელ გუნდს აქვს უპირატესობა?

კითხვა უპასუხოდ გვრჩება, რადგან საკმარისად მყარად არცერთი გუნდია "აღჭურვილი", რომ რომელიმე ფავორიტად დავასახელოთ. "ბარსელონას" შემთხვევაში, საქმე მოთამაშეთა ნაკლებობასთან გვაქვს, "რეალის" გასაჭირი კი მნიშვნელოვან ფეხბურთელთა უფორმობაა. სეზონის დარჩენილ ნაწილში, თითქმის 3-თვიანი უქმობის შემდეგ, გადამწყვეტ როლს ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ასპექტები ითამაშებს. ამჟამად გრანდებს ყველა ჯანმრთელი მოთამაშე სჭირდებათ, რომლებიც მინდორზე 100%-ით უნდა დაიხარჯნონ, თუმცა აქ კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება - ტრავმიანობის გაზრდის საშიშროება. AS-ის ინფორმაციით, ლა ლიგა 12 ივნისს განახლდება და გუნდებს კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ, რაც ისედაც ჩვეული რუტინიდან ამოვარდნილი ფეხბურთელების მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ამის თავიდან ასაცილებლად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაამტკიცა მოთხოვნა, რომ ერთ შეხვედრაში გუნდს 5 ცვლილების განხორციელება შეეძლება. 

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, დიდი ალბათობით, დარჩენილი ტურები დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რამაც, შესაძლოა, მოთამაშეთა მოტივაციის დაქვეითებაზე დიდი გავლენა იქონიოს.

თუ El Chiringuito-ს დავუჯერებთ, ლა ლიგა სეზონს ვიდეორეფერის გარეშე ჩაამთავრებს, თუმცა ახალი სეზონიდან, VAR-ის ტექნოლოგია კვლავ ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჩემპიონი "რეალი" გახდება, რადგან ზიდანის გუნდს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს - 1 ფრე (0-0) და ამდენივე გამარჯვება (2-0).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #5 13 მაისი 2020 10:40
    3
    რეალს გაცილებით ადვილი თამაშები აქვს. ძუკნა სოსიედადი რეალის მონაა არაა ეგ რთული თამაში. 80% რეალი ჩემპიონია მარა გატრუხდა ეს წელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 მაისი 2020 01:24
    4
    ბარსელონას უპირატესობა +2 ქულაა
    რეალს უფრო დიდი უპირატესობა აქვს ვარ-ი არ იქნება
    ასე რომ რეალი ჩემპიონია !
    Culé [?]
    #3 13 მაისი 2020 01:07
    2
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: Iniesta_8
    გააჩნია მესი როგორ ფორმაში შეხვდება დარჩენილ ტურებს, სულ ესაა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უბრალო ნიუანსებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ იქონიებს გავლენას თუ მესი მოწოდების სიმაღლეზე არ იქნება

    მარტო მესიზე ტვირთის დადებაც არ მგონია სწორი

    არც მე მგონია, მაგრამ დღევანდელი ბარსას რეალობა ესაა და ვერ შევცვლით. ამისთვის სწორი ტრანსფერები, სწორი მენეჯმენტი და უმაღლესი დონის მწვრთნელია საჭირო. სანამ ეს არ მოხდება ასე იქნება სულ მესის სათრევი ბარსა
    რედაქტორი [?]
    #2 13 მაისი 2020 00:26
    2
    ციტატა: Iniesta_8
    გააჩნია მესი როგორ ფორმაში შეხვდება დარჩენილ ტურებს, სულ ესაა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უბრალო ნიუანსებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ იქონიებს გავლენას თუ მესი მოწოდების სიმაღლეზე არ იქნება

    მარტო მესიზე ტვირთის დადებაც არ მგონია სწორი
    Culé [?]
    #1 13 მაისი 2020 00:14
    2
    გააჩნია მესი როგორ ფორმაში შეხვდება დარჩენილ ტურებს, სულ ესაა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უბრალო ნიუანსებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ იქონიებს გავლენას თუ მესი მოწოდების სიმაღლეზე არ იქნება