ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ერნესტო ვალვერდე?

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ერნესტო ვალვერდე?

ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაინიშნა და, შედეგების მიხედვით, არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა მისი გუნდი. ბასკი სპეციალისტის ხელში კატალონიური კლუბი ლა ლიგაში დაუმარცხებელია, სამეფო თასის ფინალშია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ერნესტო ვალვერდეს მიმდინარე სეზონში ოქროს დუბლის (ლა ლიგა და სამეფო თასი) მოგების ძალიან რეალური შანსი აქვს, არც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა იქნებოდა დიდი კატასტროფა, მაგრამ "ბარსელონას" გულშემატკივრები იმან გააცოფა, რომ ვალვერდემ "სტადიო ოლიმპიკოზე" ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა და მანამ სანამ მისმა გუნდმა მესამე გოლი არ გაუშვა, შეტევაზე არც უფიქრია. "ბარსელონას" არაერთი მარცხი გვახსოვს კლუბის დიდების წლებშიც, თუმცა ეს კლუბი მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გამოდის და მსგავსი ფაქტი მისთვის უცხოა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" გულშემატკივრები ძალიან გაბრაზებულები არიან და უმრავლესობას ერნესტო ვალვერდეს კლუბიდან წასვლა სურს, თან ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კატალონიურ გრანდი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ თამაშობს ისეთ ლამაზ და ლაღ ფეხბურთს, როგორსაც მიგვაჩვია. ამიტომ საერთოდ არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლონ. ვინ შეიძლება შეცვალოს ვალვერდე?

მაურიციო სარი
59 წლის იტალიელი სპეციალისტი 2015 წლის ზაფხულიდან "ნაპოლის" უდგას სათავეში და "ცისფრებს" ძალიან კარგ ფეხბურთსაც ათამაშებს, განსაკუთრებით კი მიმდინარე სეზონში.

მიმდინარე სეზონში მაურიციო სარიმ ძირითადი აქცენტი იტალიის სერია ა-ზე გააკეთა და ახლოსაც იყო ჩემპიონობასთან, თუმცა "ნაპოლის" ფეხის დაცდენა "იუვენტუსმა" არ აპატია და გალიდერდა.

მაურიციო სარის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა პეპ გვარდიოლამაც, როდესაც მისი გაწვრთნილი "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სარის "ნაპოლის" დაუპირისპირდა.

კიკე სეტიენი
ესპანელი სპეციალისტი გასულ ზაფხულს "რეალ ბეტისს" ჩაუდგა სათავეში და მისი გუნდი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-5 პოზიციას იკავებს და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მისი გუნდი, ტრადიციულად, ძალიან ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გვახსოვს, რომ წინა 2 სეზონის განმავლობაში იგი სათავეში ლა ლიგაში ახლად გადმოსულ "ლას პალმასს" ედგა და შესანიშნავად ათამაშებდა, მისი წასვლის შემდეგ კი კანარის კუნძულელები უკვე განწირული არიან სეგუნდა დივიზიონში დასაბრუნებლად.

ლეონარდო ჟარდიმი
"მონაკოს" 43 წლის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო. ჟარდიმი თეთრ-წითლებს 2014 წლიდან უდგას სათავეში.

ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს გასულ სეზონში მისი გუნდის მიერ გაკეთებული საოცრებები. "მონაკო" 2016/2017 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა 95 ქულით, გაიტანა 107 გოლი, ჩემპიონობა წაართვა "პარი სენ-ჟერმენს", 8 ქულით აჯობა და მასზე 24-ით მეტი გოლი გაიტანა. ლეონარდო ჟარდიმმა თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა.

ფილიპ კოკუ
47 წლის ჰოლანდიელი მწვრთნელი ამჟამად სათავეში ჰოლანდიურ "პსვ ეინჰოვენს" უდგას, რომელსაც თითქმის უკვე გაფორმებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობა. კოკუ "ბარსელონაში" 1998-2004 წლებში გამოდიოდა.

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი გასულ სეზონშიც მოისაზრებოდა შესაძლო მწვრთნელად, თუმცა კატალონიელებმა არჩევანი ერნესტო ვალვერდეზე შეაჩერეს. კოკუ ვალვერდესგან განსხვავებით "ბარსელონას" სტილის, შემტევ და უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.

ვალვერდეს წასვლის შემთხვევაში, ვის ისურვებდით "ბარსელონას" მწვრთნელად?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 71 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რედაქტორი [?]
    #31 14 აპრილი 2018 01:10
    0
    ციტატა: messi and iniesta
    კიკე სეტიენი saukeTeso variantiatan lamazi fexburtis atamasebs mis gundebs zan minda rom kike moiyvanon

    არის იმ დონის? შეიძლება, ლუის ენრიკე თქვათ, "სელტაში" იყო მანამდეო, მაგრამ "სელტამდე" სერია A-ში უმუშავია.

    ციტატა: Navasi
    Me gagaxseneb 1:3 2:0 sami welu naxwvar finalis gareche roca zizu zedized ritulebs igebs rodesac cr7 brwyinavs am fazashi da kide mesame liga ... Exa ras metyvi 5:0. 2"6 da sxva iseti ro gelaparaki tore im barsas veravin ugebda es mec maxsovs mara dges sxva realobaa dges sxva realia da es mtkicdeba

    ვინმემ უარყო, რომ "რეალი" ძლიერია?
    --------------------
    🔵🔴
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #30 14 აპრილი 2018 01:07
    0
    კიკე სეტიენი saukeTeso variantiatan lamazi fexburtis atamasebs mis gundebs zan minda rom kike moiyvanon
    Culé [?]
    #29 14 აპრილი 2018 00:56
    0
    დარჩენას ველი ამ კაცის. მიუხედავად რომასთან მატჩისა და მხოლოდ რომასთან ჩატარებული მატჩისა ყველგან კარგად გვქონდა საქმე, ამდენი წაუგებელი სერია და მხოლოდ რომში ისეთი თამაში,რომელსაც თამაშს ვერ უწოდებ, გაუნძრევლობა რასაც ჰქვია... არვიცი სისულელეა აწი ამაზე ლაპარაკი.
    ალბათ კარგ ნახევარმცველს თუ ვიხილავთ, რომელიც რაკიტიჩს ჩაანაცვლებს და კოუტინიოსთან კარგ ტანდეmს შემოგვთავაზებს ვალვერდე უნდა დარჩეს, თავს აუცილელად გაართმევს.

    პეპის დაბრუნებაზე სამომავლოდ ფიქრი და კარგი, ძველი მოგონებების რეალურად გამეორებისთვის მზად უნდა ვიყოთ ... ^^
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...
    რედაქტორი [?]
    #28 14 აპრილი 2018 00:54
    0
    ციტატა: Navasi
    Da exla tu kike setieni danishnen albat saukunis sleoba iqneba me madrideli var mara iseti mwvrtneli unda danishnon ro ligis gamocdilebac aqvs ai magalitad barsas fani ro viyo chemi favoriti pichetino iqneboda..

    პოჩეტინოს "ესპანიოლში" უმუშავია და არასდროს მოვალ "ბარსაშიო".
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 14 აპრილი 2018 00:50
    0
    ვარდიოლაა დააბრუნონ თუარადა იყოს ისევ ვალვერდე !
    Culé [?]
    #26 14 აპრილი 2018 00:48
    0
    ციტატა: tato777
    ციტატა: რაღაცნაირი
    ბაიერნი - რეალის მატჩს მინდა შევეხო.
    წარმომიდგენია პირველ მატჩში რამსელა ზეწოლა იქნება მსაჯზე და უკვე მეცოდება ,ჯერ მარტო როგორია განსაჯო ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირება + როცა მილიონობით ადამიანი აკვირდება ნებისმიეე დეტალს რათა აღმოაჩინონ შეცდომა + იუვეს და ბარსელონას ფანები რომლებსაც მეტი საბაბი სჭირდებათ რეალის " გაათრევებთან" დაკავშირრებით და აი ამყველაფრის გათვალისწინებით ძალიან დაძაბულ და აურზაურ მატჩს ველი... იმედია ვცდები და როგორც იტყვიან " დასტოინი" თამაშები წავა.
    ასეთი სეზონიაქ მადრიდის რეალს პსჟ - იუვე - ბაიერნი და ამ სეზონში მაინც 1 პენალტის გამო რომელიც სადავო მხოლოდ იმსი გამოა რომ ბოლო წუთზე იყო რატომ უნდა დაარქვა "შეტენილი" არმესმის.


    არაუშავს ძმა, რეალს თუ გაუჭირდა მსაჯი ყველას და ყველაფერს დაიკიდებს და ისევ გაატანიებს ან თამაშგარედან ან კიდევ პენალტს დაუდებს. მაგ ერთ პენალს რომ ახსენებ, პსჟ-სთან პირველ თამაშში ვერაფერი ნახე საეჭვო????? აბ ერთი ამ ვიდეოს გადაავლე თვალი და იქნებ აზრი შეგეცვალოს
    https://www.youtube.com/watch?v=djReG_lxe1c

    კიი მასე იქნება კიდე გვაჩუქებენ წელსაც და მომავალ წელსაც. აი ეს ვიდეო უკვე დამიციტირე და ვუყურე მაშინვე . ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი რომ ძალიან ბევრს ზედმეტად აქვს დეტალებზე ყურადღება გამახვილებული. უნდათ რომ რობოტი მსაჯობდეს თამაშებს. ის რაც ამ ვიდეოშია 1-2 ეპიზოდის გარდა თითქმის ყველა მატჩიდან შეგიძლია ამოკრიფო და გააკეთო კოლაჟი.
    Culé [?]
    #25 14 აპრილი 2018 00:43
    0
    ისევლე ველოსაპედის გამოგონებას აპირებენ ? ბარსას უბრალოდ კარგი მწვრთნელი არ ჭირდება,ბარსას ჭირდება მწვრთნელი რომელიც ბარსას სტილს შეესაბამება,აქ ჩამოთვლილიდან რომელი შეიძლება რომ იყოს ბარსას მწვრთნელი? ალბათ კოკუ, მაგრამ კოკუს არაფერით მისი კლასი არ დაუმტკიცებია, სარი კარგი მწვრთნელია აბსოლიტურად სხვა ფეხბურთს თამაშობს,მაგასვე ვამბობდი შარშან როცა ლუჩოს გაშვებაზე იყო ლაპარაკი,ერთ წელს დავკარგავთ მეთქი, თუ ვალიკოს მოვიყვანთ, იმიტო რო აბსოლიტურად სხვა სტილს თამაშობს,ჩემი აზრით ბარსას გამოადგებათ: ან ლუჩო დააბრუნონ, ტუხელი,ალბათ კუმანი, და ჯერ ადრეა მაგრამ შეიძლება გარისკვა ხავი. იდიალურია პეპეს დაბრუნება, მაგრამ ბართოს ხელში პეპე არ დაბრუნდება
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #24 14 აპრილი 2018 00:40
    0
    არსად არ უნდა გაუშვან ეს კაცი, მომავალ წელს ტრებლს დადებს ნახეთ თუ არა!!!
    რედაქტორი [?]
    #23 14 აპრილი 2018 00:29
    0
    ციტატა: Messi.jordan.federer..
    ციტატა: tato777
    ისე ზემოთ ჩამოთვლილ 4 ვარიანტს მე ბრაზილიის ნაკრების მწრთვნელის ტიტეს მოყვანა მირჩევნია, თან მითუმეტეს გუნდში 3 ბრაზილიელი გვეყოლება და ბრაზილიის ნაკრების სტილი ყოველთვის ახლოსაა ბარსას სტილთან. თან აშკარაა, რომ წაქცეული ბრაზილიის ნაკრები ფეხზე დააყენა და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად აქცია მსოფლიოს მოგების. ჰა თვქენ რას ფიქრობთ ძმებო????

    Sheidzleba.magram magas saertod ar ganixilaven

    "კორინთიანსის" სტილი რომ გააგრძელოს კლუბში? იქ მეორე "ატლეტიკო" იყო, სულ 1:0 იგებდა და "ავტობუსი" კი არა, "ტანკი" ეყენა joy
    --------------------
    🔵🔴
    Culé [?]
    #22 14 აპრილი 2018 00:25
    0
    ბაიერნი - რეალის მატჩს მინდა შევეხო.
    წარმომიდგენია პირველ მატჩში რამსელა ზეწოლა იქნება მსაჯზე და უკვე მეცოდება ,ჯერ მარტო როგორია განსაჯო ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირება + როცა მილიონობით ადამიანი აკვირდება ნებისმიეე დეტალს რათა აღმოაჩინონ შეცდომა + იუვეს და ბარსელონას ფანები რომლებსაც მეტი საბაბი სჭირდებათ რეალის " გაათრევებთან" დაკავშირრებით და აი ამყველაფრის გათვალისწინებით ძალიან დაძაბულ და აურზაურ მატჩს ველი... იმედია ვცდები და როგორც იტყვიან " დასტოინი" თამაშები წავა.
    ასეთი სეზონიაქ მადრიდის რეალს პსჟ - იუვე - ბაიერნი და ამ სეზონში მაინც 1 პენალტის გამო რომელიც სადავო მხოლოდ იმსი გამოა რომ ბოლო წუთზე იყო რატომ უნდა დაარქვა "შეტენილი" არმესმის.
    Cristiano Ronaldo cr7
    სტუმარი [?]
    #21 14 აპრილი 2018 00:15
    0
    ვალოდია შე რომას ბულკო joy joy
    ერთისეზონი კიდევ გაცალონ ამოგბულკოს ახლა სხვა გუნდმა joy
    Culé [?]
    #20 14 აპრილი 2018 00:09
    0
    ratqmaunda jardimi unda moiyvanon eg iseti kacia nu arvici dzaaan chkviani aris tan frangia da ai jobs rom ragac ai sheicvalos gundshi faqti aris rom wavida tiki-takas periodi barselonas filosofia tuundat rom gagrdzeldes ragac cvlilebebi da axali inovaciebia sachiro tan es ragac axal stils shemoitans esadamiani axalgazrdaa da chkua aris kaci nu es tuoiyvanes martla kargad wava gundis saqme dzaan donea tan grizmani tu davitriet isic frangia dembele dini umtiti da mokled sheatamashebs gunds nu faqtia rom da tan gvardiolas sitishic gamochnda rom agar aris is dro da is burtis goraoba agar chris bevr shecdomebs ushvebs gundi sul erti da igive stilit veritamasheb da tuginda rom maqsimum sheni stili da safudzveli sheinarchuno da sheni tamashi isev im filosofias eyrdnobodes mashin ragac niuansebi da tamashis ragac gamorcheuli nawili unda shecvalo da mjera rom magadamians gamouva

    ციტატა: Berlinetta♥
    მარსელინიო (ვალენსია) სარი(ნაპოლი) და ტუჰელი მიმაჩნია სამ საუკეთესო კანდიდატად ..

    tuheli meco momwons tan ai vgijdebi mag adamianze magram shansi argvaqvs da jardimi unda moiyvanonashin tore eg jardimsac da yvelas mirchevnia au netaaaaaa eg moiyvanon
    Arthur Melo
    სტუმარი [?]
    #19 13 აპრილი 2018 23:58
    0
    ციტატა: Messiah
    Messiah

    რეალ-ბავარიაზე რას ფიქრობ?
    Culé [?]
    #18 13 აპრილი 2018 23:38
    0
    ციტატა: ლიონელ მესი 10
    ციტატა: Johan Cruyff 14
    ციტატა: ლიონელ მესი 10
    ჟარდიმის "მონაკო" გვახსოვს ყველას, რა მაგარი იყო. სარიც კარგი მწვრთნელია, კოკუ ჰოლანდიელია და... კიკე სეტიენის "ბეტისი" შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ არის ამ დონის?

    ციტატა: Johan Cruyff 14
    ხოო მაგრამ აი ახალგაზრდები კობატონო გეთანხმები მაგრამ ძირითადისთვი ჯერ ნაკლება უფრო გამოცდილები კარგი იქნება ტიაგო ბუსკეტსი ერიქსენის ტრიო დაშლის ყველა ნახევარდაცვას როტაციებისთვის კარგია ლა მასიის ხალხიც დაამატონ

    პეპის დრო გაიხსენე. გამმოცდილები? ბუსკეტსის გამო ტურე გაუშვა გვარდიოლამ. ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთი შეიცვალა, ანუ იმას ვამბობ, რომ მაგ.: ეთამაშები "იუნაიტედს", დაუყენე პოგბას ალენია, რა უქნას? რა უქნას ასეთ ჯორს?

    საამისოდ ალბათ არც გამოცდილება და არც ფიზიკური სიძლიერე ეყოფა მაგრამ ტექინიკით უნდა აჯობო ასეთ შემთხვევაში არც ისეთი ხალხი ჩანს ლა მასიიდიან ეხლა რო ვარსკვალაბვებს წყვეთდეს მაგრამ შეიძ₾ება ზოგიერთების გამორჩევა და გადმოყვანა სწორდე ლა მასია იყო ბარსელონას ბირთვი ამდენი წელია ეკვე. აი ტიაგო ბუსკეტსი ერიქსენი მართლა გაამართლებს სამი სხვადასხვა ტიპის ნახევარმცველებია არიან და აბალანსებენ ნახევარდცვას

    სწორედ, რომ ტექნიკით უნდა შეეძლოს, აბა ფიზიკურად ინიესტაც რა იყო? მაგრამ ისეთ ფინტს ჩაუტარებდა... იქნებ კარგი თაობა მოდის, რა ვიცით? შანი რომ მისცენ რა იქნება? აი, თუნდაც ბუსკეტსის ტრავმის პერიოდში, რა იქნება, ორიოლ ბუსკეტსი რომ ათამაშონ?

    შანსი ეხლა რთული გამოსაცნობია თუ არ ათამაშე მაგრამ ეტყობა რაღაც ნდობა დაკარგეს ან თამაშში ან ხარისხით თორემ ყოველთვის არის აკადემიაში კარგი ფეხბურთელები და ბევრი გაუშვეს კიდეც აი მონაკოში როა გაუშვეს შარშან ის ბიჭი ტექნიკურიც იყო და თამაშსაც კარგად ხედავდა ჩემი აზრით მაგრამ არ ენდობიან რატომ არ ვიცი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 13 აპრილი 2018 23:37
    0
    მარსელინიო (ვალენსია) სარი(ნაპოლი) და ტუჰელი მიმაჩნია სამ საუკეთესო კანდიდატად ..
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #16 13 აპრილი 2018 23:25
    0
    რთული ასარჩევია, მაგრამ მე ალბათ ყველაზე მეტად სეტიენის მოყვანა გამიხარდებოდა. ძაან ლამაზ და ხარისხიან ფეხბურთს ათამაშებს თავის გუნდებს. ამ წელს მაგრად ამოქაჩა ბეტისი. ასევე კუმანიც კაი იქნებოდა
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #15 13 აპრილი 2018 23:24
    0
    ციტატა: ლიონელ მესი 10
    ჟარდიმის "მონაკო" გვახსოვს ყველას, რა მაგარი იყო. სარიც კარგი მწვრთნელია, კოკუ ჰოლანდიელია და... კიკე სეტიენის "ბეტისი" შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ არის ამ დონის?

    ციტატა: Johan Cruyff 14
    ხოო მაგრამ აი ახალგაზრდები კობატონო გეთანხმები მაგრამ ძირითადისთვი ჯერ ნაკლება უფრო გამოცდილები კარგი იქნება ტიაგო ბუსკეტსი ერიქსენის ტრიო დაშლის ყველა ნახევარდაცვას როტაციებისთვის კარგია ლა მასიის ხალხიც დაამატონ

    პეპის დრო გაიხსენე. გამმოცდილები? ბუსკეტსის გამო ტურე გაუშვა გვარდიოლამ. ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთი შეიცვალა, ანუ იმას ვამბობ, რომ მაგ.: ეთამაშები "იუნაიტედს", დაუყენე პოგბას ალენია, რა უქნას? რა უქნას ასეთ ჯორს?

    საამისოდ ალბათ არც გამოცდილება და არც ფიზიკური სიძლიერე ეყოფა მაგრამ ტექინიკით უნდა აჯობო ასეთ შემთხვევაში არც ისეთი ხალხი ჩანს ლა მასიიდიან ეხლა რო ვარსკვალაბვებს წყვეთდეს მაგრამ შეიძ₾ება ზოგიერთების გამორჩევა და გადმოყვანა სწორდე ლა მასია იყო ბარსელონას ბირთვი ამდენი წელია ეკვე. აი ტიაგო ბუსკეტსი ერიქსენი მართლა გაამართლებს სამი სხვადასხვა ტიპის ნახევარმცველებია არიან და აბალანსებენ ნახევარდცვას
    ღამურა
    სტუმარი [?]
    #14 13 აპრილი 2018 23:23
    0
    sxvadasxva rakusit shevxede moments daminda gitxrat rom penalti dasanishni iyo fexburtels tomelic dartymistvi emzadeba mciredi xelis kvrac ki sakmarisia imistvis rom epizodi daasrulos. KOLINAS komentari momxdar epizodze
    ts-13 barca
    სტუმარი [?]
    #13 13 აპრილი 2018 23:22
    0
    არცერთი ამათგანი არ იქნება მწვრთნელი თუ შეცვლიან ვალვერდეს ბარსას უმეტესად ყოფილი ფეხბურთელები და კლუბთან დაკავშირებული მწვრთნელები მოყავს ხალხი რომელმაც იცის ბარსას ფილოსოფია ვალვერდეს კი არაფერი ეტყობა მაგის მარა მაინც
    Culé [?]
    #12 13 აპრილი 2018 23:09
    0
    ციტატა: vereli
    ციტატა: Johan Cruyff 14
    რთულია ამდენი მატჩი ჩემპიონატში წაუგებლად ითამაშო მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მომავალ წელს კოუტინიო და დემბელე შეთამაშდებიან გრიზმანიც დაემატოს ბარსას და მერე იყვავილებს ბარსელონა არაა გამორიცხული დატოვონ ვალვერდე და ერთი წელიც აცალონ მაგრამ მთავარი მაინც მგონია რო ყველა მატჩში და ყველა ტაიმში ბარსელონა უნდა დომინირებდეს ფეხბურთელები მგონია რომ ნაკლებს დარბიან და ცოტა მძიმედ მეჩვენაბა ბარსელონა საჭიროა როტაციებიც და მგონია რომ სეზონის ბოლომდე დააკვირდებიან ვალვერდეს და მერე გაუძახებენ თუ ასე გააგრძელა... არამგონია გვარდიოლა გამოუშვან სიტიდან მაგრამ პეპზე უკეთესი მწვრთნელი ბარსელონასთვის არ არსებობს იქ შეიძლება ვიღაცამ კლოპი თქვას მაგრამ კრუიფის გზას ყველაზე კარგად პეპი მიყვება და ის ფეხბურთელები რომელიც უნდა რომ ყავდეს პეპს ყავს ბარსელონას ბუსკეტსი მესი ინიესტა (ციტა დაგვიბერდა მაგრამ გამოიყენებს პეპეი მას) ტიაგო ალკანტარაც თუ დაბრუნდა საერთოდ იდეალური ნახევარდაცვაა გვეყოლება. დღეს ბევრი კარგი ნახევარმცველია მაგრამ საუკეთესო ვარიანტი და გადმოსვლის კანდიდატები ალბათ ტიაგო და ერიქსენი უნდა იყვნენ . წარმოიდგინეთ ტიაგო ბუსკეტსი ერიქსენი წინ კოუტინიო სუარეზი (გრიზამნი) მესი ალბათ ყველაფერს მოვიგებთ პეპთან ერთად !!! დაცვა კარგი გვყავს ნახვეარდაცა ეს ხალხი და თავდასხმას თუ გრიზმანი დაემატა იქ შეიძლება ყველანაირ ტაქტიკაზე ფიქრი პლუს ერთმანეთშ შეცვლიან და კონკურენციაც გაიზრდება შემდეგ ყველა ტიტულზე შიძლება ფიქრი თუ ძლიერი ნახევარდაცვა და მწვრთნელი გვეყოლება !!! <3 <3 <3

    ისეთი მწრთვნელია საჭირო რომელიც ახალგაზრდების ჩართვას არ უშინდება, ეხლა რაფინია უფრო გამოგვადგებოდა ვიდრე ეს გომეში, დენისიც ხშირად ათსამაშონ და ალენია უკვე დროა გადმოიყვანონ

    ხოო მაგრამ აი ახალგაზრდები კობატონო გეთანხმები მაგრამ ძირითადისთვი ჯერ ნაკლება უფრო გამოცდილები კარგი იქნება ტიაგო ბუსკეტსი ერიქსენის ტრიო დაშლის ყველა ნახევარდაცვას როტაციებისთვის კარგია ლა მასიის ხალხიც დაამატონ