გრიზმანი: ვამაყობ, რომ "ბარსელონას" უარი ვუთხარი

გრიზმანი: ვამაყობ, რომ "ბარსელონას" უარი ვუთხარი

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლაზე უარის თქმას არ ნანობს.

"ბარსელონაზე" უარის თქმა? ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და მე ამით ვამაყობ. ახლა "ატლეტიკოსთან" ერთად ახალი სეზონის მოლოდინში ვარ. სულ მალე ევროპის სუპერთასისთვის ბრძოლა მოგვიწევს და ჩვენ მის მოგებას ვაპირებთ." - განაცხადა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულებისას "ბარსელონა" მზად იყო ანტუან გრიზმანის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაეხადა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 17 ივლისი 2018 18:00
    0
    ეგ თამაში თუ მოიგეთ და მან გოლი გაიტანე, ჩათვალე რომ ოქროს ბურთი შენია წელს.